ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რუსული ბიოპოლიტიკის მძევალი ბავშვები - "სირცხვილი თუთბერიძე"

რუსული ბიოპოლიტიკის მძევალი ბავშვები - "სირცხვილი თუთბერიძე"

ფიგურული სრიალის რუსი ვარსკვლავის, არასრულწლოვან კამილა ვალიევას ოლიმპიური დოპინგ-სკანდალის შემდეგ სოციალური ქსელების რუსულ სივრცეში დაიწყო სპორტსმენის ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძისა და მისი სამწვრთნელო შტაბის მასობრივი მხილება-ბრალდების კამპანია. სპორტის მოყვარულები წერენ, რომ მწვრთნელი დამნაშავეა ახალგაზრდა სპორტსმენების "ცხოვრების დანგრევაში“; ასევე, იხსენებენ თუთბერიძის ხისტ გამონათქვამებსა და მის მიერ "დაღუპულ“ სხვა სპორტსმენებს. რამდენიმე დღეა, ჰეშტეგი #позорТутберидзе (#სირცხვილითუთბერიძე) ლიდერობს რუსულენოვანი "ტვიტერის" თემებში.

პროფესიონალი ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ კამილა ვალიევას ოლიმპიური სკანდალი სულაც არ არის "სპორტული“, რადგან, მათი აზრით, სინამდვილეში პრობლემა უფრო ფართოა, ვიდრე მწვრთნელებისა და ექიმების დაუდევრობა, რომლის გამოც სპორტსმენის სისხლში აღმოჩნდა 2014 წლიდან საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრძალული პრეპარატი. პრობლემა ისაა, რომ რუსეთი ოლიმპიურ თამაშებზე წარმოდგენილია არასრულწლოვანი სპორტსმენით, რომელსაც შეუძლია მოიგოს ოლიმპიური ოქრო და ობიექტურადაც არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფიგურისტი ქალი, მაგრამ ასაკის გამო არ შეუძლია იყოს სრულად პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე. პრობლემაა ისიც, რომ რუსეთში ხდება "ბავშვთა ექსპლუატაცია "დერჟავის“ სპორტული დიდებისთვის“.

#სირცხვილითუთბერიძე - თავდაპირველად ეს ჰეშტეგი გაჩნდა მომხმარებლის Встала и пошла ("ადგა და წავიდა“) ტრენდში, სადაც თავი მოიყარა ინფორმაციამ იმ ტრავმებისა და ფსიქიკური პრობლემების შესახებ, რომელთა გადატანაც მოუწიათ თუთბერიძის მოწაფეებს. კერძოდ, ნახსენები იყო იულია ლიპნიცკაია, სოჭი-2014-ის ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ ტურნირში. მოციგურავემ კარიერა დაასრულა 19 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც კლინიკაში მოხვდა ანორექსიის (კვების დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანი მუდამ ცდილობს წონაში დაკლებას) დიაგნოზით. სოჭის თამაშების წინ თუთბერიძემ თქვა, რომ ლიპნიცკაიას ჭარბი წონის პრობლემა ჰქონდა.

"ასეთი რამ ჩემს საქმიანობაში აქამდე არ შემხვედრია. უბრალოდ, საერთოდ არ უნდა ჭამოს. როდესაც წონაში დაკლება სჭირდება, მხოლოდ SQUEEZY-ს ფხვნილს იღებს. ძალიან უჭირს და წონაც ძნელად ჩამოდის ქვევით - 100 გრამით დღეში, მაგრამ ის უმკლავდება გამოწვევას“, - თქვა მაშინ ეთერ თუთბერიძემ.

თუთბერიძის კიდევ ერთმა აღზრდილმა ევგენია მედვედევამ უმაღლესი დონის გამოსვლები დაასრულა ხერხემლის ტრავმის შემდეგ. სპორტის გულშემატკივრებმა სამწვრთნელო შტაბს ბრალი დასდეს იმაში, რომ მედვედევა, არანორმალური ფიზიკური დატვირთვებით, მალთაშუა ნერვის დაჭიმვამდე მიიყვანეს. ასევე გაიხსენეს მოციგურავე ალინა ზაგიტოვას მრავალჯერადი დაზიანებები.

ეთერ თუთბერიძეს თვალთმაქცობაშიც სდებდნენ ბრალს: თითქოსდა, ვალიევას სკანდალის აქტიური ფაზის დროს მან მიატოვა სპორტსმენი "ბრბოს საჯიჯგნად“.

თავად თუთბერიძემ შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ სამწვრთნელო შტაბს 15 წლის მოციგურავე არ მიუტოვებია. „ჩვენ სპორტსმენებთან ერთად ვართ ჭირშიც და ლხინშიც“, - განაცხადა მწვრთნელმა და დასძინა, რომ კამილა "უდანაშაულო და სუფთაა“.

ფლეშმობს - #სირცხვილითუთბერიძე გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ოლეგ ნილოვი, რომელმაც გამოარჩია „მედიაზონის“ მთავარი რედაქტორის, სერგეი სმირნოვის retweet-ი და მოითხოვა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რათა „ნაძირალამ პასუხი აგოს თავდასხმებზე“. რუსი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „მედიაზონის“ რედაქტორი გამოხატავს "ამერიკელი შემკვეთის“ სურვილს, ნეგატიური სახით წარმოაჩინოს რუსეთში ბავშვთა სფეროში შექმნილი ვითარება და გააღვივოს "ფიგუროფობიური“ განწყობები.

2019 წელს თუთბერიძეს მწვავედ აკრიტიკებდნენ კოლეგები ოლიმპიური ჩემპიონის, ალინა ზაგიტოვას სპორტულ კარიერაში მომხდარი დამანგრეველი ცვლილებების გამო. ეთერ თუთბერიძის კრიტიკოსთა შორის არის ფიგურული სრიალის ყოფილი რუსი ვარსკვლავი ევგენი პლუშჩენკოც.

"შემახსენეთ, ვინ აღზარდეთ ნულიდან? იქნებ საშა ტრუსოვა ან კამილა ვალიევა, ალიონა კოსტორნაია ან ანა შჩერბაკოვა, ოლიმპიური ჩემპიონები იულია ლიპნიცკაია თუ ალინა ზაგიტოვა? ყველამ იცის, რომ თუთბერიძის გუნდს მხოლოდ "გამზადებული“, სამმაგნახტომიანი ბავშვები აჰყავს, რომ ზედმეტად არ იწვალოს. რა თქმა უნდა, გადაბირებაში ტოლი და სწორი არ გყავთ. ესეც პოლიშინელის საიდუმლოა: ყველამ იცის, ყველა ლაპარაკობს, ყველა გმობს, მაგრამ ყველას ეშინია სიმართლის თქმის“, - განაცხადა მაშინ სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა ევგენი პლუშჩენკომ.

შედეგების მიხედვით, ეთერ თუთბერიძე ფიგურულ სრიალში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება. მისი აღსაზრდელები რეგულარულად ხდებიან მსოფლიო რეკორდსმენები, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები.

"ახალგაზრდა სპორტსმენზე სრული პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მისი ასაკი 16 წლამდეა, ეკისრებათ მწვრთნელსა და ექიმს“, - ამბობს სპორტული კომენტატორი გენადი ორლოვი:

"თვითონ თუთბერიძეს წამოსცდა - ვნახე მისი ინტერვიუ, სადაც ამბობს, აქამდე რატომ არ გვაცნობეს ანალიზის შედეგებიო. მას არ უთქვამს, რომ ასეთი რამ შეუძლებელიაო. გამოდის, რომ თუთბერიძემ წინასწარ განჭვრიტა, რომ ეს შესაძლებელი იყო. გამაოცა მისმა სულელურმა სიტყვებმა. ტარასოვა უფრო ცბიერია, მან თქვა, კამილა ნიჭიერი მოციგურავეა და ის არაფერ შუაშიაო. ე.ი. მაშინვე გამიჯნა მწვრთნელებისგან. მწვრთნელი და ექიმი - აი, სკანდალის მთავარი დამნაშავეები, ისინი იმყოფებიან სპორტსმენის გვერდით. და კიდევ, სპორტსმენი იღებს წამალს გულის კუნთის გასაძლიერებლად, რადგან ხშირ და დატვირთულ ვარჯიშს ძალა სჭირდება. ასე რომ, მომზადებისას ისინი ყოველთვის იღებენ რაღაცას, მაგრამ არის წამლები, რომელთა მიღებაც ნებადართულია და მათ იციან WADA-ს (მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო) მიერ მიღებული სიის შემადგენლობა."

გენადი ორლოვი ასევე ეხმიანება ეთერ თუთბერიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომელთა მიხედვითაც, ცნობილი მწვრთნელი შემჩნეულია ბავშვების მიმართ სასტიკ მოპყრობაში, წვრთნის დაუშვებელი მეთოდების გამოყენებასა და აღსაზრდელების დამცირებაში. ორლოვის თქმით, ფიგურული სრიალის სამყაროში თუთბერიძე გამონაკლისი არ არის:

"ყველაზე მეტად მოსწავლეებს ამცირებს ირინა ვინერ-უსმანოვა. ის საერთოდ გინებით ელაპარაკება თავის სპორტსმენებს - ასეთ დიქტატორულ მეთოდს იყენებს. ამგვარი სტილი აქვს. ვინერი მართლაც სასტიკია. ამასთან, მისი ქმარია მილიარდერი უსმანოვი, რომელიც თავის კანონებს კარნახობს სპორტს, რადგან ამ სფეროში ბევრ ფულს ხარჯავს. რუსეთში სპორტი კლანურ სისტემაზეა აწყობილი, ამას ვერსად გავექცევით. და კიდევ - რას ნიშნავს სასტიკი მოპყრობა და დამცირება, არის ამის მტკიცებულებები? თუთბერიძე მშვენიერი მწვრთნელია, მაგრამ ამგვარი არაერთმნიშვნელოვანი მეთოდების გარეშე, როგორც ჩანს, შეუძლებელია შედეგის მიღწევა“.

გენადი ორლოვის თქმით, მაღალ სპორტულ შედეგებსა და წარმატებებს ეწირება სპორტსმენების როგორც ბავშვობა, ასევე ჯანმრთელობა. საქმე ის არის, რომ ქალთა ფიგურულ სრიალში ასაკი პირდაპირ კავშირშია წარმატებასთან. თეორიულად, ქალებს არ შეუძლიათ ოთხმაგი ბრუნის გაკეთება, მათ აკლიათ ბარძაყის კუნთების ძალა. ამიტომ, ბრუნვის მომენტის მისაღებად, მოციგურავეები ახტომის წინ იწყებენ ზურგის „დაგრეხვას“, რაც მხოლოდ მოქნილი, ჯერ კიდევ გაუმაგრებელი ბავშვური ხერხემლებით არის შესაძლებელი. სწორედ ამის გამო ასეთი ნახტომები უკიდურესად ტრავმულია. თუთბერიძის „ბავშვთა ფაბრიკა“ ახალ სტანდარტს ადგენს ფიგურულ სრიალში, რომელიც სულ უფრო ძალისმიერი და აკრობატული ხდება და რომელიც სულ უფრო მეტ ახალგაზრდა სხეულს, ფაქტობრივად, ბავშვებს მოითხოვს.

გოგონებში სქესობრივი მომწიფება ორი წლით იგვიანებს. ბევრში, განსაკუთრებით, ტანვარჯიშსა და ფიგურულ სრიალში, არ ძვალდება ხრტილები და წყდება ზრდა, რის გამოც ბევრი ვეღარ იმატებს სიმაღლეში და 145 სმ რჩება.

"მათი ჯანმრთელობა შერყეულია, მომავალი კი - დანგრეული, მაგრამ პრემიუმ ფულისა და ჯილდოების გამო ყირაზე გადადიან, დახტიან და სასწაულებს აკეთებენ. პროფესიული სპორტი ბოროტებაა, სიკეთე ფიზკულტურაშია, ხოლო დიდ სპორტში, დიდი ფულისთვის ბრძოლაში, გამარჯვებისთვის ყველაფერი მოსულა“, - ამბობს ორლოვი, რომლის თქმითაც, დიდი ხანია მომწიფდა სპორტის რეფორმის საკითხი, რათა მასში აღარ გამოიყენონ ბავშვების ექსპლუატაცია, ხოლო ასაკობრივმა ზღვარმა მინიმუმ 17 წლამდე აიწიოს. არასრულწლოვანი სპორტსმენები ხშირად არ ფიქრობენ ჯანმრთელობაზე და თვითონ მოითხოვენ „ჯადოსნურ აბებს“, რათა სანუკვარ გამარჯვებას მიაღწიონ.

კარდიოლოგი ლევ სოროკინი ამბობს, რომ პროფესიულ სპორტში ჯანმრთელი ადამიანები არ არსებობენ.

"ადრეც არ არსებობდნენ, მაგრამ ახლა, როცა ვუყურებ ყველა ამ ახალგაზრდა ტანმოვარჯიშესა და მოციგურავეს - ეს ნამდვილი უმსგავსობაა. დიდი სპორტი ჯანმრთელობისთვის დიდ ზიანს ნიშნავს. გამონაკლისია ჭადრაკი, თუმცა საეჭვოა მისი უვნებლობაც“, - აღნიშნავს სოროკინი.

სპორტული კომენტატორი, ტელეჟურნალისტი და პროდიუსერი კირილ ნაბუტოვი იხსენებს იმას, რომ 1960-იანი წლების ბოლომდე ტანვარჯიში ჯერ კიდევ ქალებისთვის იყო და, რომ ერთმანეთს ფიზიოლოგიურად ჩამოყალიბებული გოგონები ეჯიბრებოდნენ, მაგრამ 1970-იან წლებში მსოფლიო შეძრა ტანმოვარჯიშე ოლგა კორბუტმა, რომელმაც შეასრულა ის, რაც მაშინდელი სპორტსმენებისთვის მიუწვდომელი იყო:

"უეცრად გაჩნდა ქალაბიჭა ორი კიკინით, რომელმაც დაიწყო უკანა სალტოს შესრულება ძელზე. მაშინ ეს ისეთივე ფენომენალური იყო, როგორც დღეს მოციგურავე ქალისთვის რამდენიმე ოთხმაგი ბრუნის გაკეთებაა. შემდეგ ოლგა ჰყვებოდა, თუ რამდენად ცუდად ეპყრობოდა მას მწვრთნელი. არადა, მაშინ ფურორი მოახდინა ამერიკაში, სადაც ოლგა კორბუტის კლუბების გახსნა დაიწყო. ნიქსონთან შესახვედრადაც წაიყვანეს, მაგრამ არც კი იცოდა, ვინ იყო ნიქსონი, სპორტული დარბაზის გარდა არაფერი ჰქონდა ნანახი. აქედან დაიწყო ეპოქა ქალაბიჭებისა. მცირე ასაკის გამო სხეულს ჯერ არ აქვს დაწყებული მომწიფება. ამიტომ ფიგურა და მენჯის ძვლები მსუბუქია, სიმაღლე - პატარა, მკლავები - დაკუნთული და, რაც მთავარია - არ არსებობს შიშის გრძნობა. როდესაც მუცლით ეხეთქებიან ძელებს (რაც საზიანოა ქალის სხეულისთვის, რომელსაც მოუწევს დაორსულება და შვილის გაჩენა), პატარა გოგონებს ნაკლებად ეშინიათ, ვიდრე ზრდასრულ ქალებს. აბსურდამდეც კი მიდიოდა საქმე, შეჯიბრებებზე გამოდიოდნენ მთლად ბავშვები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ასაკით ბევრად დიდები არიან. ნელ-ნელა კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა სპორტსმენების ასაკის შეზღუდვა. ფიგურული სრიალი დღეს იმ გზას მიუყვება, რომელიც უკვე გაიარა მხატვრულმა ტანვარჯიშმა“.

კირილ ნაბუტოვის თქმით, სულ რაღაც ორ წელიწადში 17 წლამდე გოგონები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ზრდასრულთა შეჯიბრებებში.

"გასაგებია, ვიღაც იტყვის, რომ ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და იმ ბრწყინვალე მწვრთნელის, თუთბერიძის წინააღმდეგ, რომელიც კონვეირული წესით ამზადებს ნიჭიერ სპორტსმენებს და, რომ ჩვენს მტრებს ამ უპირატესობის წართმევა უნდათ. ახლაც ბევრი ფიქრობს, რომ დაწყევლილმა რუსოფობებმა კამილა ვალიევას სადღაც ჩაიში ჩაუყარეს პრედუქტალი. და არაფერი გასაკვირი აქ არ არის, რადგან საკითხის ფასი ძალიან მაღალია არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც“.

ნაბუტოვის თქმით, სპორტული მიღწევები კოლოსალური სოციალური ლიფტია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. ამიტომ, თუ დღეს 15 წლის ასაკის მოზარდებისათვის არ არის აკრძალული ოთხმაგი ბრუნის გაკეთება, ვიღაც ყოველთვის შეეცდება აიძულოს ბავშვები, ასეთი ბრუნები გააკეთონ.

"გოგონების "მწვერვალზე“ ყოფნის ვადა 2 წელია. ელიზავეტა ტუკამიშევა იშვიათ გამონაკლისად გამოიყურება - ის ზრდასრული გოგოა, ძალიან ნიჭიერი. მას უფრო მეტად მხატვრული პროგრამა აქვს, ოთხმაგ ნახტომებს ნაკლებად ატრიალებს, რადგან ამის გაკეთება ფიზიკურად არარეალურია. დიდი ოსტატია, მაგრამ ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა, რადგან წესები ისეთია, რომ ოთხმაგ ბრუნს დაატრიალებენ, რამდენჯერმე გადახტებიან, ბევრ ქულას მოაგროვებენ და ოქროს მედალსაც მოიპოვებენ, დანარჩენს არაფერს არ აქვს მნიშვნელობა“, - ამბობს კირილ ნაბუტოვი, რომელიც იქვე დასძენს:

"ეს შეიძლება უსამართლობაა, მაგრამ განა სამართლიანია, რომ პატარა გოგონები მესამე კლასიდან არ დადიან სკოლაში? ვითომ სახლში სწავლობენ, მაგრამ რას და როგორ სწავლობენ, ეს კიდევ საკითხავია. ამ გოგონებზეა აწყობილი მათი ოჯახების, მშობლების, ძმებისა და დების კეთილდღეობა. აღარ გვახსოვს, ვინ მოიგო ბოლო ოლიმპიადა, გამარჯვების შემდეგ ეს გოგონები ქრებიან. რაც შეეხება თუთბერიძის უხეშობას, რაზეც ახლა საუბრობენ - დიახ, რა თქმა უნდა, არ ესაუბრება მათ, როგორც მაღალ საზოგადოებაშია მიღებული - გეთაყვა, დაგვდეთ პატივი და უფრო მაღლა ახტით. იქ სხვაგვარი საუბარია, თუმცა ეს ცალკეული ინდივიდის თვისებების საკითხიც არის. რა თქმა უნდა, თუთბერიძე ხასიათიანი ქალია, მაგრამ სხვა დიდ მწვრთნელებს თუ ავიღებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მაგალითი ბევრი იქნება. როგორ ფიქრობთ, ტანვარჯიშის მწვრთნელები არ იგინებიან, არ ყვირიან, მუხლზე გადატეხვები და სხვა ყველაფერი? გემუდარებით რაა…“

"რუსი მოციგურავეების მომზადების პრინციპები, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს“, - ამბობს ისტორიკოსი სერგეი მედვედევი, რომლის თქმითაც, მრავლისმეტყველი ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ფიგურულ სრიალში დომინირებენ იმავე ეთერ თუთბერიძის არასრულწლოვანი მოსწავლეები:

"დღეს ესენი არიან კამილა ვალიევა, ალექსანდრა ტრუსოვა და ანა შჩერბაკოვა, რომლებსაც დასავლური პრესა უწოდებს quad squa-ს - „ოთხმაგის გუნდს“, რადგან ისინი რეგულარულად ასრულებენ ქალთა სრიალში უიშვიათეს ოთხმაგ ბრუნებს, რაც ქალებში ბავშვური, „გრეხვადი ხერხემლის“ გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სწორედ ამის გამო ასეთი ნახტომები უკიდურესად ტრავმულია. თუთბერიძის „ბავშვთა ფაბრიკა“ ახალ სტანდარტს ადგენს ფიგურულ სრიალში, რომელიც სულ უფრო ძალისმიერი და აკრობატული ხდება და რომელიც სულ უფრო მეტ ახალგაზრდა სხეულს, ფაქტობრივად, ბავშვებს მოითხოვს“.

ბევრი არასრულწლოვანი სპორტსმენი ვერ უძლებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ტყდება და ტოვებს სპორტს, როგორც ეს გააკეთა თუთბერიძის კიდევ ერთმა ახალგაზრდა მოსწავლემ, იულია ლიპნიცკაიამ: 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გუნდურ ტურნირზე დიდი წარმატების შემდეგ გოგონა ისეთი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რომ ჩააგდო ინდივიდუალური პროგრამა და სპორტიდან წავიდა.

"ვის ახსოვს ახლა იგი? - კითხულობს სერგეი მედვედევი, - ვალიევაც ყინულზე მდგომი სასწაული გოგონების თაობის მორიგი წარმომადგენელია და პრობლემა სულაც არ არის მისი დოპინგის ისტორია. პრობლემაა ბავშვთა სხეულების ექსპლუატაცია „დერჟავის“ სპორტული დიდებისთვის“.

სერგეი მედვედევის თქმით, რუსეთში ბავშვებს არ აქვთ სუბიექტურობა. როგორც წესი, ბავშვებს იყენებენ როგორც რესურსს ზრდასრულთა თამაშებში: მათით აპელირებენ და მათი სახელით მოქმედებენ. ბავშვების გაჩენის ვალდებულება შეტანილია შესწორებულ კონსტიტუციასა და ტრადიციულ ღირებულებათა ნუსხაში, ხოლო უარის თქმა - „ტოქსიკური კონტენტის“ რეესტრში.

"ყოველივე ამის უკან დგას რუსეთის ხელისუფლების ბიოპოლიტიკა, რომელიც მოსახლეობაში ხედავს ბიოლოგიურ მასას და სახელმწიფო რესურსს, ხოლო ბავშვები ამ მასაში ყველაზე საკრალიზებული, ადვილად ხელმისაწვდომი და უხმო ჯგუფია“, - ამბობს ისტორიკოსი სერგეი მედვედევი.

რადიო "თავისუფლების" რუსული რედაქციის მასალების მიხედვით მოამზადა ჯიმშერ რეხვიაშვილმა - radiotavisupleba.ge

• გლახუნა

1- ჯერ ერთი ზოგადად - ა რ ა ვ ი ნ თქვას - სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა არისო,ის ან თავს იბრიყვებს,ან მიზანმიმართულად ცბიერობს,თვალთმაქცობს. - 2 - აქ ქართველი- ,,თუთბერიძე,,- შეიძლება არაფერ შუაში იყოს, გვარით ქართველი - არის ადამიანი, მაგრამ მენტალურად, მსოფლმხედველობით, მსოფლ აღქმით ... - არაფერი ქონდეს ქართული, მეტიც - ქართველობის იდეურად, მენტალურად - საპორისპირო იყოს, ისევე როგორც ნებისმიერ ერში. და - 3 - ყოველთვის კითხვები ისმებოდა- 18 წლამდე - რ ო გ ო რ უშვებენ - მსოფლიოს დონის ტურნირებზე, როცა სხეული ჩ ა მ ო ყ ა ლ ი ბ ე ბ უ ლ ი-არ არის, ე.ი. ჯერ ბავშვია, მერე, რა რომ ინდივიდუალური სპორტის სახეობაა(?!)- ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვია, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, გონებრივად, ემოციურად ...და ზედმეტი დატვირთვები- ძლიერ აზიანებს. მართლა - ა რ ა ხართ დაკვირდებულები - გოგონები -როგორი დაბლები, ლამაზები, მაგრამ დ ა ბ ლ ე ბ ი არიან ამ სპორტის სახეობაში(?!) მოკლედ - სხეულისათვის დატვირთები იგივეა, რაც - დაუშვათ - 14- 16 წლის შტანგისტს ბავშვს -ა ი ძ უ ლ ო - მსოფლიო რეკორდი დაამყაროს (?!), ან 14- 16 წლის ბავშვი -ვათამაძოთ - იუვეს, ან რეალის ძირითადში - ფიზიკურად ზრდასრულ პროფესიონალებთან, ან - 14- 16 წლის ბავშვს - უმაღლესი მათემატის სწავლა ვაიძულოთ (?!)... მეტი- ც- მსოფლიო ტურნირებში- ა ს ა კ ი უნდა აიწიოს - 18 წლამდე, სპორტი უპირველესად ჯანმრთელობისათვის უნდა იყოს აღიარებული და მერე წარმატებისათვის.

• პროვოკაცია რუსულად

ქართველი თუთბერიძის აღზრდილი ოლიმპიური ჩემპიონი ალინა ზაგიტოვა რომელიც ყველა ტიტულის მფლობელია უკვე 20 წლის ასაკში მილიონერი და წარმატებული ადამიანია.დღევანდელი დიდი სპორტული წარმატებები დიდ ჯაფასთან არის დაკავშირებული.მაშინ კრიშტიანოც უნდა შევიცოდოთ რომელიც დღედაღამე ვარჯიშობს ნაცვლად იმისა რომ წამოგორდეს და ინებივროს ლოგინში.უბრალოდ ყველა წარმატებულ ადამიანს რუსეთში მითუმეტეს ქართველს ყავს შურიანი ავისმსურველი.თუთბერიძე უჭკვიანესი ადამიანია და გამორიცხულია დოპინგის გამოყენება დაეშვა მითუმეტეს ისეთი ვარსკვლავისთვის როგორიც ვალიევაა რომელიც 40 ქულით უგებს მოწინააღმდეგეს. პ.ს. თუთბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრს ყვითელაშვილი და ეგაძეს ავარჯიშებს. პ

• ვაჟა მასწავლებელი

გუშხამ ვთქვი და დღესაც ვიმეორებ: თუთბერიძის ყველაზე დიდი მინუსი მისი ქართველობაა!

• qutaisi

აქ კომენტარებს რომ გადავხედე ბევრი აზრზე არაა რაზეა საუბარი. მხოლოდ ერთი გამოსავალია, რაც წერია სტატიაშიც და ერთ კომენტარშიც, მომავალი თაობა რომ გადარჩეს ზღვარი 17 წლამდე უნდა აიწიოს, რომ ობიექტურად ვერავინ ვერ შედოს სასწორზე მოზარდის ჯანმრთელობა და მომავალი.

• გია

რამეს მიაღწიეს მოსწავლეებმა?

• ზურა

გაეჩხირათ ყელში რუსებს თუთბერიძე ! ნეტავ ბევრი მოგვცა ეთერის ნაერი მწვრთნელი საქართველოში !

ხო რა თქმა უნდა ტანვარჯიში, ფიგურული სრიალი აი რა ანგრევს ახალ თაობას. აბა ნარკოტიკების და ლგბტ პროპაგანდა ხომ არა.

• გიორგი

შურთ ამერიკელებს არც და შურთ რუსეთსაც. მკაცრია, მაგრამ აკრიფა გუნდი მწვრთნელების, ქორეოგრაფების, მკერავების. ყველაფერში პირველები არიან. ვინც მისგან წავიდა, ბოდიში მოიხადა. ყვითელაშვილს რაღაც არ ეტყობა რომ კლავენ. ისე, ქართველი ფეხბურთელების ფიზიკურ მწვრთნელად რომ აგვეყვანა, არ გვაწყენდა.

• ჟორა გაბრიჭიძე

კარიერის დამთავრების შემდეგ 12 წელი ბავშვებს ვავარჯიშებდი. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვისთვის მეთქვას წონა დაიკლოს, რადგან ჯერ ერთი, რომ ბავშვია და განვითარებაში ხელს უშლის და ვინ გითხრათ ამის მოყვარულებო, რომ ნაშიმშილარ ბავშვს იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე მაძღარს? აქ პირველ რიგში დამნაშავეა მსოფლიო დონეზე ყველა სპორტული ორგანიზაციის ბოსები, რომ ბავშვებს დიდების შეჯიბრებებზე უშვებენ, ამ შემთხვევაში რა ქნას მწვრთნელმა? თუ შედეგი უნდა ბავშვის ჯანმრთელობა გვერდზე უნდა გადადოს, რაც კატასტროფაა ყველასთვის, არადა ყველაფრის მოგვარება შეიძლება თუ დიდების შეჯიბრებაში 17 წლიდან დაუშვებენ ბავშვებს. წარმოიდგინეთ ბავშვი ფეხბურთელები, რომლებიც 15-16 წლისები ბარსელონასა და იუვენტუსის დონეზე თამაშობენ, ანუ იმ დატვირთვას იღებენ რასაც მესი და როლანდო, ამიტომაცაა ტრამვები. ხედავთ ფატის ბარსელონაში? ყოველ მეორე თამაშზე ისეთ ტრამვას იღებს მერე ერთი თვე უცდება.

• გია

თქვენც თუთბერიძეს ჯიჯგნით? ის ქართველია ყველასთვის! თქვენც ქართველები ხართ?

• პელე

დანარჩენ მსოფლიოს საქართველოსთან ერთად თავი დაანებონ და 1 დღეს გაუწყვეტია ჭირს მთელი რუსეთი, არ მადარდებს.

• ნოდო

ბაბუამისი სვამდა მაგ წამლებსო და რითაც წყალს აყოლებდა წამალს იმაცე ჭიქით დალია ამ 16 წლის გოგომ წყალიო >>>>ასე გაამართლეს დოპინგის მიღება რუსებმა სულ მაინტერესებს რა აზრი აქ ჰიმნის და დროშის გარეშე გამოსვლას ან გამოსვლა უნდა აუკრძალო იმათაც კი ვისი სპორტის სახეობა არაფერ შუაშია მერე რო აღარ გააკეთონ იგივე ან უნდა დაუბრუნო დროშაც და ჰიმნიც მარა ფული ბაბა ფული აბა იყოს ვინმე ჰაიტელი დროშა და ჰიმნი კი არა ოლიმპიადის ქალაქიდან ასიათას კილომეტრშიც არ მიცემდნენ მიახლოების უფლებას

• semi

ბავშვთა ექსპლუატაცია "დერჟავის“ სპორტული დიდებისთვის“. ძალიან მაგარი ციტატაა, ხშირად ავტორიტარული რეჟიმები და უპასუხისმგებლო მშობლები დემოკრატიულ ქვეყნებში ანგრევენ ბავშვების მომავალს სპორტული შედეგებისთვის (არამარტო სპორტული). ჩვენ მხლოდ თითო ოროლა სპორცმენს ვიცნონობთ რომლებიც ოლიმპიურ მედალს შეწვდნენ ხოლო ასიათასობით უმედლოდ დარჩენილი ბავშვია ჩინეთში რუსეთსა და სხვა ქვეყნებში რომლებიც განიცდიან არაადამიანურ მოპყრობას, წვრთნას და მოკლებული არიან ბავშურ გართობას და ბედნიერებას.

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ვალიევა - თუთბერიძის ამბავს "დუმის" დეპუტატი ეხმაურება - "ისინი ვერასოდეს გადადიან ზრდასრულთა სპორტში"