საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2023 წელს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნაზე განაცხადა, რომელიც მისივე თქმით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ თეა წულუკიანთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა.

"ფინალური მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა საქართველოში და ქართველ გულშემატკივარს მათი ხილვის შესაძლებლობა მიეცემა. დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სწორედ ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას და მასთან დაკავშირებით ყველა საკითხს მოაგვარებს“, –განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი მასპინძელი ქალაქის შეცვლაზე გამოაცხადა - 2023 წლის ჩემპიონატს ფოთის ნაცვლად ქუთაისი უმასპინძლებს:

"2023 წელს უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში ორ-ორი ჯგუფი ჩატარდება. ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში, 4 სტადიონზე ჩატარდება: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა, თუმცა, უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად ქუთაისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ 2020 წლის 3 დეკემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა. 2023 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.

ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი, ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს."

თბილისელი ხომ არა?
ძალად თბილისელო ადამიანო, ნოემბერის ბოლოდან უკრაინაა პირველი სალაპარაკო თემა და რადგან ზოგს ეძინა და ეხლა გაეღვიძა და გაიგო უკრაინის ამბავი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობამ სხვა საქმეები არ აკეთოს… უკრაინაზეც ისაუბრეს და იორდანიაშიც ადგილი გამონახეს
ედიკას
ედო სარკისიან აჯობებს შენ თანამემამულე სააკაიანის ამბით შენ დაინტერესდე,ჩვენ მაგას მიუჩინეთ ადგილი სადაც იმსახურებს,მაგრამ ამათი სახეა ის პოლიციელი და ამათი ოჯახების,ასევე შენიც…
საქართველო
გეთანხმები ბევრ რამეში,განსაკუთრებით იმაში,რომ პასუხს არავინ არ აგებს,როგორც მახსოვს საკმაოდ მრავლად იყო უსაფრთხოების ზომები დარღვეული სტადიონის მშენებლობის დროს,განსაკუთრებით ის რომ ბეტონის კედელი იყო აშენებული უშუალოდ მოედნის საფართან ძალიან ახლოს,რომელიც არანაირ სტანდარტში არ ჯდებოდა. შეიძლება ვცდები,მე არ ვარ ზუგდიდელი,უბრალოდ ესე მახსოვს და მეორე იყო თუ არა ეს კერძო თუ სახელმწიფომ ააშენა? თუ სახელმწიფოს ფული დაიხარჯა ამის აშენებაში,მაშინ აუცილებელია ვინმემ პასუხი აგოს ვისაც ეკუთვნის და გამოსწორდეს ის ხარვეზები რომლებსაც მშენებლობის დროს ჰქონდა ადგილი, აი თუ კერძო პირის ან ბიზნესმენის მიერ არის აშენებული ამ შემთხვევაში უკვე იურიდიულად როგორ ხდება ესაა გასარკვევი. ერთი კი ფაქტია ზუგდიდი და ზოგადად სამეგრელო ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელებს აწვდიდა და ზოგადად მეგრელებს ალბათ ყველაზე მეტად აქვთ სისხლში ფეხბურთის თამაშის უნარი,ამიტომ სასწრაფოდ არის მისახედი ეს საკითხი,ეს იგივეა გორში რომ ჭიდაობის დარბაზი არ იყოს და გორელებს არ ეძლეოდეთ ნორმალურ პირობებში ჭიდაობის საშუალება
კახა ქ.
ე.ი სასაცილოა თუ სატირალი არ ვიცი,მაგრამ ზუგდიდის სტადიონში ამდენი ფული დახარჯეს და სტადიონი გამოუსადეგარია ამდენი ხანია.არც არავინ აგო პასუხი და არც არის არავინ მომკითხავი და ამის მერე ეს ქ ვეყანაა და სახელმწიფო ქვია.ყველაფერი როგორ მოშლილია,უბრალოდ გარკვეულ ჯგუფს უკეთია ვარდისფერი სათვალეები საახლობლოსთან ერთად და ყველაფერი ისე გონიათ როგორც თვითონ არიან.მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ,რომ ეგ სათვალეები სულ არ იქნება და ერყ დღესაც მოგიწევთ უსათვალოდ ამ ცხოვრებისთვის შეხედვა და აი მაშინ კი.........
ედიკა
სააკაშვილისა და ნაციონალთა სახეზეც მოჰყევი ერთი რაა! მათი სიყვარულით ნაბეგვი ხალხი, ნუთუ გახსენების ღირსად არ მიგაჩნია? ისე ამ ბოლოს პოლიცია, დაბრიყვებული რომ გყავთ, ნაცთა მიმდევრებს, ამ საქმის პარალელურად, ფონიჭალაში სამმა პირმა, მაგრად რომ სცემა, ერთი პოლიციელი იქიდანაც ჩანს.
თბილისელი
მთელი მსოფლიო უკრაინისკენ იყურება,ეს კი ისე იქცევა ვითომ არაფერიც არ ხდება.
gurji
დღეს პოლიციელმა არასრულწლოვანი სცემა,იძალადა შეზღუდულ შესაძლებლობის ბავშვზე,აი ეს პოლიციელია კობიაშვილის სახე,კალაძეს სახე,კობახიძეს სახე,მდინარაძეს სახე,ღარიბაშვილის სახე…
ზურა
ევროპის ჩემპიონატზე რა ხდება კალათბურთში,ესწრება სპორტის სასახლე თუ მასპინძლობას ჩამოგვართმევენ და თურქეთს გადასცემენ?
Zugdidiii???
გაგერემონტებიათ ზუგდიდის სტადიონი და მესხის მაგივრად მანდ ჩატარებულიყო მაგრად ტეხავს…ამდენი ფული დახარჯეთ ზუგდიდის სტადიონზე და Kიდე გაუხსნელია უკვე წლებია!!!!
მიხაელ
ფოთით უდგას სული ქვეყანას და ქალაქში ერთი რაღაც დაიგეგმა ისიც გააუქმეს!!! ასე უპატრონო ქალაქი სხვა არაა ქვეყანაში. ინფრასტრუქტურის მოგვარება ვერ შეძლეს იცოდნენ როგორი მნიშვნელოვანი იყო ქალაქისთვის!!!
beqa
ამ არაფლის სურათი სპორტულ გვერძე გამოქვეყნება არ გვჭირდება მოვიდა გესტაფოც თქვენთაან ?
გოგა
ომი თუ დამთავრდა კი
გიგა
იქნებ ვინმემ ასწავლოთ ვარსკვლავი ახალგაზრდულ გუნდებში არ არიან, მერე ხდებიან :)
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ისევ დარჩა სამეგრელო ოფსაიდში! არც ფოთში,არც ზუგდიდში! როდემდე?! და რატომ?! ითამაშეთ ორ-სამ ქალაქში მხოლოდ და ბოლო,უბნის ჩემპიონატი გვექნება! სამწუხარო რეალობაა! არადა როგორ ველოდით!
tngh
იმედია, საქართველოს 2023 წელს კარგი ნაკრები ეყოლება და ჯგუფიდან გასვლაზე ვიბრძოლებთ. ორგანიზებაც ჩინებული იქნება. წარმატებები!!!
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები - 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ [VIDEO]
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე