მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდის, ხულიან ალვარესის ირგვლივ კვლავ გაურკვევლობაა. არგენტინელს კარიერის გაგრძელება "ბარსელონაში" სურს და ეს ხელმძღვანელობას ღიად განუცხადა, მაგრამ "როხიბლანკო" "ბლაუგრანასთან" შეთანხმების დადებას კატეგორიულად გამორიცხავს.

Marca-ს ცნობით, ალვარესი იმედგაცრუებულია და გუნდის ზედიზედ ორი ვარჯიში გამოტოვა, მიზეზად კი მენტალური პრობლემები დაასახელა. ამ ფაქტს არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგი ხუან მანუელ ბრინდისი გამოეხმაურა და "ატლეტიკო" ფეხბურთელისადმი არასათანადო მოპყრობის გამო გააკრიტიკა.

"არსებობს ორი მომენტი, როდესაც ფეხბურთელი განსაკუთრებულად სტრესულ და დაუცველ მდგომარეობაში იმყოფება: პირველი მაშინ, როდესაც ტრავმას იღებს, ხოლო მეორე სატრანსფერო ბაზარს უკავშირდება, განსაკუთრებით კი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებს. კლუბის ირგვლივ არსებული გაურკვევლობის მიღმა კონკრეტული ადამიანის ცხოვრებისეული გეგმები დგას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და შფოთვის გამომწვევი მომენტია.

როდესაც მოლაპარაკებების პროცესში დეპრესიის თემაც ჩნდება, სიტუაცია სრულიად სხვა სახეს იღებს და განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. უპირველესი ამოცანა სხვა ადამიანის მდგომარეობაზე ზრუნვაა და სწორედ ამას უნდა მიექცეს ყურადღება.

ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ ფეხბურთელის სურვილი, რომ კლუბი დატოვოს. ადამიანს ვერ დასჯი იმის გამო, რომ სხვა გუნდში გადასვლა სურს. ხულიან ალვარესის სურვილი ახირება არ არის, ეს ის ოცნებაა, რომელიც მას ბავშვობიდან აქვს", - განაცხადა ბრინდისიმ DSports-თან საუბრისას.

llcl
ნეტავ ამის სადეპრესიო მოგვცა ყველა ქართველს!
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"მასზე გაბრაზებული ვარ" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელი გააკრიტიკა
ევროპის 5 სტადიონი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
[PHOTO] 2-წლიანმა უქმობამ თავისი ქნა - "ტოტენჰემის" ფანები მუდრიკის წონამ შეაშფოთა
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
პსჟ-მა ევრო 2016-ის ჩემპიონს კონტრაქტი გაუწყვიტა
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
თუ ალვარესის ვარიანტი არ გამოვა - "ბარსელონა" თავდამსხმელის ძიებას აგრძელებს
"ის და მისი ხალხი იმბეცილები არიან" - დიუგარმა ალვარესი მიწასთან გაასწორა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
"ატლეტიკოს" ალვარესის "არსენალში" გაყიდვა სურს, არგენტინელი უარზეა და მხოლოდ "ბარსელონას" ელოდება
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა