რუსეთში ბევრი ქართველი ლეგიონერი თამაშობს და რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რადგან რუსულ კლუბებს ევროტურნირებიდან მოკვეთენ და თანაც, ანაზღაურების პრობლემაც შეექმნებათ. გულშემატკივრებს უფრო მეტად "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი აინტერესებთ - როგორ შეიძლება ყაზანურ კლუბს თავი დააღწიოს? აქედან ადვილია რჩევების მიცემა და უნდა გვახსოვდეს, სად და როგორ რთულ სიტუაციაში იმყოფებიან ჩვენი ფეხბურთელები და ალბათ, უპრიანი იქნება, ისინი არათუ არ გავაკრიტიკოთ და კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ მოვაქციოთ, არამედ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ.

უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლეთის სანქციების გამო რუსეთში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. დღეს რუბლი დოლართან მიმართებით 25.4%-ით გაუფასურდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - 105.27. თუმცა ეს რეალური ფასი არ არის. დილის მონაცემებით, ბანკების სალაროებში 1 დოლარის შეძენა 171 რუბლად იყო შესაძლებელი და ეს მხოლოდ დასაწყისია.

რუსეთის პრემიერლიგამ საგანგებო სხდომა მოიწვია. РБ Спорт-ის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკის" პრეზიდენტმა ლეონიდ ფედუნმა განაცხადა, რომ ბევრი ლეგიონერი ჰყავთ, რომელთაც ხელფასებს ევროთი უხდიან, სერიოზული პრობლემა შეექმნათ და ვალუტის კურსის ფიქსაციის წინადადება წამოაყენა.

სხვა კლუბების ხელმძღვანელებმა მას მხარი დაუჭირეს და მიიღეს კოლექტიური გადაწყვეტილება, ევროს კურსი 90 რუბლზე დააფიქსირონ. ლეგიონერებთან მოლაპარაკებებს გამართავენ ხელფასების შემცირების თაობაზე, თუმცა, ცხადია, თავიანთი დირექტივებით რუბლის გაუფასურებას ვერ შეაჩერებენ და უცხოელი ფეხბურთელები კონტრაქტების გაწყვეტას მოითხოვენ, მით უმეტეს, რუსული ფეხბურთი მალე სრულ იზოლაციაში მოექცევა.

საფეხბურთო აგენტმა ალექსეი საფონოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბევრი უცხოელი ლეგიონერი ტრამპლინად იყენებს, "სპარტაკის" ლეგიონერებმა ვალუტის ფიქსირებაზე უარი თქვეს, კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ კლუბებში, მაგალითად, "ურალში", სადაც ფეხბურთელებს გასამრჯელოს რუბლით უხდიან. ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა, რა მოხდება, თუ ლეგიონერს აღარ უნდა რუსეთში თამაში და ხელშეკრულების შეწყვეტას მოითხოვს? ასეთ შემთხვევაში მოუწევს თუ არა მას უზარმაზარი საკომპენსაციო თანხის გადახდა?

"მოიძებნება კომპრომისი. არის ფიფა, უეფა, ფეხბურთელთა სტატუსის სხვადასხვა პალატა. ყოველთვის არსებობს რაღაც ფორსმაჟორები, ეს კი სწორედ ფორსმაჟორია. მეგობრულად მოილაპარაკებენ, რადგან თუ ფეხბურთელი იტყვის, რომ აქ თამაში არ უნდა, მის ძალით შეჩერებას ვერავინ შეძლებს.

მე უბრალოდ არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორი შედეგი მოჰყვება. თუ ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებენ, ზოგიერთი კლუბისთვის ამდენი ლეგიონერის ყოლას აზრი არ ექნება. "ზენიტი" ჩემპიონი ბრაზილიელების გარეშეც გახდება. მათ ორ-ნახევარი შემადგენლობა იმისათვის შეკრიბეს, რათა ღირსეულად იასპარეზონ ევროტურნირებზე", - უპასუხა საფონოვმა.

უკრაინა დამპყრობელს ღირსეულად უმკლავდება. ოკუპანტმა 5 300-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. განადგურებულია 191 ტანკი, 816 ჯავშანმანქანა, 74 ზარბაზანი, 29 თვითმფრინავი და ამდენივე ვერტმფრენი. რუსეთის არმიის შეტევა შენელდა. თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს, არაა გამორიცხული, უკრაინის უმაღლესმა რადამ თათრეთისა და ბაშკირეთის დამოუკიდებლობა აღიაროს (მიუხედავად იმისა, რომ ამ რესპუბლიკებს დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებიათ). ეს ცოტა უცნაურად კი მოჩანს, მაგრამ მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება და იცვლება, რომ გამორიცხული არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოწოდებები უკვე გაისმის.

გენიოსებოო-ს
ქართველს არ უჭირს წაიკითხოს,მაგრამ გატყობ ქართველი არ ხარ,ხოდა მოდი …წადი არარატ არმენიაში.ადრე თუ გვიან ყველა ბრუნდება სამშობლოში უმეტეს შემთხვევაში
სანი
და ხვიჩას წამოსვლით რუსი რო გავაღიზიანოთ? ეს აქტი ხო პროვოკაციაა, პირიქით იქნებ "ცსკა" ან "ზენიტი"))) ფუუ ...
HHH
პირველრიგში სოფელს უარყოფით კონტექსტში ნუ მოიხსენიებ. მე ვცხოვრობ სოფელში და ჩემზე კაი ქალაქელის... დანარჩენი მართალი ხარ
ფეხბურთელი
კავარხელიამ უნდა ჩაალაგოს ჩემოდანი და განაცხადოს პუტინი ფაშისტია და მე რუსეთში არ ვიტამაშებ მანამ ამ ქვეყნის პრეზიდენტი არის პუტინი!!! და წამოვიდეს. ასე უნდა გააკეთოს აბსოლუტირად ყველა უცხოელმა ფეხბურთელმა რუსეთში.
Simartle
ვატყობ ყველაზე მეტად ჯუღელის დაერხა.სად გაყიდის ეხლა "ფუტბოლისტებს"?ააა, ბოდიში, ალბათ ისევ იმ "ტოპმენეჯერებს" დაუკავშირდება ვისთანაც ხვიჩა-ს ამბებს აწყობდა და ეხლა ევროპაში დაიწყებს "მოღვაწეობას"
Გენიოსებოოოო
ორი სიტყვა გრამატიკულად ვერ დაგიწერიათ,გრამატიკულს ვინ ჩივის ქართულად ვერ დაგიწერიათ და ხვიჩას ასწავლით როგორ მოიქცეს? მოვლიენ-წავლიან რას ნიშნავს?მაგ სოფლებში დედა ენის წიგნები სხვანაირები გააქვთ(გაქვენ)?გვითხარით იქნება თქვენთან სხვანაირად გასწავლიენ ქართულ ენას???
რობი
ხვიჩას ახლავე შეუძლია გაწყვიტოს რუბინთან კონტრაქტი იმიტომ რომ ფორსმაჯორული სიტუაციაა რუსულ ფეხბურთში. მალე კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასაც ვერ გადაუხდიან
zelenski
ეს ომი შენთვის მომხდარა ხვიჩა, სავარაუდოთ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს, უეფა მისცემს უფლებას კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტისო.
ჟორა
რუსეთის ლიგაში ბევრი კარგი და ძვირი ფეხბურთელი თამაშობს, ამიტომ ისინი ამ სიტუაციიდან აუცილებლად ნახავენ გამოსავალს, მერე კი სადაც ისინი, იქ კვარამაც უნდა გამოიხსნას თავი. ანუ მისგან ინიციატივის აღება უადგილოდ მეჩვენება. თორნიკე სხვა საქმეა, მას ესპანეთში თამაში გარანტირებული აქვს და გამოსყიდვა თუ დასჭირდა ესპენელები ამაზედაც წავლიან. კვარას კი საქართველოში აქვს თამაში გარანტირებული და ისიც გამოსყიდვის გარეშე.

ვინმე დაეხმაროს ამ ბიჭს. მას ევროტურნირებზე თამაში უნდოდა, ახლა რომც ყოფილიყო რუბინი ევრო ან ჩემპიონთა ლიგაზე, მაინც მოხსნიდნენ, ყველაფერი შეუჩერა უეფამ რუსულ ფეხბურთს. რამე გააკეთე კვარა, რაც არუნდა იშრომო და რუბინში გოლები იტანო, მაინც ვერ მოხვდები ევროტურნირებზე. ვინმე დაეხმაროს იქნებ და იქედან წამოიყვანოს!
რეზო
ჯერ კაცობაში უნდა იპოვოს ადგილი და მერე სხვაგან( შენგელიას ვკიცხავდით და აგერ არ გვყოლია "ჯიგარი", რაო რა დაარქვა სლუცკიმ თავის ლეკვს?
Winter
ჰამოდი
მოა
როგორ და როგორც თორნიკე შენგელია მოიქცა
dideba ukrainas
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი როგორც კი ზენიტში გადავიდა იმ წამსვე მოკვეთეს ნაკრებიდან,რუსი ფეხბურთელია,ჟურნალისტია თუ ხელოვანია ყველა საქართველოს უკრაინის და მთელი მსოფლიოს მტერია,რუსეთში მოთამაშე კვარაცხელიაა,მანჯგსლაძეა თუ სირაძეა ყველა უნდა მოიკვეთოს ნაკრებიდან მითუმეტეს დღეს,ამავე დროს ღრუსების მაქებარი ვინც არ უნდა იყოს მოღალატედ უნდა გამოცხადეს,როგორც ამერიკა აკეთებს..გაიგეთ და შეიგნეთ ყველა რუსი დიდი თუ პატარა საქართველოს მტერია,დიდება საქართველოდ!დიდება უკრაინას!
Spain
ხვიჩ ნეტა ვინმემ მოგიტაცოს მაქედან, სხვანაირად არ გაგიშვებენ , ოკუპირებული ჰყავხარ:დ პ.ს ისე ანგარიში რომ შევქმნათ და თანხა ჩავრიცხოთ ხალხმა მის გამოსასყიდად არ შეიძლება? მე პირადად ჩავრიცხავდი, ხელფასიდან 20% ს დავთმობდი ამ საქმისთვის, ისედაც სახელმწიფოს მიაქვს და კარგი საქმისთვის მაინც გამოვიყენებდი :))
Levani
ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ,ხვიჩა კი იპოვის ევროპაში გუნდს,იქნება რადგან უკრაინაში ასეთი სიტუაციაა წიტაიშვილიც სადმე ევროპაში მოხვდეს. დადებითი რაც არის- "რუსეთებში" წასვლა მორჩა ისეთი ბიჭების როგორიცაა ლუკა გაგნიძე.სულაც დაბრუნდნენ აქ რუსეთში და უკრაინაში ვინც თამაშობდა,დამატებით ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა გაადვილდება უკრაინიდან(ევროპა რეზინის არ არის და ყველა ფეხბურთელი იქ ვერ მოხვდება) მაყურებელიც თუ მივა სტადიონზე მშვენიერი ჩემპიონატი გვექნება.ცოტა ბიზნესმაც გაიკრას ჯიბეზე ხელი და ეგაა.
ავჭალიდან
შეგვჭამეს ამ რუსებმა რა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"უხეში სიტყვები გაცვალეს... "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის მერე პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და ეს მოხდა" - რაფინიამ უცნობი ისტორია მოჰყვა
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
მხდალი ფიფა რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს
რუსეთს ექნება "ვოდოკაჩკის" ჩემპიონატი და დაეშლება სახელმწიფო
ყველანი ფრონტზე - რუსეთის ჩემპიონატი შეიძლება შეაჩერონ
რუსეთის ჩემპიონატი განახლდება და თანაც მაყურებლებიანად
რუსეთის ჩემპიონატს, სავარაუდოდ, დასრულებულად გამოაცხადებენ
ფიფას ნაბოძები დროებითი თავისუფლება თუ ქართველი ლეგიონერებისთვის რუსეთიდან თავის დახსნის საშუალება?