საქართველოს ეროვნული ნაკრების ტრავმირებულთა სიას თორნიკე შენგელია შეუერთდა. ნაკრების კაპიტანმა მხარი გასულ მატჩში დაიზიანა, რომელიც მისმა ცსკა-მ “ზენიტთან”, ევროლიგაში გამართა. ცნობისთვის, შენგელიამ ეს მატჩი ბოლომდე ითამაშა და საუკეთესო გახდა. ტრავმა აქვს გიორგი შერმადინსაც, რომლის მკურნალობაც, ბოლო ინფორმაციით, გეგმაზომიერად მიმდინარეობს და მან ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის, სავარაუდოდ, უნდა მოასწროს ფორმაში ჩადგომა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 26 და 29 ნოემბერს უკრაინასთან და ესპანეთთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის სადებიუტო მატჩები ელის და ზემოთ ნახსენებ შენგელიასა და შერმადინის გარდა, ტრავმირებულია გიორგი ცინცაძე, რომლის ტრავმაც გაცილებით სერიოზულია და ის მომავალ მატჩებს გამოტოვებს.

შენგელიასა და ცინცაძის ტრავმების შესახებ ეროვნული ნაკრების სამედიცინო გუნდისა და კლინიკა "სპორტული მედიცინა და ბიოლოგიის" ხელმძღვანელ თემურ ხვედელიძეს მოვუსმინოთ:

"თორნიკემ მხრის არეში ტკივილი "ზენიტთან" მატჩის შემდეგ იგრძნო. საავადმყოფოში ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და გამოჩნდა მხრის სახსრის როტატორული მანჟეტის ნაწილობრივი დაზიანება. დაუყოვნებლივ დაიწყო მკურნალობის კურსი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებითა და ფიზიოთერაპიით, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება".

თუ როდის დაუბრუნდება შენგელია მოედანს, თემურ ხვედელიძე განმარტავს:

"დღეს რთულია თქმა, როდის შეძლებს შენგელია თამაშს. მკურნალობის დინამიკიდან გამომდინარე განისაზღვრება მისი სპორტში დაბრუნების დრო".

რაც შეეხება გიორგი ცინცაძეს, რომელსაც ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული, თემურ ხვედელიძე გვპასუხობს:

"ცინცაძეს მატჩისას მუხლის სახსრის წინაჯვარედინი იოგი დაუზიანდა. სწორედ ის ადგილია, რომელზეც 2011 წელს ოპერაცია ჩაუტარდა. ამჯერადაც ქირურგიული ჩარევაა საჭირო და სწორედ ოპერაციისას განისაზღვრება დაზიანების ხარისხი. თუ იოგს აქვს რესურსი, თერაპიის ფონზე გაუმჯობესდეს, დიდი ჩარევა არ დასჭირდება და რეაბილიტაციისთვის 6 თვე უნდა ვივარაუდოთ. თუ დიდი ჩარევა დასჭირდა, რეაბილიტაცია 9 თვემდე გაგრძელდება. ოპერაცია ამ კვირის ბოლოსაა დაგეგმილი და მას ორთოპედ-ქირურგი ლევან ნაჭყებია გააკეთებს."

წყარო: gbf

გიორგი
მალე გამოჯანმრთელდი შერმინატორ!
მარი
შერმო დაგვიბრუნდი
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
შენგელია, ცინცაძე, სანაძე - ზუროსმა ნაკრები შეკრიბა
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს