"სამგურალის" ახალმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა.

სამგურალი" ახალი საფეხბურთო სეზონისთვის აქტიურად ემზადება. თოვლისა და გართულებული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საწვრთნელი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. "სამგურალი" წყალტუბოში იანვრის ბოლომდე მოემზადება, 3 თებერვლიდან კი შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 17 თებერვლამდე დარჩება და დიდი დატვირთვების ფონზე რამდენიმე საკონტროლო შეხვედრასაც გამართავს. ჩემპიონატისთვის მზადების, დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისა და გუნდის მიზნების შესახებ მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გვესაუბრა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

- თავდაპირველად გუნდის მზადების შესახებ ვისაუბროთ, როგორ მიმდინარეობს პირველი მოსამზადებელი ეტაპი?

- ჩემპიონატისთვის მზადება 8 იანვარს დავიწყეთ, ვარჯიშები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. პირველი კვირა ძალიან ნაყოფიერი იყო. ახალწვეულებმა ადაპტაცია გაიარეს და გუნდს კარგად შეეწყვნენ. ვფიქრობ, საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა გვყავს. ფეხბურთელები კარგად იგებენ მიცემულ დავალებებს, გაცნობიერებული აქვთ, რომ ამბიციური მიზნები გვაქვს და გვინდა წარმატებული სეზონი ჩავატაროთ.

- ამინდის გაუარესებამ და უხვმა ნალექმა ხომ არ შეცვალა გუნდის გეგმები?

- თოვლმა გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ ვცდილობთ, ცუდ ამინდს გავუმკლავდეთ და გეგმას არ გადავუხვიოთ. მცირედით ხელი ვირუსმაც შეგვიშალა, სამი ფეხბურთელი ერთი კვირით გამოგვაკლდა, თუმცა უკვე სამივე გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ემზადებიან.

ვცდილობთ, ეს მცირე დაბრკოლებები გადავლახოთ და ახალი სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ. მოსამზადებელი პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია იმისთვის, რათა ფეხბურთელმა სეზონზე თავი კომფორტულად იგრძნოს და ყველა თამაშს ფიზიკურად კარგ მზადყოფნაში შეხვდეს. ზაფხულში არ არის საკმარისი დრო გუნდის ახლიდან მოსამზადებლად. ამიტომ ვცდილობთ, კარგად და ნაყოფიერად გავიაროთ ეს ეტაპი.

- გუნდი ბოლომდე დაკომპლექტებულია თუ კიდევ უნდა ველოდოთ ახალ ფეხბურთელებს?

- თითქმის ბოლომდეა დაკომპლექტებული, თუმცა კიდევ გვინდა ერთ-ორ პოზიციაზე ფეხბურთელის დამატება. ეს კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის და როგორც ვგეგმავდით, ორი თანაბარი სიძლიერის შემადგენლობა გვეყოლება. თითო პოზიციაზე 2-2 მოთამაშე გვჭირდება. წინ გრძელი სეზონია და შემადგენლობაში აუცილებლად მოგვიხდება ლავირება. პლუს ამას, პანდემიიდან გამომდინარე, არავინ იცის, როდის რა პრობლემა შეექმნება. ამიტომ, თავიდანვე უნდა დავიჭიროთ თადარიგი და ყველა ფეხბურთელს უნდა ჰყავდეს სრულფასოვანი შემცვლელი.

უახლოეს დღეებში ველოდებით ალჟირელ ლეგიონერს. მისი თამაშის ვიდეოჩანაწერები ვნახეთ და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩამოვა და დავაკვირდებით. თუ თავს კარგად წარმოაჩენს და გუნდს გააძლიერებს - მოხარულები ვიქნებით. ორ ფეხბურთელს ველოდებით თურქულ შეკრებაზეც. გარდა ამისა, კიდევ ერთ კარგ ფეხბურთელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ჯერ მის ვინაობას საიდუმლოდ დავტოვებ.

- ალბათ, უკვე ამხანაგური მატჩებიც არის დაგეგმილი...

- მზადების პირველ ეტაპზე ორი ამხანაგური შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. 22 იანვარს მარტვილის "მერანს" დავუპირისპირდებით, 29 იანვარს კი თბილისში "გაგრას" წინააღმდეგ ვითამაშებთ. ამ თამაშებში გამოჩნდება, თუ რა გვექნება გამოსასწორებელი და რაზე იქნება ყურადღება გასამახვილებელი. მოსამზადებელი ეტაპის ფინალურ ფაზაში გავემგზავრებით თურქულ შეკრებაზე, სადაც საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გავმართავთ ამხანაგურ შეხვედრებს. სწორედ აღნიშნულ სპარინგებში უნდა გამოჩნდეს ჩვენი რეალური ძალა. ჩვენი მიზანია "სამგურალი" საქართველოში ერთ-ერთი კარგი და ანგარიშგასაწევი გუნდი იყოს. ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ.

- თურქულ შეკრებაზე მეტოქეები და ამხანაგური მატჩების განრიგი თუ არის ცნობილი?

- უკვე დაგეგმილია სამი სპარინგ-მატჩი. 9 თებერვალს ვეთამაშებით რუსეთის პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, ვორონეჟის "ფაკელს", რომელიც პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის. 13 თებერვალს დაგეგმილი გვაქვს მატჩი დანიის პირველი დივიზიონის ლიდერ "ჰელსინგორთან", რომელიც ძალიან კარგი გუნდია და სუპერლიგაში აღზევების მთავარი პრეტენდენტია. 17 თებერვალს უკრაინული პრემიერლიგის გუნდს, კოვალივკას "კოლოსს" შევხვდებით. აღნიშნული სამი მატჩის გარდა, თუ ეპიდვითარება არ შეგვიშლის ხელს, გვინდა ერთ დღეს ორი თამაში ვითამაშოთ, რომ ბიჭებმა სრული 90–90 წუთი დაჰყონ მოედანზე.

- ზემოთ აღნიშნეთ, რომ ამბიციური გეგმები გაქვთ და მიზნად წარმატებული სეზონის ჩატარებას ისახავთ. რა ჩაითვლება "სამგურალისთვის" წარმატებად?

- ჩვენი მიზანია ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ და პარალელურად, საქართველოს თასზე მაქსიმალურად შორს გავიდეთ. წინასწარ ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ გვინდა, ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ. ვფიქრობ, ამის რესურსი გვექნება, რადგანაც საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა გვყავს. ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან. ვფიქრობ, ძალიან კარგი და ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება.

რამდენიმე დღის წინ "სამგურალთან" ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ამ ორ წელიწადში გვინდა, "სამგურალი" ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახდეს.

კლუბის ხელმძღვანელობისა და ჩემი ამბიციები ერთმანეთს ემთხვევა, გვინდა, კონტრაქტის ვადაში ევროტურნირების საგზური მოვიპოვოთ და მჯერა, ამას მოვახერხებთ. კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად გვერდში გვიდგას და გაძლიერებას სამომავლოდაც გავაგრძელებთ. ზაფხულამდე გამოჩნდება, თუ რა მიზნებისთვის შეგვეძლება ბრძოლა დღევანდელი რესურსით. შევხედავთ, თუ კლუბს დასჭირდება პოზიციების გაძლიერება - აუცილებლად გავძლიერდებით.

- რამდენიმე კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ჯერ მოსამზადებელი ეტაპიც არ დაუწყია; ასეთ ფონზე როგორ ჩემპიონატს ელოდებით?

- ზოგიერთ კლუბს აქვს რაღაც პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი გამოსწორდება და წინ საკმაოდ დაძაბული ჩემპიონატი გველოდება. ალბათ, გახსოვთ, გასულ წელსაც იყო იგივე პრობლემები, თუმცა საბოლოო ჯამში მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის ჩემპიონატი გამოვიდა. ვფიქრობ, ახალ საფეხბურთო სეზონში 3-4 გამორჩეული გუნდი იქნება, რომლებიც ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდებიან. ზოგადად, ჩემი აზრით, გამოიკვეთება ზედა და ქვედა ხუთეულები. ყველა გუნდთან სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს, კონკურენცია დიდი იქნება, როგორც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ასევე, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. კარგი გუნდი ეყოლება ქუთაისის "ტორპედოს", გაცილებით ძლიერი იქნება თბილისის "დინამოც", ბათუმის "დინამოზე" საუბარიც ზედმეტია, შარშანდელზე უკეთესი თუ არა, ნაკლები გუნდი არ ეყოლებათ. საგრძნობლად გაძლიერდა "საბურთალო"... მიუხედავად იმისა, რომ გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა, "დილაც" ძლიერი გუნდი იქნება.

ჩვენც საკმაოდ გავძლიერდით და ამ კონკურენციაში ჩავერთვებით. გვაქვს ამბიცია, რომ მინიმუმ ზედა ხუთეულში მოვხვდეთ. "თელავს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, მებრძოლი გუნდია და მასთან არ იქნება ადვილი თამაში. "გაგრაც" არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, ყოველთვის კერკეტი კაკალია... რთული იქნება თამაში ბოლნისშიც. რაც შეეხება "ლოკომოტივს", მართალია, პრობლემები შეექმნა, მაგრამ "რკინიგზელებს" თავისი აკადემია აქვს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს და ვფიქრობ, საკმაოდ კარგ და ანგარიშგასაწევ გუნდს გააკეთებს.

მოკლედ, საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი გველოდება. როგორც აღვნიშნეთ, ბევრ რაიმეს პირველი წრე გამოაჩენს. უკვე მეორე ნახევარში გამოიკვეთებიან ლიდერები და აუტსაიდერები. ბუნებრივია, მე ჩემს გუნდზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე დანარჩენზე. გვინდა კარგი გუნდი გვყავდეს და გვეყოლება კიდეც. წყალტუბოელ გულშემატკივრებს ვპირდები, რომ არ ვიქნებით აუტსაიდერებში და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ!

თემო
აგერ დაიმახსოვრეთ ეს გუნდიც გავარდება ეროვნულიდან როგორც ჩიხურა, სამტრედია. ვითომ ამბიციური გუნდები
Levani
იმხელა კომენტარი დავწერე-ამას არავინ არ წაიკითხავსთქო და მერე 3 წუთი ვშლიდი. მოკლედ კიდევ 5 კარგი სტადიონია საჭირო,თორე ასე ერთტრიბუნიანი სტადიონებით არაფერი გამოვა. ბათუმი,ტორპედო,დინამო,გორი,მესხი ესენი +5
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
ოფიციალურად - გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
სამწვრთნელო ცვლილება ეროვნულ ლიგაში - ამბიციური მწვრთნელის პირველი კომენტარი
გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა და "საბურთალო" ჩაიბარა
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
მინასიანის ნაცვლად "თელავის" მწვრთნელად მიქაძე დანიშნეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"იბერიამ" მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა
"ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ჰყავდათ..." - "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომისი
მოულოდნელი ამბავი - "სამგურალმა" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გაათავისუფლა