დღეს, თბილისსა და რუსთავში სუპერლიგის თითო მატჩი გაიმართა, რომელშიც გათამაშების ლიდერები მონაწილეობდნენ. სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა “ოლიმპმა” 9 ტურის წინ, “კავკასიასთან” წაგების შემდეგ წამოწყებული წარმატებული სერია “კავკასიასთან” გაწყვიტა. პირველ წრეში, 2022 წლის 24 დეკემბერს დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპმა 74:75 დათმო კავკასიასთან, რის შემდეგაც სუპერლიგაში ზედიზედ 8 მატჩი მოიგო. დღეს ეს გუნდები ერთმანეთს მეორე წრის კალენდრით შეხვდნენ და ისევ კავკასიელებმა იმარჯვეს – ამჯერად უფრო დამაჯერებლად – 109:78.

ა და დეკემბრის ოლიმპს შორის დიდი განსხვავებაა. დღევანდელ შეხვედრაში როგავას გუნდს ამინდის შემქმნელი 5 მოთამაშე აკლდა – გივი ბაქრაძე, ობრი მაკალპინი, ლუკა ლიკლიკაძე, ლინტონ ესლაისი და ლუკა კალატოზიშვილი. ასეთი დანაკლისით ოლიმპელებს წარმატების მცირე შანსი ჰქონდათ, რომელსაც ერთხანს ებღაუჭებოდნენ, თუმცა მესამე პერიოდში კავკასიელთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა.

ბექა წივწივაძის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სუპერლიგის ცხრილის სათავეს დაუბრუნდა, თუმცა ურთიერთშეხვედრების ხარჯზე და თან კონკურენტ ოლიმპსა და რუსთავზე 1 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ოლიმპმა კავკასიის საკალათბურთო ლიგაში ფინალური სერია დიდ ბრძოლაში წააგო და ძალების აღდგენა ესაჭიროება.

სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ვინ დაიკავებს პირველ ადგილს, ბოლო ტურებში გადაწყდება. კავკასიას 1 მატჩი დარჩა, ოლიმპსა და რუსთავს კი 1. რუსთაველებმა დღეს დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 81:80 სძლიეს “ბათუმს” და ოლიმპს დაეწივნენ. მატჩის ბედი ბოლო წამებზე, ერთმა სროლამ გადაწყვიტა. აივერი დიგსმა ტორი კროფტის აცილებული სამიანი მოხსნა და კალათში ჩააბრუნა, რითაც რუსთავი 81:80 დააწინაურა. ბათუმელებს კი არ გაუმართლათ – ოთარ პერტაიას სამიანი კალათში არ ჩაეშვა და გამარჯვება რუსთავს დარჩა.

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის 2 შეხვედრა (მარგვეთი-ვერა, კაკტუსი-ქუთაისი) ხვალ, 1 აპრილს, დიღმის არენაზე გაიმართება.

GBF

დინამო 72
რანაირად გაუთანაბრდა კავკასია შე კაი ადამიანო რუსთავია ოლიმპთან ერთად ლიდერი.
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 მეშახტე. ცვლილება არ გამოვრიცხოთ
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
დუდუ დადიანის თასი სუპერლიგის დებიუტანტმა "კავკასიამ" მოიგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 სპაერი. ...ეს იყო ამ თამაშის მთელი ფილოსოფია...
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"კაკტუსმა" "კავკასიას" სძლია და სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-0 რუსთავი. ლიდერის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა
"კავკასია" ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 სამგურალი. ერთი შეცდომის ფასი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 რუსთავი. სუპერგოლით და "ქამბექით" მოპოვებული ლიდერობა, დემჩენკოს ჩამწარებული დებიუტი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 რუსთავი. ფეხბურთის "მარილი" რასაც ჰქვია...
"კავკასიამ" "კაკტუსს" სერია გაუთანაბრა - სუპერლიგის საგზური მეხუთე მატჩში გათამაშდება
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია!
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა