გადაყენებული რიჩარდ ქოქრილის ნაცვლად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს შეიძლება ლეგენდარული ახალზელანდიელი უორენ გეტლანდი ჩაუდგეს სათავეში, - იტყობინება We Talk Rugby.

„საქართველოს რაგბის კავშირი „ლელოელების“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია და მოვლენათა განვითარებამ მოულოდნელობა შემოგვთავაზა - მთავარი კანდიდატი უორენ გეტლანდია.

ქართველები 2027 წლის მსოფლიოს თასზე თავის ისტორიაში ყველაზე ამბიციურ კამპანიას იწყებენ და სურთ ეროვნული გუნდის თავკაცად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი სპეციალისტი, უელსის ნაკრების, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილი მწვრთნელი დანიშნონ.

მსოფლიოს თასზე „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები ცნობილია, ჰორიზონტზე საქართველოს რაგბის ისტორიაში, შესაძლოა, იტალიასთან ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და ასეთი მაღალი დონის მწვრთნელის დასანიშნად უკეთეს დროს ვერ შეარჩევდნენ. მრავალი წლის მანძილზე ისინი ექვს ერში ჩართვას ცდილობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ „აძურის“ ტოლ-სწორი არიან ან სჯობიან კიდეც. ავსტრალიაში, ნეიტრალურ მოედანზე ამისათვის 80 წუთი ექნებათ.

საქართველოს ნაკრები მეორე ეშელონის გუნდებში დაუმარცხებელია, უნდათ კონკურენცია პირველი ეშელონის წარმომადგენლებს გაუწიონ, გეტლანდი კი ცნობილია იმით, რომ გარკვეულწილად შეზღუდული შესაძლებლობებით შეუძლია წარმოუდგენელი სირთულეები შეუქმნას გრანდებს. ქართული გუნდისთვის, რომელიც სიმძლავრით გამოირჩევა, ხშირად დაძაბული მატჩების მოსაგებად არ ჰყოფნის ტაქტიკური დისციპლინა და მიზნის მისაღწევად სწორედ ასეთი ხელმძღვანელი სჭირდება“, - წერს გამოცემა.

rugger.info-ს ცნობით, გეტლანდს ურუგვაის ნაკრებში მუშაობას სთავაზობენ, მაგრამ შეიძლება არჩევანი საქართველოს ეროვნული გუნდის სასარგებლოდ გაკეთოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელად ჯერ პიერ-ანრი ბრონკანის, ხოლო შემდეგ ფრანკ აზემას დანიშვნას აპირებდნენ.

გიორგი
არაჩვეულებრივად კარგი სიახლეა, თუ ეს ამბავი გამოვიდა. ამასთან აუცილებელია, რომ მაისაშვილი მოაშორონ სელექციას ნაჯრებისა და შავი ლომისთვის, თუ რაიმე წარმეტების მიღწევა გვსურს. მაისაშვილი არის კონფლიქტური ტიპი, რომელსაც არ შეუძლია ნორმალური ურთიერთობა ჩვენს საუკეთესო მორაგბეებთან ფრანგული ლიგებში. დიდი 10-ის დონეზეც კი საშუალო მწვრთნელია. მოაშორეთ ეს ტიპი ფერედაციას!

ზუროსი იყო ცუდი მწვრთნელი თუ კოკოშკოვი?ჰექტორ რაულ კუპერი იყო სუსტი მწვრთნელი,კლაუს ტოპმიოლერი თუ თუნდაც ვლადიმირ ვაისი,სხვა ნაკებებიც რომ გაიყვანა ფინალურ ტურნირებზე,ან სულაც ვილი სანიოლი?ქართველ მწვრთნელებზე არაფერს ვამბობ,თუმცა არც ისინი იყვნენ ცუდები.რაგბში,პირველ თამაშებში 50 ქულებით რომ ვმარცხდებოდით,ნიდერლანდების დონის ნაკრებებთან და დღეს,მიუხედავად რაგბის საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან ჩვენზე მუდმივად ხელის შეშლისა,მაინც ტოპ 10 შესვლისათვის რომ ვიბრძვით,ესეც დანგრევა და სუსტი მწვრთნელების დამსახურებაა?!ნებისმიერ გუნდს თუ ნაკრებს აქვს უკეთესი და უარესი პერიოდები.რაღაც დონეზე რომ ახვალ,მერე ცოტა სულის მოთქმა და წინსვლის შეჩერება,ომის დროს გარღვევაზე წასული ჯარისთვისაც კი დამახასიათებელია და სპორტში ამის კატასტროფად გამოცხადება,ცოტა არასერიოზულად ჟღერს,უფრო კი,ჩასაფრებულის პოზიციას.რაგბზე წერ,მარტო მანდ რატომ მოგყავთ კარგი მწვრთნელებიო.გეტლანდი ჯერ არ მოუყვანიათ,მაგრამ ამ საიტზე წაიკითხე,რამხელა აგრესიაა რიჩარდ კოკრილის და დღევანდელი თუ წინა ფედერაციის მიმართ,დააქციესო,ყველაფერი.მანამდე არც ლევან მაისაშვილისთვის დაუკლიათ და არც ახლა აკლებენ,გინებას,არც მის წინამორბედ მწვრთნელებს.ობიექტური შეფასება,ან თუნდაც ამისი მცდელობა,ქართველების დიდი უმრავლესობის საუკეთესო თვისება ნამდვილად არ არის.ჯერ გააღმერთებენ და მერე სანაგვისთვის იმეტებენ,თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს.
ამირან
რეგბში რომ მოყავთ კარგი მწვრთნელები ფეხბურთმა რა დაშავა ან კალათბურთმა
დავით სალუქვაძე

თოკო
ცდები, პივაკი იყო ეგ. უელსმა რაც მოიგო ყელაფერი გეტლანდის მწვრთნელობისას მოიგო. პივაკის მერე უკვე დაჩაჩანაკებული უელსს დაუბრუნდა გეთლენდი და ეგრევე ვერ ააყვავებდა გუნდს.
მამუკა
შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს პიროვნება არ იყო უელსის მწვრთნელი, რომელმაც დეგრადაცია განიცადა?
alexandre
უორენ გეტლანდი - ალბათ საუკეთესო ვარიანტია! უფალმა ხელი მოუმართოს! იმედია ყველაფერი გამოგვივა!!!
Porto
რა გინდა? :)))))))))
რაგბი
ისე არც შოტლანდიის ყოფილი მწვრთნელი არ იყო ცუდი, კურდღლებზე ნადირობის გამო რომ დაითხოვეს, გვარი არ მახსოვს.
555
მშვიდობით რიჩარდ!დიდი მადლობა ყველაფრისათვის რაც შეძელი და ვერ შეძელი.ქართული რაგბის ისტორიაში შენი სახელი სამუდამოდ დარჩება.
რეზო
სამხრეთ აფრიკელი მწვრთნელი გვინდა, ჩვენ სტილთან ყველაზე ახლოს ეგენი არიან, უფრო სწორედ ჩვენ ვართ მაგათ სტილთან ახლოს. ერთი მაგარი მწვრთნელია, იაპონიის გუნდს წვრთნის, გვარი არ მახსოვს
gzp
ზღაპრებს ნუ ყვებით. ყოველ კვირა ვიღაც ახალზე წერთ. და ნუ ქმნით სპორტული თამაშებიდან ყოფნა არყოფნის მნიშვნელობას. თორემ მოხდება ისე როგორც ფეხბურთში. დღეს იტალია ძლიერია, ნახეთ მათი თამაშები და შეადარეთ.
თოკო
)) ბევრჯერ არის ნახსეხსნები ამ საიტზეც კომენტარებში ფავორიტიზმზე სელექციაში. ძველი მწვრთნელების კონფლიქტებზე რომელიც აშკარად ქოქრილზეც გადავიდა, რაც გაუგებარია იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ პირებს რაღაც გავლენა მასზე არ ქონდათ. თვალს თუ ადევნებ რაგბის შეამჩნევდი რამდენი ბურჯი რომელიც ტოპ 14-ში არის არცერთხელ ყოფილა ქოქრილის ხელში გამოძახებული. 40 წლის ფრთხები რო გვყავს. მხოლოდ 2-3 ახალი ფრთა რომ არის ბოლო ორი წლის განმავლობაში გატესტილი შავ ლომში ეგ. ერთი და იგივე ხალხი რო იღებს ულიმიტო შანსებს. შავ ლომში ერთი 10 ნომერის ადგილი რო ვერ გამოჩდა რა ვიცი ძმაო :) ბაბუნაშვილს კონფლიქტი რო ქონდა რაგბის კავშირთან ეგ ეჭვს მიქმნის რო მაგიტო არ აძლევენ შანსს მაგრამ ორი 10 ნომერი როგორ არ უნდა ყავდეს გუნდს?! სხვა მაინც?! ცირეკიძის ტალანტი ამდენი პოზიციის ცვლით ჩაძირეს ვერა და ვერ ჩამოყალიბდა რა პროფილის მორაგბეა და მე თუ მკითხავ ფრთა იყო ეგ ბიჭი და კარგი ფრთა გავმაზეთ მისი სახით. კიდევ რამდენი რამეა და რამდენი სახლის თქმა შეიძლება მაგრამ ესაც ბევრი იყო ამ თემაზე სალაპარაკოდ. ეს რაც ჩანს იმას გეუბნები და სხვა კიდევ ბევრი რამ შეიძლება იყოს. ასევე ქოქრილს რო შიდა ჩემპიონატი ეკიდა ეგ გიგანტური პრობლემაა ჩემი აზრით. :) იმედია მომავალი მწვრთნელი აქ იცხოვრებს ინტენსიურად მაინც და ჩემპიონატზეც ივლის.
Გიო შ.
Რა ხუშტურები ძმ?
ოთო
ჩემი სუბიექტური აზრით, ქართულ რაგბისთვის ფრანგი სპეციალისტი ყველაზე კარგი ვარიანტია. გეტლანდი უდაოდ დიდი ტრენერია , მაგრამ ბევრ დეტალებს ვხედავ რატომაც აჯობებს აზემამ ჩაიბაროს ნაკრები ვიდრე გეტლანდმა
თოკო
იმედია დაითანხმებენ. ფეხბურთის მხრივ გვარდიალოას უტოლდება გეთლენდი. მაგრამ ის ფრანგიც კარგი ვარიანტია. მთლიანობაში მთავარია რომელიც არ უნდა აირჩიონ - სრული თავისუფლება მისცენ და ყოფილი მწვრთნელების ხუშტურები არ მიიღონ მემკვიდრეობით :)
მადლობა ჩემს თავს
გენოი დანიშნეთ, გენადაი.
ნაცარქექია
თუ ეგეთი მაგარი მწვრთნელია, რატომ გაუშვეს უელსელებმა, ბრიტანელებმა და ირლანდიელებმა? ან ეხლა რატომაა უმეშევარი და ურუგვაის შემყურე?
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
უორენ გეტლანდი: იტალიამ უნდა დაამტკიცოს, რომ ერთა თასის გამარჯვებულს სჯობს
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
უელსის ნაკრების თავკაცი: საქართველოსგან უნდა ვისწავლოთ, როგორ ვეთამაშოთ ზელანდიას