ბულგარეთთან ერთა ლიგაზე ფრედ დასრულებული მატჩის (0:0) შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

"ძალიან მაგარი საფეხბურთო გარემო იყო. თითქოს მთელი ერი შეიკრა ჩვენ გარშემო წინა წარმატებების და გამარჯვებების გამო. მართლა ძალიან დადებითი ემოცია მოდიოდა და გვეხმარებოდა გულშემატკივარი.

სამწუხაროა, რომ ეს შედეგში ვერ ავსახეთ და საფეხბურთო დღესასწაული ბოლომდე გამარჯვებით ვერ დავაგვირგვინეთ. გულშემატკივარს მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის, ისინი გვაძლიერებენ, მიუხედავად ასეთი მჭიდრო საფეხბურთო გრაფიკისა, არანორმალური გრაფიკია 10 დღეში ოთხი თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. რომ არა გულშემატკივრები, ალბათ, ამის გაკეთებაც რთული იქნებოდა.

სამწუხაროა, რომ ჩვენი მომენტები ვერ ავსახეთ გოლში, ვერ მოვახერხეთ გამარჯვება და მათთვის ზეიმის ჩუქება. დღეს არავის დამარცხება არ არის იოლი. მით უმეტეს, როდესაც ზედიზედ ორ მატჩს ეთამაშები მართლა კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ბულგარეთის ნაკრებს, რომელსაც შესწავლილი ჰქონდა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ისეთი მჭიდრო დაცვის გარღვევა, როგორიც ბულგარეთმა მოაწყო საკუთარ საჯარიმოში, ძნელი იყო. ამიტომ უნდა გამოგვეყენებინა ის მომენტები, რომლებიც შევქმენით.

ამ ერთა ლიგის დაწყების წინ ვინმეს რომ ეთქვა, 10 ქულა გვექნებოდა ოთხი თამაშის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ყველა დაუფიქრებლად თანახმა იქნებოდა. ამ გადმოსახედიდან კარგი შედეგია, მაგრამ რა თამაშსაც და ხარისხსაც გუნდი აჩვენებდა, რამდენი გოლიც გაგვქონდა, როგორ ვთამაშობდით დაცვაში, გუნდურად, ერთსულოვნად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მართლა დასანანია ეს წარუმატებლობა. იმიტომ, რომ წარუმატებლობა არის ასეთი ნაკრებისთვის, როგორიც ჩვენ გვყავს, სავსე "დინამო არენაზე" რომ ვერ მივაღწიეთ გამარჯვებას".

თეიმურაზ კვიტაიშვილი
დიახ!!! ფეხბურთს თამაშობს ჩვენი საქართველოს ნაკრები, ფეხბურთს!!!30 წელიწადია მთელი საქართველო ამას ელოდებოდა!!! აშკარა პროგრესი სახეზეა, წინ საქართველო!!! ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის. არაფერი ასე არ აერთიანებს ერს, როგორც წარმატება ფეხბურთში!!!
roma bejanidze
მადლობა ბიჭებს მადლობა სანიოლს. 95 წუთი შეტევის მეტს ვერაფერს ვხედავდი. ძალიან მაგარი თამაში იუო. უბრალოთ საფეხბურთო ღმერთი არ იყო ჩვენს მხარეს და ვერ მოვიგეთ. 2 ისეთი მომონტი გვქონდა და თანაც პენალტი არ დაგვიდეს. ახლა მეცოდება მაკედონია 23 სექტემბერს შესაცოდებელი. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები უარეს დღეში ჩააგდებენ. ფრეც რომ დამთავრდეს ბურთი ექნებათ თავზე გადახეული. ღმერთი ჩვენსკენ. მიყვარხართ ყველა ვინც ოდნავ სასიკეთოს აკეთებს ჩვენი ჯვაროსნებისთვის.
qomagi
არაუშავს ლომებო და ვეფხვებო მთავარია ფეხბურთს თამაშობთ და მოგების წყურვილი გაქვთ, ეს გუნდში ძალიან ბევრს ნიშნავს, ახლა არ გამოვიდა მომავალში გამოვა.ერთი რაღაც მინდა ვთქვა საქართველოს კიდევ მეტი შემტევი პოტენციალი აქვს, ეს გარედანაც კარგად ჩანს, ვგულისხმობ იმას რო წიტაიშვილი ვფიქრობ მარცხენა მცველად არ უნდა თამაშობდეს როცა გუნდში აზაროვი და გიორბელიძე გყავს, რადგან შეტევაში მას ბევრი რაღაცის შექმნა შეუძლია თან ძალიან სწრაფია და კარგი დაყენებული დარტყმა ააქვს,ასევე ლობჟანიეს არ უნდა დაავალო დაცვითი ფუნქციების შესრულება რადგან ისიც შემტევია და შეტევაში ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია,არ ვამბობ იმას რო შემტევი ფეხბურთელი დაცვას არ უნდა ეხმარებოდეს და უკან არ უნდა ჩამოდიოდეს, პირველ რიგში მათ მოედანზე შეტევის ორგანიზება უნდა ევალებოდეთ, ასევე კვარაცხელია იგივე მიქაუტაძე რომელიც ძალიან მოძრავია და ასეთი თავდანსხმელები ძალიან მოთხოვნადია ევროპაში, ჩაკვეტაძემ რომელმაც სასწრაფოდ უნდა მონახოს ისეთი კლუბი სადაც ბევრს ითამაშებს,ასევე ფორმაში მყოფი ოქრიაშვილი გვჭირდება ძალიან და მისი გამოცდილება შეტევაში გუშინ ძალიან გვაკლდა,ერთი სიტყვით ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან და მწვრთნელებმა სწორად უნდა იმუშაონ და სწორი მიმართულებები და დავალებები უნდა მისცენ ამ ფეხბურთელებს, შედეგიც აუცილებლად მოვა, თუმცა უკვე არის შედეგი ნაკრები ჯგუფის ლიდერია და ამით ყველაფერია ნათქვამი.
გოგი
ახლა იზრუნე კვეკვე, რომ კლუბში ძირითადის ფეხბურთელი გახდე, ან წადი იქ სადაც გენდობიან, თორემ სკამზე მჯდომი მთავარ საყრდენით არა მქონია შორს გავფრინდეთ. აბა შენ იცი.
bejo
მშვენივრად ითამაშეთ კვეკვე ყველაფერი რიგზეა ... კიდევ გავავსებთ ბევრჯერ თქვენ მაგაზე არ იდარდოთ ... მსაჯმა რა პენალტი არ დადოოო ეგ რო მეათე წუთზე მომხდარიყო აუცილებლად დადებდა
mamuka09ze
არაუშავს, კვეკვე, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება, მთავარია ვხედავდეთ ჟინს და მონდომებას.
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
შანსი საქართველოს ნაკრებს! - ბელგიამ ბულგარეთი დაამარცხა
სანიოლი: პენალტი არ დაგვინიშნეს - თავში მხოლოდ დადებითი მოსაზრებები მიტრიალებს
"საქართველოში ზალპს გავუძელით" - ბულგარული მედია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ბულგარელთა მწვრთნელი: 5 წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა - შედეგით კმაყოფილი ვარ
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა