პირველი ქართული სამოყვარულო კლუბი "დევები" 21 მაისს თურქეთის პირველ და უძველეს კლუბს, Istanbul Otomans ("სტამბოლელ ოსმალებს") "რაგბი პლატოზე" მიიღებს.

ნაღდი, სამოყვარულო რაგბი

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაარსებული რაგბი 1,5 საუკუნის განმავლობაში სამოყვარულო თამაში იყო. ნაკრებები, კლუბები თუ სპეციალურად ტურნესთვის შეკრებილი გუნდები ერთმანეთთან ჩადიოდნენ, სამივე ტაიმს თამაშობდნენ, რაგბის ფასეულობებსა და ღირებულებებს ავრცელებდნენ და სარაგბო ზეიმებს მართავდნენ. სამოყვარულო ერაში სამი მსოფლიო თასიც ჩატარდა, 1995 წლიდან კი სპორტის ამ სახეობამ პროფესიონალურის სტატუსი მიიღო, თუმცა სამოყვარულო რაგბიმ თავისი ნიშა შეინარჩუნა.

გაპროფესიონალებამდე თუ მას შემდეგ დაარსებული სამოყვარულო კლუბები ტრადიციას ახლაც აგრძელებენ, ერთმანეთს სტუმრობენ, ტურნირებს მართავენ და სიამოვნებასთან ერთად რაგბის პოპულარიზაციასაც ეწევიან.

სწორედ ასეთი სამოყვარულო გუნდებია "დევები" და "სტამბოლის ოტომანსი", რომლებიც 21 მაისს "რაგბი პლატოზე" ვეტერანთა შემადგენლობებით შეიბმებიან.

დევები და სტუმრები

"დევები" პირველი ქართული სამოყვარულო კლუბია, რომელიც 2005 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ შინ თუ გარეთ არაერთ უცხოურ ვეტერანთა და სამოყვარულო გუნდთან უთამაშია.

მეტოქე, "სტამბოლის ოტომანსი", 1999 წელს სტამბოლში მცხოვრებმა ფრანგმა და ბრიტანელმა რაგბის მოყვარულებმა დააარსეს და 2006 წლამდე თურქეთში ერთადერთი რაგბის კლუბი იყო. "დევების" მსგავსად, "ოტომანსიც" სარაგბო ზეიმების მუდმივი მონაწილეა, არაერთხელ უთამაშია საერთაშორისო ტურნირებში და ამჯერად ეს ზეიმი 21 მაისს, 15 საათზე, "რაგბი პლატოზე" გაიმართება. გუნდში, თურქების გარდა, ფრანგი, ბრიტანელი და ახალზელანდიელი მორაგბეებიც ირიცხებიან.

რეგიონალური ჰაბი

საქართველო, როგორც წამყვანი სარაგბო ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, ამავდროულად რეგიონალური ჰაბიცაა და მუდმივად ზრუნავს მეზობელ ქვეყნებში რაგბის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. მათ შორისაა თურქეთიც, სადაც ქართველ სპეციალისტებს არაერთხელ ჩაუტარებიათ მწვრთნელთა გადამზადების სემინარები.

თურქეთის რაგბის კავშირის დელეგაცია 17 აპრილს "ავჭალაზე" რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრასაც დაესწრო, რომელშიც "შავმა ლომმა" ესპანური "იბერიანსი" 43:40 დაამარცხა.

საქართველოს რაგბის კავშირი განაგრძობს მეზობელ ქვეყნებში რაგბის განვითარებას და "სტამბოლელი ოსმალების" "დევებთან" სათამაშოდ მოწვევა სწორედ ამ ინიციატივის ნაწილია.

rugby.ge

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა