სანაკრებო მატჩების დაწყებამდე, საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-9 ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად ითამაშეს და ერთ თამაშში ორმა მორაგბემ ჯამში 22 ქულა მოიხვეჭა.

"კასტრი" "ბრივს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 23-22 დაამარცხა. მოედანზე ექვსი ქართველი მორაგბე გავიდა. "კასტრის" ძირითადში იყო და 48 წუთი ითამაშა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ. ის სტატიკაში კარგად იდგა და მეტოქე არაერთხელ დააჯარიმა, 32-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი „აჰკიდა“. მანამდე, 28-ე წუთზე, მან რაქიდან შეუტია და შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა. ჩილაჩავასთვის, რომელიც ახალ გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა, ეს "კასტრის" კვართით გატანილი პირველი ლელოა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ქართველი იყო. შეუცვლელად ითამაშეს თედო აბჟანდაძემ, რომელმაც 5 ჯარიმა (წუთები – 13, 45, 50, 57, 71) და ერთი გარდასახვა (64 წუთი) გაიტანა; მოედანზე 71 წუთი გაატარა ოთარ გიორგაძემ; 61-ე წუთზე შეცვალეს ვასილ ლობჟანიძე; პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა და 74-ეზე მოედანზე დაბრუნდა ლუკა ჯაფარიძე; მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა ვანო კარკაძე.

"ტულონმა" "ბიარიცს" 13:9 სძლია. ტრადიციულად, გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა გიგაშვილი და მან მოედანზე 68 წუთი გაატარა. სტუმართა შორის პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა ლუკა აზარიაშვილმა. სწორედ 65-ე წუთიდან ჩაერთნენ თამაშში თორნიკე ჯალაღონია და გიორგი ნუცუბიძე.

მეტოქეზე ორჯერ მეტი ჯარიმა გაიტანა და 18:9 იმარჯვა "პომ", რომლის რიგებში სრულად ითამაშა ბექა გორგაძემ. მოწინააღმდეგე "სტად ფრანსე" იყო და გიორგი მელიქიძემ მოედანზე 50 წუთი გაატარა.

"პერპინიანმა" "ლა როშელი" მიიღო და 22:13 დაამარცხა. მასპინძელთა მარქაფაში იყო და შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა დუდუ ქუბრიაშვილი. სტუმართა ძირითადში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს გურამ პაპიძე.

"მონპელიემ" "ლიონს" 30:8 მოუგო და რომ არა 75-ე წუთზე გაშვებული ლელო, ბონუსსაც აიღებდა. ტრავმა მოიშუშა და თვე-ნახევრის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გელა აფრასიძე, რომელიც შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა და გაწითლებულ დროზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე 48-ე წუთიდან ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. "ლიონის" რიგებში შეუცვლელად გაისარჯნენ ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი. ამ უკანასკნელმა 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"კლერმონს" უმასპინძლა და ბონუსით, 25:9 დაამარცხა "ბორდომ", რომლის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს ლექსო ყაულაშვილი. ჟირონდელებმა "ტულუზის" მარცხით ისარგებლეს და 33 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდნენ.

"ტულუზი" პარიზში, "რასინგ 92"-თან დამარცხდა – 18:27. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.

rugby.ge

qomagi
ჩილაჩავა ძალიან გვჭირდება
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
თედო აბჟანდაძემ ტოპ 14-ის სეზონი 4 ზუსტი ჯარიმით გახსნა
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!