ოლიმპიურ პარკში, ოლიმპიური და პარალომპიური დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავჯდომარე კახა კუჭავა და სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ცერემონიაზე ქვეყნის პირველმა პირმა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, თითოეული ქართველი, რომელიც ოლიმპიადაზე ოქროს მოიპოვებს, 1 მილიონი ლარით დაჯილდოვდება. პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ ყველანი ერთად აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი გაცილება ტოკიოში. გიყურებთ რა თქვენ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ყველანი, რომ ჩვენ ვართ, მართლაც, ჩემპიონების ერი. ვართ პატარა ერი, მაგრამ გვყავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი წყალობა, ერთი მხრივ. მეორე მხრივ, მინდა გითხრათ, რომ მთელი ერი შემოგცქერით ახლა თქვენ. მჯერა, რომ თქვენ გამოხვალთ რა, ჩვენი დროშის ქვეშ ტოკიოში, ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მინდა, გისურვოთ ყველას გამარჯვება, გისურვოთ წარმატებები,"- აღნიშნა პრემიერმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სპორტსმენებს გაწეული ჯაფა აუცილებლად დაუფასდებათ და ის დარწმუნებულია, რომ ოლიმპიადა წარმატებით ჩაივლის.

"ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი დღეს აქ ყოფნა! და ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი, რომ მაცვია თქვენი ფორმა! იმიტომ, რომ მე ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ფორმა, ამის უკან რამდენი მუშაობა, რამდენი გამძლეობა, ვარჯიშში გატარებული რამდენი დღე დგას და ეს არის იმ მომავალი გამარჯვების ნამდვილი საწინდარი. გავიარეთ ძალიან რთული წელი, წელიწადნახევარი. თქვენთვის ალბათ კიდევ უფრო რთული იყო ეს პანდემიის წელი, რამეთუ სპორტსმენისთვის თუ შეჯიბრებში მონაწილეობა და ასპარეზობა არ შეიძლება, ეს არის მძიმე და ძალიან აფერხებს იმ განვითარებას, რომელიც აუცილებელია ამ სპორტში და შემდეგი გამარჯვებისთვის.

თქვენ ეს ყველაფერი განიცადეთ, თქვენ ამ ყველაფერს გაუძელით და დადგა ოლიმპიადის დღეები. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ელჩო, თქვენს ქვეყანას, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა. ვიცით, ძნელია. ვიცით, რომ არ დაესწრებიან მაყურებლები და მხარდამჭერები და ესეც ძალიან რთულია, როდესაც გამოდიხარ ცარიელ სტადიონზე, მაგრამ ამისთვის დიდი მადლობა მაინც იაპონიას, რომ ეს შეძლო.

ვიცით, მთელ მსოფლიოში ეს რამდენად რთული ამოცანა იყო და არის. პანდემიის გარდა ჩვენ გავიარეთ ასევე ძალიან რთული წელი და არა მხოლოდ წელი, წლები დაპირისპირების და თქვენ აქაც ძალიან გამორჩეული როლი გაქვთ, რამეთუ სპორტი, ოლიმპიადა ეს არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო და ჩვენ გვჭირდება ეს სიმბოლოები, ამ სიმბოლოების გაძლიერება და ჩვენ გვჭირდებით თქვენ" - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ის გახსნის ცერემონია 23 ივლისს, დახურვის კი 8 აგვისტოს გაიმართება. სამწუხაროდ, ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

საქართველო
საქართველოს გაუმარჯოს!
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
კახა კუჭავა: ვიხილავთ ქუთაისის "ტორპედოსაც" მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე