ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

"ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".

კონსტანტინე გამსახურდია

ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია, არაორდინალური, სხვაზე მეტი შეუძლია, თამაშის გაკეთება და მატჩის ბედის გადაწყვეტაც. ასეთებს კი ბევრს სთხოვენ, იმაზე მეტს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს მოეთხოვება, მით უმეტეს 20 წლისას. ყველას ავიწყდება, რომ გარემარბია და არა ცენტრფორვარდი და მისგან ბომბარდირობას მოელიან. იგივე "რუბინში" სულ რომ არაფერი გააკეთოს, 2-3 მეტოქე მისი მეურვეობითაა დაკავებული და ამით თანაგუნდელებს საქმეს უიოლებს. დრიბლინგიც ჩინებული აქვს, პასიც, კარში დარტყმაც და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი თამაშის ყურება ერთ რამედ ღირს. ნიჭიერ კაცს კი ჩვენშიც და უცხოეთში მრავალი ჩასაფრებული ჰყავს და მუდამ იმას ელოდებიან, ფეხი როდის დაუცდება. ვერ გადავიდა უცხოურ კლუბში, ტრავმაც მიიღო, ვინ იცის, როგორ სტრესში იყო და გამხნევების ნაცვლად კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. სწორედ ახლა გამოჩნდება, თუ რამდენად ძლიერია ფსიქოლოგიურად, როგორ მოახერხებს ამ რთული პერიოდის გადალახვას და იმედია, კვლავ გაგვახარებს. ის ხომ ჩვენი იმედია და სხვა ახალგაზრდა თანატოლებთან ერთად უნდა ამოათრიოს ამ ჭაობიდან საქართველოს ნაკრები.

"ურალთან" რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში 62 წუთი ითამაშა და "რუბინის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა. ნამატჩევს გასახდელში მარცხენა ბარძაყზე ყინულიანი სახვევი ჰქონდა გაკეთებული და ცხადია, ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. მისი გუნდი ლიდერ "ზენიტს" 3 ქულით ჩამორჩება და 20 სექტემბერს უმასპინძლებს, რომელმაც "ჩელსის" სტუმრად ბრძოლა გაუმართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

დღეს ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ დღევანდელ ვარჯიშზე კვარაცხელია, ჰაკშაბანოვიჩი, დრეიერი და დესპოტოვიჩი გამოირჩეოდნენ და ეს შემტევი ოთხეული რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესოა თუ არა. სლუცკიმ უპასუხა, რომ მთელ ლიგაზე ვერაფერს იტყვის, პლუს ინ ბომით შემტევი ხუთეული ჰყავთ, ყველა ინდივიდუალურად ძლიერია და მათი ურთიერთმოქმედების დახვეწა მართებს, ხოლო რაც შეეხება დრეიერს, რომელმაც სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჯერ კიდევ არ იცის, რა შეუძლია.

"რუბინი" სულ ამტკიცებდა, რომ კონკრეტული წინადადებით კვარაცხელიაზე არავინ მიმართა, თუმცა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ აღიარა, რომ ოთხ კლუბთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ ფინალურ წინადადებამდე საქმე არ მივიდა, ტრანსფერი კი მხოლოდ დროის საკითხია და დიდი ნაბიჯის გადადგმას ეს დრო სჭირდება. მისი თქმით, ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და აუცილებლად ითამაშებს დიდ გუნდში.

"ჩემპიონტმა" გაამხილა, რომ მას გუნდის გამოცვლა ძალიან უნდოდა: "ამბობენ, მთელი აგვისტოს მანძილზე ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში მოთამაშემ მაინც მიიღო ტრავმა - ასეთია ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური - ფეხბურთელს ყველაფერი მობეზრდა და თვითნებურად თქვა თამაშზე უარი, რამდენადაც ევროპულ ტრანსფერში სრულად იყო დარწმუნებული".

ასეა თუ ისე, ხვიჩა რუსეთში დარჩა, ზამთარში ტრანსფერები უფრო ნაკლებად განხორციელებადია, თან "რუბინი" მის ფასს (20 მილიონ ევროს) არ უწევს, ესეც პრობლემაა, სავარაუდოდ ერთი წელი მოუწევს იქ დარჩენა და ახლა მთავარია არ გატყდეს, არ დანებდეს, ჩენ კი მხარდაჭერა არ უნდა მოვაკლოთ. მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

• david gurgenidze

ყველა ჩავარდნას აღმასვლა მოყვება,ნორმალური პროცესია ოღონდ რუბინიდან უნდა წავიდეს დროზე

• კონსტანტინე თავართქილაძე

წესით ასეთ კომენტარებს და სტატიებს ქართველი გულშემატკივარი და ჟურნალისტები უნდა ვწერდეთ!! ხვიჩა გვეამაყები!!!

• tngh

წარმატებები ხვიჩას!!!

• ქუთაისი

ეს მათ გასაგონად ვინც კვარაცხელიას გოლების რაოდენობას უწუნებს. კვარაცხელია ფლანგის შემტევია და არა გამოკვეთილი თავდამსხმელი. დინამოში ყველაზე ძლიერი ფლანგის შემტევები მესხი და გუცაევი იყვნენ. ორივეს თხუთმეტი წელი ეცვა დინამოს მაისურით. და რამდენი გოლი ქონდათ განატანი თუ იცით. მესხს 54 და გუცაევს 46. ფლანგის შემტევის ძირითადი ფუნქცია ის არის რასაც მესხი და გუცაევი აკეთებდნენ და რასაც შესანიშნავად ასრულებს კვარაცხელია. რუბინის სახიფათო იერიშების 70 პროცენტი სწორედ მისი ფლანგიდან ხორციელდება.

• კახა ქ.

მე მაინც ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აგენტი მიმაჩნია.არ ეწყინება მამუკას მაგრამ,კი ბატონო რუსეთში კატირუეტსა და პერეგავორები გამოსდის,მაგრამ ევროპაში მას არა აქცს სახელი და საქმე საქმეზე რომ მივა,კლუბების წარმომადგენლები მენდეშს და უფრო პოპულარულ აგენტს დაუჯდებიან თუ მაგას.ასე რომ.....მე არ მახსენდება მისი რომელიმე წარმატებული ტრანსფერი რვროპაში,რუსეთში კი ბატონო

• გია

კიდევ დააიგნორებს ნაკრებს, ქვეყნის ინტერესებს და სამუდამოდ მამუკოვიჩი იქნება ან ხვიჩა ჯუღელი. "ყინულიანი სახვევი" ფეხზე არ ადასტურებს სერიოზულ ნრავმას. ამას ნაკრების ექიმი ადასტურებს და ჟურნალისტი. ხვიჩა, გამოადგები სამშობლო, ხალხი ისევ შეგიყვარებს. გამოადგები ჯუღელს, ორივეს ერთი გზა გქონიათ!!!

• sul2

ჭკუას ვერ ვსწავლობთ. როგორ შეიძლება ოცი წლის ბიჭის ასეთი გადამეტებული ქება, მითუმეტეს,რომ ჯერ ფაქტიურად რაც აქვს შექმნილი, ეს საბერძნეთთან გატანილი გოლი და გადარჩენილი ქულაა. კაი ბიჭი კი არა ხვითოა მარა, ამდენი ქება?

ვატო ნუ გამოგვიხედი პროფესორიიი!

• ატლანტამ მხრები გაშალა

ობიექტურად რომ შევაფასოთ, ხვიჩას ეხლა საერთოდ სხვა პრობლემა უდგას, შეიძლება საერთოდ დაიკიდოს ფეხბურთი, მოტივაცია და მონდომება შეიძლება დაკარგოს და რატომ? ხვიჩას ბექგრაუნდი იდეალურად ქონდა დალაგებული, მას ქონდა კარგი სეზონი ჩატარებული რუსეთის ჩემპიონატში, ქონდა კარგი სანაკრებო თამაშები და ქონდა პიარი და მხარდაჭერა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ვებ გვერდებიდან, აბსოლიტურად ყველა წინაპირობა არსებობდა რომ რუსეთი დაეტოვებინა მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რატომ არ მოხდა ამას თავის მიზეზები აქვს და მათ შორის არის ფასი, აგენტი, რუბინის ინტერესები და ა.შ ეს მიზეზები რომლებიც მას ხელს უშლიან წინსვლას იქნება ერთი წლის შემდეგაც. ამიტომ შეიძლება გული აიცრუოს და ფსიქოლოგიურად უკვე გადაეწყოს ფულის კეთებაზე და არა კარიერულ წინსვლაზე. პ.ს ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ბიჭია მაგრამ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი ამიტომ მეტი უნდა იმუშაოს მის თავზე, ეს დაბრკოლება უნდა გადალახოს, კიდევ უფრო მაგარი უნდა გახდეს და ხასიათის სიმტკიცით და მონდომებით შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას, ხელის ჩაქნევა ყველა დიდი შეცდომა იქნება

• გია

ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, არ შეიძლება გადამეტებული: ქება, დიდება და ხოტბა, რომელიც არასოდეს სიკეთეს არ მოიტანსო. ასე მოგვივიდა მართლაც უნიჭიერს ხვიჩაზე. ერთბაშად ემოციებმმა გვიძალა და ვეღარ გავჩერდით. ამიტომ უნდა დავიკავოთ შუალედური მიდგომა! ასე გვინდა არ გვინდა, ვავნეთ ჩვენს ხვიჩას. ხვიჩა თუ კითხულობს ჩვენს კომენტარებს ვეტყვი: ხვიჩა შენ ხალხს უყვარხარ, ნეგატიური კომენტარები თუ მრავლად იყო, ესეც იმის გამო, რომ ფანები ძალიან გულდაწყვეტილები, გაბრაზებულები არიან საქ. ნაკრებზე და ამიტომ არ გაგიკვირდეს, რომ შენც გადმოგწვდნენ, მიუხედავად ყველაფრისა ჩვენო ხვიჩა, იცოდე, რომ შენი გვჯერა და გვიყვარხარ!!!!!!!!!!!!

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

ხვიჩა ჯიმა! მითინს ვა ურჩქილა! საქართველოსთვის,შენ ჭირდები ამ ქვეყანას!მხოლოდ წინ!

• ვატო

შეეშვას ყველა ამ ბავშვს რა!!! ზოგი უმაგრესი მცველია ზოგი უმაგრესი ჩამშლელი ზოგი მხოლოდ თავით იტანს გოლს ზოგიც მხოლოდ ფეხით იტანს უამრავ გოლს და თავით თამაშის გარტყმაში არაა როგორც ბრაზილიელი რონალდო იყო. კვარას შეუძლია 2-3-4 კაცის მოტყუება და თუ კარგი თავდამსხმელი ყავს თანაგუნდელი გოლები გაატანინოს (არა ქვილითაიას ნაირი კუ) რაშიც არის კვარა მაგარი ის მოვუწონოთ არაა ეს კაცი კრიშტიანოსავით გოლეადორი და ნუ ვთხოვთ იმას რაც არ შეუძლია... კვარა ეხლა არის მოტყუებული იმედგაცრუებული და ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და ასეთ დროს კიდევ მაღალ დონეზე თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია. მისმა აგენტმა მთელი სეზონი იძახა პერეგავორები მაქვს მაგარ გუნდებშიო და წავა უეჭველიო და ბოლოს სად არის ეს ჯუღელი დაურეკა ვინმე ჟურნალისტმა? ეგ კაცი არის ჩვეულებრივი ვაჭარი არასანდო ადამიანი ჩემიანი სხვისიანი არ აინტერესებს მაგას ის აინტერესებს საიდან უფრო მეტი დარჩება და რო მერე უწილადოს თავის მკრიშავ მუქთა მჭამელ ქურდებს!!!!! ამიტომაც დადის კაი კაცივით თავი მწვანე კიტრი რო ჰგონია

• W

მაგარი ღადაობაა, ვინ დაწერა ეს სტატია? ადამიანის მხარდაჭერას ითხოვს და ისეთი საშინელი პროლოგი აქვს წამძღვარებული ქართველს ქართველობაზე ხელს ააღებინებს. რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი, არ შეიქმნათ დროზე ადრე კერპები, არ უნდა შეიქმნათ მოლოდინები თორემ სინამდვილეს როცა შეეჩეხებით მერე იწყება თვითგვემა და ბოლოს იმ აზრზე მიდიხართ რაც კოწიას აქვს დაწერილი 100 წლის წინ, რაც სრულ უიმედობაში გაგდებთ. თავად იქმნით ილუზიებს და შემდეგ ამ ილუზიების მსხვერპლი ხდებით

• სიო

ჯუღელუ რომ კაი კაცი იყოს, თბილისში ამხელა დაცვით გადაადგილება რად უნდა?

• მეგრელი

ხვიჩა გენაცვალე, არ დანებდე და შრომა არ დაგეზაროს, სასოწარკვეთილება არ შემოგეპაროს და გახსოვდეს რომ ეს გაჭირვებული ხალხი შენს იმედზეა რომ დიდი სიხარული უნდა მოგვოტანო და ოქროს ასოებით უნდა ჩაოწეროს შენი გვარი ისეთი სახელოვანი ფეხბურთელების გვერდზე როგორებოც არიან მესხი, მეტრეველი და სხვა კიდრვ ბევრი. გვიყვარხარ ხვიჩა და იმედები არ გაგვიწბილო, მთელი ქვეყანა შენ შემოგციცინებს

• Io

როგორც კი რუსეთს მოშორდები ხვიჩა, თავის თავად აეწყობა ყველაფერი, შენ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშო, ყველაფერი გაქ მაგისთვის ბუნებისგან ბოძებული!

• gia

კონსტანტინე გამსახურდიას ეს ფრაზა იყო ჩვენი ისტორიის დამახინჯება. მე-12 მე-13 საუკუნეში ერთ ერთი უდიდესი სახელმწიფო ვიყავით ევროპაში, მოსახლეობით მე-4 (მათ შორის ბრიტანეთზე დიდიც). არც მერე ვყოფილვართ მცირე მოსახლეობის პატრონი არასდროს სანამ ჯერ რუსეთმა, მერე საბჭოთა კავშირმა არ გადაგვიარა, არ ამოგვწყვიტა და არ შეგვიმცირა საზღვრები.

• N

ხვიჩასაგან ბომბარდირობას რომ მოითხოვენ, ერთი ძველი ისტორია მახსენდება. ერთხელ საბჭოთა კავშირის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც მიხეილ მესხზე იყო ნათქვამი დაახლოებით შემდეგი: ეს რა თავდამსხმელია, ძალიან ცოტა გოლი გააქვსო. მერე მიშამ რომელიღაც კომენტარში განმარტა: ყველა თავდამსხმელს თავისი საყვარელი სტილი აქვს გოლების გატანისო. მე ყველაზე უკეთესად გამომდის რიკოშეტით კალოევის თავიდან და სულ კალოევს უთვლიან ამ გოლებს, მე რა ვქნაო!

• გურამ დელიბაშიჩი

ხვიჩა თუ კითხულობ ამ კომენტარს, რაც შეიძლება მალე და უკანმოუხედავად გაეცალე ოკუპანტს. რუსეთი ჩვენი მტერია და შენი ფრონტის ხაზი ფეხბურთის თამაშია, საქართველოსთვის.

• ნიმბუსი

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია კარგი რომ გვინდა მაგიტო გვეწყინა რუსეთში რომ დალპობას უპირებენ

• შეცდომა

ნიკას აგენტი ჯუღელი პროვინციელი ყველის ვაჭარია.სად წაიყვანა ეს უნიჭიერესი ბიჭი რუსეთის გლუბინკაში საიდანაც ევროპაში მომავალი არ არსებობს.თან ტრაბახობს და მშობლებს აბოლებს თუ რა დიდი საქმე გაუკეთა.სასწრაფოდ უნდა მოაცილონ ეს აფერისტი და ნორმალური აგენტი მოუძებნონ.

• სტუმარი

ხვიჩასნაერი ტალანტი 11 კაცი რომ გვყავდეს, იტალიის ნაკრებსაც დავანგრევდით. ამ ბიჭის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა!

• რაგბის ფანი

ხვიჩა მთელ საქართველოს უყვარს. თითო-ოროლა შურიანი პროვოკატორი ყველა ქვეყანაში მოიძებნება, ეგ ჩვეულებრივი ამბავია.

• Levani

საკვანძო სიტყვა დავიჭირე "თანატოლებთან ერთად" 100% მართალია და თხოვნა იქნება- ნუ დაწერთ აწი რო ვაკო და ოქრიაშვილი ნაკრებისთვის დიდი ძალაა- ჯანოს ველოდებით ნაკრებში,ქვილითაიას,გვილიას,კახაბერ გოგიჩაიშვილს და გოჩა გოგრიჭიანს

• თენგო

ხვიჩა შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, მაგრამ სიბრძნეს უნდა მოუხმო ძალიან მშვიდად მიიღე ყველაფერი ცუდი, აჯობე რუსებს და ყველა მტრულად განწყობილს- კარგია მუდამ მტრიანი. დიდი მომავალი გელის სულიერად არ დაეცე. გახსოვდეს ქართველი ხარ ბიჯო

• რომა

იცი რა ვერ გავიგე? რატო ან ვინ ადრის ამ ბიჭს კრიშტიანოს მესის და ასეთ ტოპ მოთამაშეებს? აზარი არიყო დიდი გოლების მანქანა მაგრამ კი იყო თავის ფლანგზე ერთ ერთი უძლიერესი....

• ამო

ხვიჩა შენი სახე ისეთი მშობლიურია, ისეთი ნათელია ადამიანს გული სიკეთით ევსება, ეს რაღაც დიდის ნიშანია იცოდე. იშრომე, საქართველოს შენი ეიმედება და შენი სჯერა.

• დადებითი

შეფასებებში უარყოფითები დადებითებს სჭარბობენ, მაგრამ ეს საერთო სურათს საერთოდ არ გამოხატავს, რადგან როგორც წესი, უარყოფითები სოციალურ ქსელებსა და კომენტარებში სუპერაქტიურები არიან, ისე კი საზოგადოების აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ. ეს მარტო საქართველოში კი არ ხდება. გადახედეთ უცხოურ საიტებს. რასაც რუსები წერენ კომენტარებში ხვიჩაზე, იგივეს წერენ ქართველი "უარყოფითებიც". პირველად და უკანასკნელად დავწერე კომენტარი.

• ვენეციის კომისია

კონსტანტინე გამსახურდიას ის აღარ უთქვამს რომ თუ ის დიდკაცი სისულელეებს სჩადის კი ნუ აჰყვები და ხოტბას შეასხამ, არამედ მიუთითე და გამოსწორებისკენ მოუწოდეო?

• 100%

მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!!!

• ჰაჰა

იქნებ გვეცადა გადამეტებულად არ გველაპარაკა. არც ზედმეტად კარგი და არც ზედმეტად ცუდი. მაგალითად ვითომ კეთილგანწყობით დაწერილი "ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა." და ამის "მერე აგვისტოში მაინც მიიღო ტრამვა". თქვენ რომ ტრენერი იყოთ რას იზამთ, ქართველი ტრენერი რომ იყოთ და რუსი ლეგიონერი გეუბნებოდეთ, ნუ მავარჯიშებ ნუ მათამაშებო. ცოტა ანალიზი რა.

• beqa

თქვენ აფუჭებთ ამ ბიჭს ამდენი უაზრო სტატიებიით და იქ გადადის აქ გადმოდის ძახილით მოლოდინების შექმნებიით!! არუნდა ზედმეტი ქება დიდება ზომიერებაა საჭირო შენიშვნაც უნდა მიიღოს და სადაც საჭიროა ქებაც სულ ქება კარგს არაფელს მოიტანს აუვარდება თავში და გაიბღინძება მერე..

• რობინიო

ძალიან სწორი გზავნილებია, მართლაც უმიზეზოდ ვსტრესავთ ბიჭს

• Noste

ხვიჩა გვეიმედები!!!!კომენტარებს ნუ უსმენ!!!! ითამაშე მთელი მონდომებით და აუცილებლად მიაღწევ მიზანს!!!წარმატებები ხვიჩიას!!!!

• აბო

მიდი ხვიჩა, ამოტენე ზენიტი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• ზურაბი

ეს თქვენ იქცევით არასწორად, ახალგაზრდა კაცს ერთ შენიშვნას ან მითითებას რომ არ აძლევთ.ასე კვარცხელია კი არა, ყველაზე "ფეხებზემკიდია" გარინჩაც კი გაიბღინძებოდა. თქვენ, თქვენ აფუჭებთ მას მუდმივი ქება-დიდებით.

პლუს ჩეხი ბომბარდირი და "ლივერპულის" ნახევარმცველი - მიქაუტაძის "ლიონში" დიდი ცვლილებებია

[VIDEO] კიტეიშვილმა სეზონი გოლით და მაღალი შეფასებით დაიწყო

ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები - რას ვნახავთ აგვისტოში

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს

"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა

"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა

19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს

Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა

თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა

[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა

[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში

რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?

სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ

3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა

"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა

დაიწყება თავდავიწყება - რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?

"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი

"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა

სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს

ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას

გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს

კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა

დესპოტოვიჩი: სლუცკი 70%-ით გოგონაა - ხვიჩა ფეხბურთელად მას არ ჩამოუყალიბებია

"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები - რას ვნახავთ აგვისტოში

ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს

[PHOTO] "გირჩევთ, ხვიჩას მსგავსი ნუ იქნებით" - ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელიას გავრცელებულ ფოტოზე იხუმრა

მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება

პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება