ბულგარელი ვესელინ ბრანიმიროვი 20016 წელს თბილისის "დინამოს" აკადემიაში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით თამაშობდნენ აკადემიაში ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მამარდაშვილი.

აღნიშნული ექვსივე ფეხბურთელი რაზგრადში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყო, ზოგმა ითამაშა, ზოგმაც არა... ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ბულგარულმა გამოცემამ ბრაინიმოროვთან ქართველი ფეხბურთელების შესახებ ინტერვიუ ჩაწერა და მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს...

"მათთან რომ დავიწყე მუშაობა, 15-16 წლისები იყვნენ. მათი თვისებები ადრეული ასაკიდანვე გამოიკვეთა. ისინი იყვნენ თავიანთი ასაკის მთავარი მოთამაშეები და გუნდის კაპიტნები. ცხადი იყო, რომ წამყვანი ფიგურები გახდებოდნენ და ახლა თავიანთი ქვეყნის ნაკრების ლიდერები არიან".

მისი თქმით, ამ ფეხბურთელების გაზრდაში რამდენიმე საკვანძო მომენტია. პირველი ის არის, რომ 16 წლის ასაკში "დინამო თბილისის" აკადემია დატოვეს და სხვა კლუბებში წავიდნენ უკვე "მამაკაცთა" ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ არა მესამე, არამედ პირველ და მეორე დივიზიონებში.

მაშინვე კვარაცხელია და დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის გუნდებმა იყიდეს, ჩაკვეტაძე კი ბელგიის "გენტში" გადავიდა...

მეორე მთავარი მიზეზი ისაა, რომ თბილისის "დინამოს" აკადემიაში ბრანიმიროვი ხელმძღვანელობდა ე.წ. მასტერ კლასებს, რაც გულისხმობს სპეციალიზებულ მუშაობას ყოველი ახლო ასაკის საუკეთესო ბავშვთან. ამ "მასტერ კლასებში" ბავშვებს შესაბამისი ნაკრების მწვრთნელებიც ეხმარებიან. მესამე მნიშვნელოვანი წერტილი არის ფიტნესი.

"შეფასდა, რომ ფიზიკურად ქართველი ბავშვები ევროპელ თანატოლებს ჩამორჩებიან. ამიტომ გადაწყდა 13 წლის ასაკიდან მათი დარბაზში ჩართვა. თქვენ ნახეთ, თუ რას უშვრებოდნენ ქართველი ფეხბურთელები ბულგარელებს, რომლებსაც არ ჰქონდათ კუნთოვანი მასა, რომ ისინი შეეჩერებინათ", - ამბობს ბრანიმიროვი და დასძენს, რომ საქართველოსთან შეხვედრამდე მისთვის არავის უთხოვია მეტოქის შესახებ ინფორმაციის მიცემა.

ბრანიმოროვის რჩეული კვარაცხელიაა, რომელიც ძალიან სწრაფი ფეხბურთელია.

"ის ძლიერია, ერთი-ერთზე ბრწყინვალე თამაში შეუძლია, ასევე აქვს შესანიშნავი დრიბლინგი. მის მიმართ ინტერესი ადრეულ ასაკში იყო მიუნხენის "ბაიერნიდან", მაგრამ ის მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა, რადგან "ბავარიელებმა" მისი ფასი ძალიან ძვირად მიიჩნიეს პატარა ბიჭისთვის".

21 წლის შემტევმა თავისი ნამდვილი თვისებები ყაზანის "რუბინში" გამოავლინა. რუსეთ-უკრაინის ომის დროს ის სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის "დინამოში" თამაშობს, მაგრამ მალე იტალიური "ნაპოლის" წევრი გახდება.

ბრანიმიროვი საქართველოში აკადემიაში საფეხბურთო პირობებსაც გამოეხმაურა:

"ყველამ იცის, რომ ყველა ასეთი მოთამაშის შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო პირობები. "დინამოს" აკადემიაში კი პირობებს უნიკალურს დავარქმევ.

მათ აქვთ სამი ხელოვნური მოედანი, უახლესი თაობის ბალახი - იგივე, რაც "ბაიერნის" მოედანზე. ყველაფერი. ამას აფინანსებს კლუბის მფლობელი რომან ფიფია, სახელმწიფოს არაფერი აქვს საერთო. ბაზა 2011 წელს გაიხსნა და ცერემონიას ანდრეი შევჩენკო და კრიშტიანო რონალდო ესწრებოდნენ".

ბრანიმიროვის ამ 12 თვის მუშაობის შეფასება "დინამოში" მაშინდელი "დინამოს" ბავშვთა აკადემიის კოორდინატორის, თემურ უგრეხელიძის სიტყვებითაც შეგვიძლია შევაფასოთ, რომელმაც ბრანიმიროვს მიმართა:

"ვესკო, ეს გამარჯვება შენიცა!! რადგან შენი დახმარება არასდროს დაგავიწყდება!".

$io
Eg ra shuashia, kitxva ar ici, an wakitxulis gaazreba saertod ar shegidzlia.
Stf
ანუ ამისი დამსახურება ყოფილა ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას ტალანტი ამან გაგვიზარდა 6 ბავშვი და მაგის წყალობით მოვუგეთ. მანამდე საერთოდ არ გვყოლია არავინ, ქართულ ფეხბურთს ისტორია არა აქვს მაგან შეგვიქმნა ეპოქა.
მიხო
ცხელ გულზე რამე არ უქნან ბულგარელებმა ამ კარგ კაცს

საინტერესოა რა მოხდებოდა ბაიერნს რომ წაეყვანა პატარა ხვიჩა და არა მოსკოვის ლოკომოტივს.
გიორგი-11
მადლიერება, კარგი ადამიანების თვისებაა!
მარტვილელი
უგრეხელიძის "ჩასმა" ამ სტატიაში მაგარი იყო ))
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
კვარაცხელია ფრანგული გუნდის წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია
Tribuna: მამარდაშვილმა შეიძლება მალე კლუბი გამოიცვალოს
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება
"ბენფიკამ" დავითაშვილის შესახებ "სენტ-ეტიენს" ოფიციალურად მიმართა
დავითაშვილი დაბრუნდა, "სენტ-ეტიენი" ისევ დამარცხდა, მწვრთნელი მიდის
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
[VIDEO] ხვიჩას გარეშე - საფონოვის მოგერიებული პენალტი, ჰაკიმის გაძევება და მძიმე მატჩში პსჟ-ს გამარჯვება
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
"ლივერპულმა" "ბეშიქთაშს" მამარდაშვილის ტრანსფერზე არც უპასუხა
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
"ლივერპული" ფეხბურთელებს სწორედ ამ გეგმით იმატებს" - არნე სლოტი მისი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე
აღფრთოვანება "კვარას" ფიზიკური მონაცემებით და ქართული დუელი გერმანიაში
ხვიჩა და პსჟ "ნიუკასლთან" მოსაგებად! - ბოლო ტური ლიგის ფაზაზე
შესანიშნავი გამონათება ნისლიან "სენტ-ეტიენში" - დავითაშვილი ბრუნდება
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
მწვრთნელი დავითაშვილს დარჩენაში არწმუნებდა და თავად მიდის გუნდიდან
[VIDEO] ვან დაიკის სამი საგოლე პასი, "სპორტინგის" სასწაული - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგას 1 ქულით დაემშვიდობა
"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
დავითაშვილი ზამთარში გუნდს არ გამოიცვლის და კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს
ფრანგული მედია. "კვარას" ტრავმაზე შიში უცბად გაქრა - ძალიან მალე დაბრუნდება
თბილისის "დინამოს" დუბლები ლევან გვანცელაძეს ჩააბარეს
"დინამოს" აკადემიას ბულგარელი ვესელინ ბრანიმიროვი უხელმძღვანელებს