ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს

ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს

გიორგი ცინცაძე აბსოლუტური რეკორდსმენია. მას ქართველ სპორტსმენებს შორის ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული. კალათბურთის გარდა არ არსებობს სპორტის სახეობა, რომლის ეროვნულ ნაკრებში ვინმეს 187 მატჩი ჰქონდეს ჩატარებული. სწორედ ამდენ ოფიციალურ და ამხანაგურ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გიორგი ცინცაძემ, რომელიც 35 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ტრავმა აქვს, კარიერის დასრულებას არ აპირებს. ცნობისთვის, პოპულარული სახეობების სანაკრებო რეკორდსმენებს შემოგთავაზებთ: საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში სარეკორდო, მეასე მატჩი ითამაშა ჯაბა კანკავამ, რომელიც ამ მაჩვენებლით ლევან კობიაშვილს გაუთანაბრდა; მორაგბეთა ნაკრებში კი საუკეთესო შედეგი აქვს დავით კაჭარავას, რომელსაც ეროვნულ გუნდში 121 მატჩი უთამაშია.

„187 პატარა რიცხვი არ არის. თუნდაც ერთი მატჩი ეროვნულ ნაკრებში ძალიან საამაყო და სასიხარულოა, – გვითხრა გიორგი ცინცაძემ, რომელსაც 7 თებერვალს 35 წელი შეუსრულდა – ნაკრების მწვრთნელის დაძახებაზე პირველივე დღიდან ჩავდიოდი, ვცდილობდი მაქსიმალურად დავხმარებოდი ეროვნულ გუნდს. როგორ ვეხმარებოდი, ეს უკვე გულშემატკივარმა შეაფასოს. საბოლოოდ 187 მატჩი მომიგროვდა. ჯერჯერობით ამ მაჩვენებლით ყველა სახეობაში პირველი ვარ. თუ ვინმე გამასწრებს, ნამდვილად არ მეწყინება“.

გიორგი ცინცაძემ საქართველოს ნაკრებთან ერთად ოთხ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. იყო ალბათობა, ორჯერ მეტ ევრობასკეტზე მიეღო მონაწილეობა და მედლებითაც დაბრუნებულიყო. საამისოდ საჭირო იყო თანხმობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე.

„მოსკოვის ცსკა-ში 2003 წელს გადავედი. შემომთავაზეს რუსეთის მოქალაქეობა, რაც, შესაძლოა, უკეთეს ფინანსურ პირობებს ნიშნავდა, მაგრამ მაშინ სრულიად დამოუკიდებლად გადავწყვიტე მეთამაშა საქართველოს ნაკრებში. რუსებს უარი ვუთხარი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრებმა რამე დაკარგა. რა თქმა უნდა, დღეს არ ვნანობ, სწორ ნაბიჯად მიმაჩნია და ვამაყობ, რომ საქართველოს ნაკრების წევრი ვარ“.

აქვე ერთ სწორ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებს არ ეხება: 2006 წელს ცინცაძემ რუსეთი დატოვა და ესტონეთში გადავიდა…

„მოსკოვის ცსკა-ში 17 წლისა გადავედი. ახალგაზრდა ვიყავი და დრო ცოტა მქონდა. ვითამაშე სხვა რუსულ გუნდებშიც, მაგრამ ესტონეთში სულ სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდი – ასაკის მიუხედავად, ბევრს ვთამაშობდი და ბალტიის ლიგაზე „ჟალგისირისა“ და „რიტასის“ დონის გუნდებთან შემეძლო მეჩვენებინა, რა შემიძლია“.

სხვათა შორის, „ტარტუ როკის“ მაისურით გიორგიმ პლეი-ოფიდან გამოთიშა ყოფილი გუნდები „სამარა“ და „ურალ გრეიტი“. ურალელებთან მეოთხედფინალის ბოლო პერიოდში ქართველმა გამთამაშებელმა 15 ქულა ჩააგდო…

რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი საქართველოს ნაკრებში?

„შემიძლია დაუფიქრებლად ვთქვა – ჩემი პირველი ოფიციალური თამაში საქართველოს ნაკრების მაისურით. 2004 წელს თბილისში 12 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ფინეთი დავამარცხეთ. ის ემოცია, რაც დარბაზში იყო, ახლაც საოცრად მახსენდება. თუმცა მას მერე ჩვენმა ნაკრებმა ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა“.

გიორგიმ ოქტომბრის დასაწყისში დუდუ დადიანის მემორიალი თსუ-ს მაისურით ითამაშა. შეჯიბრება ვერ ჩაამთავრა, რადგან მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო – ჯვარედინი იოგები გაუწყდა.

„ძალიან მინდა საქართველოს ნაკრებს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე დავეხმარო. ეს საკალათბურთო ზეიმი იქნება – ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ხომ თბილისში ვითამაშებთ. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ენერგიაც მეტია და წარმატების შანსიც“.

„ოპერაციაა საჭირო, ვემზადები და მომავალ კვირაში გავიკეთებ. ისეთივე დაზიანებაა, რაც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მაკედონიასთან მატჩისას მივიღე. იმედი მაქვს, ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და მალე დავუბრუნდები მოედანს“.

შეგახსენებთ, რომ 2011-ში მაკედონიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ ცინცაძეს რეაბილიტაციისთვის 6 თვე დასჭირდა, 2012 წლის აპრილ-მაისში „ოლიმპის“ შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატის პლეი-ოფი მაღალ დონეზე ითამაშა, ხოლო ზაფხულში ეროვნულ ნაკრებს ევრობასკეტი 2013 წლის შესარჩევ ეტაპზე დაეხმარა.

GBF.GE

• სოსო

გიოს ამ ტრავმის შესახებ, სამწუხაროდ არ ვიცოდი.ოპერაცია,მერე 6 თვე რეაბილიტაცია.ფორმაში ჩადგომაც ხომ დროს მოითხოვს,გიოს ფიზიკური კონდიციები კი,ბოლო წლებში,ისედაც ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე.გიო ნამდვილი პროფესიონალი და დიდი პატრიოტია,ვიცი,ყველაფერს, შესაძლებელს და შეუძლებელს გააკეთებს ევროპის ჩემპიონატისათვის სათანადოდ მოსამზადებლად,მაგრამ მაინც ძალიან მეძნელება მოესწროს.ბედნიერი ვიქნები,თუ შეძლებს.მის გარეშე ჩვენი უკანა ხაზი,მეტისმეტად დასუსტდება.რატი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და თან მასაც მძიმე ტრავმა აქვს.

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა

შენგელია, ცინცაძე, სანაძე - ზუროსმა ნაკრები შეკრიბა

ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება

გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!