საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი” სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო “ოლიმპს” და ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმერულ კლუბს ჩემპიონობამდე 1 მოგება აკლია, ხოლო “ოლიმპმა” ტიტული რომ მოიპოვოს, ზედიზედ სამი გამარჯვება ესაჭიროება, რაც საქართველოს ჩემპიონატში კი მომხდარა, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან სართულო საქმეა. შეგახსენებთ, რომ ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ ჩემპიონობა თბილისის “ვითამ” იზეიმა, როცა 1998-99 წლების სეზონში რუსთავის “აზოტს” სერია 3:2 მოუგო.

წლეულს კი ასეთი რეალობაა: “ქუთაისი”, რომელიც საქართველოს ჩემპიონი ერთადერთხელ – 2016 წელს ყოფილა, 2:0 უგებს თბილისის “ოლიმპს” და მეორე ტიტულის მოპოვებას ეშურება. თავის მხრივ, “ოლიმპს” არ აქვს საქართველოს ჩემპიონობა მოპოვებული – ეს გუნდი ფინალში ერთადერთხელ, 2013 წელს იყო და “შსს-აკადემიასთან” 5-მატჩიან სერიაში – 2:3 დამარცხდა.

ფინალური სერიის მე-2 მატჩი ქუთაისელებმა უფრო თავისუფლად ჩაატარეს და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. მასპინძლებმა მატჩის სადავეებთან ერთად ლიდერობაც ხელთ იპყრეს და თამაშის ბოლომდე არ დაუთმიათ. ერთადერთხელ, თამაშის მე-13 წუთზე შემცირდა სხვაობა მინიმუმამდე (28:27), სხვა მხრივ კი ქუთაისელები დამაჯერებლად – რომ იტყვიან, ხელჩასაჭიდად იგებდნენ. მატჩის ბოლო წუთზე მასპინძლების ლიდერობა 10 ქულას შეადგენდა და საბოლოოდ “ოლიმპის” მოთამაშეებმა ჩამორჩენის შემცირებაღა შეძლეს.

ქუთაისელთა გამარჯვებაში ყველა კალათბურთელს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, გამორჩეული შედეგი კი სტივენ ფლეჯერს ჰქონდა – 18 ქულა. ადრიან ბოუიმ უნივერსალიზმი გამოავლინა და თავი 18 ქულას, 9 პასს და 8 მოხსნას მოუყარა. ფარის ბატონ-პატრონი იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 20 მოხსნა მიითვალა, ჩაროზად კი 6 ქულა ჩააგდო. “ოლიმპში” 16 ქულით ბომბარდირი ედვარდ ეკიორი გახდა, რომელმაც თანაგუნდელთაგან ასევე უმეტესი 10 მოხსნა მიითვალა. 12 ქულა ილია ლონდარიძემ, ხოლო 10 კევინ ობერვაიზერმა მიითვალა.

ფინალური სერიის მე-3 მატჩი 28 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF.GE

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია!