კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური დასრულდა. "გაგრამ" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა "იბერია 1999"-ს და თან ოთხივე პირველ ტაიმში; ქუთაისის "ტორპედომ" წყალტუბოს "სამგურალს" სტუმრად აჯობა და მეორე ადგილზე გადავიდა, "თელავისა" და "სამტრედიას" დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.

სამგურალი 1:3 ტორპედო

ქუთაისელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს და ორი თვეა, რაც არ წაუგიათ - 12 შეხვედრა. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი უკვე მეორე ადგილზეა, თუმცა ლიდერ "დილას" 6 ქულით ჩამორჩება. "სამგურალი" კი მეცხრეზეა.

იმერულ დერბიში ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა, როცა დავით გიგაურმა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით გაგზავნა კარში. ამას მოჰყვა ნორვეგიელი ბიორნ იონსენის ახლოდან გატანილი - 0:2. იონსენი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბომბარდირთა სიას ლიდერობს, 10 გოლი აქვს.

"სამგურალმა" სხვაობა შეამცირა: არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი და გიორგი ფანცულაიამ შეამცირა სხვაობა.

თუმცა ბოლოს გიორგი არაბიძის კარგ პასს მოჰყვა სერბი ნიკოლა ნინკოვიჩის ძლიერი დარტყმა და 1:3.

თელავი 0:0 სამტრედია

თელავში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. მომენტები იყო, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გუნდებს კარგად თამაში არ გამოსდიოდათ.

"თელავი" მერვე ადგილზეა, თუმცა მეხუთეადგილოსან ფოთელებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ანუ ცხრილში სიმჭიდროვეა.

აი, "სამტრედია" კი აუტსაიდერია. გუნდს ერთადერთი გამარჯვება აქვს (სამგურალთან 2:0).

გაგრა 4:0 საბურთალო

"გაგრამ" 4:0 სძლია "იბერია 1999"-ს. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა...

ლევენ გეგეჭკორის ჩაწოდებებს მოჰყვა ჯერ გიორგი ხარებაშვილის, მერე კი თორნიკე ჯანგიძის ზუსტი თავურები. მე-14 წუთზე გაგრელები უკვე ჰანდიკაპით იგებდნენ. მერე მათე ვაწაძემ რთული პოზიციიდან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და ანგარიში 3:0 გახდა, ხოლო შესვენების წინ ისევ ხარებაშვილმა გაიტანა - გიორგი ლომთაძის პასი გამოიყენა, მცველს გასცდა, მეკარესაც და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.

"გაგრა" მეექვსე ადგილზეა, "იბერია 1999"-მა კი ბოლო 6 მატჩიდან 4 წააგო, ბოლო 4 შეხვედრაში 12 გოლი გაუშვა... გუნდი მესამე ადგილზეა.

erovnuliliga.ge

დოგი ს
გახდება გახდება. ძლიერდება კიდე რამდენიმე ტრანსფერი არის დაანონსებული.
ქუთაისელი
პირველი წრის (სინამდვილეში მეოთხედის) შემდეგ, ერთადერთი გუნდი, რომელიც ევროპისათვის რაღაცას გავდა იბერია (საბურთალო) იყო. ახლა ტორპედო რაღაცას დაემგვანა თუმცა ის აგრესიული წნეხი იბერიას, რომ ჰქონდა თავიდან არ ჩანს. გუშეინდელი იბერიას თამაში არ ვიცი რას გავდა, იმედია ეს ჩავარდნა დროებითია. ერთი თვეც და ევროთასებზე გასვლა გვიწევს და ჩვენი ოთხეულიდან სასურველ ფორმაში არცერთი არაა. ახლა გორი გჯობიათ ყველას მაგრამ თასსზე არ გამოდის. რათქმა უნდა ჩემპიონობა და თასი ქუთაისში გვინდა, მაგრამ ევროთასებზე საქართველოს გუნდები თამაშობენ და მინდა თავი არცერთმა არ მოგვჭრას. ევროთასების ნახევარფინალი ქართული იყოსთქო რომ ვისურვო (ოცნებას კაცი არ მოუკლავს) ალბათ მაგარა სიზმარს უნდა ვხედავდე, მაგრამ ოღონდ რომელიმემ ჯგუფში შეაღწიეთ და თუ მეწყინოს თავი მომჭერით :)
სსს
გამოსაფხიზლებლად შესაძლოა საჭიროც იყოს
სსს
არსად წამსვლელი არაბიძე არაა და წამყვანიც არავინაა. თუ ვინმეს მისი თამაში არ უნახავს და სხვისი რჩევით წაიყვანს თორემ ისე ვის რად უნდა ფეხბურთელი რომელიც ბურთს რომ დაკარგავს მერე მინდორზე კოტრიალებს და ისვენებს. დღეს მთელი გუნდით უტევენ და მთელი გუნდით იცავენ.
იფფფ
პატარა გორი დიდია..წელს ჩემპიონივით თამაშობს!!! თბილისის დინამო-ფარერები 1:6
გიორგი
თქვენი არ ვიცი და მე როგორც დინამო თბილისის გულშემატკივარს, უზომოდ მიხარია ჩვენი მე7 ადგილი. იქნებ საერთოდ გავარდეს დინამო და ის პიტალო მფლობელიც მიჰყვეს. დედა უტირა გუნდს.
დოგი
ესეთი დაუბალანსებელი შემადგენლობით ჩემპიონი ვერ გახდება ტორპედო, 13 ფეხბურთელი ყავს რეალურად. ერთი ფეხბურთელიც რო აკლდებათ მაშინვე ეტყობა გუნდს, იონსენმა რო ტრამვა მიიღოს გუნდს მეორე თავდამსხმელი არ ყავს, თან დიდი ალბათობით არაბიძეც წავა და არაბიძე კია ნახევარი გუნდი.
zzz
ღმერთო დაიფარე ყველა ქართული გუნდი ევრო თასებზე, ტორპედოდან დაწყებული იმ უბედურ ბათუმის დინამომდე დამთავრებული. არცერთმა ფეხბურთის თამაში არ იცის. არ დაიწყოთ ეხლა ტორპედოს ლეგიონერებიო და თავის მოტყუება, ეგენი რო კაი ფეხბურთელები ყოფილიყვნენ აქ კი არ ჩამოვიდოდნენ.
რაბუ
მიდი ტორო გორიც უნდა ჩამოვიტოვოთ და ჩემპიონები გავხდეთ. პატივისცემა გორს ჩემგან მაგრამ წელს თასი ქუთაისში გვინდა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
[VIDEO] პოკერი და თან რა გოლებით! - გენიალური მესის მორიგი გაბრწყინება MLS-ში
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 ტორპედო. ზედიზედ მესამე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 სპაერი. რომ არა ცვლილებები...
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედო" უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა სტიუარდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-1 გაგრა. შეწყვეტილი სერიები
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 5-3 სამგურალი. ქეცბაია იწყებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 ტორპედო. ზღაპარში გადარჩენილი ქულა...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი