ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

თაღლითური ფსონების გამო ზუგდიდის "დინამო" და "შევარდენი 1906" ლიგა 2-დან მოკვეთეს

თაღლითური ფსონების გამო ზუგდიდის "დინამო" და "შევარდენი 1906" ლიგა 2-დან მოკვეთეს

2022 წლის 21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს უეფას სპორტული სამართლიანობის განყოფილების ანგარიში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბების ზუგდიდის „დინამოსა“ და საფეხბურთო კლუბ თბილისის „შევარდენი 1906“-ის ცალკეული მატჩების შედეგებზე თაღლითური ფსონებით ზეგავლენის შესახებ.

სადისციპლინო კომიტეტი უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის მიერ თფა-ს ანგარიშის მიხედვით შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩებში საეჭვო ეპიზოდების ვიდეო ჩანაწერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და 55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა კლუბ ზუგდიდის „დინამოსა“ და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება:

ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;

ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ დაჯარიმდა ფულადი ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით;

ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს, ნიკა აფხაზავას, ნიკოლოზ ბერიშვილს და ავთო ენდელაძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუას და როინ ჩხაიძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით - სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში;

ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: ნიკა აფხაზავას - 5 000 ლარი; ნიკოლოზ ბერიშვილსა და ავთო ენდელაძეს - 3 500 ლარი; სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუასა და როინ ჩხაიძეს - 2 000 ლარი.

სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და 55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა კლუბ ს.კ თბილისის „შევარდენი 1906“-სა და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა იქნეს ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;

ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით;

ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს, ნიკოლოზ ჯიშკარიანს, გიორგი ნადირაძეს, ილია რეხვიაშვილს, დმიტრო ზოზულიას და ოლექსანდრ ვეჩტომოვს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო ნიკა ქორიძეს და იგორ კირიენკოს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით - სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში);

ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: დმიტრო ზოზულიას, ოლექსანდრ ვეჩტომოვს, ილია რეხვიაშვილს, ნიკოლოზ, ჯიშკარიანსა და გიორგი ნადირაძეს - 3 500 ლარი; ნიკა ქორიძესა და იგორ კირიენკოს 2 000 ლარი.

სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების მომენტიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. კომიტეტის გადაწყვეტილების მოქმედება ჩერდება მხოლოდ ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ზემოაღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების არგასაჩივრების შემთხვევაში იგი უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ.

erovnuliliga.ge

• ქომაგი

მართალი ბრძანდებით ფლორიანასთან კი არა მალტურ სლიმა უონდერერზთსნ იმაიმუნა. https://youtu.be/kw7Ea2mChSs https://www.transfermarkt.com/fc-zestafoni_sliema-wanderers/index/spielbericht/3196319

• Vai chvens dges!

მარგვეთს მალტურ ფლორიანასთან არასდროს უასპარეზია :)

• ნიკ

მსუბუქი სასჯელია,ფაქტიურად აქეზებენ ფეხბურთელებს,ალბათ კომისიასაც ასე აწყობს,უეფასაც და ტოტალიზატორსაც,რათა მანიპულაციები აწარმოონ,პერიოდულად ხალხის საჩვენებლად ვიღაცეებს დასჯიან 1 წლით და ყველა კმაყოფილია. ჩემი აზრით ასეთ ფეხბურთელებს სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მისცენ, თუ მართლა უნდათ მდგომარეობის გამოსწორება

• zurabi

მე გუშინდელ სიტის თამაშზეც ვითხოვ გამოძიების დაწყებას ..მარა იქ მაღალი სისწრაფეებია და არ ეტყობა აქ ნელ თამშში ეტყობა .

• T.t

,,რეზო სამგურალს რო ახსენებ პირში წყალი გამოივლე,გადაუარა უმაღლესში ყველას.

• ავთო წარწყმედილი

ფეხბურთში კი არა ფეხბურთზე!

• ზვიადი

ქომაგი ეგ მშენებელს რომ არ აეშენებინა კომპანია უდიდეს ჯარიმებზე წავიდოდა! მაგ პროექტს ვინც გაამარჯვებინა და მერე ტენდერზე გაიტანა ეგაა დასასჯელი!

• ზვიადი

ზუგდიდის თამაშზე გუშინ ვიყავი, ვავა )))

• beqa

უნდა გახვიდეთ და დაალეწოთ თავ ყBა თავის მფლობელიანად ჩამოვიდა ცეხავიკი რუსეთში გონია თავი.

• ირაკლი

ხო აბა, როგორ გაბედეს და ტოტალიზატორთან შეუთანხმებლად დაიწყეს ყუმარი.

• ქართველი

თაღლითური ფსონები რას ნიშნავს?

• 121212

კლუბების ხელმძღვანელობამ არ იცოდა? უეფას რომ არ აეტეხა ერთი ამბავი, მეტი არაა ჩემი მტერი, სფფ-ს ერთი ადგილი გაენძრია. დელეცების და ცეხავიკების ქვეყანა.

• რეზო

აბა ის იყო "სამგურალი" რო "გადმოვიდა" უმაღლესში მარტვილთან "მოიგო" ბოლო წუთზე და იქით რუსთავში გაუმაგრეს პოზიცია, ასე რომ არა მარტო ქვედა ლიგაშია "ხიმია".

• თომა

ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, რათა სხვას ფიქრიც კი არ გაუჩნდეს მსგავსი რამ გააკეთოს.დიახ, დაუსჯელობა გადამდებია.კიდევ კარგი რომ ცოტა გამოიფხიზლა შესაბამისმა სამსახურმა, დარწმუნებული ვარ მარტო მაგ 2 კლუბში არ ხდება მსგავსი რამ. მერანი მარტვილისა და სპაერის მატჩის შედეგიც იწვევს ძალიან დიდ კითხვებს, პირველ ადგილზე მყოფი გუნდი საკუთარ მოედანზე ბოლოზე მყოფს 2:0 უგებს მე-80 წუთამდე და დარჩენილ 10 წუთში 3 ბურთს უშვებს და თამაშს აგებს! ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი, ძალიან.

• ვენეციის კომისია

ჯერ ერთი ყომარი რა სიტყვაა? ცოტა კულტურულად რომ ვწეროთ არ გვაწყენს... მეორეც ის რომ სადაც ქამბექი დაიდო ყველა თამაში ჩაწყობილი რატომ გგონიათ? აი ჩამოთვლილი თამაშებიდან რომელიმეზე რაიმე მტკიცებულება გაქვთ? თუ გაქვთ საინტერესოა მოსმენა... და თუ არ გაქვთ გამოდის რომ ვჭორაობთ ხომ? ხოდა ჭორაობა რა კაცების საქმეა?

• ქომაგი

ეს ისინი დასაჯეს ვინც საერთო წესებს გარეთ ყომარობდა! შერიფი-საბურთალო 0-3 საბურთალო-შერიფი 0-3 ძირითად დროში, დამატებიტში ვინც გაიტანდა ის გავიდოდა, გაიტანა საბურთალომ, 1-3 წააგო და გავიდა. არარატარმენია- საბურთალო 1-2 საბურთალო-არარატარმენია 0-2 დუნაისკა სტრედა-დინამო 0-1 დინამო-დუნაისკა სტრედა 1-2 ფლორიანა მალტა-მარგვეთი ზესტაფონი 1-3 მარგვეთი-ფლორიანა 0-3 ბათუმმაც იყომარა თურქულ გუნდთან წინა წელს,სიონსაც აქვს ასე ნაყომარები, სხვა გუნდებსაც აქვთ, აღარ მახსენდება ასე სწრაფად.

• Zaza

არადა ზუგდიდში რა მაგარი გუნდის გაკეთება შეიძლება.ბავშვობაში 9 წელი დავდიოდი ფეხბურთში და სამეგრელოს სულ მაგარი ბავშვები ყავდა.როგორი ტექნიკურები.

• luka

ყველაზე დიდი დამნაშავე ფეხბურთელები არიან,სამარცხვინოები და ფულზე გაყიდულები,ნადირაძე ჯიშკარიანი ხუნჯგურუა ესენი ყველამ უნდა იცოდეს რომ არცერთ გუნდში არსად არ მოხვდნენ

• რეზო

სამწუხაროდ მსგავსი (არც კი ვიცი რა ვუწოდო) მხოლოდ ქვედა ლიგებში არ ხდება, უმაღლესშიც არაა უცხო "გაკეთებული" თამაშები, უბრალოდ მათი გამოაშკარავება სცდება კონკრეტული კლუბის დონეს და უფრო ზევით და უფრო გავლენიან სიბრტყეში გადადის, კარგია რეაგირება რომ მოხდა, საყურადღებო პრეცენდენტია. ეს რომ პლეი ოფის თამაშებზე მომხდარიყო, დღეს სავარაუდოთ სხვა სურათი გვექნებოდა.

• Gimzeri

ერთი ლიგით რომ დააქვეითეთ, გაისად სახელმწიფოს ფულით დაფინანსება არ დაგავიწყდეთ გააგდეთ რეგიონლიგაში დაფინანსების გარეშე

• ქომაგი

ყველა ვინც დამნაშავეა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში უნდა მისცე, ასევე ზუგდიდის სტადიონის(არაშენდას) მშენებელიც!

• დავით 67

როგორც მახსოვს 60000$ აქვს ნაყიდი ეს გუნდი ჯანაშიას და უკვე 3იმდენი ამოიღო. ეს მოსკოვში რომ თამაშობდა მაშინ ყომარობდა, რამდენჯერ სიომინს ჰყავს გამოგდებული კაზინოდან. ახლა კიდევ ეს ამბები. მოკლედ ამ კაცს არ აინტერესებს ფეხბურთის განვითარება

• ილია

თქვენი არასწორი ****** *******, ვინც მაგ საქმეშია გარეული ყველას ***** ******. ყველანი ვცდილობთ ამ წუმპიდან ამოსვლას, რომ რაღაც ნორმალურ ქვეყანას დავემსგავსოთ და.. ესენი რას აკეთებენ.. ტფუი..

• გოგა

გეთანხმებით და აშკარაც იყო, რო ზუგდიდი თამაშებს აკეთებდა, მაგრამ მარტო ეს ორი გუნდი არ იქნება ამ საქმეში გარეული, ჯანაშია კი სამუდამოდ უნდა მოიკვეთოს ფეხბურთიდან

• გოგა

ზუგდიდის წარმომადგენელთან შეკამათება მომივიდა რამოდენიმ დღის წინ, მაგრამ არ ვუთხარი რასაც ვფიფქრობდი და რაც ისედაც აშკარა იყო, წავიდოდა სასწაულ გასვლას მოიგებდა, მერე კი სახლში ისე წაგებდა ვითომც არაფელი, ჯანაშიამ დაღუპა ეგ გუნდი

• ირაკლი

კლუბის მფლობელი არ ისჯება?

• zurabi

ჩვენ ხალხი ნერვებს ვიშლით ამ უმაქნისების გამო და ფეხბურზე დავდივართ თუ შოუში .

• Jei

Dzagli migakvdat kvelas sulshi.vinc magis sahualebas gazlevt kide imas.......

• ave

ქვედა ლიგებში არაფრის მომცემი გუნდები რო კეთდება და ზოგს ეამაყება მასობრიობა გაიზარდაო ეგ ყველა გუნდი ფულის საშოვნელად არის გაკეთებული.

• მენტალისტი

რაც თაღლითმა ზაზა ჯანაშიამ ჩაიგდო ზუგდიდი ხელში, ფეხბურთი სრულიად დაასამარა კალაქში.

• ნოდო

მიახლოებულიც კი არ არის მესამე ლიგაში დაქვეითება ადეკვატური ან ნახევარი ან 1 წლით ფეხბურთს ჩამოშორება სანამ არ იქნება უმკაცრესი ზომები მანამდე 1 და 2 კაცი კი არა 10 და მეტი იქნება ერთად გარეული ეგ ჯარიმა კაპიკი იქნება იმისი რაც აქვთ ნაშოვნი ამიტო გააუშვით სულ ბოლო ლიგაში და ბრალდებულებს სამუდამოდ აუკრძალეთ პროფესიული ფეხბურთელობა პლიუს ციხე არავითარი საპროცესო შეთანხმება რომ იქნება მსგავსი პრეცენდენტი ნაკლები მსურველი იქნება რო ვიცი რო გავაკეთებ 10 ათას და ჯარიმა მხოლოდ 2 ათასი რატო არ გავრისკავ? მერე რა რო კაცი არ მოუკლავთ ასეთი დანაშაულის პატიება არ შეიძლება რაც არ უნდა პურის ფული არ გქონდეს :)

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს

საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით

სერიები... "იბერია 1999"-მა, "ტორპედომ" და "გაგრამ" მოიგეს

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

"შევარდენი 1906" დამფუძნებელმა და მწვრთნელმა დატოვეს

"საბურთალომ" წლის პირველივე მატჩში იმარჯვა

XXI საუკუნეში ს.კ. "ზუგდიდს" სახელი მე-9-დ შეუცვალეს და ძველი სახელწოდება დაუბრუნეს

ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ

ეროვნული ლიგა 2. III ტური. სამტრედია-შევარდენი [LIVE]

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ქობულეთის "შუქურა" წინ მიიწევს

დასჯილი "შევარდენი 1906" გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება

სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?