რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "რუბინმა" სტუმრად "ახმატი" 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები დებიუტში საჯარიმოდან უტკინმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ფლანგიდან გაიჭრა, საჯარიმოში გადაცემა გააკეთა და ლისაკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. ხვიჩამ 71-ე წუთზე მცირე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, კომპენსირებულ დროში კი დრეიერმა გამარჯვების გოლი გაიტანა. „ახმატის“ კარს გიორგი შელია იცავდა.

ცხადია, ხვიჩა საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და ეს მის თამაშზე გავლენას ახდენს. „რუბინის“ მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ლეგიონერებს გამგზავრებასთან დაკავშირებით არ მიუმართავთ, ხოლო მეკარე იური დიუპინის თქმით, წამსვლელი ლეგიონერები ზაფხულში წავლენ, მანამდე კი ყველანი დარჩებიან.

სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელები უცხოელ ფეხბურთელებს დარჩენის სანაცვლოდ გასამრჯელოს სრულად და შეუფერხებლად გადახდას დაჰპირდნენ, მაგრამ რუბლის კურსის 12 დღის განმავლობაში რეკორდული ვარდნისა და ისტორიულ მინიმუმამდე დაცემის გამო, რაც უკრაინაში ომის დაწყებითაა გამოწვეული, საეჭვოა ეს მოახერხონ.

„ნიუ იორკ თაიმსი“ იტყობინება, რომ ორშაბათს ფიფა რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს 2022 წლის 30 ივნისამდე სხვა კლუბებთან კონტრაქტების გაფორმების უფლებას მისცემს, რის შემდეგაც თავიანთ გუნდებში უნდა დაბრუნდნენ. თუმცა არავინ იცის, როგორი ვითარება იქნება იმ დროისთვის.

„რუბინი“ 25 ქულით მე-10 ადგილზეა და 14 მარტს „როსტოვს“ უმასპინძლებს.

გროზნო. „ახმატ არენა“

ახმატი - რუბინი 1:2

გოლები: 1:0 უტკინი (3), 1:1 ლისაკოვიჩი (50), 1:2 დრეიერი (90+1)

Zura
რუსეთის პრემიერ ლიგა ქართული ტალანტის სამარხია, ასიათიანიდან მოყოლებული ერთი ქართველი არ ვიცი რომელიც რუსეთში თამაშობდა და განვითარდა:((((( იქნებ კვარაცხელიამ და დავითაშვილმა მაინც დააღწიოს თავი
ggg
ვნახე თამაში, რეგრესშია ხვიჩა, ან უბრალოდ არ უნდა იქ თამაში!!
tngh
იმედია, ხვიჩას მსურველი კარგი გუნდიც გამოჩნდება... წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
ბაჩი
ხვიჩას მამა იქ თამაშობდა სადაც გამოიძახეს... ფუი რას არ გაიგებ?!!....
აკო
სამწუხაროა მაგრამ სრული სიმართლეა :(
100%
,,ძაღლის თავი,, მაინც ჩადეს. გაანთავისუფლე რა ბოლომდე, თუ რამეს აკეთებ, მაგრამ რუსეთს ვერ წირავენ. (
სოსო
ინდიელებზე დაწერილი რომელიღაც წიგნიდან მახსოვს,ამერიკელებისაგან დევნილი ინდიელების ერთერთი განთქმული მეომარი,ბრძოლაში მძიმედ დაჭრილია და სხვა ტომის ინდიელი ბრძოლაში იწვევს.შენ დიდი მეომარი ხარ და მე თუ შენ მოგკლავ,მე უფრო დიდი სახელი მექნებაო.ის სახელისთვის მაინც ცდილობდა,ჩვენთან კი,უბრალოდ საკუთარი ბოღმის ამონთხევის სურვილით ჰკლავენ.მეტწილად სულიერად,მაგრამ ზოგჯერ ფიზიკურადაც კი.კვარას გინება სულ პირველად მაშინ დაიწყეს,მაკედონიასთან მატჩის წინ,კოვიდი რომ გამოაჩნდა.მოიგონა,ნაკრებში თამაში არ უნდაო.თორნიკე შენგელიას იმის გამო ლანძღავენ,საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ გაშვების უფლებას,მხოლოდ ცსკა შეჰპირდა და იქ რატომ წავიდაო.რამდენ ქართველ ფეხბურთელს იმიტომ ლანძღავდნენდა ლანძღავენ,წავიდა შენი დრო,წადი ნაკრებიდანო.არადა ძალით ხომ არ თამაშობს,მწვრთნელი იძახებს,ესე იგი სჭირდება და სამშობლოს დაძახილზე,ისიც ბრუნდება.ერთი სიტყვით,ყურს საიდანაც სურთ,იქიდან აბავენ დოქს,მთავარია რომ ვიღაცა უნდა ჩაქოლონ,დაამცირონ,გათელონ,სულიერად მოკლან და სიცოცხლის ხალისი დაუკარგონ.მერე იმათაც აგინებენ,ვისაც ნაკრებში წამოსვლა აღარ სურს.უკვე რამდენი სპორტსმენი ვიცით,ამის გამო,სათამაშო ფორმა და სურვილი რომ დაკარგეს,ზოგმა თამაშიც მიატოვა.ამას ხმამაღლა არავინ ამბობს,მაგრამ რეალურად საკმაოდ ბევრი იქნება ასეთი.მართლაც ძნელია,ძალიან ძნელი,ყველაფერს რომ გასცემ ქვეყნისათვის და ის გინებით გპასუხობს.თურმე ლაშა ტალახაძეც კი არაკაცი და ნაძირალა ყოფილა,საქართველოს პრეზიდენტს,ხელი რომ ჩამოართვა.ესეც იყო,არაფერს ვიგონებ.თავისუფლება და თავაშვებულობა ერთმანეთში გვერევა და ამას მოსდევს,ახალგაზრდებს შორისაც ამდენი სისხლიანი გარჩევა და მსხვერპლი.ორიოდე დღის წინ შენდობის დღე იყო,მთლიანადაც დიდი მარხვის პერიოდია და ძალიან ცუდია,როცა ასეთ დღეებშიც კი,შენდობის ნაცვლად,ერთმანეთს ტალახს ვესვრით.ზოგჯერ მეც წამიცდება ხოლმე ენა და რაღაცა მწარეს ვიტყვი,არავინ ვართ ანგელოზები და უცოდველები,მაგრამ მოდით ვცადოთ და უფრო დავზოგოთ ერთმანეთი.სხვა თუ არაფერი,ხომ ვხედავთ რა ძალა ჰქონია გაერთიანებულ ერს(უკრაინას ვგულისხმობ).რუსეთის სამიზნე ჩვენც ვართ და ღმერთმა დაგვიფაროს,რომ ჩვენც დაგვარტყას,ასე დაქსასულები წინააღმდეგობას,ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავუწევთ.როცა მგელი გამოვარდება,მოჩხუბარი ძაღლები ივიწყებენ მტრობას და ერთად შეებმევიან ხოლმე მტერს.იქნებ ჩვენც გავერთიანდეთ და ყველაფრისათვის წინასწარ მოვემზადოთ?ყველა დარწმუნებულია,რომ ყველაზე მეტად მას უყვარს სამშობლო..იქნებ დავიჯეროთ,რომ სხვასაც შესაძლოა არანაკლებად უყვარდეს?მაშინ ერთად ყოფნა ნამდვილად გაგვიადვილდება.
დათო
ამას არავინ ეუბნება რომ წასვლა ყოველგვარი დაჯარიმების გარეშე შეუძლია? თუ უყვარს რუსეთი თქვას მაშინ და მილანზე და ტოტდნჰემზე ნუღა წერთ სტატიებს...
ზურა
ზიზღი თუ არა საკუთარის, ამხელა უსტარს რა დაგაწერინებდა
!! -ს
ნაციონალობა მაგრად ტეხავს,მორჩა ნაცები არარი დაბრუნდებიან აწი! ესენი კიდევ როგორ საუბრობენ 2008-ში პამპესს ამოცმულები გარბოდნენ..
Gia
ჯუღელს რა ეშველება აწი მე იმას ვნერვიულობ

ბევრჯერ მითქვამს, რომ არ ვიმახურებთ მაღალი დონის სპორტსმენებს და პროფესიონალებს. როგორც ერი ვერ შევდექით და ეს ყველას დამსახურებაა. იმდენად გაბოროტებული და აგრესიულია ქართული საზოგადოება, ყველაზე ჰუმანური რომ ჰგონია თავი ისიც კი... ამ ბიჭის მიმართ ეს გადამეტებული ზიზღი მაინცდამაინც ბოლო დღეებში რამ გამოიწვია ხომ ვერ მეტყვით? მანამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? ან 2008 წლამდე არაფერი დაგვიშავა? ყველა რომ იქ მიდიოდა სპორტით დაწყებული კავეენით დამთავრებული, მიუხედავად 9 აპრილისა, აფხაზეთის ომისა და უამრავი უბედურებისა?! ახლა ის ხალხი ხვიჩას ლანძღავს. სანამ სპეციალურად დაწერილი სტატიები , თავიანთი სათაურებით მიგაბრუნებენ და ვინმეს გაგალანძღინებენ იცოდე, რომ მანამდე იქნები ჩამორჩენილი. კრიტიკა დასაშვებია ყველანაირი, მაგრამ რაც ამ ბიჭის მიმართ ხდება სრული მარაზმია, გაღმერთება-განადგურებასთან ერთად. ყველას ერთნაირად არ და ვერ გადააქვს ბულინგი და ტალახის სროლა, რამე რომ მოუვიდეს სტრესისგან პასუხისმგებელი ვინ იქნებით? კლავიატურას ამოფარებული შეუმდგარი, წარუმატებელი ადამიანები? არცერთმა ჟურნალისტმა არ დაურეკა და არ დაინტერესდა მისი ყოფით, მხოლოდ პოსტებს წერენ მის გასაშავებლად. ყველა ნიჭიერი ადამიანი როგორ უნდა მოკლათ მორალურად თუ ფიზიკურად, რა ხალხი ხართ საერთოდ. ასეთ ხალხში რატომ უნდა მოუნდეს ნიჭიერ ახალგაზრდა ადამიანს რაიმეს შექმნა, ფეხით რომ გათელოთ მერე? რომელმა ნიჭიერმა ადამიანმა გაიხარა ამ ქვეყანაში. ალბათ არ გამოაქვეყნებთ მწარე სიმართლეს :)) ჯუნგლებია მთელი სოც. სივრცე, კომენტარებს რომ ავსქროლავ უკვე ყარს. ჩვეულებრივი ჩაცმული, კლავიატურიანი ველურები.
Sommer
მოკლედ ამ ბიჭის კარიერის დასაწყისს დაემთხვა ყველანაირი უბედურება. 19 ის იყო პანდემია რომ დაიწყო, რამდენიმე თვე არ უთამაშია მაგის გამო, მერე ფორმაში შევიდა და ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ კოვიდი დაემართა. ახლა ომი დაიწყო და ისევ მის კარიერას ემუქრება საფრთხე. ქართველები აქედან უტევენ, იმის მაგივრად, რომ ბიჭს მხარი დაუჭირონ. ყველა ცივილურმა ქვეყანამ თავის სპორტსმენებს მიხედა და აგრძნობინა, რომ დაცულები არიან, ჩვენმა ქვეყანამ რა გააკეთა? ვინმე დაუკავშირდა ამ ბიჭს? შეეკითხა საერთოდ როგორ არის, რას აპირებს და ასე შემდეგ? პლიუს დაბალი IQ ს ადამიანები მიუქსია და მიმართეს უსამართლოდ მთელი სიბინძურე მისკენ. ადეკვატური გულშემატკივარი ალბათ დამეთანხმება, რომ დღეს დიდი არაფერი არ გჭირდება ვინმეს ბრბო მიუსიო საგინებლად. საკმარსია ერთი პროვოკაციული სათაური და ლინკზეც არ გადავლენ ისე აყმუვლდებიან.
Megreli
კვიცი გვარზე ხტის და შენ?
soso
ფეხბურთის თამაშს ცდილობს მაგრამ უკრაინელი და ქართველების დაღვრილ სისხლიან ფულს იღებს ოკუპანტებისგან..სამარცხვინოა..
გაგრელი
კვიცი გვარზე ხტისო - ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა, ხვიჩა - თათრეთის რუბინში ანუ რუსეთში.
ვანჩოპე
მაგარი ღადაობა სიტუაცია გაეჩითა რუბინს. 20 მილიონს კაპეკს რომ არ აკლებდნენ ახლა უფასოდ წამოვა ხვიჩა?. ღმერთმა მასე ქნას. ხვიჩა მთელუ საქართველო შენთანაა და ასევე ყველა ქართველ ფეხბურთელებთან
Herbst
გეთანხმებით, საშინელი კანონია :( ყველაზე მეტად ჩვენ არ გვაწყობს
ფესვები
ალბათ 3 დღეა ერევანში ხარ და გენატრება საქართველო ემიგრანტო
Herbst
არ დაუტოვებია არავის, არასწორი ინფორმაცია გაქვთ. სამწუხაროდ ვერ მიიღო ჯერ ფიფამ ეგ კანონი :((
zura222
ვერ გავიგე ეს რა იდიოტური გადაწყვეტილებაა ?@ თუ სხვა გუნდებთან გააფორმებენ კონტრაქტს ყოფილ გუნდებს რაღატომ უნდა დაუბრუნდნენ ?? რუსების ამბავი რომ ვიცით ხვიჩასაც და სხვებსაც რაღაცას უხიმანდრებენ ან დაამტვრევენ არ რაღაცა უარესს უზამენ @ აქ აგენტები და ფედერაციები უნდა ჩაერიონ ! და იმ იდიოტ ფიფას მიმართონ ან ნორმალურად მისცენ ფეხბურთელებს რუსეთის დატოვების უფლება ან ერთ ადგილს ნუ ათამაშებენ და საერთოდ არაფერი არ შეცვალონ @ და მერე უკვე ისევ ფეხბუთელთა ასოციაცია ჩაერთოს საქმეში და აიძულონ ფიფა წესიერად მოიქცეს და რუსულ ფულზე ნუ ყიდიან სინდისს ნამუსს და ყველაფერს @@
emigranti
ეს იუვენტუსში კი არა გურჯაანის ალაზანში არ აიყვანენ,ყველაფერი დაკარგული აქვს,ფულზე გაყიდული რუსების ხელის ბიჭია..
zaz197
ხვიჩა, შვილო, წამოდი მაგ ჭაობიდან დროზე, მანდ ფეხბურთი მალე ინდონეზიის ჩემპიონატის დონეზე დავა (მაპატიოს ინდონეზიამ). გადაარჩინე შენი კარიერა და გაუფრთხილდი შენს რეპუტაციას. თითქმის ყველა ლეგიონერმა დატოვა რუსეთი, ტიმოშჩუკივით საგინებელი არ გაიხადო თავი, გთხოვ
Herbst
ღმერთმა ქნას ეგ უფლება მიიღოს, მაგრამ როგორც დღეს დაწერეს, ფიფა მხოლოდ ივნისამდე მისცემს კონტრაქტის შეჩერების უფლებას ლეგიონერებს, მერე ისევ რუსული გუნდების საკუთრებაში იქნებიან. ძალიან ცუდი სიტუაციაა და აქედან მაინც ნუ ვაწვებით ამ ბიჭს. მივცეთ მშვიდად გადაწყვეტილების მიღების საშუალება.
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
მცირე პროგრესი იგრძნობა - ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"რუბინთან" მატჩში გაძევებული შელია გაამართლეს
შელიას კარს გროზნოში მატჩისას გველმა შეუტია
გიორგი შელია კვარაცხელიაზე: ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აღმატებული ტონით არ ვსაუბრობ
გიორგი შელია: მირანჩუკი კვარაცხელიაზე არანაკლებ ტექნიკურია - საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ" - შელია ამბობს, რომ მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობა არ მისცეს