თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ნახევარფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა. ლექსო ლაფანაშვილის, ნუგზარ ჭეიშვილისა და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი 2 მარცხის შემდეგ საკუთარი თამაში იპოვა და მეტოქე “ოლიმპს” ისე სძლია, შანსი არ მიუცია.

საბოლოოდ მატჩი თსუ-ს 21-ქულიანი გამარჯვებით – 75:54 დასრულდა. ასე მცირე ქულები ოლიმპელებს მიმდინარე სეზონში არ მიუთვლიათ, რაც უნივერსიტეტელთა დიდებულ დაცვით თამაშზე მიუთითებს. თსუ თავიდანვე მოტივირებული და მაქსიმალურად მობილიზებული გამოვიდა მოედანზე და სადებიუტო ლიდერობა პერიოდის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა – 18:11.

მეორე ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა, თუმცა "ოლიმპის" შეცდომებით თსუ იმდენად კარგად ვერ სარგებლობდა და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 40:31. მესამე პერიოდი გარდამტეხი გამოდგა. აღნიშნულ ათწუთეულში "ოლიმპმა" მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო თსუ-ს საპასუხო 14-ისა და ყველაფერი ნათელი შეიქნა: თსუ-ს 21-ქულიანი ლიდერობა ჰქონდა, რაც თამაშის მიმდინარეობის გათვალისწინებით, გასამარჯვებლად საკმარის ჰანდიკაპს წარმოადგენდა და საბოლოოდ შეხვედრა ისე ჩამთავრდა, დავით როგავას გუნდს შანსი არ მისცემია.

თსუ-ს ლოველ ქაბილმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. 13 ქულა და 10 მოხსნა პაპ დიოპმა მიითვალა, ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. "ოლიმპში" 17 ქულა ჰქონდა იმორას ეიჯის, 13 ქულას დასჯერდა კახაბერ ჯინჭარაძე.

ნახევარფინალურ სერიაში ოლიმპელები 2:1 იგებენ და ფინალში გასასვლელად 1 მოგება აკლიათ, თსუ-ს კი ამის გასაკეთებლად მიჯრით 2 გამარჯვება სჭირდება. სერიის მომდევნო მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 17 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

GBF

კუ კობსონი
sadga sheamcira olimpma gadatela
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს
თსუ-მ “ტიტებს” სერია 3:1 მოუგო და ნახევარფინალში “ოლიმპს” შეუწყვილდა