2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი კახი ასანიძისგან!

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე კახი ასანიძემ (73 კგ) ატაცში შესანიშნავად იასპარეზა. საქართველოს ნაკრების წევრმა 144/150 კგ დასძლია და ატაცში ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

კახიმ აკვრაში თავი 172/176 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა. კიდევ ერთი ვერცხლის მედლის მოპოვება ასანიძემ ორჭიდის ჯამში მოგროვილი 326 კილოგრამითაც შეძლო.

მედლებთან ერთად კახი ასანიძემ საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც თავადვე შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა.

კახი ასანიძემ თავის მედლებს უკვე დიდების ევროპული მედლებიც შემატა!

სოსო
ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო,სამი მედალი.ფავორიტის ტრავმაც დაეხმარა,მაგრამ თვითონაც ძალიან ივაჟკაცა.ის მეორე ჯგუფელი საიდანღა გამოხტა,ნეტავი.ოქროს მედალი, თვალსა და ხელს შუა მოგვპარა.გიორგი ასანიძე,ნამდვილი ათლეტი იყო,კახის კი,შეხედავ და ქუჩაში ვერც შეატყობ,კუნთები თითქოს არა აქვსო.გრძელი კუნთები აქვს და ვფიქრობ ძალიან დიდი რესურსი,მოსამატებლად.ოლიმპიური ოქრო შენზეა, კახი!გილოცავ და კიდევ მეტს მოველი.ძალიან ძლიერი მეტოქეები კი გყავს,მაგრამ მამაშენმა,თვით კახი კახიაშვილს ჩამოართვა პირველობა,გაგლეჯილი მყესებით.შენც მამაშენის შვილი ხარ და შესძლებ, გაჩემპიონებას.
გიორგი
კარგი ბიჭია! ყველას ვულოცავ ვისაც გაუხარდა მისი წარმატება.
Suxumchanin
გიორგი დიდი კაცია! საქართველოს მშვენება, სიამაყე და მედროშეა, მისი შვილიც მამამისივით საამაყო იქნება
დ
კვიცი გვარზე ხტისო...
ზურა
მამის კვალს წარმატებით ადგახარ! გილოცავ კახი! მალე ოქროები მოგველოცოს ევროპის,მსოფლიოს და ოლიმპიური!

გილოცავ, მალე ოქროებით ჩაგენაცვლებინოს!
კახა
გილოცავ ასახელე სამშობლო და ოჯახი დიდ წარმატებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც არი ამიერიდან ყველა შენი საქციელი ყოველი ნაბიჯი თუ ნათქვამი დიდ დაფიქრებას და დაკვირვებას საჭიროებს სხვა რომ არაფერი მომავილი თაობა შემოგციცინებთ მათვის თქვენ მაგალითი ხართ თავდადების შრომის გმირობის ზრდილობის სიყვარულის პატიების თმენის გფარავდეთ უფალი სულ წარმატებული ყოფილიყავით.
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე
მსოფლიო რეკორდი 217 კგ-ით - ლაშა ტალახაძემ ევროპა მეორედ დაიპყრო [VIDEO]
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის განცხადება კახი ასანიძესთან დაკავშირებით
არჩილ მალაყმაძემ და კახი ასანიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 და მე-11 ადგილი დაიკავეს
ასანიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გავიდა [VIDEO]
U20. საბა ასანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა