თბილისში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაცია ავტოავარიაში მოყვა. ინციდენტი 10 ივნისს, საღამოს აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ერთი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ფეხბურთელის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დელეგაციის სხვა წევრები არ დაშავებულან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წუხს მომხდარი ფაქტის გამო და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო. სამწუხაროა, რომ ჩვენ კოლეგებს ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში ასეთი ფაქტი შეემთხვათ მგზავრობისას. ბულგარელი ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი, რომელსაც გუშინ ღამე სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დელეგაციის წევრები თავს კარგად გრძნობენ და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ყველა საჭირო დახმარებას უწევს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს. მინდა, ბულგარეთის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელსა და დელეგაციის წევრს კარგად ყოფნა ვუსურვო".

GFF

მიშა-ს
ფედერაციის ტროლობა ტეხავს მაგრად
კახაბერი
ნოდარ ახალკაცზე(უფროსზე) არაფერი გსმენია ?
Odala
გულშემატკივარ, იმის თქმა მინდა რომ მხოლოდ მძღოლის ბრალიც არ არის. სადღაც პოლიციელის ბრალიც არის და ალბათ უფრო მეტადაც. 10 წუთის წინ ჩავუარე მარიოტს და ბულგარეთის მაისურში ტიპი შევნიშნე. სწრაფად მიდიოდა-მეთქი? ვინო? მძღოლი-მეთქი. მძღოლი მიდიოდა ისე როგორც პოლიციაო. ზუსტად მე რაც მოვყევი, ის თქვა. პატრული გარბის წინ და ავტობუსი მისდევს.
Temo
ლევან ბერძენიშვილს, ჩემი მტერი გავდეს!
მიშა
კობიაშვილზე უკეთესი პრეზიდენტი სფფ-ას ჯერ არ ჰყოლია.
გულშემატკივარი
საზოგადოება (ანუ მე) რა შუაშია?! ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს

ლევან ბერძენიშვილს გავს იგივე ოღონდ გრძელი სიფათი.
tngh
რამდენი ხართ "ბოღმის" ბუკეტებო???
ბოკინიო
რა ჩასაფრებული ტიპები ვართ! თვითმფრინავები ვარდებიან გუნდებიანად ჩვენზე მაგარ ქვეყნებში. ფედერაცია რა შუაშია? დაქირავებული კომპანიის მენეჯმენტია გამოსაკითხი. ავტობუსის, ტაქსის,მარშრუტკის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობის მძღოლს უნდა ქონდეს მაღალი ხელფასი და სამმაგი ჯარიმები იმიტომ რომ სხვებზე აგებენ პასუხს.
odala
მე პირადად კონკრეტულ ადამიანს ან უწყებას არ ავკიდებდი ბრალეულობას. ეს საზოგადოების ბრალია. საქართველოში რომ დავბრუნდი პანდემიისას კარანტინში წაგვიყვანეს ბათუმში, ღამე, და სამსაათნახევარში ჩავედით ისე იარა ავტობუსმა. რაღაც მომენტში, ბარგმა რომ დაიწყო აქეთ-იქით ფრენა, მძღოლს დავუღრიალე, რას აკეთებ-მეთქი. აბა მე რა ვქნა, აი ის გარბის და მეც მივყვებიო. წინ გავხედე და პატრულის მანქანაზე ამბობდა. მოკლედ, პატრული მიქროდა და ესეც მიყვებოდა. იმდენი ერთი ადგილი ან/და ტვინი არ ჰქონდა, რომ თვითონ შეენელებინა და ის პატრულიც ალბათ იძულებული იქნებოდა ნელა ევლო. ჩემს მეტს ხმა არავის ამოუღია. და სულ ხდება. ხმას როგორც წესი არავინ იღებს. ეგ კი არა ყველანაირ მიზეზს მოგიყვანენ იმისას თუ რატომ არ უნდა იარონ ნელა და ბევრი ეთანხმება კიდეც. უსაფრთხოება სადღაც მესამე ხარისხოვანია მგზავრობისას.
ქ. გ.
დისლაიკისტებო! ძალიან გაგიკვირდებათ, მაგრამ ამერიკაში და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში თქვენ თუ ვინმეს უკნიდან შეეჯახებით, ავარიაზე პასუხისმგებლობას თქვენ დაგაკისრებენ.
gizo
აი ეს არის ფედერაციის ეგრეთ წოდებულ საძმაკაცოს სახე,ვერ უზრუნველყვეს ფედერაციამ პოლიციის ესკორტით სტუმარი გუნდის გადაადგილება,ის კი არა რესტორანში ღრეობდნენ და რომ გაიგეს მძღოლს მოიხსენიებდნენ უშვერად ნაცვლად იმისა რომ შეწუხებულიყვნენ…
ქ. გ.
მძღოლები ვინ არიან? რატომ არ იცავდა დისტანციას უკანა ავტობუსის მძღოლი? ეს უცნაური ავარია დივერსიას ჰგავს.
ბესო
ავტობუსის მძღოლი უეჭველი ქართველი იქნებოდა! ავტოავარიების შემთხვევების სტატისტიკა კატასტროფულია ჩვენთან. ევროპაში ამ მხრივ რუმინელებსაც ვუსწრებთ. 100 000 სულ მოსახლეზე 15 ადამიანი გვეღუპება წელიწადში. შედარებისთვის 83 მილიონიან გერმანიაში ეს მაჩვენებელი 4 ადამიანს უდრის!
ჰაჰა
ერთი სამწუხარო ამბავი ეგ ავარიაა, მეორე დაშავებულის მდგომარეობა. ისე მესამეცაა მოსალოდნელი, ამან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ბულგარელების განწყობაზე მატჩის წინ.
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, საავადმყოფოსთან გავათიეთ და შოკირებულნი ვიყავით" - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-დირექტორი
უეფამ ბულგარელებს საქართველოსთან მატჩის გადადება შესთავაზა - ბულგარელების პასუხი ცნობილია
"ძალიან მიყვარხარ, გული მწყდება, რომ...!" - ნედელევის მეგობარი გოგონა თბილისში მომხდარ ავარიას ეხმაურება
"ბრწყინვალე ამბავი საქართველოდან" - ბულგარელები ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ტოდორ ნედელევი: პროფესორმა ინგოროყვამ მეორე სიცოცხლე მაჩუქა
დაშავებულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა საქართველო დატოვა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა