"მარკას" მტკიცებით, "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას მწვრთნელის, რონალდ კუმანის გადაყენება გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მიზეზი ფინანსური კრიზისია.

გამოცემის ცნობით, ლაპორტამ და კატალონიური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ფრან რევერტერმა ოთხშაბათს აუდიტის მონაცემები უნდა გამოაქვეყნონ, რომლის მიხედვით, "ბარსას" სატრანსფერო დავალიანება 115 მილიონ ევროს შეადგენს. ეს მძიმე მემკვიდრეობა მათ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ დაუტოვა, რომლის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.

მართალია, ლაპორტამ დავალიანება 28.4%-ით შეამცირა, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაუფარავთ სატრანსფერო თანხები: 29 მილიონი "იუვენტუსის" მართებთ მირალემ პიანიჩის ტრანსფერისა, 48 მილიონი "აიაქსის" ფრენკი დე იონგის შეძენისთვის და 16 მილიონი ამავე კლუბისთვის სერჟინიო დესტის გამო. ამას გარდა, "ლივერპულისთვის" ფილიპე კოუტინიოს კონტრაქტის მიხედვით კიდევ 13 მილიონი უნდა გადაუხადონ. 2020 წლის აგვისტოში გადაყენებულ მწვრთნელ კიკე სეტიენს დღემდე არ გაუსტუმრეს საკომპენსაციო თანხა.

ვალების დაფარვის მიზნით ლაპორტამ Barca Studios-ს ნაწილის 100 მილიონად გაყიდვა გადაწყვიტა.

კუმანთან ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტა "ბარსელონას" ჯამში 15 მილიონი დაუჯდება და ამიტომ ითრევენ ფეხს. სანამ კუმანს ამ ფულს არ გადაუხდიან, გუნდის ახალ თავკაცს ვერ დანიშნავენ.

კუმანი ნიდერლანდებში თოქ-შოუში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ლაპორტამ მედიასთან ურთიერთობა აუკრძალა.

El Nacional-ი კი ირწმუნება, რომ ლაპორტამ კუმანის შემცვლელი მოიძია - ეს "აიაქსის" დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგია. წყარო იტყობინება, რომ ლაპორტას ძალიან მოსწონს ტენ ჰაგის სათამაშო სტილი და მასთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.

ზურა
თუ ტენ ჰაგი მართლა დაითანხმეს, დღევანდელ სიტუაციაში ბარსელონასთვის საუკეთესო ვარიანტია ჩემი აზრით.
აფერისტ ლაპორტას.
ჰეი, ლაპორტ! მესისსთვის გადასაცემი თანხა არ დაგავიწყდეს, რა არ ეკუთვნის ერთგულებისთვის? მაგრამ შენ უერთგულე? ამის მერე ყველაფრის ღირსი ხარ!
ნიკა
იმიტომ, რომ ასეთი შანსი ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოგეცეს.
ნოდო
ფეხბურთი თუ გიყვარს ისეთი აიაქსიდან ასეთ ბარსაში რატო უნდა წახვიდე? :D
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
"ნიდერლანდების ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს" - "ალ ჰილალის" მწვრთნელმა კუმანი გააკრიტიკა
"საუდის არაბეთის ჩემპიონატი ნიდერლანებისაზე ძლიერია" - ჟეზუსმა კუმანს უპასუხა
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
74 წლის ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
sport.es: ბართომეუ "ბარსელონას" პრეზიდენტობიდან გადადგა!
"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
ჟოზეპ ბარტომეუს გადაყენება ახლოვდება და რეალური ხდება
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
"ის და მისი ხალხი იმბეცილები არიან" - დიუგარმა ალვარესი მიწასთან გაასწორა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
ამჯერად მწვრთნელი არ იქნება - ერიკ ტენ ჰაგს ახალი სამსახური აქვს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
ხავი "ბარსელონას" ლეგენდების გუნდიდან ამოიღეს - მიზეზად ლაპორტას მოწინააღმდეგის მხარდაჭერა სახელდება
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ჰოლანდი თუ ალვარესი?" - ლაპორტამ ჭორები გააქარწყლა
მესი "ბარსელონაში", ბარტომეუ ციხეში? - "ბარსაში" ძაღლი პატრონს ვეღარა ცნობს
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
ბართომეუ ცოცხალი თავით გადადგომას არ აპირებს
"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი
მესი: ბარტომეუმ პირობა არ შეასრულა - ვრჩები