ასეთი ეკონომია სამი ცვლილების ხარჯზე გაკეთდა

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიადისთვის მზადებისას მილიარდი დოლარის ეკონომია გააკეთა. ამის შესახებ წერს The Japan Times-ი.

თამაშების ორგანიზატორებმა ხარჯების შემცირებას რამდენიმე შეჯიბრებისთვის ადგილის შეცვლის წყალობით მიაღწიეს. იაპონელებმა სხვა ადგილას გადაიტანეს ნიჩბოსნობის სლალომი. გარდა ამისა, გადაწყვიტეს, კალათბურთისა და ცხენოსნობის ტურნირები უკვე აშენებულ ობიექტებზე ჩაატარონ. ამ სამმა ცვლილებამ იაპონურ მხარეს მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალება მისცა.

გამოცემა აზუსტებს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოიწონა ეს ინიციატივები. თავდაპირველი გათვლებით, ოლიმპიადის ჩატარებისთვის 3.8 მილიარდი დოლარი იყო საჭირო, ახლა კი იაპონიის მთავრობა ამ თანხის 1.7 მილიარდამდე შემცირებას აპირებს.

ტოკიომ 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2013 წლის სექტემბერში მოიპოვა. იაპონიის დედაქალაქში ზაფხულის თამაშები 2020 წლის 24 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
საქართველო გმირების ქვეყანაა! - ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
პუტინს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული ოქროს ორდენი ჩამოართვეს
არ დაუშვათ რუსები და ბელარუსები - ოლიმპიური კომიტეტი
მიეცით მშვიდობას შანსი! ჩვენი იმედი დაიმსხვრა... - ოლიმპიური კომიტეტის მიმართვა
Sunday Times: შესაძლოა, რუსი სპორტსმენები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემოსავალი 7,6 მილიარდამდე გაიზარდა
IOC: შეჯიბრებებზე უნდა დაიშვას ყველა სპორტსმენი, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა