საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მიერ ბათუმში ინგლისელ თანატოლთა დამარცხებამ (3:2) ძალიან გააკვირვა ბრიტანული მედია. გთავაზობთ რამდენიმე გაზეთიდან ამონარიდს.

Daily Mail: "ახალგაზრდა ლომებმა", ლი კარსლის ხელმძღვანელობით, მიუხედავად გვიანი გამოღვიძებისა, სამარცხვინო მარცხი განიცადეს. ინგლისი საქართველოსთან 0:3 მარცხდებოდა, საბოლოოდ 2:3 წააგო, შემდეგი შეხვედრა ოთხი თვის შემდეგ აქვს და ამ ხნის განმავლობაში დაძაბულობაში მოუწევს ყოფნა.

გულიაშვილმა ანგარიში ზალპით გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა, მისი ჰეთ-თრიკი გარდაუვლად მოჩანდა, თუმცა ვერ მოახერხა. საქართველო ყველაფერში უფრო პროგრესული იყო და გოჩოლეიშვილმა, რომელმაც იქამდე საგოლე პასი გააკეთა, თავადაც დალაშქრა გრინის კარი".

skysports: "ძლიერ სახეცვლილი ლი კარსლის გუნდი სპარინგში იქნა ძლეული. გულიაშვილმა ორი გოლი გაიტანა, შემდეგ კი მესამის გატანა მართებდა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხი გახლდათ. გოჩოლეიშვილმა თითქოს წაიცეკვა პირით ხაზთან, სუპერ სოლო-რეიდით საჯარიმოში შეიჭრა და გრინის კარი დალაშქრა".

BBC: "ინგლისის ნაკრებმა ბათუმში აღფრთოვანებული პუბლიკის წინაშე მოულოდნელი მარცხი განიცადა. ორი გოლი გულიაშვილმა გაიტანა, მერე მარცხენა მცველმა გოჩოლეიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგის განხორციელების შედეგად გრინი დაამწუხრა. ინგლისი ძალიან გვიან გამოერკვა და ბოლო 10 წუთში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა".

იმედა
უძლიერესი ნაკრები გვყავს დამიჯერეთ, ევროპის მოგების დიდი შანსი გვაქვს თუ იქამდე სწორად ვივლით და მივალთ. ხარვეზებიც გამოსწორდება, დიდი დროა ჩემპიონატამდე.
გია
ძლიერ გუნდთან დამარცხება სამარცხვინო წაგება სულაც არ არის. აბა ბიჭებო 4 თვის თავზეც დაუმტკიცეთ ინგლისელებს, რომ თქვენი მოგება შემთხვევითი არ ყოფილა და რომ ინგლისელები ცდებიან თავის შეფასებებში, გოჩოლეიშვილმა კი skysports-ის კომენტატორის მოჩვენებების გასაფანტად, აუცილებლად უნდა გაიტანოს გოლი და იცეკვოს მოწინააღმდეგის პირით ხაზთან:)))
ზაზა
ვულოცავ, წარმატებებს ვუსურვებ. ისე, ძალიანაც ნუ აღფრთოვანდებით. 21 წლამდელები, თანაც ამხანაგურ მატჩში, თანაც საკუთარ მოედანზე, დიდი ზარ-ზეიმის საფუძველი არ არის.
ვოოტ
ამით ჩვენ ბიჭებს არანაკლებად შეურაცხყოფენ, ვინემ საკუთარ ახალგაზრდებს... არა უშავს, თუ ინგლისელებს წაგებას მივაჩვევთ ( პრინციპში სხვებსაც, იმათ რაღა დააშავეს), მერე პირიქით, იამაყებენ- აი, ვიომეთ და ღირსეულ მეტოქესთან დავმარცხდითო....
Dato
მოგება და წაგება მეგობრები რო არიან - არ იციან? ჩამოვიდნენ, ვასწავლით :)))
საბა
რატომ სამარცხვინო მარცხი?....იბრძოლეს ბიჭებმა მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო..გაიმარჯვა უძლიერესმა..:)))
₾ადო
ინგლისი გამოერკვაო, კაო :დდ ინგლისი კი არ გამოერკვა, 70 წუთის შემდეგ ესენი დავრადნენ (ქართველი ფეხბურთელების სენი! :( ) და თუ არ მოუმატებენ ფიზიკაში, მათგან უმრავლესობას მოუწევს "ტობოლის" სათადარიგოთა სამის ხეხვა :( :დდ ბიჭებს, რა თქმა უნდა ვულოცავ წარმატებას, და ვუცურვებ მართლა დიდი ფეხბურთის თამაშს! (ვნახოთ) პირველი გოლის გაშვება იყო, სამარცხვინო, ის ინგლისელი ყვეალმ მიატოვა :დდ
Nowhere man
ყოჩაღ ბიჭებო, ასე გააგრძელეთ, მადლობა ასეთი სასიხარულო შედეგის, აბა თქვენ იცით, არ მოდუნდეთ რაც მთავარია, თქვენ უნდა იყოთ ღირსეული ცვლა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
U21. ინგლისმა მოიგო - საქართველოს შანსი გაიზარდა
მზადება თურქეთთან მატჩისთვის - ახალგაზრდულმა სტამბოლში ივარჯიშა
U21. თამამად, გულიანად - გულიაშვილის დუბლით და გოჩოლეიშვილის სუპერგოლით საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია [VIDEO]
რამაზ სვანაძე: ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ გამოვალთ
გიორგი გულიაშვილი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა
გიორგი მამარდაშვილი: საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით