საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” სუპერლიგის ფინალში გავიდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში “ბათუმი” 103:82 დაამარცხა და ჩემპიონობის მოპოვებას “ოლიმპთან” დაპირისპირებაში ეცდება. თავის მხრივ, “ოლიმპი” დასვენებული ხვდება ქუთაისელებთან ფინალურ სერიას, რადგან დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა თსუ-ს ძლევას სერიის 4 მატჩი დააჭირვა და 3 დღეა, ძალების აღდგენას ცდილობს.

ქუთაისელები ბოლოს ფინალში 3 წლის წინ იყვნენ, როცა “დელტასთან” დამარცხდნენ, ხოლო ერთადერთი ტიტული 2015 წელს აქვთ მოპოვებული. იმერულ კლუბს ფინალში გასასვლელად დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ნახევარფინალური სერია მე-5 მატჩამდე მივიდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა აჭარულმა კლუბმა ქუთაისში 2 მარცხის შემდეგ შეძლეს 2 საშინაო მატჩის მოგება და ქუთაისში ბათუმელი ქომაგების ამალით, საბრძოლველად ჩავიდნენ.

სტუმრები პირველ ნახევარში კარგად გამოიყურებოდნენ და მთელი 20 წუთის განმავლობაში წინ იყვნენ. თუმცა მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. ქუთაისელებმა გამართული ტაქტიკისა და მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით მეორე ტაიმში პირწმინდად აჯობეს ბათუმელებს. დიდი შესვენებისთვის აჭარული გუნდი 3 ქულით იგებდა, თუმცა მე-3 პერიოდში მასპინძლებმა 31:21 იმარჯვეს, რითაც სტუმრები გატეხეს და ბოლო ათწუთეულში, როცა მასპინძელთა ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია, შეხვედრის ბედიც გაირკვა.

გიორგი კორსანტიამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, რომელმაც 31 წუთში 29 ქულა მოაგროვა. 22 ქულა სტივენ ფლეჯერმა, ხოლო 17 – ჯარვის რეიმ მიითვალა. ბათუმში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 20 ქულა კაილი რიდლიმ მიითვალა, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

ფინალური სერია სტარტს 24 მაისს აიღებს. ქუთაისელებს “ოლიმპთან” მოედნის უპირატესობა ექნებათ, რადგან კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს
თსუ-მ “ტიტებს” სერია 3:1 მოუგო და ნახევარფინალში “ოლიმპს” შეუწყვილდა