ეროვნული ლიგის გამარჯვებულ ბათუმის "დინამოს" მიმართ განსაკუთრებული ინტერესია - გია გეგუჩაძის გუნდმა საქართველოს სახელით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს. აჭარული გუნდი საინტერესო საკადრო პოლიტიკით გამოირჩევა, რაც ლადო დვალიშვილს უკავშირდება. sportall.ge აქტუალურ თემებზე სწორედ კლუბის სპორტულ დირექტორს ესაუბრა.

- სატრანსფერო ამბებზე ჭორ-მართალი ვრცელდება. საქართველოს ნაკრების ფლანგელ ირაკლი აზაროვის მიმართ ბევრი საუბარია, მათ შორის, შვეიცარიულ გრანდ "ბაზელზე". რისი თქმა შეგიძლიათ?

- ირაკლი აზაროვი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა, თუკი მოთამაშის სურვილიცაა, ტრანსფერთან დაკავშირებით ნებისმიერ წინადადებას განვიხილავთ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთი კლუბისგან შეთავაზება არსებობდა, თუმცა ერთობლივად გადაწყდა, რომ მასზე უარი გვეთქვა. კონკრეტულად ვერ დავასახელებ, თუმცა მის მიმართ ინტერესი არის და უკეთესი წინადადებების მოლოდინში ვართ.

- გავრცელდა ინფორმაცია 30 წლის სერბი ნახევარმცველის, მილან რადინის გადაბირებაზეც...

- რადინს თბილისის "დინამოსთან" ხელშეკრულება დაუსრულდა და მასთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გვაქვს. დიდი შანსია, ნახევარმცველთან საუბრები წარმატებით დასრულდეს.

- თუ გაქვთ გამოკვეთილი კონკრეტული პოზიციები, სადაც გაძლიერება გჭირდებათ ან რომელიმე ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში შესაძლოა, ეს საკითხი დადგეს?

- არსებობს ამპლუები, სადაც ახალი ფეხბურთელები აუცილებლად გვჭირდება. მაგალითად, ფორვარდის შეძენა გვსურს. იმ ქართველი შემტევების გადაბირება, რომელთა სურვილიც გვქონდა, ვერ ხერხდება - მათ კლუბებთან კონტრაქტები აკავშირებთ. მოგვიწევს, იმ ჩვენებურ ფორვარდებთან ვისაუბროთ, რომლებიც თავისუფალი აგენტები არიან ან უცხოელი შევიძინოთ. გეტყვით, რომ წინა ხაზის ერთ ასეთ ფეხბურთელთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან შეთანხმებით, დაახლოებით 5-6 პოზიციაზე გაძლიერებას ვაპირებთ. გორის "დილადან" ირაკლი ბიძინაშვილის ტრანსფერი უკვე გავაოფიციალურეთ.

- გუნდიდან წასულებსა და წამსვლელებზეც ვთქვათ. გიული მანჯგალაძის ემოციურ დამშვიდობებას გავეცანით. ასევე, სანაკრებო შეხვედრების შემდეგ რამდენიმე მოთამაშის მიმართ ყურადღება გაიზარდა...

- მინდა გიული მანჯგალაძეს, ისევე, როგორც ლაშა შინდაგორიძეს, მალხაზ გაგოშიძეს, ვაკო თევდორაძეს და გიორგი ნიქაბაძეს, მადლობა გადავუხადო. მათ ჩვენს წარმატებაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელების დაახლოებით 80 პროცენტის გადაბირების სურვილი აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ეტაპზე კონკრეტული შეთავაზებები არ მიგვიღია. ძირითადი ბირთვის შენარჩუნება გვსურს, თუმცა, თუკი მოთამაშე ახალი გამოწვევების მიღებას განიზრახავს, ხელს არ შევუშლით.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ხართ მზად, ქართველი გულშემატკივრების დიდი ხნის სურვილი აისრულოთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზოთ?

- ბათუმელ გულშემატკივრებს და არამხოლოდ მათ, ჩვენი ეიმედებათ, რაც ძალებს გვიორმაგებს. ეს ფაქტორები დაგვეხმარა ჩემპიონობის მოპოვებაში. თავდაპირველად აუცილებელია, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადავლახოთ. ამის შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე უფრო თამამად ვისაუბრებთ.

ერთი მეტოქის დამარცხება ასევე დაგვეხმარება, ევროპა თუ კონფერენს ლიგაზე გადართვის შემთხვევაში, უფრო იოლი გზა გვქონდეს. მაქსიმალისტები ვართ, თუმცა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და წინ ეტაპობრივად სვლა განვაგრძოთ.

კოტე
მიდი მიდი რუსეთს მიაწექით, მაყუთი იქნება და ანტირეკლამა
ზურა
ვოლკოვი დააბრუნეთ აზებაჯანიდან!!!
G.LA
უნიჭიერესი და უმაგრესი ფეხბურთელი თუ იყო, არ უნდა დაკარგულიყო!
ჩორნა
Azerbarjanshi ra unda chvens forvards,eg bichi xelidan ar gaishveba, lados aramgonia gaparvoda eg ambavi imedia male dinamoshi vixilavt.. Warmatebebi dinamo batums..
კაპიტან გარდენბურგი
ხარაიშვილი სადაა? იმ უნგრულ კლუბში თუ არ ათამაშებენ, უქნებ ბათუმმა შეიძინოს ან იჯარით აოყვანოს? უნიჭიერესი და უმაგრესი ფეხბურთელია და საერთოდ არ ისმის არაფერი. სადაა???
ვენეციის კომისია
რადინის გადაბირება სერიოზული საქმეა და ლადოს პლიუსში ჩაეთვლება, დიდი შეცდომა დაუშვა თბილისის დინამომ მისი გაშვებით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ოფიციალურად: ლადო დვალიშვილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ჩემპიონ გუნდში - ირაკლი აზაროვი კარიერას დიდი ალბათობით, საბერძნეთში გააგრძელებს
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...