საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს და ჯერ ისევ უცნობია, დართავენ თუ არა მაყურებელს მატჩზე დასწრების უფლებას. "ქართული სპორტის ქომაგები" "აჭარაბეთ არენაზე" გულშემტკივრების დაშვებას მოითხოვენ - ამის თაობაზე qomagebi.ge-ზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ:

"ამ ეტაპზე ისევ უცნობია, დაესწრება თუ არა საბერძნეთთან ბათუმში გასამართ მატჩს ქართველი გულშემატკივარი, რომელიც, ბოლო პერიოდში ქვეყნის პირველმა პირებმა ნაკრებს “ჩამოაშორეს”. ფაქტი კი ჯიუტია: საქართველოს ნაკრები გულშემატკივრის გარეშე სულ სხვა გუნდია და გულშემატკივართან ერთად – სულ სხვა.

ცხადია კიდევ ერთი რამ: სექტემბრისგან განსხვავებით ეპიდვითარება დასტაბილურდა, ვაქცინირებულთა რიცხვიც უფრო მეტია, ვიდრე იმ დროს იყო, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უცნობია. ისევ ვხედავთ პოლიტიკურ შეკრებებს და ისევ გვეუბნებიან, რომ პოლიტიკა შეიძლება, ხოლო ფეხბურთი – არა!

კოსოვოს წინააღმდეგ კარგად გამოჩნდა რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ნაკრებისთვის გულშემატკივარს. ფაქტიც სახეზე გვაქვს – ორ განსხვავებულ პოლუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს მატჩი ესპანეთთან და კოსოვოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მატჩში დავმარცხდით, სათამაშო ხარისხი და ფეხბურთელების მონდომება სრულად განსხვავებული იყო.

ესპანეთთან მატჩის დროს, დინამო არენაზე დაახლოებით 16 000 გულშემატკივარი იმყოფებოდა. ესპანეთთან მატჩამდე მაყურებელი თავის ნაკრებს ბოლოს 2019 წლის ოქტომბერში ირლანდიასთან შეხვდა – ის მატჩი 0-0 დასრულდა. ნაკრებს და ფეხბურთს მონატრებული გულშემატკივარი საქართველოს ესპანეთთან გულმხურვალედ უჭერდა მხარს, ეს ყველაფერი კი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იყო. პირველი ტაიმი ესპანეთს მოვუგეთ… ახლოს ვიყავით ქულასთან, თუმცა არ გაგვიმართლა..

რა მოგვცა ბათუმში ცარიელმა ტრიბუნებმა კოსოვოსთან? ისე ჩანდა, თითქოს ნაკრები უმოტივაციოდ თამაშობდა. კონკრეტული გამონათებების გარდა საერთო კონტექსტი საშინელი იყო: არ ჩანდა მონდომება, ფეხბურთელების მოქმედებებში არ იგრძნობოდა თამაშის მოგების სურვილი. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ – წავაგეთ, მაგრამ ამჯერად არაფრის მთქმელი თამაშით; თამაშით, რომელმაც თითქოს დაბრუნებული იმედი სადღაც გააბრუნა.

სწორედ ეს გულშემატკივარი დააკლდა საქართველოს ნაკრებს გასულ ნოემბერში მაკედონისთან: სწორედ ის მუხტი, ენერგია, რომელიც ესპანეთთან ძალიან იგრძნობოდა.

ამ სტატიის პათოსიც სწორედ იმას ეფუძნება, რომ საქართველოს ნაკრებისთვის გულშემატკივარი ბევრად მეტია, ვიდრე მე-12 მოთამაშე. სწორედ ქართველი გულშემატკივარია ის ძალა, რომელიც ნაკრებს იმ მომენტში დაუდგება გვერდით, როდესაც მატჩში გარდატეხის შეტანაა საჭირო.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ საბერძნეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ის გულშემატკივარი გაამხნევებს, რომელიც ამდენი წელი ელოდებოდა ბათუმში სტადიონს.

დაუბრუნეთ ნაკრები გულშემატკივარს! და დაუბრუნეთ ნაკრებს გულშემატკივარი!"

Chorna
Stadions mainc dainaxav da mere selfebs atvirtav soc qselshi,meti mizezi rgadad ginda, danarcheni mizezebi isec ar gexebat.. Tavmoyvare adamiani xar da nu moxval sabshoblos saqomagod texavs. :*
გიგა
შეუშვით მაყურებლის რაღაც პროცენტი მაინც, ბილეთები უნდა გაიყიდოს როგორც ევროპაში; ვაქცინირებულებზე ან ტესტის პასუხით.
სოსო
მხოლოდ აცრილები რომ შეუშვათ,სახიფათოს რას ხედავთ?
ttt
არავინ გაძალებს მეგობარო:)შენ თუ არ მიხვედი ეხლა
ნოდო
ერთი მიზეზი მითხარიტ თუ ხარ თავმოყცარე რატომ უნდა მივიდე სტადიონზე
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
საქართველოს ნაკრებს მოლდოვაში 30 ქომაგი უგულშემატკივრებს
ლევან ყენია: ვამაყობ, რომ არ დავნებდი და ფეხბურთში დავბრუნდი
"ქართული სპორტის ქომაგების" პერფორმანსი საქართველო-მოლდოვის მატჩზე [PHOTO]
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ახდენილი ოცნება - ქართველი ქომაგები კიშინიოვში!
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ქართული სპორტის ქომაგები": მოლდოველებმა, ჩვენზე მეტად თქვენ გეკუთვნოდათ მოგებაო...
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
[ფანკლუბები] ვინ არიან "ქართული სპორტის ქომაგები"
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება