ნონა გაფრინდაშვილმა რომ Netflix-ს სერიალ "ლაზიერის გამბიტში" გადმოცემული არასწორი ფაქტების, სექსისზმისა და ეროვნების არასწორად გადმოცემის გამო უჩივლა, საზოგადოებამ იცის, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გარი კასპაროვის შესახებ არ დაწერილა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარებული გარი კასპაროვი იყო Netflix-ის კონსულტანტი და კარგად იცოდა, რომ გაფრინდაშვილი კაცების შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდა და ცნობები მისი ეროვნების შესახებაც არ აკლდა.

როცა საქმე მსგავსი შინაარსის ფილმებისა თუ სერიალების გადაღებას ეხება, Netflix-ის მსგავსი დიდი ტელესტუდიები კონსულტანტად იმ სფეროდან, რომლის გარშემოც სიუჟეტის გადაღებას აპირებენ, საუკეთესოებს არჩევენ. ასე მოიქცნენ კასპაროვის შემთხვევაშიც...

თუმცა, ზუსტად არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა თუ დაუდასტურა გარი კასპაროვმა სერიალის გადამღებ ჯგუფს. თუმცა, მან კარგად იცოდა ნონა გაფრინდაშვილის ეროვნებისა და კაცების წინააღმდეგ გამართული მატჩების შესახებ.

რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი გახდა, რომ გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა, კასპაროვის განცხადება კი არსად ჩანს, ეს კი ეჭვებს აძლიერებს, რომ არასწორი ინფორმაციის წყარო, შესაძლოა, გარი კასპაროვი იყოს.

ava
დღესაც რუსები ვგონივართ მაგალითად ესპანეთში და იტალიაში.

იურიდიულად თუ მიუდგები, არ აქვთ ეროვნებით რუსად გამოცხადების უფლება.
ლაშა ბრეგვაძე
და იურე საქართველო სუვერენული რესპუბლიკა იყო! და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი იყო, კარგად გაერკვიათ, დე-იურე და არ გამოკიდებოდა ნეთფლიქსი დე-ფაქტოს არ იქნებოდა სკანდალი. თუმც ეს სკანდალი კარგია.
kosta s
რუსი მოჭადრაკის ნაცვლად უნდა ეთქვათ საბჭოთა და სადაო არ იქნებოდა ეროვნება,რადგან იმ მომენტში ასე იყო!
.ნ.გ.
ხორვატია,ჩერნოგორია/ანუ მონტე ნეგრო-შავ მთიანეთი;სერბეთის პროვინციებია,როგორც ჩვენი კუხეთი-საინგილო,ახტალა და სოჭი.ასერომ შედარება არა სწორია
დავით67
კოსტანტინეს! ხო მაგრამ, ახლა სადღაა სსრკ?, ფილმი მაშინ გადაიღეს თუ ეხლა?სამწუხარო ისაა რომ ისინიც( ვინც ასე თვლიდა) ამ საბჭოთა კავშირის მერეც ვერ განვითარდნენ და ორმაგად სამწუხაროა,რომ ვერც შენ განვითარდი
მიშა
ანუ, დავიკიდოთ?
la masia
ეს სერიალი ახლა გადაიღეს თუ მაშინ :)
ოზუზი
ეს არის ბჟუტური. მერე რა თუ ვიმემ რამე ადრე არ იცოდა? ჯერ იცოდა, და თუ მაშინ არ იცოდა ახლა არ უნდა იცოდეს? თუ როგორც იცის (ან აცხადებს, რომ იცის) ისე უნდა აკეთოს? ამიტომ ეს არის ბჟუტური!
ლევანი
ჰოდა ფილმში უნდა ყოფილიყო საბჭოთა მოჭადრაკე და არა რუსი . კასპაროვი კი აზერბაიჯანელი არ არის ის ბაქოელი სიმეხია
კონსტანტინე
ხალხნო! გაფრინდაშვილიც, კასპაროვიც, პეტროსიანიც, და ტალიც იყვნენ საბჭოთა (რაც, სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის მაშინ "რუსეთს" ნიშნავდა) მოჭადრაკეები. ასე რომ, მათ მსოფლიოში ძირითადად იცნობდნენ, როგორც რუსებს. არა და არიან შესაბამისად: ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ლატვიელი მსოფლიოს ჩემპიონები. ასევე, ჩვენი განთქმული ოლომპიური ჩემპიონები: სანეევი, შავლაყაძე, ხაბარელი, ჩოჩიშვილი, ანპილოგოვი, საკანდელიძე, ქორქია და ბევრი სხვა საზღვარგარეთისთვის ითვლებოდნენ საბჭოთა სპორტსმენებად. და ეს არც არის გასაკვირი. მითხარით, ბევრმა ჩვენთაგანმა იცოდა რამე ხორვატიის, ბოსნიის, მაკედონიის, მონტენეგროსი, სლოვენიისა და სლოვაკეთის ოლიმპიური, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონების შესახებ?
giorgi janikashvili
საჩივარი ჩვენთვის საამაყო იქნებოდა მაშინ-როცა ნონა გაფრინდაშვილი-როგორც ქართველი მანდილოსანი მორალურ კომპენსაციას მოითხოვდა და არა ფინანსურს.როგორ,რა ,,ფორმულებით'' იანგარიშა მისთვის მიყენებული მორალური ზიანის შესატყვისი თანხა დოლარებში-მოსამართლეებშიც,როგორც ჩვენში ღიმილს გამოიწვევს მხოლოდ.მე შემრცხვა.სხვისი არ ვიცი.
დ.დ.
მხ. კასპაროვი ყველ დროის საუკეთესო მოჭადრაკე როდის აქეთაა. ბნელა ? თუ ბნელა ხო, მარა, დღე როა ! ფიშერიც რომ თამაშობდა ჭადრაკს დავივიწყოთ ? ტალიც გადაადგილებდა ჭადრაკის ფიგურებს დაფაზე ხადახან, არ ვთქვათ ?
ნიკო
რუსისგან კარგს რომ არ უნდა ელოდო მართალი ხართ.მაგრამ კასპაროვი ერთ ერთი კარგი რუსია იმ მცირეთაგან,პუტინის მტერიცაა და კრემლის კრიტიკოსიც.აქ ვიტყვი ვისაც გამოსავალს რუსებთან ხედავთ თქვენს დედებს მოკითხვა ჩემგან.უმეცრები სხვანაირად ფიქრობენ მაგრამ რუსული პოლიტიკა ოდითგანვე ილტვოდა დიადი რუსეთის შექმნისკენ.სადაც მის ხელში იქნებოდა კავკასია და მცირე აზია.თანამედროვე კრემლიც ასე ფიქრობს,დადებილებული ჰყავთ ხალხი,გვეუბნებიან რუსეთმა გაგათავისუფლათო და გიხსნათო.რომელი იყო ხსნა:ქართული სამეფო სამთავროების დაპყრობა,გაუქმება მეფობის,ეკლესიებში რუსულად წირვა ლოცვა თუ წითლების შემოსვლა,ეკლესიების ნგრევა და რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადება?თუ 9 აპრილს ქუჩაში 19 ახალგაზრდას მოკვლა,დანარჩენების დამახინჯება.ან მიწების ოკუპაცია და ყოველ თვეში ადამიანებია გატაცებაა ხსნა?სხვათაშორის დიად რუსეთს მხარს უჭერდა ცნობილი მწერალი დოსტოევსკი)))კარგი მწერალი,მაგრამ იმპერიალისტი და მისი პოლიტიკა ეროვნული ქართველისთვის მიუღებელი უნდა იყოს.
ნიკო
წაიკითხეთ წიგნი,ქართულად ითარგმნა,შედევრია.სერიალზე იტყვით რას ჰგავსო,იმხელა განსხვავებებია.წიგნში მწერალი ნინოზე პატივისცემით და სამართლიანად საუბრობს,სცენარისტმა შეცვალა ყველაფერი,რაც შეიძლება საუკეთესო რომ ყოფილიყო პერსონაჟი
ნიკო
კასპაროვი ასე ვთქვათ კონსულტაციას უწევდა რეჟისორს,სცენარისტებს...ანუ მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა მაგრამ სცენარისტს მაინც ვერ შეაცვლევინებ თუ მიაწვა თავის აზრს.ისე ეს სერიალი ეფუძნება წიგნს,რომელიც ქართულად სულ ახლახანს ითარგმნა,წიგნი გაცილებით კარგია და ნონას შესახებ ზუსტი ინფორმაცია არის მოცემული,მაგრამ მელა სცენარისტმა თავის ჭკუაზე გააკეთა მაინც ყველაფერი.მერე ძაან არ ჩიოდნენ ქალის უფლებებზე ახლა სსრკში,უბრალოდ მთელი იმპერია მოცული იყო ჭადრაკის მანიით არადა ინდოეთი-ჭადრაკის სამშობლოც კი არ ცდილობდა კომპეტენტური მოთამაშეების გაწვრთნას.უბრალოდ ცდილობდა სსრკ ეჩვენებინა რომ ინტელექტუალურად მაღლა იდგნენ,ჭადრაკში ისე მცირე გამოცდილება მაქვს მაგრამ ვიტყვი რომ მთავარი საქმე ინტელექტი არაა,ენერგიულობა და ფსიქოლოგიური სიძლიერე გჭირდება,უნდა შეგეძლოს ცოტა მომავლის ჭვრეტაც ანუ შესაძლო განვითარების დანახვა
nanka2002
ჭკვიანური კომენტარია.
ჟორა
რისი გაერთიანების? ქალთა და მამაკაცთა ჭადრაკის?
ჟორა გაბრიჭიძე
ბატონებო, ფილმში მარტო იმას კი არ ამბობენ ნონას არ უთამაშია და მოუგია კაცებისთვისო, საერთოდ ქალ მოჭადრაკეებზეა საუბარი. გახსოვთ ალბათ დები პოლგარები, ერთ-ერთი მგონი იუდიტი თავიდან ქალებში საერთოდ არ თამაშობდა და ათეულის კაცი მოჭადრაკეებიც ბევრი ჰყავს დამარცხებული. საერთოდ კი რა უგნურებასთან გვაქვს საქმე? კონსულტატის გარეშე არ უნდა იცოდეს ასეთი ფირმის კორესპოდენტმა, რომ მსოფლიოში ათობით ქალი მოჭადრაკეა (მათ შორის ნონა გაფრინდაშვილი), რომლებსაც ვაჟთა დიდოსტატის წოდება აქვს მიღებული. ვაჟებთან უთამაშებლად ეს, როგორ მოხდებოდა?
tngh
კასპაროვი რუსი არ არის... თანაც რუსეთის მტერია...
რა შუაშია კასპაროვი..?
რა შუაშია კასპაროვი? ვისაც ფილმი ნანახი გაქვთ. კასპაროვს რომც გაეფრთხილებინა აქვს გაფრინდაშვილს მოგებული კაცებისთვისო, შეცვლიდნენ რამეს? სიტუაციის დრამატიზებისთვის, სჭირდებოდათ, რომ იმ მომენტისთვის არავის კაცისთვის მოგებული არ ქონოდო და მორჩა. რეალურად კიდევ, როგორც ჩანს საბჭოთა კავშირი იმ დროისთვის უფრო წინ წასული ყოფილა კაცსა და ქალს შორის ჭადრაკში თანასწორობის ამბავში ვიდრე დანარჩენი მსოფლიო და მაგას ხომ ვერ იტყოდნენ ფილმში რომელიც გარკვეულ სექსისტურ დისკრიმინაციაზეა დრამატირებული? ხოდა მაგის აღიარებამდე, რაც ფილმს მთელ ინტრიგას დაუკარგავდა, ერჩივნათ გაფრინდაშვილის გვარი არ ეხსენებიათ საერთოდ და ამით არც ჭადრაკის ისტორია და არც ქ-ნი ნონას ბიოგრაფია დაემახინჯებინათ. მეორეც, ქალები რომ უფრო სუსტები ჩანან ჭადრაკში ეგ რა თქმა უნდა არაა გონებრივი პოტენციალის ამაბავი. უბრალოდ გაცილებით ნაკლები ქალი ირჩევს ჭადრაკის გზას ცხოვრებაში ვიდრე ჩვენ, კაცები. შეაბამისად 1 მოჭადრაკე ქალზე სავარაუდოდ მოდის 20 მამაკაცი (მსოფლიოს ვგულისხმობ და არა საქართველოს) ან მეტი და შედეგად რა თქმა უნდა მეტი კაცი ტალანტი ჩნდება ვიდრე ქალი. ამიტომ, დღეს რომ გაერთიანდეს ჭადრაკი, ნომერ პირველი ქალი მოჭადრაკე შეიძლება აღმოჩნდეს მე-60-ე კაცთა რეიტინგში და მასაც კი დაეკარგება სტიმული ჭადრაკი გააგრძელოს. მაგიტომ არის ჯერ კიდევ დაყოფილი სქესისი მიხედვით, რათა სტიმული მიეცეს ქალთა ჭადრაკს. მე პირადად არ ვეთანხმები ასეთ მიდგომას და გაერთიანების მომხრე ვარ.
აკაკი
არაფერ შუაშია აქ სექსისზმი. ქალები როგორც ყველა სპორტში მათ შორის ჭადრაკში სუსტები არიან კაცებზე. კი ბატონო გაფრინდაშვილი ნამდივლად სწორად მოიქცა და უნდა ეჩივლა კიდეც იმიტომ რომ ნამდვილად დაამარცხებული ყავს კაცი მოჭადრაკეები, რომლებიც კარგ მოჭადრაკეებად ითვლებოდნენ მაგრამ არც ერთი არ იყო ტოპ ათეულში. გაფრინდაშვილი შეხვდა 35 კაც მოჭადრაკეს და აქედან მხოლოდ 7 დაამარცხა, დამარცხებულებიდან არც ერთი არ იყო საუკეთესო ათეულში მაგრამ რა თქმა უნდა ძლიერ მოჭადრაკეებად ითვლებოდნენ. კასპაროვს ნამდვილად შეშურდა ალბათ
ზურაბი
მთავარს არ ამბობთ.
არტ
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ასეთ დროს აუცილებლად უნდა უჩივლო. ერთიცაა. ფილმს ისედაც არ აკლდა პოპულარობა და ახლა ხელახალი ინტერესი გაჩნდება სულერთია მოიგებს სასამართლოს თუ წააგებს. მეორე მხრივ საკმაოდ ფართო აჟიოტაჟის გამო ახალი თაობის უამრავი ადამიანი გაიგებს ვინ არის მსოფლიოს ქალთა ჭადრაკის GOAT და რა მაგარი იყო ნონა გაფრინდაშვილი. ესეც მიუხედავად იმისა მოიგებს თუ არა სასამართლოს. თითქმის დარწმუნებული მაქვს მოიგებს.
არტ
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ასეთ დროს აუცილებლად უნდა უჩივლო. ერთიცაა. ფილმს ისედაც არ აკლდა პოპულარობა და ახლა ხელახალი ინტერესი გაჩნდება სულერთია მოიგებს სასამართლოს თუ წააგებს. მეორე მხრივ საკმაოდ ფართო აჟიოტაჟის გამო ახალი თაობის უამრავი ადამიანი გაიგებს ვინ არის მსოფლიოს ქალთა ჭადრაკის GOAT და რა მაგარი იყო ნონა გაფრინდაშვილი. ესეც მიუხედავად იმისა მოიგებს თუ არა სასამართლოს. თითქმის დარწმუნებული მაქვს მოიგებს.
Lasha
ზაალი
მწერალს წიგნში სულ სხვა რამ უწერია
იღბალო
თუ რამე, ვფიქრობ მწერალს უნდა ვედავოდ. როგორც პირველადი წყაროს ავტორს. კინოსტუდიაც მისკენ გაიშვერს ხელს,
Hmm
რუსი თუ ებრაელი? ვაინშტაინია მგონი მამის გვარი, ანაა მაგის ბრალი კიდე ან არა
შაკო
აზერბაიჯანელი ებრაელია კასპაროვი
shoda
გენაცვალე სულში!
ნატურალი გურული
ყორისფელს მევითფენ, მარა იი ელოსტოუნი რეიზა აგვიანებს ნეტაი?!
ანი
საშინელი პროტესტი გამიჩნდა ფილმის ყურებისას… ვიღაცეები წერენ დოკუმენტური ხომ არ არის ეს ფილმი ზუსტ ფაქტებს რომ მითხოვთო.. არ ფენტეზისს ჟანრიაააა 21 საუკუნეში არასწორი ფაქტები გაავრცელო
zaza
მაგ ნეტვლიქსის და ამერიკის სიყვარულში არ ჩაიკარგო ჯიგარო .მზე საიდან ამოდის შენთვის ნიუორკიდან თუ ვაშინგტონიდან .დარწმუნებული ვარ არ გეცოდინება.ნაღდი მზეც და მთვარეც ჩვენთვის ჩვენი ქვეყანაა მატრაკვეცობას თუ შეეშვებით ეს ძალად პატრიოტები თქვენთვის უფრო უკეთესია.თორე აქტუალობა დიდი ხანია დაკარგული გაქვთ.ნონა მაგარია და ნაღდი ქართველია.
იღბალო
არა მგონია კასპაროვი იყოს შუაში, რადგანაც უოლტერ ტევისს წიგნშიც ასევე აქვს აღწერილი. უბრალოდ ვფიქრობ ყურადღება არ გაუმახვილებიათ ამ ფაქტისთის და ისევე გადმოიტანეს ფილმში, როგორც წიგნში იყო აღწერილი. ნეტფლიქსიც ამ არგუმენტით აიცილებს სარჩელს.
tazo
რუსი კი არა სომეხი

რუსისგან რას უნდა ელოდე სხვას. მტელი რუსეთი ეგრე ფიქრობს, საქართველო სახელმწიფო არ გონიათ და რუსეთის ნაწილად არიქვამენ.
Sake
ქალბატონო ნონა, თქვენ მარცხს მიჩვეული არ ხართ,ჰოდა ამჯერათაც გაიმარჯვებთ, რაც ძალიან გამახარებს. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს.
ვანია
ან კასპაროვზე რატომ გწყინს აუგი და ან ბაიდენს რას მიადექი? მზე ჩრდილოთიდან ხომ არ ამოდის?
Gia
ბბს, სნნ, ევრონიუსი, დოიჩე ველო რავიცი ყველა წამყვანი არხი ამ თემაზე სიუჟეტებს აკეთებს. მინიმუმ ქვეყანა ფილმი და ნონა კარგად გაპიარდა. სულ რო არაფერი მადლობა ნონას რომ კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩვენზე და მის მიღწევებზე
ტოტო
გარი გასპაროვს დარწმუნებული ვარ თავისი ნამდვილი გვარიც აღარ ახსოვს (ვაინშტაინი).აშკარად შეეშალა ,რომ ნონას არ დაუკავშირდა და ინფორმაცია არ დააზუსტა.აბა მაგაზე დაწერონ,რომ რუსია ,არ იჩივლებს ?
zaza
სისულელე თან რამხელა.ახლა კასპაროვს მიადექით ხო და ბაიდენს რა უჭირს.დდ რა მოტივი უნდა ქონოდ კასპაროვს ნონას დასაკნინებლად.მიაქარეს ფილმის ავტორებმა და თვითონ კომპანიამ მორჩა.დაიკიდეს
იდალგო
რაო? კასპაროვიო? რას აბობთ? ყურებს არ ვუჯერებ! დიდ დემოკრატი, ჰუმანისტი, ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი და ქალტა დისკრიმინაცია? შეუძლებელია :)
სოსო
რა შუაშია კასპაროვი?თვითონ ნოველაშიც ეწერა და თვითნებურად ამოიღესო,ტექსტიდან.კასპაროვს საჭადრაკო ნიუანსებზე მოსთხოვდნენ ინფორმაციას და თუ ისტორიაზეც ჰკითხეს,არ შეიძლება არ სცოდნოდა და ტყუილს რატომ იტყოდა?
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ვიდეო, რომელიც ბევრს ამბობს - ილია თოფურიას რეაქცია, როდესაც პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის ხმა გაიგო [VIDEO]
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
პსჟ-სთან მარცხმა მესის რადიკალური გადაწყვეტილებისაკენ უბიძგა?
გარი კასპაროვი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტისაკენ მოუწოდებს
გარი კასპაროვმა ხორვატიის ნაკრებს გამარჯვება მიულოცა
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება
კასპაროვი რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადდა
დარეჯან კვარაცხელია ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე საუბრობს
რით არ ჰგავს ხვიჩა სხვა ქართველ ფეხბურთელებს? - ნონა გაფრინდაშვილი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე
კასპაროვი ბრუნდება - რუსი ლეგენდა ამერიკული ტურნირისთვის განაახლებს კარიერას
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
გარი კასპაროვი, როგორც ბლატერი
"ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა" - ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა [VIDEO]
"მადლობა საჩუქრისთვის" - რა კადრებს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია? [PHOTO]
გარი კასპაროვი სამი ყაიმით დაბრუნდა