"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა "პანდორას დოსიეს" ერთ-ერთი მოქმედი პირი აღმოჩნდა.

"პანდორას დოსიე" წარმოადგენს საერთაშორისო ჟურნალისტური კონსორციუმის გამოძიების რეპორტს, რომელიც მსოფლიო ლიდერებისა და ცნობილი პირების ოფშორულ სქემებში სავარაუდო მონაწილეობას ეხება.

დოკუმენტში გვარდიოლა აღნიშნულია, როგორც პანამური კომპანია Repox Investments-ის წარმომადგენელი. კომპანია 2017 წლის თებერვალში შეიქმნა, 1 თვით ადრე, სანამ გვარდიოლა "ბარსელონას" მეორე გუნდს ჩაიბარებდა.

პეპის ფინანსური კონსულტანტი ლუის ორობიტი ამბობს, რომ კომპანიის შექმნას "ბარსელონასა" და გვარდიოლას პანამისკენ მიმართულ ბიზნესინტერესებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, Repox Investments-ის შექმნის ინიციატორი ანდორის ბანკი იყო, რადგან ამ გზით გვარდიოლას, როგორც საბანკო ანგარიშის მფლობელის სახელი არსად გამოჩნდებოდა. პეპმა ანდორის ბანკში ანგარიში 2003 წელს გახსნა, როცა ყატარულ "ალ აჰლიში" გადავიდა. კლუბი ესპანელს სეზონში 2 მილიონ ევროზე მეტს უხდიდა და თანხა ანდორის ბანკში ინახებოდა, რადგან იქ არანაირ გადასახადს არ იხდიდა. Repox Investments-ს რეალური საქმიანობა არასდროს დაუწყია. მისი შექმნის იდეა ანდორის ბანკში ანგარიშის ნამდვილი მფლობელის ვინაობის დამალვა იყო.

ხოსეპ გვარდიოლა "ალ აჰლიში" 2003-05 წლებში თამაშობდა. 2007 წელს კი პეპი "ბარსელონა B-ს" მთავარი მწვრთნელი გახდა, 2008 წლის მაისში კი კლუბის მთავარი გუნდი ჩაიბარა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
რატომ არ იყო რონალდო დიოგო ჟოტას დაკრძალვაზე - კრიშტიანოს და ამ ამბავს გამოეხმაურა
ასეც ხდება - "სიტი" პრემიერ ლიგაში ბოლო 2 თვეში ყველაზე ცუდი კლუბია
შერიგება ერთი პირობით - გვარდიოლა და თავისი მეუღლე კვლავ ერთად არიან
Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
გვარდიოლაც საუდის არაბეთში? - ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება
გვარდიოლა ზაფხულში "სიტიდან" წასვლას გეგმავს