ეროვნული ლიგის წლის ბოლო შეხვედრა მართლაც დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და ქუთაისში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გაიმართა.

პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "ტორპედომ" დამატებით დროში მარტვილის "მერანი" 3:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

„ტორპედოს“ პირველი შეხვედრა მარტვილში 0:2 ჰქონდა წაგებული, რთული ამოცანის წინაშე იდგა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, რომლებიც სტადიონზე მრავლად მივიდნენ და თავის გუნდს აქტიურად უქომაგეს.

დებიუტში თანაბარი თამაში იყო, შუა პირველ ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ და სახიფათოდ შეუტიეს: ზიდანის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ახვლედიანს გოლის გატანა ბეგაშვილმა არ დაანება, ტაბატაძემ მიზანს ააცილა, ბუკასმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ქუთაისელებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ - დასაწყისში ახვლედიანს შეეძლო გატანა, მაგრამ დაახანა და გეგიამ განმუხტა სიტუაცია. 65-ე წუთზე კი ცინცაძემ ახვლედიანის მოპოვებული პენალტი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრები როგორც იქნა გააქტიურდნენ, კონტრიერიშებზე გადასვლა დაიწყეს და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე შოვნაძე. შესვენებაზე შესულმა მუდიმუმ კი 87-ე წუთზე თავურით დალაშქრა მარტვილელთა კარი და დამატებითი დრო დაინიშნა.

ზეაქტიურმა ახვლედიანმა 103-ე წუთზე მახარობლიძის გადაცემულ ბურთს ბეგაშვილის კარში მიუჩინა ადგილი, ანგარიში 3:0 გახდა, „მერანის“ მწვრთნელმა მონიავამ სამმაგი შეცვლით სცადა თავდასხმის გაძლიერება, 118-ე წუთზე წულაიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო შოვნაძის კარის აღება, "ტორპედომ" გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - მერანი 3:0 (ძირ. დრო 2:0)

გოლები: 1:0 ცინცაძე (65, პენ), 2:0 მუდიმუ (87), 3:0 ახვლედიანი (102)

ტორპედო: შოვნაძე, აბულაძე, მირცხულავა (მუდიმუ 81), ნადარაია, ინკუმი (წოწონავა 65), ცინცაძე, კარაგუნისი, ტაბატაძე (კ), ბუკასი (მახარობლიძე 80) , ახვლედიანი, ზიდანი (მჭედლიძე 65)

მწვრთნელი: ცეცაძე

მერანი: ბეგაშვილი, გეგია, ბიბილაშვილი, აფაქიძე, მელიავა (კ), შალამბერიძე (ფაცაცია 105), ჯღამაია (სიხარულია 105), ლაღაძე (წულაია 46), ქანთარია (მასოაბი 67), გოგოლიძე (ლომთაძე 105), სილა

მწვრთნელი: მონიავა

გიო
გაიტანეთ ცეცაძე! გაიტანეთ!
alex
მაგარი პროფესიონალური კომენტარია!!!ანუ იცოდნენ რომ უმაღლესში არავინ გადაიყვანდა და არ ითამაშეს სრული მობილიზებით???!!!მასეთი მიდგომით როცა სრული მობილიზებით ითამაშებენ არც მაშინ გაუმართლებთ!!!გაოგნებული ვარ!!!იმედია მარტვილის მესვეურები მასე არ აზროვნებენ,თორემ აქამდეც ვერ მოვიდოდნენ!
kutaisi
saidan amdeni torpedos sizulvili ver gamigia, ra dagishavat am gundma aseti ro ver itant , kvelas ar vgulisxmob, torpedos rtuli sezoni konda da saertod 2 celia upulod tamashobda pegburtelebi, gundi vardeboda da 12 atasi kaci movida mis mxardasasherad, sanam torpedoze rame sisuleles itkvit tkveni kalakis gundebs shexedet da nu edrebit 75 clis cin daarsebul gunds, romelic 4 jer kveknis shempioni 4 jer tasis da 2 jer supertasis mplobelia, evropis pleiops agar vatvli , mis mere arcert kartul gunds ar miugcevia makamde, sanam torpedos miedrebit manamde tkveni gundebit shupashupsi mainc moiget sircxvilia ubralod.
ლ.გიო
ვეთანხმები აქ გამოთქმული უმრალესობის სამართლიან აზრს-ყველაფერი გააკეთდა იმის გულუსთვის რომ ტორპედო არ გავარდნილიყო.მოგონილი პენალტი,ბოლო წუთებზე გატანილი გოლები ა.შ. მერე ისევ ფედერაციას ემდურებიან ქუთაისელი ფანები.გაიხსენეთ საეჭვოდ მოგებული თამაშები.გაიხსენეთ რამდენჯერ გადაარჩინა ფედერაციამ ტორპედო დაქვეითებას.სამარცხვინოა უბრალოდ ეს რამდენიმე სეზონი ამ გუნდის მიმართ ასე გააფთრებული ზრუნვა. ფანები ჭკვიდან გადასულები არიან გეგონება ლიგა მოეგოთ.სამარცხვინო იყო წუწუნი და ტირილი არიქა დაინგრა სამყარო თუ გუნდი დაიშალაო ან დაქვეითდაო(არა მყავდეს ეგეც მანჩესტერი). ვულოცავ მერანს,ყოჩაღ ბიჭებო თქვენ მართლა გამარჯვებულები ხართ.უბრალოდ თქვენც იცოდით რომ მაინც არავინ გადაგიყვანდათ და არ ითამაშეთ სრული მობილიზიბეთ.რამდენჯერაც გადახვედით ტორპედოს ნახევარზე იმდენჯერ საცოდაოთ გამოიყურებოდა სახელოვანი გუნდი და მეტოქეთა რისხვა,საბჭოთა დროიდან მოყოლებული არნახული ტიტულების მქონე გუნდი,რომელიც წარმოადგენდა საბჭოთა ფეხბურთის ხერხემალს. სირცხვილი და თავის მოჭრა. მეტს ვერაფერს ვუწოდებ გიშინდელ სპექტაკლს!
Jango
ვერანაირად ვერ ვხედავ ჩანაწერის სხვადასხვა სიჩარით ნახვისას მიზეზს რომ პენალტი დაედოთ მაშინ როდესც ფეხბურთელმა თვითონ შეხტა ორ მცველს შორის იქნებ რომელიმეს წამოვებლანდოოო.. პენალტი უსამართლოა, მერანი უსამართლოდ დაიჩაგრა. სამარცხვინოა კიდევ ის რომ ევროპაში აიკრძალა გასვლითი მატჩის გოლის წონა , საქართველოში კი კორუფციულად დატოვეს... მერანმა მასტერ კლასი უჩვენა ცეცაძეს და ტორპედოს მობილიზებული დაცვითი თამაშის და აგრესიული კონტრშეტევების. სირცხვილია მერანი რომ ელიგაში არ არის.
გაიოზი
ქათული ფეხბურთის ყველა ნამდვილ გულშემატკივარს გაუხარდება. წარმატებები ტორპედოს.
გიზოგ
სადაც სულ ცოტა ნახევარზე მეტი მეგრელები თამაშობენ სამეგრელოდან. თანაც არ მგონია ბათუმი იმერეთი იყოს. რა გახდა ერთი აკადემიის გაკეთება და ადგლობრივი მოზარდების დაკავება სამეგრელოში? თუმცა იმედი მაქვს მალე გამოსწორდება მდგომარეობა, გამომდინარე სამეგრელოს პოტენციალიდან.
გიზოგ
ის, რომ საქართველოს ულამაზეს და ნიჭიერებით გამორჩეულ მხარეს გუნდი არ ყავს უმაღლეს ლიგაში, ვფიქრობ ეს უფრო ადგილობრივების ბრალია და არა მსაჯის. მე ჩემს საყვარელ სამეგრელოს ვუსურვებ მეტ სპორტს და ნაკლებ პოლიტიკას, რათა დაიბრუნოს ღისეული ადგილი არამარტო სპორტში.
გიზოგ
მჯერა ასეც იქნება. წარმატებები ტოპედოს.
ggg
კარაგუნისი მახსოვს ინტერში იყო ევრო 2004 საბერძნეთის ნაკრები. მოკლედ ზიდანი კარაგუნისი
გიზოგ
საშინელებაა, იმდენი იმუშავეს, რომ ყველაფრისადმი დაგვაკარგვინეს რწმენა. ადამიანუ კი რწმენაზე დგას.
tngh
იმედია, მომავალი სეზონი უფრო წარმატებული იქნება "ტორპედოსთვის". სულ ცოტა, სამეულისთვის იბრძოლებს...
xxx
ვა ქუთაისის ტორპედოში ზიდანი თამაშობს?
ეუფ
ვინმეს სჯეროდა რომ მარტვილს გადაიყვანდნენ უმაღლესში ? პირველი თამაშის მერე რატომღაც ყველა ამბობდა რომ 3-0 დამთავრდებაო. თან ბოლო წამებზე გატანილი საეჭვო გოლი. ასე არასდროს არ განვითარდება ქართული ფეხბურთი. მაგ ლოგიკით არც ბათუმი უნდა გავარდნილიყო უმაღლესიდან და არც რუსთავი
dito
უსამართლო სისტემა რატომაა ?!სირცხვილი და თავის მოჭრა იქნებოდა ქუთაისის ტორპედო ეს ძირძველი ქართული გუნდი,ქვედა ლიგაში იყოს და მატვილი უმაღლესში
giabar
ვულოცავ ტორპედოს და გია ცეცაძეს.
simartle
რა საუკეთესო არმია ბურთს და ყავას არიგებდნენ იმიტომ მოხვედით უმეტესობა
გაბუ
ტორპედოს ვულოცავ გადარჩენას...პლეი აუტის სისტემა არის მაგარი უსამართლობა,მარტველელებმა მთელი წელი იბრძოლეს იშრომეს ყველაფერი ჩადენ, გავიდნენ სამეულში და მთელი წლის ნაშრომი ჩაეყარათ წყალში უასამართლო პლეიაუტის სისტემის გამო.. უნდა გაუქმდეს პლეი აუტის
Antey
10 000 კაცი დაიდო დღეს სტადიონზე, დაჭირდა ტორპედოს და დაუდგა ქალაქი გვერდით და არა იმიტომ რომ ბურთებს არიგებდნენ და მიტო მოვიდაო, არა ცდებით, დღეს სტადიონზე მოსვლა თითოეული ქუთაისელის ვალი იყო, ჩვენში ასე ვაზროვნებთ..... ძალიან ძლიერი ქარი იყო და მიტო იყო დახშული ხმები ტრიბუნებიდან, აზრი არქონდა, ... დეკემბრის ქარიან ღამეში კაცს 2 საათი სტადიონზე ვერ დააჯენ თუარ უყვარს.... გაისად იმედია საჩემპიონო ზეიმი გვექნება, დამიჯერეთ მაგასაც კარგად გავართმევთ თავს...
რატი
ქუთაისს ვულოცავ, ეს თუ მისალოცია პლეი-აუტი, ეგრე იყოს. ცეცაძე კი გააგდეთ რუსები რო იტყვიან "поганной метлой"!
Poliar
რაც არ უნდა დაიბოღმოთ და კუდები აბათ ტორპედოს ჰეითერებო გუნდი გადარჩა და ქვეყანაში საუკეთესო გულშემატკივრების არმია რომ ყავს ამ გუნდს გუშინაც დამტკიცდა 12 ათასი კაცი მივიდა პლეიაუტის თამაშზე საყვარელი გუნდის გასამხნევებლად რომელი ქართული გუნდი მიიყვანს ამდენ ქომაგს ერთად ამასაც პასუხი გაეცა. და ტორპედო რომ დარჩა ლიგაში პირდაპირ ამ ხალხის უსაზღვრო სიყვარულის ჟინის და უდიდესი მხარდაჭერის დამსახურებაა. წარმატებები ახალ სეზონში ტორპედო შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ.
ბაჯო
Meranis fexburtelebs goli rato ar gaqondat?
kaxa
ტორპედო ვერ დარჩებოდა უმაღლეს ლიგაში მსაჯის დახმარების გარეშე!!
kaxeli
სირცხვილია... 72 წუთზე მერანს 100 % იანი გოლი არ ჩაუთვალეს. პენალტის ეპიზოდში დარღვევა ზედ ხაზზე იყო ასე რომ ეგეც სადავოა. ეს ორი ეპიზოდი რატომ არ შეაფასა სტატიის ავტორმა? მერანის გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან. სირცხვილია....
ბაჩი
ჯობია გაგრაში ითამაშოს ან სოხუმის ცხუმის(დინამო)სტადიონზე
გიორგი
ჯანო ცოტა დაფიქრდი, იქნებ შეგიძლია ფიქრი.
ბაჩი
თბილის იმერეთის ეროვნული ლიგა გვაქ ფაქტიურად
ლოკო
ტორპედო ძალიან სუსტი გუნდია,კარგია რომ დარჩა,ყველა მოუგებს..
Levani
ერთადერთი პოზიტივი ისაა რო-სტადიონიანი გუნდი შერჩა ლიგას. ბათუმი,დინამო,ტორპედო,გორი,საბურთალო(ლოკომოტივზე თამაშობს) ამ 5 გუნდის სტადიონი კარგია. არ შეიძლება გაგრამ რამენაერად პეტრიაშვილზე რო ითამაშოს?
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
წარმატებები ქუთაისს! მაგრამ სამეგრელოს ისევ არ ყავს,უმაღლესში გუნდი, ფოთის "კოლხეთს" რაც უქნეს გუშინ,მთელმა ქვეყანამ ნახა! ზუგდიდს დიდი ხანია შანსი არ აქვს,მარტვილი ვერ ავიდა,მოკლედ ამ უნიჭიერეს რეგიონს არავინ ჰყავს!
ზალიკო
შენ თვითონ თუ გჯერავს რასაც ამბობ
გიორგი კ
ტორპედო და დინამო ლიგა 2ში!სამარცხვინო ხელმძღვანელობა ჰყავთ ორივე გუნდს.
sormona
გეთანხმები, ცეცაძის ხელში ვერაფერს მიაღწევს ტორპედო
sormona
შენ მიშა უფრო გაღელვებს თუ ტორპედოს წარმატებამ გაგაბრაზა?
შაკო
ტორპედო ვერ დარჩებოდა უმაღლესში, რომ არა გულშემატკივარი. ძალიან ლამაზი სანახავი იყო ქუთაისის სტადიონის გადაჭედილი ტრიბუნები, ფეხბურთელებმაც მაქსიმალურად მოინდომეს. ასე ივსებოდეს ეროვნულის ყველა თამაშზე ტრიბუნები, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ვულოცავ ტორპედოს გადარჩენას, მარტვილელებს კი ვუსურვებ კიდევ უფრო ძლიერი გუნდის შექმნას და სამომავლო წარმატებებს.
macbook pro
წარმატებები ჩემ ქალაქს ჩემ ცხოვრების მეგზურ ტორპედოს. ქუთაისის ტორპედო ჩემი ცხოვრების აზრია
dila
საქართველოში ორი გუნდია რომელიც ყველა სხვა გუნდზე ერთი თავით მაღლა დგას. ბათუმის დინამო და გორის დილა!!!
Alexandre ფაჩუაშვილი
ვულოცავ ქუთაისს, ტორპედოს მთელ შემადგენლობას. ჩემი აზრით უმაღლესი ლიგა ტორპედოს გარეშე ნაკლულივუთ იყო და იქნება. ეხლა მინდა მივუწოდო ხელმძღვანელობას, გუნდის სტაფს, მოთამაშეებს. დღეს, ფეხბურთის ღმერთი თქვენ მხარეს იყო, ამიტომ გაისად ვალი გაქვთ დასაბრუნებელი, მინიმუმ საპროზო ადგილებისთვის უნდა იბრძოლოთ. მერე კი შეეცადეთ დინამოებს გაუწიოთ ღირსეული კონკურენცია. კიდევ ერთხელ გილიცავთ.
jano
ქუთაისი სამარცხვინო გუნდია თავის გულშემატკივრებიანად მეოთხე ლიგაში უნდა იყოს..ასეც მოხდება ადრე თუ გვიან,ფარჩაკები და ნაციონალი სააკაშვილის დაკრულზე მოხტუნავე გულშემატკივარი ყავს,დღეს თამაშზე კრიმინალ მიშაზე იძახდნენ თავისუფლებაო
სიმართლე
ცეცაძე და ცინცაძე არსად დაკარგოთ:-) , ორი გუნდი კი არა გუნდის მსგავსი არ იყო არცერთი , ამათ რა უნდათ უმაღლესში ?, ტორპედო მთლიანად თუ არ შეიცვალა თავის მწვრთნელიანად იგივე არაფრის მაქნისი ბანდა იქნება ...
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
საქართველოს თასის ისტორიაში მეკარის საუკეთესო თამაში?! მარცხი, თუმცა უამრავი "სეივი" [VIDEO]
ეროვნული ლიგა. II ტური. "იბერია 1999" - "ტორპედო" [LIVE]
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "ტორპედო" - "დილა" [LIVE]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]