თბილისს სტუმრობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 15-კაციანი დელეგაცია, რომელსაც FIBA ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი ხელმძღვანელობს.

FIBA-ს წარმომადგენლებმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, სოსო გიორგაძესა და იოსებ ბაღათურიასთან, ასევე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვიქტორ სანიკიძესა და ფედერაციის გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან ერთად დაათვალიერეს ევრობასკეტისათვის აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

კამილ ნოვაკმა დადებითი შეფასება მისცა მიმდინარე სამუშაოებს და აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ დიდი პროგრესი სახეზეა.

„დავიწყებ იმით, რომ ბოლოს აქ ვიყავი 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ნანახი პროგრესით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არენის ნებისმიერი კონსტრუქცია არის დიდი საქმე, ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ გავდივართ პოსტპანდემიურ პერიოდს, რომელიც ნამდვილად უნიკალურია ისტორიაში. დიდია მისი როგორც ეკონომიკური, ისე ზოგადი გავლენები და როდესაც ვხედავ, რომ ასეთ გარემოებებშიც კი ასეთ პროგრესი მიიღწევა, ნამდვილად მოხარული ვარ. მე მხოლოდ შემიძლია მივულოცო, როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე კალათბურთის ფედერაციას და ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტს, რომ უდიდესი ძალისხმევაა ჩადებული და აშენებული არენა არის დიდი საქმე. თუ გადავხედავთ ბოლო ორ წელიწადს, მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა. ვიმედოვნებ, რომ უკვე ძალიან მალე იქნება ბოლო ფაზა და ივლისის დასაწყისში დაგეგმილი ესპანეთთან კალათბურთის საკვალიფიკაციო თამაში იქნება ამ შესაძლებლობის დიდი ზეიმი, რადგან, როგორც ვიცი, ეს სასახლე იქნება სხვა ღონისძიებებისთვისაც გამოყენებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ“, - აღნიშნა კამილ ნოვაკმა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ, განაცხადა, რომ ახალშექმნილმა სამინისტრომ ერთი წლის წინ მოცემული სპორტული სასახლის სახით საკმაოდ მძიმე ვალდებულება გადმოიბარა, მაგრამ დღეს პროგრესი სახეზეა და ამას მოწმობს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული დადებითი შეფასებები.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ კი ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე დასრულდება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისათვის ყველაფერი მზად იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის პროცესში. მიმდინარე წლის 26 იანვარს მინისტრმა თეა წულუკიანმა მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, რის შემდეგაც, მინისტრის დავალებით, მშენებლობის პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კვირაში ერთხელ იმართებოდა შემაჯამებელი შეხვედრები მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიას ხელმძღვანელობით, მიმდინარეობდა ყოველკვირეული მონიტორინგი, რომლის შედეგად მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშები კვირაში ერთხელ იგზავნებოდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

კორნელი თუ გრიშა კაკაჩია?
ნეტა მარტო დუდუკზე უკრავდნენ :))))))))))))
Ტტტ
რა ნაცები და რა ქოცები? 2006 წლის მერე საქართველოდან წამოსული ვარ, დავიღალე, ჩემს სახლში მინდა და ვერ დავბრუნებულვარ. 400-500 ლარიანი ხელფასით როგორ ვიცხოვრო, ოჯახი როგორ ვარჩინო? საქართველოდან ყვრლა გაქცევაზეა, რამოდენიმე წელიწადში ქართველი აღარ დარჩება საქართველოში. იმეზობლე მერე თურქებთან, რუსებთან არაბებთან ვიღაც ურჯულოებთან! გაჩუმდი რა შენი ჭირიმე ამ მთავრობას ნუ მიქებ, შრნ შიძლრბა ერთი ადგილი თბილად გქონდეს მაგრამ მოსახლეობის 95 პროცენტი ძალიან გაჭირვებულია. გავიგე რომ წინა მთავრობა არ ვარგოდა მაგრამ ეს მთავრობა რომ უარესია ესეც სახეზეა. რა ლოგიკით აზროვნებ ვერ ვხვდები. როსები გორში ავტობანამდე არიან მოსული თვიანთი მავთულხლართებით და გაიძახით რუსები და პიტინი კარგიაო, არ ვიცი არა, ვერ ვიგებ თქვენს აზროვნებას.პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული 0.გირჩევ სანიკიძის უქარქაშო ხმლები წაიკითხო და გაიგო როგორ მოხვედი დღევნდელ დღემდე და როგორ უნდა ამაყობდე რომ ქართველი ხარ.აღარ მოგწყინდათ ეს ორად გაყოფილი ქვეყანა? არ დაიღალეთ? რა უბედურებაა ეს ჩვენია თქვენია ძახილით. ბათუმში თურქეთის დროშა და თბილისში რუსეთის დროშა რომ აფტიალდება ასდ გგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება მერე? 20 მანეთი გადაფრინდები პახმელიაზე სოჩაში და კაი რუსის დევჩონკასთნ ერთად პახმელიაზე გამოხვალ? ეს მოლოდინი გაქვთ უმრავლესობას მაგრამ ძალიან ცდებით. სანამ რაიმეს იტყვი ცოტა დაფიქრდი მეგობარო
მოქალაქე
პირველად რომ დაანონსეს ის უნდა აეშენებიათ ....ის უფრო მაგარი იყო...ეს სამარცხვინო დარბაზია
ivan
რავიცი, ერთი წლის წინ ლამის ანათემას გადაეცით მთავრობა იმის გამო რომ უცხოელებმა დაგვტუქსეს და ეჭვი შეიტანეს ჩვენების პროფესიონალიზმში. როდემდე უნდა წაიყაროთ თავზე ნაცარი ჟურნალისტებო და როდემდე უნდა უკრათ ნაცების დუდუკი?
odala
ხარისხით ძველი აშენებული რომ ჯობია და ხშირად იმ ძველის შერემონტება უკეთესი ვარიანტია, რად უნდა მაგას ლაპარაკი. გინდა ხრუშჩოვკა ეძახე და გინდა ანდროპოვის ყურები. უკეთესი რა ააშენეს? ბილტმორი თუ შუშის ხიდი?
odala
წულუკიანი არის საქმის შემსრულებელი პროფესიონალი. არა და საერთოდ არ მევასებოდა თავიდან, ჯერ კიდევ თავისუფალ დემოკრატებში როცა იყო. მაგრამ დაინახა ივანიშვილმა მასში პოტენციალი, შანსი მისცა და მგონი მხოლოდ დადებითად აისახა ეს ქვეყანაზე.
გურულო
100% ხარ, ახალი კორპუსებიც არ უნდა ვაშენოთ,ხრუშოვკები ვარემონტოთ და ვარემონტოთ:))
gio
საცობები იქნებოდა მანდ პრობლემა
zuba
საერთოდ რომ არ აშენებულიყო და ძველი გაერემონტებინათ ამ ფასად (100 000 000)უკეთესი იქნებოდა,ამასაც იმის ბედი ელის.
tngh
ჩემის აზრით, უკეთესი იქნებოდა ეს სპორტის სასახლე "გლდანში" აშენებულიყო...
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
ოფიციალურად - მიქაუტაძის "ლიონი" ლიგა 2-ში დააქვეითეს
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
დონარუმა: უნდა დავამარცხოთ - მესის ისედაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
[VIDEO] კვარაცხელიას თანაგუნდელები აშშ-ში ქუჩაში სეირნობისას უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
ვანდა ნარამ ახალ ფეხბურთელთან ურთიერთობის შესახებ გვაუწყა
მამარდაშვილის "ლივერპული" კიდევ უფრო ძლიერდება - კერკეზი კარიერას "ენფილდზე" გააგრძელებს
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სიეტლთან" მატჩში?
კვარაცხელია VS მესი - საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ მაიამის "ინტერს" დაუპირისპირდება
[VIDEO] ხვიჩას კურიოზული გოლი - პსჟ-მ "სიეტლ საუნდერსს" მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
თბილისში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს
თბილისი ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგას უმასპინძლებს
თბილისის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა
ახალი სპორტის სასახლე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა
2016 წლის თბილისის ძიუდოს გრან-პრის შესაძლოა ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლოს