ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებული “ქუთაისია”. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ფინალურ შეხვედრაში თბილისური “მეგა” 93:78 დაამარცხეს და ტიტული შეინარჩუნეს. იმერულმა კლუბმა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირი შარშანაც მოიგო და ტიტულის შენარჩუნება წლეულსაც მოახერხა.

ქუთაისელთა მეტოქე გახლდათ “მეგა”, გუნდი, რომელიც წინა სეზონში “ა” ლიგაში ასპარეზობდა და ახლა სუპერლიგის დებიუტანტია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მემორიალზე ღირსეულად ითამაშა, ფინალის საგზური მოიპოვა და ტიტულის მოგებასთან ახლოს იყო. სუპერლიგის ლიდერმა “ქუთაისმა” მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, მემორიალის ფინალურ მატჩს დაძაბულობა აკლდა. მასპინძლებმა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარეს და შეხვედრა ისე მოიგეს, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. თავდაპირველად დაჯილდოვდა ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი. პრიზი ქუთაისის ზურაბ საკანდელიძის სახელობის საკალათბურთო კლუბმა დააწესა. პრიზის მფლობელი გახდა ქუთაისელი ლუკა გორგოძე, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა თემურ ქორიძემ დააჯილდოვა.

ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი ქუთაისელი ადრიან ბოუი გახდა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვა. საუკეთესო ფორვარდის ტიტული ქუთაისელთა გუნდის ლეგიონერ ჯარვის რეის ერგო, რომელიც საქართველოს პარლამენტის ქუთაისელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ დააჯილდოვა.

ქუთაისელთა კაპიტან აკაკი დვალიშვილს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის თასი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცეს.

GBF.GE

ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრის" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
“მეგამ” “ვერა” დაამარცხა და მემორიალის ფინალში “ქუთაისს” შეხვდება
საკანდელიძის და ქორქიას მემორიალის პირველი ნახევარფინალისტი "მეგაა"
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"