საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი, უკრაინაში რუსეთის აგრესიული საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, ოლიმპიური ოჯახის წევრებს და მსოფლიოს ლიდერების მშვიდობის ერთგვარი მოწოდებით მიმართავს და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვას იხსენებს, რაც შემდეგნაირად ჟღერს: "მიეცით მსოფლიოს მშვიდობის შანსი".

"ჩემს დასკვნით სიტყვაში იმედი გამოვთქვი, რომ მსოფლიო ლიდერებისთვის შთაგონების წყარო გახდებოდა ათლეტების მიერ წარმოჩენილი "სოლიდარობის და მშვიდობის მაგალითი". სულ რაღაც ოთხ დღეში ყველა ჩვენი იმედი დაიმსხვრა. საშინელმა კადრებმა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ცნობამ სამყარო შეძრა. მილიონობით უკრაინელი, ძირითადად, ქალები და ბავშვები, იძულებული გახდა სამხედრო მოქმედებებს გაქცეოდა და სხვა ქვეყნებისთვის შეეფარებინა თავი. მსოფლიო საზოგადოებამ შესაშური რეაგირება მოახდინა იმაზე, რასაც ბევრი მსოფლიო ისტორიისთვის გარდამტეხ მომენტად მიიჩნევს."

როგორც თომას ბახი აღნიშნავს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ დაგმო რუსეთის ფედერაციის აგრესია. რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ რეზოლუციას მხოლოდ სამმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. ამავდროულად, მილიონობით ადამიანის სოლიდარობის აქტის და მსოფლიოს მთავრობების მიერ დაწესებული სანქციების მოწმენი გავხდით.

ოლიმპიურმა მოძრაობამ ასევე დაუყოვნებლივ მტკიცედ დაგმო რუსეთის მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ზავის დარღვევა, მოუწოდა რუსეთსა და ბელარუსში დაგეგმილი ყველა სპორტული ღონისძიების გადატანა. ჩვენი ამგვარი ქმედებით ვაჩვენებთ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენს სოლიდარობას.

IOC-ის პრეზიდენტის თქმით, "ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანების და ორგანიზაციების გამოაშკარავებას, რომლებიც ამ ომზე და ოლიმპიური ზავის დარღვევაში არიან პასუხისმგებელნი. ამიტომაც, სპორტული შეჯიბრებები ან ღონისძიებები არ უნდა ჩატარდეს რუსეთის ფედერაციაში ან ბელარუსის რესპუბლიკაში. ჩვენ არ წამოვეგებით იმ იაფფასიან არგუმენტზე, რომ თითქოს ეს იქნებოდა სპორტის პოლიტიზება, რაც ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს."

თომას ბახი იმედოვნებს, რომ ეს გლობალური პრობლემები რაც შეიძლება მალე გადაილახება და აღდგება მშვიდობა.

"სოლიდარობის ნიშნად, გთხოვთ შემომიერთდეთ მოწოდებაში, მუდარაში მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების მიმართ: "მიეცით მშვიდობას შანსი!" - ასე ამთავრებს თავის მიმართვას IOC-ის პრეზიდენტი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
იაპონელებმა 2020 წლის საოლიმპიადო ხარჯები მილიარდი დოლარით შეამცირეს
საქართველო გმირების ქვეყანაა! - ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
პუტინს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული ოქროს ორდენი ჩამოართვეს
არ დაუშვათ რუსები და ბელარუსები - ოლიმპიური კომიტეტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემოსავალი 7,6 მილიარდამდე გაიზარდა
IOC: შეჯიბრებებზე უნდა დაიშვას ყველა სპორტსმენი, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა