ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე. მსოფლიო ჩემპიონების ტიტული, პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ქართველმა წყვილმა კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ მოიპოვა.ისინი პირველი ქართველი წყვილია ჩემპიონის ამ მაღალი სტატუსის მატარებელი.

2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საუკეთესო ათეულის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მე-4 ადგილის მოპოვების შემდეგ ეს ბოლო საერთაშორისო სტარტი 2021-2022 წლების სპორტული სეზონის წარმატებული ლოგიკური დასასრულია. ვულოცავთ საფინა- ბერულავას წყვილს, მათ მწვრთნელებს, ქართველ გულშემატკივრებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მთელი სეზონის მანძილზე ერთგულად გულშემატკივრობდნენ საქართველოს გუნდს.

ტალინის ყინულის მოედანი ნამდვილად რომ შედეგიანი აღმოჩნდა ქართველი სპორტსმენებისათვის, 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის მარია კაზაკოვა და გიორგი რევიას წყვილიც , სწორედ ამ დარბაზში, პირველად ისტორიაში, გახდა ვერცხლის მედლის მფლობელები სპორტულ ცეკვებში და რაოდენ საამაყოა, რომ ორი წლის შემდეგ ქართული დროშა გამარჯვების ნიშნად კვლავაც აფრიალდა , მხოლოდ ამჯერად ქართული ჰიმნის ქვეშ. წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს მომავალი სეზონის სტარტებზე.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

Rima
Isini rusetshi, rus mwvrtneltan varjishoben. Sakartvelos pederaciidan ki xelshewyoba akvt.
giorgi janikashvili
თუ გაიხსენებთ რამდენი ყისულის დარბაზი აშენდა 2004 წლის შემდეგ-ბათუმში,ზუგდიდში ,თბილისში რა 2013 დან მოსდგნენ და გაანადგურეს ყველა და სპორტის ეს სხეობა ბავშვებს წაართვეს-კარგ ხასიათზე არ უნდა ვიყოთ.ამჟამად საქართველოს ნაკრების ყველა წევრი საზღვარგარეთ ემზადება.რატომ? კარგად მახსოვს ელენე გედევანიშვილი როგორ ემზადობოდა ბათუმში.მადლობა ღმერთს ერთეულმა ენთუზიასტებმა ფარხმალი არ დაყარეს და წინ მიიწევენ.დიდი მადლიობა მათ ამ ეროვნულ საქმეში შეტანილი წვლილისთვის.ჩვენ ჩემპიონებს კი მილიონი ბ რ ა ვ ო ¡ ვულოცავ და ვამაყობ მათი ბრწყინვალე წარმატებით.
ამაშია საქმე
ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის.ეროვნებით ქართველი ლუკა ბერულავა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ფიგურულ სრიალში.ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ნიჭიერი ერი ვართ.ასევე ულოცავ მის მეწყვილეს კარინა საფინას და ტრენერს.
G.LA
წარმოუდგენლად დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისათვის. რა პირობები აქვთ, სად და როგორ ვარჯიშობენ? პირველ რიგში ეს კითხვა დამებადა. ბრავო. წარმატებას გისურვებთ.
simartle
ამათ საციგურაო კომპლექსი თუ აუშენე მერე ნახე:) სულ კომპლექსის აშენებაზეა ლაპარაკი რა გახდა ამისთანა? 70-იან წლებიდან ეგ მესმის. ყოჩაღ ძალიიან, გამეხარდა და იმედია ბიძინეი ანდ ვინმე ფულიანი ააშენებს რომ იქნებ ჰოკეიც განვითარდეს. გილოცავთ ამხელა მიღწევას
ნიკა
ბრავო
სოსო
კიდევ რა უნდა გააკეთონ,რომ საქართველოში სტანდარტული ზომის საციგურაო დარბაზი აშენდეს?სულ ცოტა ორია აუცილებელი,მაგრამ რაკი ბათუმში გასაბერი დარბაზი ავად თუ კარგად ფუნქციონირებს,პირველ რიგში თბილისში უნდა აშენდეს და მალევე,დასავ₾ეთ საქართველოშიც მიჰყვეს,მეორე დარბაზი.ძალიან ბევრი ფინანსები იხარჯება უცხოეთში სპორტსმენთა მოსამზადებლად და დარბაზების აშენებით,ხარჯების ეფექტიანობა,გაცილებით მოიმატებს.ზუსტად ასევეა აუზების საკითხშიც.აქაც აუცილებელიასულ ცოტა აორი სტანდარტული ზომის აუზის მშენებლობა.ერთი დასავლეთ საქართველოში და მეორე,აღმოსავლეთში(სავარაუდოდ თბილისში).ასევე შესაძლებელია ზღვისპირეთში ღია აუზების მშენებლობაც,სანაპიროს სიახლოვეს,სადაც შესაძლებელი იქნება,აუზების ზღვის წყლით შევსება და წლის თბილ მონაკვეთში მისი გამოყენება მასიური,ასევე გამაჯანსაღებელი სპორტისათვის.ესეც ხელს შეუწყობს ადამიანების გაჯანსაღებას და ტალანტების გამოვლენას,უმცირესი დანახარჯებით.თუ კი ყოფილი იუგოსლავიის თითქმის ყველა ქალაქს აქვს აუზი,ზღვის ნაპირზე მაინც ხომ შეგვიძლია ამის გაკეთება?წყალი ხომ ყველაზე კარგი გამაჯანსაღებელი ფაქტორია და ტურისტებისთვისაც გაზრდის ადგილის მიმზიდველობას.
მამუკა
ძალიან მაგრები ხართ! გილოცავთ! ვეთანხმები იმ აზრს რომ საქართველოში ყინულის სპორტისთვის უნდა იყოს ინფრასტრუქტურა. მოციგურავეებისთვის და ჰოკეისტებისთვის საჭირო არის ყინულის საფარის ტექნოლოგიების დანერგვა უკვე არსებულ ან მშენებარე სპორტულ დარბაზებში.
Guja Kakhadze
გილოცავთ და მომავალში უამრავ წარმატებას გისურვებთ!
ჟორა გაბრიჭიძე
ვულოცავ წყვილს და მთელ საქართველოს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. ჩვენი ფიგურისტები იმსახურებენ ყინულის სასახლეს. ამის შესახებ მე მივმართე მინისტრს ქალბათონ თ. წულუკიანს, რომ საზღვარგარეთ მოციგურავეთათვის საწვრთნელი პირობები ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ კარგი იქნება თუ სოფელში აშენებულ ათიათასიან უფუნქციო საკონცერტო დარბაზს, ყინულის სასახლედ გადააკეთებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტის ამ ბალასტს დანგრევა არ აცდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?
ILIA
გენაცვალეთ!!!
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს
[VIDEOS] შეფილდში ქართული ჰიმნი აჟღერდა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია!
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] ევრო 2026. ცხოვრებაძის 11 გოლი და არსენაშვილის ტრავმა - საქართველოს ნაკრები შვედეთთან დამარცხდა
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
ესპანეთის თასის 1/4-ფინალი - "ალბასეტე" "ბარსელონასაც" გამოაგდებს?
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს
COPE: "რეალის" ფეხბურთელები ფანების ქმედებით იმედგაცრუებულები არიან
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
საქართველო მედალთან ძალიან ახლოს - საფინასა და ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა [VIDEO]
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ქართული წყვილი პირველ ადგილზე - საფინასა და ბერულავას წარმატებები გრძელდება [VIDEO]
ქართული წყვილის ტრიუმფი ჩინეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილის მორიგი გამარჯვება
მეტელკინამ და ბერულავამ ოლიმპიადის ლიცენცია მოიპოვეს
[VIDEO] ისტორიული გამარჯვება - მეტელკინა და ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
სპორტული ცეკვები - ქართული წყვილი ფინალურ ეტაპზე [VIDEO]
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
ოლიმპიურმა კომიტეტმა საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა