დიდი 10-ის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს "ტაო"-"ყაზბეგის" 2-რაუნდიანი დაპირისპირება არკვევს. მოხევეებმა ელიტაში სეზონის მეორე ნახევარი აღმავლობით ჩაატარეს და ერთი ხანობა პირველობის ღრმა აუტსაიდერმა ასვლა-დარჩენაზე თამაშის უფლება სეზონის ბოლოს უპრობლემოდ მოიპოვა; "ტაომ’"კი პირველი ლიგის პირწმინდად წაგებული ფინალური შეხვედრის შემდეგ სწორი და დროული დასკვნები გამოიტანა. მალხაზ ჭეიშვილმა და სანდრო ესაკიამ შეგირდებს საბრძოლო სულისკვეთება და სათამაშო დისციპლინა აუმაღლეს, რაც პლეი-აუტის პირველ შეხვედრაში მესხების ნაჩვენები თამაშის ხარისხსა და შედეგზეც აისახა.

ასპინძაში შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა ქომაგმა, პაპანაქება სიცხის მიუხედავად, შემტევი, თვალსასეირო და შედეგიანი თამაში იხილა. მართალია, მოხევეთა პირველივე შეტევა ფრთა ლუკა ალიბეგაშვილმა ლელოდ აქცია, თუმცა პირველი ტაიმის დარჩენილ დროსა და მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ.

"ტაომ" მეტოქეს სტატიკაში ტოლი არ დაუდო, მესხების ხაზი კი მწყობრად მოქმედებდა, სისწრაფეზე ოვალს კარგად შლიდა და მასპინძლებმა მიჯრით 6 ლელოს გატანა კომბინაციურ სტილში მოახერხეს. პირველი ტაიმის შუაწელში ანგარიში "ტაოს" კაპიტანმა გივი ფოცხვერაშვილმა გაათანაბრა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მესხები შუამარბის პოზიციაზე მოთამაშე ლეგენდარული "ბორჯღალოსნის", გოშა შკინინის მიერ გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. "ტაო" მეტოქეზე ზეწოლას აგრძელებდა, რასაც ფრთა ლევან ხუციშვილის შესრულებულ „დუბლთან“ ერთად, შუამარბ გიგი გიგინეიშვილისა და ჰავბეკ სერგი ყურაშვილის მიერ გატანილი ლელოებიც დაერთო. 43-ე წუთისთვის "ტაოს" უპირატესობამ 31 ქულა შეადგინა – 36:5.

სოლიდური სხვაობით მარცხისა და ელიტასთან გამოთხოვების საშიშროებამ მოხევეები დროულად გამოაფხიზლა. "ყაზბეგის" ხაზი ლაღად ათამაშდა და თან მესხთა გადაღლილობით სტუმართა მორკინალებმაც ისარგებლეს. "ტაოს" მდგომარეობა აღნიშნულ პერიოდში რამდენიმე წამყვანი მოთამაშის ტრავმამაც დაამძიმა. მასპინძლებმა ფულბეკი ოთარ ტალახაძე, მღლეტელი ვეფხია ფეიქრიშვილი მოისაკლისეს და თან პირველი ხაზი იძულებით სრულად შეცვალეს.

"ყაზბეგმა" მოედანზე შექმნილი ვითარებით მაქსიმალური ხეირი ჰპოვა და 3 გატანილი უპასუხო ლელოთი, 2 მატჩის ჯამში საერთო წარმატების შანსიც შეინარჩუნა – 36:24. მოხევეთაგან მეორე ტაიმში ლელოს გატანა შუამარბმა გუგუა ხულელიძემ, ფრთა ნიკა გიგაურმა და მარქაფიდან ჩართულმა ბურჯმა გუგუა ყამარაულმა მოახერხეს.

საკუთარი სარაგბო არენის უქონლობის გამო "ყაზბეგი" საპასუხო შეხვედრას დედაქალაქში მომავალ უქმეებზე გამართავს და დიდი 10-ის დასკვნით მონაწილესაც სწორედ თბილისური მატჩი გაარკვევს.

Georgian Rugby

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..