ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საინტერესო ბრძოლები - თბილისში კრივის მორიგი დღეები გაიმართა

საინტერესო ბრძოლები - თბილისში კრივის მორიგი დღეები გაიმართა

თბილისში კვირას, 12 დეკემბერს, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით, პროფესიონალურ კრივში სარეიტინგო ბრძოლები გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოკრივეებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გამორჩეული კრივის კლუბებიდან. მაყურებელმა, რომელსაც დაპირისპირებებისათვის თვალის დევნება პირდაპირი ეთერის რეჟიმში "ფეისბუქის" გვერდ Boxing Georgia-სა და "იუთუბის" არხ Boxing Season-ზე შეეძლო, სულ 11 ორთაბრძოლა იხილა - მათი უმეტესობა დაძაბულად და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

კრივის დღის მთავარმა შერკინებამ ქომაგთა იმედები სრულად გაამართლა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთის პირისპირ გორელი გიორგი დოლიაშვილი და ხონელი ბაქარ გელენიძე წარდგნენ და რინგზე ფიცხელი ომიც გააჩაღეს. თვალსასეირო დაპირისპირებაში მეტოქეებმა სრულად გამოავლინეს საკუთარი კრივის ცოდნა, ტაქტიკური განსწავლულობა, ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, სპორტული ჟინი და შეუპოვრობა. ორივე მოკრივე თავდაუზოგავ ბრძოლასა და მონდომებასთან ერთად, ლამაზ კრივს სთავაზობდა ქომაგს. დამსწრე საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა მებრძოლთა კლასი, მონდომება, ბრძოლის წადილი და აპლოდისმენტები არცერთ მოკრივეს არ დაჰკლებია. აღსანიშნავია, რომ გელენიძე 2019 წლის შემდეგ არ იყო რინგზე გასული და მიუხედავად კარგი მომზადებისა, გარკვეულ ასპექტებში ეს იგრძნობოდა, ხოლო დოლიაშვილმა კარგად გამოიყენა საკუთარი უპირატესობები და გამარჯვებამდე მიიყვანა საქმე.

ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება პროფესიონალურ კრივში დამწყებმა მებრძოლებმა შესთავაზეს ქომაგებს. 66 კგ წონით კატეგორიაში ერთმანეთს მესტიელი ზურაბ ნიგურიანი და რუსთაველი თორნიკე სურმავა დაუპირისპირდნენ. თუკი ნიგურიანისთვის ეს მეორე ბრძოლა იყო პროფესიონალურ რინგზე, სურმავა სადებიუტო შერკინებას მართავდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მებრძოლებმა უკომპრომისო ბრძოლა გამართეს რინგზე. როგორც შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ნიგურიანი არ ელოდა ასეთ მედგარ წინააღმდეგობას და საწყის რაუნდებში მეტოქის შესწავლაზე უწევდა დროის დახარჯვა, თუმცა ნელ-ნელა ალღო აუღო სურმავას სტილს და სწრაფ მოქმედებებს მძლავრი დარტყმებიც მიაყოლა. გარდამავალი უპირატესობით წარმართული ბრძოლა, მსაჯთა შეფასებით, საბოლოოდ ნიგურიანის გამარჯვებით დასრულდა - თუმცა დარბაზში მყოფმა კრივის სპეციალისტებმა ერთხმად დადებითად შეაფასეს სურმავას გარჯაც.

დაძაბულობით გამოირჩა გორელი ნუკრი გამგებელისა და ახალციხელი შოთა ჯვარიძის დაპირისპირებაც. 61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მებრძოლებმა თავიდანვე ღია, გახსნილი და დაუნდობელი ბრძოლის სტილი აირჩიეს და შეხვედრის ბოლომდე ტემპი არ დაუგდიათ. უშეღავათო ჯახში გამარჯვება 23 წლის ნუკრი გამგებელმა მოიპოვა.

ვადაზე ადრე შეძლო გამარჯვება ირაკლი ალანიძემ, რომელმაც მძლავრი დარტყმით გატეხა ქარელელი სლავა მარგიშვილის წინააღმდეგობა.

გამარჯვებისთვის სულ რამდენიმე წამი დასჭირდა ანაკლიელ ნიკა ბიგვავას - მან პირველივე დარტყმით მოუმთავრა საქმე გორელ მირიან კეკოშვილს.

კარგი შთაბეჭდილება დატოვა დებიუტანტმა მებრძოლმა თბილისიდან ირაკლი მელიქიშვილმა, რომელმაც რინგზე კლასი, ძალა და ბრძოლისუნარიანობა ერთად გამოავლინა და ვადაზე ადრე დაამარცხა მეტოქე, ასევე დებიუტანტი, სიღნაღელი აკაკი ფარჯველიანი.

დანარჩენ, არანაკლებ საინტერესო ორთაბრძოლებში დაფიქსირდა ასეთი შედეგები:

66 კგ

თორნიკე პაპიძე (ახალციხე) - დავით ბიძინაშვილი (გორი) - გაიმარჯვა პაპიძემ

68 კგ

გიორგი მახარაშვილი (თბილისი) - რომან გადიმოვი (კასპი) - გაიმარჯვა მახარაშვილმა

77 კგ

ფრიდონ ყაყიტაშვილი (გორი) - მერაბ გუკასიანი (ბორჯომი) - გაიმარჯვა გუკასიანმა

94 კგ

მევლუდ კაპანაძე (ახალციხე) - ამბაკო ყარალაშვილი (სიღნაღი) - გაიმარჯვა კაპანაძემ

72 კგ

გიორგი აბრამიშვილი (გურჯაანი) - გიორგი ნამგალაური (თბილისი) - გაიმარჯვა აბრამიშვილმა

საქართველოს პროფესიოალური კრივის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი კანდელაკის თქმით, ტურნირმა იმედები გაამართლა და არაერთმა კარგმა მოკრივემ წარმოაჩინა თავი, რაც გარანტიაა იმისა, რომ სახელმწიფოსთან და კერძო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში, ქართულ პროფესიონალურ კრივს აქვს სრული პოტენციალი, არაერთი მსოფლიო დონის მოკრივე წარმოაჩინოს, რომლების მხოლოდ უმაღლეს მიზნებს დაისახავენ კარიერაში.

აღნიშნული ღონისძიებით ქართულ პროფესიონალურ კრივში 2021 წელი დაიხურა, სარეიტინგო ბრძოლები კი 2022 წლიდან განახლდება.

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრანტი რინგზე - 25 აპრილს თბილისში სარეიტინგო ბრძოლები ბრუნდება!

საქართველოში პროფესიონალური კრივი 1-წლიანი კოვიდპაუზის შემდეგ დაბრუნდა

პროფესიონალური კრივის კიდევ ერთი ღონისძიება თბილისში!

კრივის გამორჩეული ბრძოლები თბილისში - გუჩმაზოვი VS სუთიძე