ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონში" საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა, მან საუბარი ხუმრობით დაიწყო...

"89-ე წუთზე ჩამეძინა არ ვიცი მერე რა მოხდა... რაც იქამდე ვნახე შედეგს არაუშავდა. მერე არც ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან ბოლო წუთები არ გვიყვარს ხოლმე, რამე არ მომხდარიყო იქ ცუდი, ამიტომ დაველოდები კოსოვოსთან მატჩს.

სადამდეც ვუყურე ბერძნები გვჯობდნენ და ყოჩაღ, რომ გავძელით... მოკლედ, აღარ მინდა ნერვერბის აშლა, ისედაც იმ ქალაქში რამდენი სანერვიულო გვქონდა...

სიმართლე გითხრათ, შეგუებულიც ვიყავი. მე ვთქვი უკვე, რომ როგორც ვატყობ, არანაირი აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ განვითარების 10-წლიანი ან რამდენიმეწლიანი გეგმა არ გვექნება შემუშავებული.

დღეს ნაკრებში ის ვარსკვლავები ვინც გვყავს, მათზე ძლიერი ვარსკვლავებიც გვყოლია და შედეგი არ გვქონია.

ამიტომ ახლა ვინმეს კი არ ვაკნინებთ ან რაიმე მსგავსი, საქმე უბრალოდ სისტემაშია. ვერ დარბიან, არ დარბიან თუ რაც ხდება, ეს ყველაფერი ხდება აქ.

განა არ უნდათ?! უბრალოდ, ბავშვობიდანვე არასწორად არიან გაზრდილები და მაგალითად, ბევრმა ჩვენმა ფეხბურთელმა არ იცის ბევრი ელემენტარული რამ, რაც იცის ნორვეგიელმა, ისლანდიელმა და ა.შ...

მაგალითად, იმ ფეხბურთელებმა ჩვენებისგან განსხვავებით იციან, რომ ბურთი აუტზე გადადის, მაგრამ ვერ ეწევი მაინც გარბიან... ბურთი, რომ ცენტრის იქით გადავარდება და აუცილებლად ჩანს, რომ მეკარე ბურთს ხელში დაიჭერს, მიირბენენ მეკარესთან და მოდიან უკან...

აი, არის ასეთი ნიუანსები... ახლა გაბრაზდება ბევრი შენ რა იცი, რას პროფესორობო... ჰო და, ვინც იცით, იმათ გააკეთეთ და ჩვენ კომენტარებს გავაკეთებთ.

არა მაქვს პრეტენზია, რომ ვინმეზე მეტი ვიცი, მაგრამ ჰომ ყველა კარგად ვხედავთ რაც ხდება", - თქვა სალუქვაძემ.

• ზურა

უვცოელი მწვრთნელი იმიტომ მოყავთ,რომ ჩვენი ტრიპაჩა ფეხბურთელებისთვის ქართველი მწვრთნელები ავტორიტწტს არ წარმოადგენენ,ხოლო ქართველი მწვრთნელები ჩვენი ნაკრების "ვარსკვლავ" ფეხბურთელებს შენიშვნას ვერ მისცემენ,ვერ დატუქსავენ. რაც ვართ ყველა სფეროში ერთი და იგივე სიტუაციაა!

• ზურა222

ხოდა ჩაკვეტაძე რომ გამოეკიდა აუტში გადასულ ბურთს ზუსტად მაშინ მიიღო ის უაზრო და მძიმე ტგრავმა იმიტომ რომ თანნაგუნდელი 2 ნომერიც გამოეკიდა და ერთმანეთს დაეჯახნენ და იმ 2 ნომერი ვირის მუხლი უფრო ძლიერი გამოდგა @ კარგად მახსოვს ეგ მომენტი ან რა დამავიწყებს ასეთი ტალანტის დამღუპველი მძიმე ტრავმის მომენტს ((((

• 123

თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ბევრი გულანთებული ახალგაზრდაა, ვისაც უნდა და შეუძლია თამაში, და მოედანზე დადებს ყველაფერს, ოღონდ ნაკრებში დაუძახონ, მაგრამ ეტყობა არ იცით, რა პრინციპით იძახებენ თუნდაც ასაკობრივებში, ვინც თამაშობს, ნახევარზე მეტს არ იცნობენ და შანსს არ აძლევენ, მხოლოდ 1-2 აკადემიის ბავშვებს ეძახიან და უყურონ მაშინ ამ ერთიდაიგივე ხალხს, შევაბერდით ერთმანეთს ამდენი წელია...

• giorgi Janikashvili

კალათბურთში ასეთი სავალალო შედეგი გვექნებოდა ბავშვები ესპანეთში რომ არ გადიოდნენ და კალათბურთის აზებს იქ არ სწავლობდნენ.ამ 45 წლის წინ ცხონებულმა ნაბომ ( თამაზ ოქრუაშვილმა ) 7-8 წლის ბავშვებისგან რომ დააკომპლექტა ჯგუფი,რომელიც სულ მალე გუნდად ჩამოყალიბდა და რომელსაც დაარქვა ,,კაქტუსი''. ( სხვათა შორის იმ გუნდში საქართველოს მესამე პრეზიდენტიც თამაშობდა-თან ძალიან კარგად ).,,დინამოზე ჰყავდა შესანიშნავი ასაკობრივი ჯგუფები ლევან ინწკირველს,რუსთავში ოთარ ხმელიძეს და ა.შ.ბოლო წლებში ახალმა თაობებმა ირწმუნეს,რომ თავადაც მიაღწიონ ნაცვლიშვილის,სტეფანიას,ბოისას დონეს.უდიდესი საქმე გააკეთა ფაჩულიამ თბილისში საკალათბურთო აკადემიის შექმნით.ასე,რომ ფეხბურთში ვინმე ასეთი რომ გამოჩენილიყო-ამდენ ტალანტს არ დავკარგავდით.ეგ კი არა მერაბ ჟორდანიამ საზღვარგარეთ გაიყვანა და მეორე-მესამეხარისხოვან გუნდებში გაყიდა ყველა იმედისმომცემი ჭაბუკი,რომელსაც გამართული ფეხბურთი უნდა ეთამაშა.ფეხბურთში იმრავლა ისეთი მწვრთნელების რიცხვმა,რომლებსაც ფეხბურთი თავად არასდროს არ უთამაშნიათ.დღეს არსებობს ,,ფეხბურთის განვითარების მრავალწლიანი გეგმა;რაც მთავარია თავისთვის გამოყვეს ათეულობითმილიონიანი დაფინანსება და...კი ხრავენ მეთოდურად;გულშემატკივარი რა დღეშია-არ აინტერესებთ საერთოდ.მსგავსი რამ ჭიდაობაში ხდება.უმაღლესი დონის პატიოსანი სპეციალისტებით დაკომპლექტდა ძალოსნობის ფედერაცია.შედეგებიც სახეზეა.კარგადაწყობილი მკლავჭიდის ფედერაცია მავანთა გამიზნული მავნებლობის შედეგად დ ა ი შ ა ლ ა .დიდი საშიშროების წინაშე დადგა რაგბიც-როგორც სპორტის ჩვენი საამაყო სახეობა.

• tngh

უცხოელი მწვრთნელები ნაკრებში, მხოლოდ ხარჯია!!! ერთადერთი დასამახსოვრებელი მოგება შუშაკის დროს გვაქვს... ბულგარეთი, უელსი, შოტლანდია, პოლონეთი, უნგრეთი... ლიეტუვა, ხორვატია, ჩვენი მწვრთნელების დროს დავამარცხეთ. ალბანეთზე, ფარერებზე... და გიბრალტარზე აღარაფერს ვამბობ.... დავფიქრდეთ ამაზე!!!

• 1234

ანუ ადრე ქეცბაიას ბრალი იყო და ახლა არავის ბრალი არაა? ქოცური ნარატივი

• გიორგი

60 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ასეთი შეუთამაშებელი გუნდი არ მინახავს (არც ჩვენი და არც სხვისი). 10 ფეხბურთელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თამაშობდა. ტაქტიკა საერთოდ არ არსებობდა. ან ის რა იყო ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთმანეთისგან 5 მეტრში რომ ათამაშეს. ჩვენ თვითონ ჩავკეტეთ სივრცეები. საერთოდ არ ჩანდა მწვრთნელის ნააზრები (არა, ალბათ უთხრა დღეს 4-2-3-1-ს ვთამაშობთო და თქვენ იცითო). სხვა, უკეთ განსწავლული მწვრთნელის ხელში იგივე გუნდი უკეთ ითამაშებდა. ეს უნდა ვაღიაროთ.

• QT

რომა, შენი აზრით კანტე მაღალია ? არადა მსოფლიოს ერთერთი უმაგრესი ჩამშლელი და საყრდენია.

• ID

უაპსუხისმგებლობის აღლუმია. გადასახადის გადამხდელების მილიონებზე პასუხისმგებლობის ღება რო ელემენტარულად აუცილებელია ამას უბრალოდ ვერ მიხვდება ფედერაციის ხელმძღვანელობა, იმიტო რო ცხოვრებაში ბოლოს წიგნი როდის წაიკითხეს არც ახსოვთ. გაუნათლებელი და სამარცხვინო "ლიდერშიპი"... რაც ქვეყანაში ხდება ის ხდება ფეხბურთშიც

• ზურა

ძალიან სწორი ანალიზია,100% გეთანხმებით.

• me

ლევან სალუქვაძეს და მაგის ნაირ ჟურნალისტ-საქმოსნებს დიდი როლი მიუძღვით ამ მდგომარეობაში მისვლამდე. ყოველთვის ყველაფერი მწვრთვნელის ბრაი იყო ყოველთვის ფეხბურთელებს არ ათამაშებდა მომგებიანი ტაქტიკით. არადა არ მოწონდა მაგის ლობირებულ უსაქმურებს რო არ ათამაშებდნენ. რა სპორტული ჟულნალისტებიც არიან ის ფეხბურთი გვაქვს..................

• Levani

რად უნდა ამდენი ფილოსოფია.კვერკველია და ვაკო გაგვისუქდა,ოქრიაშვილი დაიკარგა,ჩაკვე და ხვიჩა ახლა ადგნენ ლოგინიდან,ნავალოვსკი დაგვიბერდა და გიორბელიძე გამოჩნდა და ისევ დრედენის სკამზე ჩაიკარგა.და ა.შ. კიდე რამდენი ჩამოვთვალო ფეხბურთს რო უნდა თამაშობდნენ ახლა და სტადიონის მაგიერ რესტორნებში ვხედავთ.ჭანტურია,მჭედლიძე და ა.შ. და ვინ უნდა ითამაშოს ფეხბურთი,მე?(მამაჩემი თუ გამომიშვებს ბაზ.არაა)

• თემო

ვიღაცეები წერენ, ქართული ფეხბურთი საამაყო წარსულითო, ახლა განადგურდაო და ა.შ. ძალიან ეშლებათ. ის იყო საბჭოთა კავშირში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები. თბილისის "დინამო" იყო საქართველოს ნაკრები და თამაშობდა ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატზე. ანუ, მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ ერთად, შეთამაშებულები, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ და მწვრთნელის დავალებებსაც კარგად ასრულებდნენ. ახლანდელი საქართველოს ნაკრები შედგება სახვადასხვა კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებისაგან, რომლებიც წლის განმავლობაში 5-6-ჯერ, 4-5 დღით ხვდებიან ერთმანეთს და იმას ფიქრობენ, ტრავმა არ მიიღონ, რომ კლუბიდან არ ამოვარდნენ. ეს იმიტომ დავწერე, რომ მაშინდელი და ახლანელი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია და შედარება სრული აბსურდია. ის, რომ ბოლომდე არ იხარჯებიან და თავს უფრთხილდებიან, ეგ არხეინობის და არაპროფესიონალიზმის ბრალია. მაგას ფედერაცია და ნაკრების პრეზიდენტი ვერ გამოასწორებს. ძალიან მეეჭვება, ბრაზილიასა და არგენტინაში ფედერაციის პრეზიდენტს ბევრი იცნობდეს.

• DAVE

ლევან სალუქვაძე გამარჯობა, თქვენს ერთერთ გადაცემაში რამოდენიმეჯერ იყო ნახსენები ვართ თუ არა დღეს საფეხბურთო ქვეყანა. ამ ეტაპზე არ ვართ ! ვიყავით ერთ დროს, როდესაც უამრავი ბავშვი იყო ჩართული ამ სპორტის სახეობაში, დღეს კი ფეხბურთში ჩართულია თავის პროფ.ფეხბურთელიან, მოყვარულიან, ქალიან ბავშვიანად 20,000 ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0.5 % ია, ხოლო თუ გვინდა ვიყოთ საფეხბურთო ქვეყანა, მინიმუმ 3-5% უნდა იყოს ჩართული ამ სპორტის სახეობაში, რაც 60,000-100,000 სპორტსმენს ითვლის. როდესაც ამ ნიშნულზე ავალთ, ამის შემდეგ შეიძლება რაიმე წარმატებაზე ფიქრი. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს და ევროპის არცერთ ჩემპიონატზე გასულა ევროპული ნაკრები, რომელ ქვეყანასაც ანალოგიური მაჩვენებელი არ ქონდა. ასე რომ უნდა ვიზრუნოთ შევქმანთ ისეთი პირობები ფეხბურთშიი, რაც შეიLძება მეტი მოზარდი დაკავდეს, მასობრიობაში მოდის მერე ბევრი ნიჭიერი ბავშვი.

• zmo

ამ ეროვნულმა პირველობამ დაღუპა ქართული ფეხბურთი ვატარებთ ვითომ ჩემპიონატს და არაფრის მომცემი არ არის გარდა იმისა, რომ ვითომ მწვრთნელები ფულს აკეთებენ და მეტი არაფერი, აუცილებლად ჭირდება ნაკრებს ნატურალიზირებული ფეხბურთელები გადახედეთ გერმანიას თუნდაც იტალიას და ნახავთ რამდენი არა გერმანელი და არა იტალიელი თამაშობს, ჩვენ რა მაგათზე დიდი ნაცია ვართ თუ რა..

• gio

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი (აუცილებლად ქართველი). შესაცვლელია ყველაფერი. საქართველოში ფეხბურთი, რომ განადგურდა აბა ვინ არის პასუხისმგებელი თუ არა ფედერაცია. რაგბისტები და კალათბურთელები რაც შეუძლიათ აკეთებენ და გვახარებენ ხოლმე (მწვრთნელებიც კარგი ყავთ ყოველთვის). ეს ფეხბურთი საქრთველოში ჭაობად აქციეს რა. ყველა არასაფეხბურთო ქვეყანაში ვითარდება ფეხბურთი და ჩვენზე უკეთესადაც თამაშობენ უკვე. სასწრაფოდ შველა ჭირდება ქართულ ფეხბურთს.

• ლევან მაღლაკელიძე-რომას

რომა წაკითხულს ვერ გებუბ? გამსცადეთ თქოოო. ჯანოს და კიტეს თამაში თუ შეიძლებოდა საყრდენად, წიტას და დავითაშვილის რატომ არ შეიძლება? აბა ჯაბა პასს ვერ აკეთებს და . საყრდენები რომ არ გვყავს მაგას ვერ ხედავთ? ეგენიც ნახევარმცველები არიან. ბოლობოლო, დახიეთ მცველად ეს კანკავა ბოლობოლო, თუ მაინც უნდა ითამაშოს, მაინც მცველი არააა, აბა მაგის წამოწყებული მე არ მინახავს რაიმე. აბუც კიდე არაა ფორმაში და ისედაც ზანტია. საყრდენებზე დგას გუნდი, მიტო ქვია მას საყრდენი, უნდა იყოს ფიზიკურად გამძლე და გონიერი, პასებით უნდა შეეძლოს ფლანგების მომარაგება და ტექნიკურად კარგა უნდა იყოს მომზადებული, კომბინირება უნდა შეეძლოს, ასევე ბურთის დაჭერა. დაწიონ დაცვაში ჯაბა და ნებისმიერი ნახევარმცველი დააყენონ საყრდენებად, ეძებონ და ნახავენ, ყველა რგოლი შეიცვალა ნაკრებში საყრდენების გარდა და ხომ უნდა მიხვდე, რომ საყრდენებია გამოსაცვლელი? დაუკვირდი რას წერ. თანამედროვე ფეხბურთში, პოზიციების ცვალებადობა აუცილებელიცაა. მოედანზე მეტი შემქმნელია საჭირო

• დიმა

რატომ არიდებთ ფედერაციას დარტყმას რა ვალში ხართ ოსეთში.

• გია

ამ ფეხბურთელებს რომ ვუყურებ მაგათ ფიზიკური მომზადებაც რომ ჰქონდეთ ფეხბურთს მაინც ვერ ითამაშებენ. საფეხბურთო აზროვნება არა აქვთ. ტაქტიკასა და სტრატეგიაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ლევანს ვეთანხმები იმაში რომ გასაკეთებელია ფეხბურთის განვითარების პროგრამა. მთლიანად შესაცვლელია საფეხბურთო პოლიტიკა და ფილოსოფია. ის 500 მილიონი რომელიც სახზელმწიფომ გამოყო წყალში გადაყრილია. ის ფული უნდა მოხმარებოდა ბავშვთა ფეხბურთს. მოგვეწვია უცხოელი სპეციალისტები, ჩაგვეტარებინა ტრეინინგები, საფეხბურთო აკადემიები გაგვეხსნა, ბავშვები საერთაშორისო ტურნირებზე გაგვეშვა და ა.შ. ამის შემდეგ მივიღებდით შედეგს, ყოველ შემთხვევაში იმაზე უკეთესს ვიდრე დღეს გვაქვს.

• რომა

რა დავითაშვილი წიტაიშვილი ჩამშლელად? ფეხბურთზეა აქ საუბარი გოლფზე კიარა?! სად გინახია დავითაშვილი ჩამშლელად ან სიმაღლე აქვს ან გამძლეობა გამოცდილება თუ რა? ბარემ მეკარედ ჩააყენე იქაც პრობლემური ადგილია

• uubaba

პორტუგალიასთან ყატარს რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა და მითუმეტეს 36წლის რონალდუს როცა გველა გადაგდებულ ბურთზე მიდიოდა. გაახილეთ თვალები ზედმეტ მაბიჯს არდგამენ ეზარებათ, რომელი ბრწყინავს კლუბში? კვარაცხელია?! ჩაკვეტაძე?! სად ? რუსეთში თუ ბელგიაში?! კაცს თამაში თუ ეზარება და მოტივაცია არაქვსო ამბობ რატო იცვამ ნაკრების მაისურს, რატო ალანძღინებ ხალხს თავს. კაცს უველა რეკორდიაქ მოხსნილი (-კრ7) და ბოლო წუთამდე დარბის სანამ მოედანზეა. მითუმეტეს როცა ლეგენდაა და გინდა მიბაძო შენ კუმირს გააკეთე ის რასაც ის აკეთებს.

• ლევან მაღლაკელიძე

რა გვჭირს და არ იყო მოტივაცია, რადგან მაინც გავარდნილები ვართ, ამიტომაც არ მოიკლეს თავი, ბატ. ლაშა და მართლებიც იყვნენ. რადგან, საბას, კვარას და ჩაკვეს ახალი მორჩენილი აქვთ ტრამვა, ბიჭები საკლუბო მომავალზე ფიქრობენ და უაზრო თამასსი ტრამვას არ მიიღებენ. ეს ერთი. მეორე, ამ უმოტივაციობას ხელს ისიც უწყობს, რომ როცა თამაში მოსაგები იყო, კოსოვოსთან, ბათუმის დინამო გაიყვანეს მინდორზე, უმოტივაციოთ თამაშის მიზეზია კიდევ მიკერძოებით ბიჭების გამოძახება ნაკრებში, ასევე სუსტი სტაფი, როგორც ფედერაციაში, ასევე ნაკრებში. შე კაცო, გვილია შეგყავს და წიტაიშვილს სკამზე სვამ? დღევანდელ ფეხბურთში საყრდენები შემქმნელები არიან, ყველა შეტევას ეგენი იწყებენ და ალაგებენ, ხოლო ჩვენთან საყრდენები არიან ჩამშლელები, ანტიფეხბურთის მოთამაშეები, თუარადა დააკვირდით, როცა ჯანო თამაშობდა საყდრენს, გუნდიც უკეთესი იყო, ასევე იყო კიტეს საყრდენად თამაშისას, ასე რომ ფეხბურთელები აქ არაფერ შუაში არ არიან. დააყენეთ დავითაშვილი და წიტაიშვილი საყრდენებად, ორივე ერთად, გამოსცადეთ, მიეცით შანსი ბერიძეს, ავთოს, კიდევაა სხვა ლეგიონერებიც, ამ ეროვნულიდან კი დაანებეთ ნაკრებში გასაყიდი ხალხის მოყვანას. აი ესაა მიზეზები ბატონო, უცოდინარობა, არაპროფესიონალობა ნეპოტიზმი და უნიჭო, ბანძი კორუფცია.გაიგეეეთ. გადმოსაყრელია ეგენი მანდედან და არა მარტო ეგენი, მათი მფარველებიც ზემოდან. ვოტ ვსო.

• ATP 16

ვიცი რომ არ გამოაქვეყნებთ , მაგრამ მაინც დავწერ !!! ამას ლაპარაკობს ადამინაი , რომელიც ტელევიზიის საშუალებით წლებია ტოტალიზატორის რეკლამას აკეთებს და გამოდის და 10 წლიან გეგმაზე საუბრობს . მომავალ თაობას , რომ აზარტული თამაშისაკენ უბიძგებ , ეგ 10 წლიანი გეგმის ნაწილია ? კომენტარი კი არა , ჯერ სარკეში ჩაიხედე და მერე საკუთარ გულში , თუ მართლა რამე გტკივა ამ ქვეყნისა და გაწუხებს ! ფატისევლების ჯოგი ხართ , დიდიან-პატარიანად , 30 წელია ორი დაჯგუფება ხან აქეთ ექაჩებით ქვეყანას და ხან იქით , მართლა შტერი გგონია საქართველოს მოსახლეობა ? ბორის პაიჭაძე და ანდრო ჟორდანია , დადიოდნენ და რაიომებში ეძებდნენ ნიჭიერ ბავშვებს , თქვენი ნაპოვნი ნიჭიერი , უპატრონო ბავშვი დამისახელეთ , რომელსაც გზის ჩახერგის მაგივრად გზა გაუხსენით ? ნახევარი მწვრთნელების უმრავლესობა , რომ ფულს იღებდა ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს ბავშვთა ფეხბურთში , წარმომიდგენია დღეს რაც ხდება !!! მიდი აბა ეგ ნაგავი გაქექე , თუ ესე შეგტკივა გული , თუმცა ბევრი ნაცნობისა და ახლობლის გვარი შეგხვდება და გაასაჯაროვებ ?! თუმცა , ერთი რამე გავიწყდებათ , რომ ბოლოს ყველას საკუთარ ქმედებებზე პასუხი მოგვეთხოვება , არაფერი არ იკარგება და რასაც დასთესს , სწორედ იმას მოვიმკით ყველანი . ამაზე იფიქრე ლევანი ბატონო !

• რომა

ნუ სულელობ რაა არასწორად არა იმად ხართ გაზრდილები. კალაძე არველაძე ქინქლაძე ხო რას ამბობ სულ კუბდარზე და ხინკალზეა გაზრდილი.... ჩერჩეტობ რაღაცას ამხელა კაცი. მშვენივრად დარბიან იქ სადაც საჭიროა.... როგორ ირბინეს ესპანეთან შედებთამ და ვერძნებთან გასვლაზე მაშინ შეძლებიათ და ეხლა არა ხო? სახეზე შეხედეთ რომელს აწერია თამაშის წყურვილი? ამას დამატებული არაკვალიფიციური მწვრთნელი... აბუჯანიას რაუნდა ნაკრებში ტიპი ძლივს დადის. წიტაიშვილს რა დაუწუნა წინა თამაშებში? ბერიძეს სირბილი მაინც არ ეზარება რატო არ ეძახის? ოქრიაშვილმა რა გააკეთა ისეთი რო მოეწონა?თვალები მიხატული აქვს სანიოლს????

• დიმიტრი

ფეხბურთი გახდა ელიტარული სპორტი.უფულო კაცი რომ ვერ მიიყვანს თავის ნიჭიერ ბავშვს ფეხბურთზე იმის შიშით რომ ტრენერმა არ გაატყაოს,მანდ დამთავრდა საუბარი.კეთილი ნებაა საჭირო მეტი არაფერი.

• გაგა

რატომ არ უნდათ ცოცხალი თავით აზიისკენაც გაიხედონ, სადაც არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ყველა ტურს და თანაც 90 წუთი და თანაც გოლებიც გააქვთ. ოღონდ ევროპის გუნდში ირიცხებოდეს და სკამზე იჯდეს იმათ იძახებენ, რომ უფრო კარგად გაყიდონ მერე მენეჯერებმა

• ლევანი

ლევანი სწორია, მწვრთნელის ყველა ვარიანტი მოისინჯა, არის მოკლევადიანი შედეგებიც. ფეხბურთელები კი პლეადებად იბადებიან, ისევე, როგორც ხელოვანნი. მწვრთნელის და ფეხბურთელების თანხვედრა, თავსებადობა უნდა არსებობდეს. არ აქვს ამას ადგილი ბოლო ათწლეულებში, არც ფეხბურთში, არც ხელოვნებაში. ძველ დროს, რომ ვიხსენებთ, ის დრო საქართველოს რენესანსის ხანა იყო. სტიმულიც სხვა იყო და მენტალობაც. არ მოვინდომეთ, ვერ შევიფერეთ, ახალი რეალობა მოვინდომეთ წინდაუხედავად. ამ ახალ რეალობას კი ახალი ხედვები ვერ შევაგებეთ. ამიტომ ვეთანხმები ლევანს. დავგეგმოთ, უკვე არსებული სწორი ალგორითმები და მიდგომები გამოვიყენოთ, მოთმინება ვიქონიოთ, სათანადოდ დავაფინანსოთ. ჩემის მხრივ, უპირობო აუცილებლობად მიმაჩნია ბავშვთა ფეხბურთის გათავიუსუფლება საფასურისგან და მეტი მოედნები ბავშვებისათვის. ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელებს სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს შრომის ანაზღაურება, ამასთან, საუკეთესო ნიხრებით.

• ჯაბა

საერთოდ გასაუქმებელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია..

• ლექსო

დააბრუნეთ ქეცბაია ან ცხადაძე. გაუშვით კობიაშვილი, ის 256 მილიონი მოიკითხეთ სად წავიდა, რამოსენიმე წელი როა რაც ვხარჯავთ, და ჩამოიყვანეთ ევროპიდან ბავშთა ფეხბურთის მწვრთნელებიიი

• Miron

გულწრფელად მაინტერესებს, რატომ გააჩმახეთ ამ მაზოხისტი ქეცბაიათი საქმე - ფეხბურთელებთან უტაქტო ურთიერთობის და მოედანზე უფანტაზიობის იქეთ, რა მაგია აქვს ამ კაცს ასეთი, დღემდე რომ აფეტიშებთ?!:)

• Daviti

არ ვიცით ღიმილით მისალმება, გადასასვლელზე გადასვლა,საცობის დროს ერთ ზოლში სიარული, რიგში ისე დგომა რომ ჩვენ წინ მდგომს რამოდენიმე მეტრით არ გადავასწროთ, ნაგავი რომ არ უნდა დავყაროთ და ასე შემდეგ...... თითქოს ძალიან ელემენტარული მაგრამ მაინც:((( და ფეხბურთი როგორ გვეცოდინება:((( არც ერთი ნაკრების თამაში არ გამომიტოვებია :((((

• Ttt

არანაირი 10 და 20 წლიანი გეგმა მას არ უშველის. სანამ კომუნისტურ კორუფციულ ჯიგრულ ქართულ ტვნს არ შეგვიცვლიან.

• ნოდო

სიმართლე იქნება ყველამ გამოხციდეთ და თქვათ ჩემი ბრალიაო ზრდილობის გამო ბოდიში მოიხადოთ კაცმა რო გკითხოთ არავის ბრალიია არადა სპორტულ ჟურნალისტს მარტო ის რად ღირს პროფესიის გამო რამდენი ჟურნალისტი მოკლეს მსოფლიოში იმიტო რო მათმა ფროფესიამ ბევრი ცუდი ადამიანი გააცნო მსოფლიოს რომელზედაც ვერასდროს ვიფიქრებდით და საქართველოში რა ხდება? არაფერი მსგავსი თუნდაც დინამოს ფიფიაზე ავიღოთ არავინ მეგულება ქართველი რო იტყვის სწორ პოლიტიკას ატარებსო მარა ხმას ვერც ძველი დინამოს თაობა იღებს ეს კიდე პირდაპირი მიზეზია დღევანდელი ქართული ფეხბურთის მიდი აბა მსგავსი სადმე ევროპაში გაბედე დონარუმას უსთვიოსნეს ნახევარდინალში მილანის ტიფოზენმა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს და არ მოერიდათ მანიუს ბოსებს ფანობამ რა უქნა სუპერლიგის გამო შეგიძლიათ დაგუგლოთ ჩვენ კიდე ვართ უთავმოყვარეო ერი და ისე გავავსებთ ხვალე 50 ათასიოან სტადიონს ვითომ 9 წელი ჩვენ არ გვაქ მოუგებელი სერია :)

• გიო

ქეცბას დროს სხვანაირად ლაპარაკობდი... ამ ქვეყანაში მთავარია პირდაპირ, გულახდილად სიმართლე არ ილაპარაკო კაცმა და დალშე რაც გინდა ქენი ყველაფერს მოგითმენენ, გინდა 2-11 გქონდეს ბურთები და გინდა 9 წელი თამაში ვერ მოიგო, მთავარია სიმართლე არ ილაპარაკო!

• ბაბაია

"ბავშვობიდანვე არასწორად არიან გაზრდილები" მარტო ფეხბურთელები კი არა მთელი საქართველო 99% ეგრეა , ამიტომაც ვზივართ ტიბჟირაზე და ვიცინით მტრის ჯინაზე !

• ბადრი

ზუსტად ეს ვთქვი მეც რამდენიმე თვის წინ და ახლა მოკლედ გავიმეორებ, უცხოეთში ტრიბუნებამდე მისდევენ ბურთს, ჩვენები კი მაინც ვერ დავეწევის პრინციპით მოქმედებენ, ეზარებათ ზედმეტი განძრევა. რანაირი მწვრთნელია თუ ამასაც კი არ ასწავლის და მიუთითებს

• jorj

ლიცენზირებული მწვრთვნელების მომზადება ევროპაში ბავშთა ფეხბურთი უფასო ინფრასტრუქტურა სახემწიფო ვალდებული ეს გააკეთოს. დაანებოს კლუბების შენახვას თავი სახემწიფომ ფული იხარჯება შედეგები არ არის .

• ბაჩო

მწვრთნელი კიარ უნდა მოერგოს ფეხბურთელს არამედ ფეხბურთელი მწვრთნელს.

• aleksandre

უცხოელი მწვრთნელის ყოლას აზრი არა აქვს, კარგი ქართველი მწვრთნელი უნდა იყოს და შეიძლება საშვალოზე ცოტა დაბალი გუნდის შეკრება,მეტი ილუზიები არ უნდა გვქონდეს უახლოესი 10-15წელი

• ბექა

აუცილებელია რაიონებში აკადემიები დიდ რაიონებში მაინც რომ სოფლელმა ბავშვმა შეძლოს ფეხბურთზე სიარული გადახედეთ ჭიდაობას სულ გაჭირებული ოჯახის შვილები აღწევენ წარმატებას.არ ვაკნინებ ქალაქს ან ქალაქელებს მაგრამ რაიონი იყო ყოველთვის სამჭედლო ყველა სპორტის

• ლოლო

ვერ დავეთანხმები ლევანს, აზრი აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი, ის აუცილებლად ქართველი უნდა იყოს, რადგან ჩვენი ხალხის ხასიათს ვერცერთი სხვა ქვეყნიდან მოყვანილი მწვრთნელი ვერ ჩაწვდება. ბოლოს და ბოლოს საკმარისია, მოდიან მიაქვთ მილიონები და ჩვენ ყოველთვის წაგებულები ვრჩებით.

• გიორგი

მართალია ეს კაცი.თუ გვინდა შედეგი უნდა გვქონდეს გეგმა, მარტივი თვლადი კრიტერიუმებით. მაგ. 5 წელიწადში ბავშვ ფეხბურთელთა რაოდენობამ მიაღწიოს 50,000 -ს, ამისთვოს საჭიროა 50 ახალი სტადიონი და მწვრთნელები. 10 წელიწადში 100,000 და ასე შემდეგ. ავიღოდ სამიზნედ ის პროპორცია რაც აქვს გერმანიას, ინგლოსს, ესპანეთს და სხვა წამყვან ქვეყნებს. თუ დავიწყებთ ხვალვე, 15 წელიწადში გვექნება შედეგი, თუ არა და კიდევ ბევრი წელი ვივიშვიშებთ.

• goga

რა აუტი რის მეკარე, გვერდით დაგორავდა ბურთი და არც ბურთთან მირბოდნენ, არც კაცს იყვანდნენ . ესპანეთი- იტალიის მატჩს რომ ვუყურე, ერთა თასის ნახევარფინალზე, უცხოპლანეტელების თამაშს გავდა, გინდა ბელგია საფრანგეთის.

• ლოლო

30 წელია ყველა დონის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირებზე(ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე) ვერ გავცდით ბოლო ადგილს. რატომ არ ინიშნება ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი სპეციალისტი(ბოლო ადგილს მისი ხელმძღვანელობითაც ხომ დავიკავებთ), რატომ არ ვაძლევთ შანსს მათ?სამომავლოდ გაიზრდება მაინც. და ბოლოს ისიც საინტერესოა დამისახელოს ვინმემ რომელი საზღვარგარეთელი მწვრთნელის აღზრდილს აქვს მოპოვებული ის წარმატებები, რომელიც არა მარტო ფეხბურთში, არამედ სპორტის ნებისმიერ სახეობაში გვქონდა და გვაქს.

• ჰავლაბრელი ტიღუა

ბატონო ლევან, ცოტა უხერხულობას არ გრძნობ ჩვენი ნაკრების წევრებს ვარსკვლავებად რომ მოიხსენიებ? აბა მესი და როლანდო ვინები არიან?

• ჟორა გაბრიჭიძე

რუსულ ჯარში ვიყავი და იქ იყო ერთი ასეთი სიმღერა: "Нимнога прошагал пока ни генераль", ეს ტექსტი იმას გვასწავლის, რომ პირდაპირ მინდვრიდან რომ ვსვავთ პრეზიდენტის, პარლამენტარის და მერის სავარძლებში ხალხს, ასეთ შედეგს, რომ ვერ ავცდებით კი უნდა ვიცოდეთ. იცით რა ვერ გამიგია? სოსო ჯაჭვლიანი იყო მკლავჭიდის ფედერაციის თავმჯდომარე (შეადარეთ ფეხბურთისა და მკლავჭიდის მასობრიობა და საქმიანობა), აირჩიეს დეპუტატად და შეთავსება არ შეიძლებაო და გაანთავისუფლეს, კობიაშვილი კი მეორე მოწვევის პარლამენტია ითავსებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას, მიუხედავად იმ შედეგების ფონზე, რაც ფეხბურთში გვაქვს, რატომ ხდება ეს?

• გურული NEWS!

პირველი და აუცილებელი პირობა რაც მოახდენს ქართული ფეხბურთის (არა მარტო ნაკრებს ვგულისხმობ) კოლაფსიდან გამოყვანას არის რომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს ფედერაციის სრული რეორგანიზაცია (ვგულისხმობ ფედერაციის გაწმენდას, გაფილტვრას) ახალი პრეზიდენტის არჩევნებს სადაც მონაწილეობას მიიღებს პროფესიონალები და არა დილეტანტები!

• არვისპირელი

საბერძნეთთან თამაშს რომ ვუყურებდი შთაბეჭდილება შემექმნა ქართველი ფეხბურთელები ზრდილობის გამო გამოვიდნენ მოედანზე,არანაირი გადადგილება, სირბილის მაგივრად მოედანზე დადიოდნენ.კრიტიკა მათვის შევრაცმყოფელია.მაგრამ მთელ საქართველოს რომ შეურაცყოფას აყენებენ ამაზე თუ ფიქრობენ.ხომ არ ჯობია ამ ეტეპზევე ნაკრებში მოიწვიონ ახალგაზრდები(16–17ლის ბიჭები)და გაიზარდონ თანდათანობით,ჩვენი "ვარსკვლავები"ნაკრებისათვის არ ირჯებიან.გამოუცდელობით თუ წავაგებთ ამაზე მეტს ვერ წავაგებთ

• mirosan

პარლამენტის წევრი როა, მიტო ჰკიდია ფეხზე უკვე ეგ გეგმა...☝️☝️

• gio

ვეთანხმები ბატონ ლევანს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილს ჰქონდა ქართული ფეხბურთის განვითარების შესანიშნავი, დეტალურად გაწერილი პროგრამა (როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, თუ არ ვცდები). სპორტულ ჟურნალისტებს ვთხოვ, იქნებ როგორმე დაუკავშირდეთ მას, და მოხდეს ამ პროგრამის ამოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ყაველაშვილი ეხლა პარლამენტის წევრია, გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ ეს პროგრამა დანერგოს. როგორც რიგითი გულშემატკივარი, მე სხვა გზას ვერ ვხედავ.

• ტრაქტორისტი გუშემატკივარი

ჰა... მოვაყენო ტრაქტორი?! ...

• დიმა

ამ ათწლიანი გეგმას ალბათ რამდენიმე ასეული მილიონი სჭირდება ბიუჯეტიდან და საერთოდ ფონდი შექმენით ფეხბურთის განვითარების და ხალხი ფულს ჩარიცხავს რამდენი შტერია იცი.

• sddd

ხო არაფერი ეშველება სანამ თქვენ სისულელეებს ილაპარაკებთ, თან თქვენ ეგეთ გეგმას ვერ შეიმუშავებთ სისულელეებიდან გამომდინარე.

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

"ჩვენ ისეთები გამოვიარეთ და ვნახეთ, რომ ამასაც როგორმე გადავიტანთ..." - ლევან სალუქვაძე ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს

"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე

"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება