ვეტერანი წართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი შესანიშნავ ფორმაშია. ესპანეთის გასული ტურის 21-ქულიანი პერფორმანსისა და MVP-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მან ევროთასის ეგიდით მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა და თავის გუნდს ლიეტუვაში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. „ლაგუნა ტენერიფე“ სტუმრად „შიაულიაის“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 15 ქულის სხვაობით - 86:71 დაამარცხა.

ესპანური კლუბი ამ წყვილში თავიდანვე გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა. „ტენერიფემ“ პირველივე ტაიმში მოიპოვა 11-ქულიანი უპირატესობა, რის შემდეგაც თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია და საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

გიორგი შერმადინი შეხვედრაში სასტარტო ხუთეულიდან ჩაერთო და პარკეტზე 19 წუთი და 42 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა აქტივში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ვეტერანმა ცენტრმა სროლებში მაღალი სიზუსტე აჩვენა: 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. შერმადინის მსგავსად, გამარჯვებულთა რიგებში 13-13 ქულა ტი ჯეი ბამბამ და ვინს ჰანტერმა დააგროვეს. მასპინძელთა შემადგენლობაში კი 12 ქულით კედრიკ ჰენდერსონი გამოირჩა.

ამ წარმატების წყალობით, „ტენერიფეს“ ევროთასის B ჯგუფში უკვე 6 მოგება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად უდგას სათავეში. გიორგი შერმადინის გუნდი ახლა უკვე ესპანეთის ჩემპიონატზე გადაერთვება, სადაც მომდევნო ტურში სტუმრად რატი ანდრონიკაშვილის „მორაბანკ ანდორას“ შეხვდება.

GBF.GE

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
ᲛᲐᲣᲠᲘᲓᲔᲡ ᲠᲝᲙᲔ ᲯᲣᲜᲘᲝᲠᲡ ᲤᲘᲜᲔᲗᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"