ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი და "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ქართველი ქალი ფეხბურთში

"ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი და "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი  - ქართველი ქალი ფეხბურთში

ხშირად გვსმენია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების გზა მაღალი დონის საბავშვო აკადემიებსა და ახალი ტიპის საკლუბო მენეჯერებზე გადის. sportall.ge-ს მკითხველებს ამ მიმართულებით ერთ საინტერესო ადამიანს, ანა წერეთელს გავაცნობთ, რომელიც ერთგვარად სტერეოტიპებსაც ანგრევს - ჩვენს ქვეყანაში რომ სპორტული ფუნქციონერი ქალები ნაკლებად არიან. დანარჩენს კი ინტერვიუდან გაიგებთ...

- ქართველ ქალებს სპორტის მენეჯმენტში იშვიათად ვაწყდებით, თქვენ კი უკვე "ინტერის აკადემიის" დირექტორი ხართ. როგორ მიიღეთ ეს გამოწვევა და რამდენად მოგწონთ?

- "ინტერის აკადემიის" საქართველოში გახსნა ჩემი დიდი სურვილი იყო. როგორც ცნობილია, სერია "ა"-ში ის საუკეთესოა. პირადი კონტაქტებით, მილანში დავუკავშირდი მათ ხელმძღვანელობას და დავითანხმე, საქართველოში, თბილისში - "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ბაზაზე აკადემია გაგვეხსნა. "ინტერის" ლიცენზია გვაქვს საქართველოს მასშტაბით და ვგეგმავთ რეგიონებში გაფართოებას. ძალიან მიყვარს და მომწონს ჩემი საქმიანობა, არ ვზოგავ ენერგიას.

- ფეხბურთი თქვენთან დიდი დოზითაა. ქუთაისის "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოში ხართ და "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში" სპორტის მიმართულებით მოღვაწეობთ. რამდენად ახერხებთ ძალების გადანაწილებას და თქვენი ამ საქმიანობებისადმი დამოკიდებულებებზე რომ გვიამბოთ?

- ძალების გადანაწილებას თავისუფლად ვახერხებ. ეს ის სფეროა, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ქუთაისის "ტორპედოს“ ყველა თამაშზე დავდივარ.

დანარჩენ დროს "ინტერის აკადემიის" ფორმირებაში ვატარებ. თებერვლიდან ვიწყებთ 12-დან 15 წლამდე მოზარდების შერჩევას - ვალერიო რინოლი უკვე საქართველოშია, რომელიც თბილისში იცხოვრებს და ჩვენს აკადემიას უხელმძღვანელებს. შევარჩიეთ 12 ქართველი სპეციალისტი, რომლებმაც გაიარეს გადამზადება და იტალიური სისტემით, მათივე მეთვალყურეობის ქვეშ ავარჯიშებენ ქართველ და უცხოელ ბავშვებს.

- ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2007 წელს, ნოდარ ახალკაცი-უმცროსის დროს იყავით. რა მიმართულებით მუშაობდით და იმ პერიოდს როგორ შეაფასებდით?

- პროფესიით იურისტი ვარ, 2006 წელს დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და 2007 წელს დავიწყე ფეხბურთის ფედერაციაში, კერძოდ, საკლუბო ლიცენზირების მიმართულებით მუშაობა, სადაც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე.

- ქართული კლუბები განსაკუთრებული შედეგებით ვერ გამოირჩევიან, რის გამოც მთელი დარტყმა მფლობელებზე მოდის. ხართ თუ არა მზად, ამ გამოწვევას გაუმკლავდეთ?

- ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, სწორი მენეჯმენტით ყველაფრის დალაგება შესაძლებელია. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს, საკმაოდ კარგი ტრანსფერები განვახორციელეთ და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ბიჭები გულშემატკივრების მოლოდინებს გაამართლებენ. ჩემთვის "ტორპედოს" უფრო ღრმა დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ გუნდი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ ან რომელსაც ვგულშემატკივრობ.

- რამდენად გგონიათ, რომ სტერეოტიპებს ანგრევთ? ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ფეხბურთი შვილების შემდეგ ყველაზე მეტად გიყვართ...

- ჩემი აზრით, ნებისმიერი სფერო შეგიძლია მართო როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა, თუ ის შენია და ფეხბურთი ჩემი სამყაროს დიდი ნაწილია.

- ქართულ ფეხბურთზე თქვენი აზრი საინტერესო იქნება - რესურსებზე, შესაძლებლობებზე. ამბობენ, რომ უკეთესი შედეგების მისაღწევად მხოლოდ ფინანსები გვაკლდება...

- ვფიქრობ, რომ ქართულ ფეხბურთს რაღაც ახალი სჭირდება, განსაკუთრებით, ბავშვთა ფეხბურთიდან არის დასაწყები ცვლილებები. ევროპული აკადემიის იდეა და სურვილიც აქედან წამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ პატარაობიდან იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ. მხოლოდ ფინანსები არ არის პრობლემა, უფრო სწორ მართვასა და მენტალიტეტში ვხედავ სირთულეებს.

- როგორც ვიცი, "იუვენტუსის" გულშემატკივარი ხართ. როგორ გაჩნდა "ინტერის აკადემიის" ვარიანტი და უფრო ვრცლად რომ გვიამბოთ თქვენს საქმიანობაზე, შედეგებსა და უახლოეს გეგმებზე...

- დიახ, "იუვეს" გულშემატკივარი ვარ და მეგობრებიც მყავს გუნდში, მაგრამ როგორც გავარკვიე, "ინტერს" აქვს ყველაზე მაღალი დონის აკადემიები მსოფლიოს მასშტაბით, თბილისის არის "ინტერის" მე-20 აკადემია მსოფლიოში. მარტის შუა რიცხვებში ველოდებით ამ კლუბის ვარსკვლავის საქართველოში ჩამოსვლას. იმედი მაქვს, რომ პანდემიის მხრივ უკეთესი სიტუაცია იქნება და ეს ვიზიტი აღარ გადაიდება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელებაში გვერდში გვიდგას და გვგულშემატკივრობს იტალიის საელჩო საქართველოში.

- სად წარმოგიდგენიათ თავი 20 წლის შემდეგ?

- 20 წლის შემდეგაც, დარწმუნებული ვარ, ისევ ასე მეყვარება ფეხბურთი და ალბათ, ისევ ამ სამყაროში ვიქნები.

- თქვენი მამა, ზურაბ წერეთელი, ცნობილი ფეხბურთელი იყო. "ფახთაქორის" გულშემატკივრების მის მიმართ დამოკიდებულებაც ვიცით. რამდენად დიდია მისი როლი, დღეს რომ ფეხბურთში ხართ?

- 7 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა, მაგრამ კარგად მახსოვს. როდესაც წამოვიზარდე, მომინდა მის კვალს გავყოლოდი. გავხდი იურისტი, როგორც მამა და დავიწყე მის საყვარელ სფეროში მოღვაწეობა. მამა თამაშობდა "დინამო თბილისში", მოსკოვის "დინამოში", ქუთაისის "ტორპედოში" და სწორედ აქედან წავიდა თავისი ინიციატივით ტაშკენტში, "ფახთაქორის" დასახმარებლად, რომელიც 1979 წლის 11 აგვისტოს ავიაკატასტროფაში მოყვა და სადაც მისი მეგობრები თამაშობდნენ. 3 წელი იცხოვრა ამ ქალაქში და ეხმარებოდა გუნდის აღდგენაში. თამაშის გარდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასწავლიდა. ყოველგვარ ანაზღაურებაზე უთქვამს უარი, არც ბინაში გადასულა, ცხოვრობდა "კიბრაის“ ბაზაზე, იმ ოთახში, სადაც მისი დაღუპული მეგობარი ცხოვრობდა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, არ ივიწყებენ მის ღვაწლს, უდიდეს პატივს სცემენ უზბეკეთში მამას და არამარტო უზბეკეთში, სადაც წავედი, ყველგან მისი მეგობრები მხვდებიან და განსაკუთრებულად იხსენებენ.

- თქვენი შვილების ჰობიზე რას იტყვით და რამდენად წარმოგიდგენიათ, რომელიმე სპორტში რომ ვიხილოთ?

- სამი გოგონა მყავს. უფროსი - ელენიკო 19 წლის, პატარები - მარიამი 9 და ანასტასია 7 წლის. ელენე სამხატვრო აკადემიის სტუდენტია, დაზგურ გრაფიკას სწავლობს. პატარები მეოთხე და მეორე კლასში არიან. მარიამს უნდა ტანმოვარჯიშე გამოვიდეს და საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს, ანასტასიას ბალერინობა სურს.

• ნუგზარი

რუსი როგორაა. ფეხბურთელი ზურაბ წერეთელის შვილია.

• andro

ეს რუსის ქალი ეხლა დიდი აფიორით ქართველ მშობლებს ძარცვავს

• სოსო

სპორტის ყველა სახეობა,მძლეოსნობაზეა დაფუძნებული.სანამ სკოლებში სპორტის გაკვეთილებზე სავალდებულო არ გახდება, მძლეოსნობაში ძირითადი დისციპლინების ანბანის შესწავლა,მანამდე ვერც ახალგაზრდობა გაჯანსაღდება და ვერც ახალგაზრდა სპორტსმენებში ტრავმიანობა აღმოიფხვრება.ჩემი სოფლის სკოლაში სირბილშიც გვავარჯიშებდნენ,ხტომებშიც,სატანვარშჯიშო იარაღებზეც და შტანგაც კი ჰქონდათ,სხვადასხვა წონის გირებთან ერთად.ბირთვიც გვქონდა და ბადროც.ჭიდაობისათვის ლეიბებიც,ჭიდაობის,ფეხბურთის,კალათბურთის და ხელბურთის წრეც და ორი ფიზკულტურის დიპლომიანი მასწავლებელიც.თვითონაც ყოფილი სპორტსმენები რომ იყვნენ და თან ფიზკუტურის ინსტიტუტში მიღებულ თეორიულ ცოდნას,ძალიან კარგად რომ იყენებდნენ.ამიტომ კლასელების უმრავლესობას,მშთ(მზად ვარ შრომისა და თავდაცვისათვის )ნორმატივების ჩაბარება არ უჭირდა.დღეს სპორტის გაკვეთილებს,მეტწილად არასპეციალისტები ატარებენ,ან კიდევ რაღაც კურსებ გავლილი ადამიანები,რეალურად, უმრავლესობამ მართლაც არაფერი რომ არ იცის.შედეგებიც შესაბამისი გვაქვს.ჰო,კინაღამ დამავიწყდა,დიდ შესვენებაზე ყველა მოედანზე გამოვყავდით,სკოლის მასწავლებლებთან ერთად და ყველას ერთდროულად გვაკეთებინებდნენ ტანვარჯიშის რაღაც ელემენტარულ,მაგრამ სხეულის ჯანმრთელობასათვის საჭირო ილეთებს,დილიდ გამამხნევებელი ვარჯიშების მსგავსს.მაშინ ძალიან გვეზარებოდა,მაგრამ ახლა ვხვდები,რომ ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლო იყო.საბჭოთა კავშირში ძალიან ბევრი რამე იყო ცუდი,მაგრამ კარგიც ბევრი იყო და ეს კარგი,არ უნდა დაგვეკარგა.ბევრი რამის აღდგენაც შეიძლება,მაგრამ ამისათვის სურვილია საჭირო.გუჯა კახაძე რომ დღემდე გამოუყენებელია,ესეც მოწმობს,რომ ამისი სურვილი,არავის აქვს.

• Zaza

ეს ყველაფერი ძალიან კარგი.და მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ მაგრამ იქნებ ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი მითხრათ ინტერის აკადემიამ თვითონ ინტერს რომ გაუზარდა.რაღაც არ მახსენდება.

• კუ კობსონი

ligaze vart?

• ვახო...

წინ ტორპედო! ფორცა ინტერ!

• გოგა

ვაი თქვენს პატრონს, ვისაც ქერა თმა და ციეფერი თვალები რუსული გენი გგონიათ და შიშით სავსე თვალებში ყველგან რუსული ტანკი გელანდებათ. წერეთლების ქერა თმა და ზღვისფერი თვალები გიკვირთ, ცისფერი სისხლი გაგიგიათ უნახავებო? ან, რუსის ქალს რა აქვს თქვენი დასაწუნი?

• kutaisi

carmatebebi ana torpedo kutaistan ertad, tkveni shroma aucileblad dagipasdebat, tan iset kalakshi rogoric kutaisia.

• გრიგოლი1408

რის რუსი რა რუსი. პროვოკატორებს რა?

• aron

წარმატებები ანი როგორც ვიცი ერტერტი სვილის ნატლია ქეცბაა წარმატებები

• Guja Kakhadze

ანა წერეთელი: "მხოლოდ ფინანსები არ არის პრობლემა, უფრო სწორ მართვასა და მენტალიტეტში ვხედავ სირთულეებს"... ვეთანხმები ქ-ნ ანას ვთხოვ ქართული ფეხბურთის ძირითადი პრობლემა - არასწორად სირბილი და ძალიან მალე დაღლა როგორმე გამოასწოროს. დანარჩენებს კი გთავაზობთ თქვენი ფეხბურთელი შვილებისათვის ძირითადი ტესტის საუკეთესო შედეგების ინფორმაციას - სასტარტო სისწრაფე 30 მ-ზე დასავლეთ ევროპული სტანდარტების მიხედვით: საუკეთესო 7 წლისთვის 7,0 წმ; 8 წლისთვის 6,5 წმ; 9 წლისთვის - 6,0 წმ. 10 წ. - 5,6 წმ; 11 წ. - 5,3 წმ; 12 წ. - 5.0 წმ; 13 წ. -4,7 წმ; 14 წ. - 4,4 წმ; 15 წ. - 4,2 წმ; 16 წ. - 4,1წმ; 17 წ. - 4,0 წმ; 18 წლის და ზევით - 3,9. თუ ფეხბურთელები ამ შედეგებს აჩვენებენ ქართული ფეხბურთი ისევ აღმავლობის გზას დაადგება!

• გია

ძალიან ლამაზი ქალბატონია წარმატებები

კარგია წარმატებები ქართულ ფეხბურთს

• gixi

რა უნდა ამ რუსის ქალს მშობლების მოტყუება,კანონით უნდა ისჯებოდეს რუსების საქართველოში შემოსვლა,განსაკუთრებით მსგავსი მატყუარების…

• მალხაზ ჯობავა

ის თამაში იყო ნოემბრის თვეში ფრანგულ ნანატთან, საბედნიეროდ მეც ვესწრებოდი.

• ვახ რაა

კარგით ხალხო რაა,არ დაიღალეთ ამ მოჩვენებითი სიახლეებით და იმით რომ ვითომ რაღაც ან ვიღაც გადაგვარჩენს?სხვანაირადაა საქმე საკეტებელი და არა ასე გაიგეთ რაა ვახ ერთი და ორი ადამიანი ვერაფერს იზამს.

• Gurji

აი კიდევ ერთი თაღლითი რუსი,ღრუსები საქართველოს მტრები არი ან შეიგნეთ ეს

• ეკა

ლამაზი, ჭკვიანი და წარმატებული ქალი❤️✨ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება წინ დარწმუნებული ვარ❤️

• G

ფანჯრიდან მოსასროლი რუსოფილები ხართ.

• ანა

გაიხარეთ

• baba

მეტი ქალი ფეხბურთში! წარმატებები ანას.

• ქართველი

წარმატებები ანას! რა რუსი, რის რუსი?! რაებს ბოდავთ? კაი კაცის კაი შვილია! სამი შვილის დედა ყოფილა რაც ძალიან გამიხარდა! ბევრი ასეთი ქალი საქართველოში და მე მგონი ძალიან წინ წავალთ! ჯანმრთელობა და წარმატებები!

• მეტეორი მართლა აგვცდა?

არ ვიცი, კონკრეტულად როგორ უნდა ვუპასუხო და ვიღაც წერს, რუსი არსად დაგეკარგოთო. ხალხო, მართლა როგორ სუნთქავთ საერთოდ ან რას გასწავლიდნენ ამ გიმნაზიაში. ფაქთაქორში ადამიანს მამის საპატივცემულოდ მაისური აჩუქეს, შოთაც იყო მათი მწვრთნელი და ამის გამოა რუსი? თუ ქერად ყოფნა აკრძალულია? კიდე კარგი ასეთები ჩემი ოჯახის წევრები არ ხართ, ფანჯრიდან მოგისროლიდით

• G

ვიღაცა რუსი ქალი. არსად დაგეკარგოთ..

• ანა

დიდი მადლობა

• ანა

მადლობა

• ჟორა

დდდ,რამ დაგბოღმა ასე? ქალი რომ მუშაობს და საქმეს აკეთებს? დღეს საქართველოს ქალები უვლიან და თუ რაიმე კეთდება,ზუსტად მათი დამსახურებაა.ამ ქალბატონს კი წარმატებებსა და ჯანმრთელობას ვუსურვებ,მის ქალიშვილებთან ერთად. თქვენ კი ბოღმიანო,მუცელგადმოგდებულო,უსაქმურო პივის(ლუდის) მსმელებო,ან რაიმეს კეთება დაიწყეთ(სულ იტალია-საბერძნეთში გაგზავნილი ცოლების იმედზე ნუ ხართ),ანდა ხმა ჩაიკმინდეთ და ღარიბაშვილის მიტინგებზე ირბინათ 25 ლარად.

• ჰაჰა

ეს ის შემთხვევაა ბერძნები რომ ამბობდნენ ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო. პ.ს. მახსოვს უეფაზე იყო თამაში (სამწუხაროდ გუნდები არ მახსოვს, ალბათ მაშინ მოსკოვის დინამოში იყო და იმიტომაც არ მახსოვს). ნოლით ნოლზე, თამაში მთავრდებოდა, შუა მოედანზე მიიღო ბურთი, ბურთი წაიღო მარა რა წაიღო, ჯერ ცენტრში ტანის მოძრაობით ჩაუტარა, მოწყდა, ყველა დააბნია, მთელ გუნდს გადაურა სისწრაფით, თითქმის შტანგამდე მივიდა და საგოლე პასიც გააძვრინა ბეტონში. მარადონას რომ ქნა ინგლისთან, იქამდე ალბათ 10-წლით ადრე, ოღონდ პირველი ფინტი სხვანაირად გააკეთა. ჯერ თითქოს მოწყდა, მერე 1 წამით გაჩერდა, ისინიც გაჩერდნენ და ამ დროს გავარდა ბურთიანად რაკეტასავით. ღმერთმა აცხონოს.

• Merkuzio

წარმატებები ისეთივე ლამაზად ანას კარიერაში როგორიც თვითონ არის ეშხიანი გოგო.

• დათო

ნამდვილად მსიამოვნებს ქალების მეტი მონაწილეობა ფეხბურთში, მით უმეტეს მის მენეჯმენტში. იმიტომ რომ დიდი იმედი მაქვს ისეთ ჭაობსა და კანალიზაციაში რასაც დღეს ქართული ფეხბურთის მენეჯმენტი ჰქვია, ქალები ბევრად იფრთხილებენ და სახელს გაუფრთხილდებიან, ვიდრე საბჭოთა ცეხავიკები და ვეტერანი ფეხბურთელები უფრთხილდებიან

• bejo

წარმატებები ამ ლამაზ ქალბატონს … იქნებ ქალების ჩართულობამ გვიშველოს … შედარებით პრინციპულები არიან ხოლმე )

• ღუტუნა

იქნება ქალბატონებმა მაინც უშველონ რამე ქართულ ფეხბურთს!

• ანა

უღრმესი მადლობა!

• მახა

მე ძაან კარგად მახსოვს მამათქვენის თამაში, კარგი ფეხბურთელი იყო და უფრო მეტად, პატიოსანი კაცი, ღმერთმა გაანათლოს. დიდი იმედი მაქვს რომ თქვენ ღირსეულად გაუძღვებით წამოწყებულ საქმეს და აღრზდით არაერთ ზურაბ წერეთელისნაირ, მოწინააღმდეგე გუნდის დამწიოკებლებს, მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე, რასაც მამათქვენი აკეთებდა.

• მაურო ხერმან კამორამეზი

სხვა განწყობით გავხსენი და სიამოვნებით წავიკითხე. ამ ადამიანს მართლაც უყვარს თავისი საქმე, პროფესიონალიცაა და კეთილი თვალები აქვს. მამამისზეც ვიცოდი და ფახთაქორის ფორმაც ძალიან უხდება

• დდდ

ოხ ეს თბილისი მოკლედ. გადაიტენა აკადემიებით.

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან

ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები მილანში გაემგზავრებიან - შეკრება და კვალიფიკაციის ამაღლება

მარადონასა და კვარაცხელიას ქალაქი, პატივისცემა ხვიჩას გამო... - "ინტერი საქართველოს" ქალი პრეზიდენტი იტალიურ შთაბეჭდილებებზე