ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ბულგარეთი საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა (1:1). მასპინძელთა გუნდის მწვრთნელი იასინ პეტროვი თავისი გუნდის თამაშითა და ქულების დაკარგვით უკმაყოფილო დარჩა:

"დიდ გუნდს შევხვდით. ინიციატივის დაუფლება ვერ მოვახერხეთ, განსაკუთრებით, მოედნის ცენტრში, უფრო მეორე ტაიმის დასაწყისში. ბევრი ელემენტარული შეცდომა დავუშვით. ვიცი, მეტი შეგვიძლია. ძალიან დიდი იყო მოგების სურვილი. ამან ფეხბურთელთა ნერვიულობა გამოიწვია.

არა, შესვენების შემდეგ ჭკვიანურად ვერ ვთამაშობდით. შეცდომის შედეგად გოლი გავუშვით, უაზრო გოლი. ერთიმეორის მიყოლებით ელემენტარული შეცდომები დავუშვით. ეს ფეხბურთია. ეს უნდა დავივიწყოთ და წინ ვიაროთ. ჩვენს ზოგიერთ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია და საუკეთესო ფორმაში არაა. ვერ ვიტყვი, რომ არ მოინდომეს.

მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ძლიერ გუნდებში ასპარეზობენ. კარგი გუნდია, კარგად მუშაობენ. სწრაფად ვერ ვუტევდით, ნერვიულობა დაგვეტყო. ამან ხელი შეგვიშალა. თავდამსხმელთა უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. სრულიად სხვაა, როდესაც თამაშობ და როდესაც არ თამაშობ. თუმცა ისინი ჩვენი ფეხბურთელები არიან და მათზე იმედებს ვამყარებთ.

იმედია, საქართველოსთან ამ შეცდომებს ადგილი არ ექნება. მადლობა გულშემატკივრებს! შესანიშნავი ატმოსფერო იყო, პოზიტიური. დღეს ისინი საუკეთესონი იყვნენ".

ბულგარეთი საქართველოს ნაკრებს 5 ივნისს უმასპინძლებს.

ზ.მ დიდი ვაშლიდან
სწორედ ბულგარელებთან გვმართებს,ძარღვიანი,ხისტი დახვედრა,თამაში,არა უადგილო პირველსაწყისი უხეშობით.ასპარუხოვის დონის ფეხბურთელი,დღეს არ ჰყავთ,ტექნიკურადაც არ ჩამოუვარდებით,ფიზიკურად უნდა ვაჯობოთ,თუმცა არც ჩვენ ვართ,ფიზიკურად პიკზე,დაცვა თავდადებით და სისწრაფეებით უნდა დახვდეს,საჭიროა შემტევი ფეხბურთი 60-40 პროცენტზე,,ლორია უნდა შეიცვალოს,უფრო მომძლავრო გუნდებთან,მანდრაჟში ვარდება,შეიძლება სტრესული,ასაღები ბურთი გაუშვას,ძლიერ სეივებთან პარალელურად.ტრიბუნებს არ უნდა შევუშინდეთ,გულშემატკივრები მარტო ომახიანი ყიჟინაა,სხვა არაფერი,უნდა გავუძლოთ დაუბნევლად,ჭკვიანურად.....თუ ტაქტიკურად სწორად ვეთამაშეთ,თამაშის მოგება,გვძალუძს,ლიდერებმაც უნდა გაიბრწყინონ,შესაგდები არ აფუჭონ,არ ჩაისვარონ,ბულგარელების მეთორმეტე მოთამაშის ვირტუალური ზეწოლისგან,თამაში მოსაგებია ობიექტურად დღეს დღეობით მათზე ძლიერი ,ჯერ ჯერობით შეუთამაშებელი,მცირედად ეგოისტური,(მეც შემიძლია შევავაგდო ბურთი),უკეთესად მყოფისთვის პასის ნაცვლად....,ნაკრები გვყვავს
გოგა
ამათა ეხლა მაინც უნდა მოუგოთ, ორივე თამაში, რაღაც დიდ გულზეა ამათი მწვრთნელი და აუცილებლად უნდა მოუგოთ საქართველოსო, არადა მაკედონიასთან სულ ერთი კარში დარტყმა ქონდათ, გიბრალტართან კარგად წაივარჯიშეს ბიჭებმა და აუცილებლად მოუგებთ ამათაც
შიშველი სიმართლე
ეს ტიპი აშკარად მაზოხისტია, აქ შემოდის და ქომაგებს ნერვებს გვიშლის. რედაქციავ, თქვენ მოგმართავთ - თქვენ იყოთ პუტინის "ნასკი", თუ ამ ნაგიჟარის კომენტარები ამიერიდან გამოაქვეყნოთ! ხოლო თუკი მაინც გამოაქვეყნებთ, მე პირადად ჩავთვლი რომ მაგ ნიკით თქვენი წარმომადგენელი შემოდის!!!
დ
შენ ერთხელაც იქნება გაგშიფრავთ და მერე იძახე ცავატანემ, არ დამარტყათ.
ნუკრი
მართალი ხარ არ უნდა განმეორდეს:გოლი ვერ უნდა გაიტანოთ და საკუთარ კარში ერთი კი არა ოთხი უნდა მიიღოთ.
თენგო
ბულგარეთი კი არა ბარე ბევრი ვერ გაუძლებს ჩვენს შეტევებს. ჩაკვემ დაწიოს ცოტა დაბლა ბურთი და მერე ნახავენ კიდევ!
100%
ეს თითო დისლაიქი სამ კომენტარზე, ვერ გავიგე? შეიძლება რაღაცაში ვიკამათოთ და ჩემს აზრს არ იზიარებდე, მაგრამ აქ, ან არ ხარ ქართველი, ან ხარ მოღალატე!
სიმართლე - ს
ეს ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი.. , თითონაც ქართველია
roma bejanidze
სამწუხარო ამბავი მინდა შევატყობინო ბულგარელებს. ასეთი სანერვიულო აღარ გექნებათ. უფრო დიდი ნერვიულობა მოგიწევთ. ახლა ფრე მაინც ითამაშეთ. ჩვენ მოგიგებთ და მერე ნახეთ ნერვიულობა. მჯერა რომ ბულგარეთი 0:2 საქართველო. ღმერთი ჩვენსკენ.
რობი
სახეზე ეტყობოდა რომ ტკვილები აწუხებდა მუხლის
სიმართლე
წერა ისწავლე და ნუ კბენ სულ ერთ ადგილას ქართველებს
გუსანი
ძლიერი იღბალი თუ გადაგვარჩენს, -ეხ, მთავარია ძალიან არ შევრცხვეთ, სხვა მოლოდინი თუ გაქვთ-გასაგებია პატრიოტული სულისკვეთება , მაგრამ... ე.ი რეალობას ვერ აფასებთ...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ძალიან მაგრეი არიან, მაგრამ ჩვენებთან სად მოვლენ ტოო? მარტო იშტოიანი ეყოფა მაგათ. რანტიკას ბიჭიც მაგარია. საქო..
ირაკლი
კვარა დღეს რაღაც ვერ იყო ხასიათზე,შეცდომებსაც უშვებდა
zura222
მართალს ამბობ საქართველოსთან ეგ 1-1 არ გამეორდება წააგეებთ PP
რაბუ
სანერვიულოს 5 ში დაგიმატებთ არ იდარდო მაგაზე შენ
გიუᲨა
განმეორდება...)
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ჩემი სული ტირის, საუბედუროდ, ჩვენ კვლავ მონობაში ვართ..." - ბულგარეთის ნაკრების გადამდგარი მწვრთნელის ქალიშვილი საქართველოსთან მძიმე მარცხზე წერს
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი კენჭისყრით ძალიან კმაყოფილია
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
საქართველოს ნაკრების მეტოქის ბანაკში არეულობაა - "ჯვაროსნებს" უმძიმესი ბრძოლა ელის
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
იასინ პეტროვი: საქართველოსთან მიზანი გამარჯვებაა - პრესის აზრი არ მაინტერესებს
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
საქართველოს ნაკრებმა ბულგარელთა მწვრთნელი შეიწირა - პეტროვი გადადგა
გონზო მწვრთნელად - ვინ იქნება ბულგარეთის ნაკრების ახალი დამრიგებელი 12 ივნისს თბილისში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები