ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობისთვის 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ქვეყანაში კალათბურთის ფართოდ პოპულარიზაციის მიზნით კალათბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევრობასკეტ-2022-ის წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანია და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს.

„მთავრობის სახელით მე მინდა დაგიდასტუროთ სრული პატივისცემა და მხარდაჭერა კალათბურთის ფედერაციას. ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს, ევრობასკეტ 2022. ამიტომ ჩვენი საერთო ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ დიდი ღონისძიების წარმატებით ჩატარებისკენ. მთავრობისგან ხელშეწყობა გაქვთ. რა თქმა უნდა, იცით, რომ ამხელა დარბაზს ვაშენებთ, მთავრობა სრულად არის ჩართული და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი სურვილია, რომ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე ერთად ვიმუშაოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ კალათბურთი, უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს კალათბურთის ფედერაციას. აუცილებლად საჭიროა რეგიონებში განვითარების შეტანა და იქ საკალათბურთო სკოლების შექმნა, დაარსება და ახალგაზრდა, ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდა. დღეს ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ შევიკრიბეთ. ასევე მინდა მოვუსმინოთ ჩვენი გუნდის წევრს, ბატონ ვიქტორ სანიკიძეს, ცნობილ კალათბურთელს და დამსახურებულ სპორტსმენს. მასაც აქვს თავისი ხედვები, იდეები”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს და კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, FIBA-ევროპის ბორდის წევრსა და ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტ გიორგი ქართველიშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მე მინდა თქვენ გადაგიხადოთ მადლობა, ბატონო პაატა, ბატონო გიგა. თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ და ზოგადად, ბევრს აკეთებთ კალთბურთისთვის. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კალათბურთის განვითარების საქმეში დიდია თქვენი წვლილი და ამისთვის თქვენ და თქვენი გუნდის ყველა წევრს მთავრობის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ კალათბურთში, თქვენს ოჯახში სიმშვიდე, ერთობა, სიმტკიცე, განვითარება იყოს და გარწმუნებთ, რომ ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ სამინისტროსთან, მთავრობასთან, ჩემთან პირადად, გვერდში დგომა, მხარდაჭერა და თანადგომა გექნებათ. რაც მე გავაჟღერე, ეს ციფრი, 100 მილიონი ლარის ინვესტირება, ამაზე ჩვენ უფრო კონკრეტულად წარმოგიდგენთ ხედვას, გეგმას. გვინდა, რომ ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ კალათბურთს. მე ახლა ვიცი, რომ არჩევნები გაქვთ და ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მშვიდად და ცივილიზებულად უნდა ჩავატაროთ, ისე, როგორც ჩვენ, ჩვენს საერთო ოჯახს და საქმეს გვეკადრება. უნდა იყოს სიმშვიდე და განვითარება. ჩვენ ეს გვჭირდება. ევრობასკეტიც წარმატებით უნდა ჩავატაროთ, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და შემდეგ ვიფიქროთ განვითარებაზე. კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ კალათბურთი და მისი პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ქვეყანაში. რეალურად, ძალიან დიდი ტალანტი და პოტენციალია ქვეყანაში კალათბურთის განვითარების. ამის ნათელი მაგალითია ვიქტორ სანიკიძე და ძალიან ბევრი სხვა წარმატებული სპორტსმენი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კალათბურთი ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობაა, რაც ყველას, მათ შორის, მთავრობის მხარდაჭერის დამსახურებაა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ სანიკიძე და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, FIBA-ევროპის ბორდის წევრი და ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობა

Zaza
დდ რაარ აშენებულა აი სპორტის განხრით იმდენი რამდენიც ეხლა აშენდა ნაღდად არავის აუშენებია დამოუკიდებლობის შემდეგ ეგკიარა რაციყო ისიც მოსპეს. ისე მარტო კალათბურთი კიარა მისახედია წყალბურთიც და ხელბურთიც სირცხვილია უბრალოდ ცერცვაძის და ანპილოგოვის ქვეყანაში ხელბურთი იყოს მკვდარი.
გლახუნა
მორიგი ხაფანგი, ბადე-კრემლის - პუტინის - მმართველობის ხერხები- მეთოდებიდან (!) - ამჯერად- კალათბურთის სამყარო ყავთ დასაშანტაჟებელი, როგორ ეს გაუკეთეს- ფეხბურთის სამყარო... - ზოგადად - წყალბურთში - კი არა - ყველა სპორტის სახეობაში უნდა ჩაიდოს სერიოზული ფინანსები , მაგრამ - ამდაგვარი- სახელმწიფოს ბიუჯეტიდან - სხვა მიზნებს ისახავს + არა ეფექტურიც იჯარის. - როცა ეკო - კა - არ იზრდება , პირიქით რეგრესირებს ( 2012 წელს რაც ოყო - ის ეკო - კა გვავს - მე- 10 წელია) - საიდან ფინანსები (?!), მხოლოდ გადასახადების, ტარიფების, ფასების გ ა ზ რ დ ი თ - სახელნწიფო ბიუჯეტის შევსებით,რაც ეკო -კაში ინფლაციას იწვევს- მოქალაქეების მასობრივ შეუქცევად გ ა ღ ა ტ ა კ ე ბ ა ს, სახელმწიფოდან გადინება- ემიგრაციის შეუქცეცად ზრდა- პროცესს... და ცარიელ სტადიონებით და ცარიელი ტრიბუნებით - სპორტი ვერ ვითარდება- იზრდება, ე.ი. გულშემატკივრების მხარდაჭერის გარეშე....+ როცა ეკო - კა - არ იზრდება ( არც გაიზრდება - არსებული ავტორიტარულ- ოლიგარქიულ კრიმინალურ კლანური მმართველობის სისტემით) -სპორტში ამდაგვარი ფაქტიურად სუბსიდიები... აუცილებლად კორუფციულ სქესებს წარმოქმნის და ხელისუფლებაზე მორჩილ - სპორტულ ფინანსურ- კრიმინალურ კლანს წარმოშობს- სპორტის ეს სახეობა რეალურად არ განვითარდება (!), მ ა გ ა ლ ი თ ი - ფეხბურთში ფაქტიურად 250 მლნი ჩაიდო, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის ხარისხი არა თუ გაიზარდა, პურიქით - უარესი შედეგები გვაქვს ევროპულ სარბიელზე(?!) ... და ამ დროს - ხელისუფლება- ფეხბურთის სამყაროს - საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისათვის- არჩევნებზე იყენებს... დაშანტაჟებული ყავთ- მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს, ან იმ 250 მლნ- ის კორუფციულ სქემების აუფრიალებენ და ... მეტი არაფერი. საჭიროა რეალურუ ეკო - კის განვითარება , რაც უფრო ბევრი მდიდარი და ეკო - რად - ფინანსურად ძლიერი მოქალაქე გვეყილება, მით უფრო ვითარდება- მყარად სპორტის- ე.ი. კ ე რ ძ ო ბიზნესიდან დ ი დ ი ფულის ჩადებით. ამდაგვარი ( ვიმეორებ, როცა- ეკონ- კა - ა რ იზრდება) ხელისუფლების ,,დაფინანსება,, - არჩევნებში სპორტული საზოგადოების მოსტმყიდვა- დაშანტაჟებისათვის არის და მეტი არაფერი! - ხელისუფლება - ეკო - კის აღორძინებით უნდა იყოს დაკავებული, მისთვის სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება- განმტცებისათვის ,მისთვის სახელისუფლო კორუფცია-ნეპოტიზმი - კრიმინალუმის - მოსპობისათვი...- მოკლედ- სამართლებრივი გარემო წესრიგის შექმნით და ამ პირობებში- საბაზრო კონკურენტული ეკო -რი პოლიტიკის გატარებით... რომ რეალური პროგრესი დადგეს ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. პ.ს. და ქვემოთ მეგობარს - კალათბურთის- რ ა გ ბ ზ ე წინ არ არის, რაგბი- მ ს ო ფ ლ ი ონშ ი გვყავს- 12- 13კ4 ადგილზე და კალათბურთი- ევროპაში - 12- 24- ულზე, ფეხბურთზე საუბარიც- არა .აქვს.
mamuka
მშვენიერია, მაგრამ მაგალითად წყალბურთმა რა დააშავა? ერთი აუზით ვარჯიშობს მთელი საქართველო და მაინც მსოფლიო რეიტინგის დაახლოებით იგივე საფეხურზეა (თუ უფრო მაღლა არა) რაც რაგბი და კალათბურთი, რა მოხდება მაგის მესამედი მაინც რომ ჩაიდოს წყალბურთში?
jimi
ჯერ ახალი სპორტის სასახლე დაასრულეთ, მიტოვებული რომ გაქვს მშენებლობა და მერა ილაპარაკეთ. "ჩაიდება, გაკეთდება, აშენდება" ბევრი მოგვისმენია, რეალურად დასრულებული და გაკეთებული თითქმის არაფერი!
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელი გოგონები ადვოკატებს შეხვდნენ
ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები - 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ [VIDEO]
ფიბა-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მშენებარე დარბაზი დაათვალიერა
ლეგენდარული თბილისის "დინამო" - 60-იანი წლები, ტრიუმფი, ქორქია და საკანდელიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატები შეაჩერა
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ FIBA-ს ბორდის სხდომას უმასპინძლა
ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - დაგეგმილი ვიზიტები