საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ფინალისტს სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს. ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილი “ქუთაისი” ბუბა ბერიშვილის “ბათუმს” დაუპირისპირდება. ამ გუნდებმა სერიის ორ-ორი, საშინაო მატჩები მოიგეს და საქმე ერთ შეხვედრამდე მივიდა, რომლის გამარჯვებულიც ფინალში გუშინ გასულ “ოლიმპს” შეუერთდება.

რეგიონული სერიის მე-4 მატჩი ვერ გამოდგა ისეთი საინტერესო და დაძაბული, როგორც მისი წინამორბედები. შეგახსენებთ, რომ სერიის პირველ და მეორე მატჩებში, რომლებსაც ქუთაისმა უმასპინძლა, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო. პირველ მატჩში სულაც ორჯერ დაინიშნა დამატებითი 5-წუთეული. ორივე შეხვედრა მასპინძელი ქუთაისელების გამარჯვებით დასრულდა და სერიამ ბათუმში გადაინაცვლა, სადაც უკვე ზღვისპირელებმა მოიგეს 2 შეხვედრა და სერია გაათანაბრეს. პირველი ბათუმური მატჩი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში – 79:77 დასრულდა, დღევანდელ შეხვედრაში კი მასპინძლებმა საკმაოდ დამაჯერებლად – 78:68 სძლიეს ქუთაისელებს.

შეხვედრის განმავლობაში ბათუმელებს პრობლემები არ შექმნიათ. თუკი პირველ ნახევარში მასპინძლები მცირედით – 4-8 ქულით იგებდნენ, მეორე ტაიმში ხელჩასაჭიდ ლიდერობას მიაღწიეს. ბერიშვილის გუნდის უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და ერთ ეპიზოდში 17-საც მიაღწია. ბოლო პერიოდის წინ ქუთაისელებს წარმატების შანსი შერჩენოდათ, რადგან 12 ქულას აგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა გამართული ტაქტიკისა და სიზუსტის წყალობით ქუთაისელებს წარმატების შანსი აღარ მისცეს და საბოლოოდ სასურველ შედეგს მიაღწიეს.

გამარჯვებულთაგან 21 ქულითა და 6 პასით საუკეთესო იყო კაილი რიდლი. 14 მოხსნა, 6 ქულა და 4 დაფარება ბექა ბექაურმა მიითვალა, 14 ქულა სპენსერ კოლინსის ანგარიშზეა. ქუთაისელთაგან 16 ქულითა და 8 მოხსნით გიორგი კორსანტია გამოირჩა. 12 ქულა სტივენ ფლეჯერმა მოაგროვა, ხოლო 10 ქულა ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე დაგროვდა.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
თსუ-მ “ტიტებს” სერია 3:1 მოუგო და ნახევარფინალში “ოლიმპს” შეუწყვილდა