<p>საქართველოს რეგიონლიგის (მე-5 ლიგა) მატჩი ხაშურის "ივერიასა" და "გლდანს" შორის ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.</p><p>როგორც სოციალურ ქსელში გვერდი "ხაშურის სპორტი" წერს, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ("გლდანის" ან "ივერიის") ისროლა მინის ბოთლი მოედანზე. შემდეგ "გლდანის" მეკარემ ეს ბოთლი აიღო და უკან სროლის დროს თავში მოარტყა "ივერიის" ფეხბურთელს, სანდრო ხაჩიძეს, რომელმაც დაზიანება მიიღო.</p><p>ამავე გვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი კარგად არის. მას სახის არეში 2 "ნაკერი" დაადეს და ახლა კვლევებს უტარებენ. ხაჩიძეს ტვინის შერყევა არ აღენიშნება.</p><p>მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს ბოთლი სახეზე მოხვდა, გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. მატჩის ანგარიში 2:2 გახლდათ და ის მსაჯს აღარ დაუსრულებია.<br></p>
***
ველურები, გულშემატკივარიც და ფეხბურთელებიც!
გეგი
რა გეშველებათ ბიჭო რააა საცოდავებო რა დღეში ხართ ყანააა ოეეეე თქვენ არ ხართ ამ ქვეყნის ღირსები,თქვენ უნდა გმარტავდნენ დიქქტატორები ჩღ.კორეაში რომ არის აი ისე მაგის ღირსი ხარ უსახურო ერო რას გავხარ მართლა რა.
BARSA
rato ar unda kondes xashurs stadioni, etkoba ak xalxs ukvars pegburti da dadian stadionze, kvela kalakshi unda ikos aseti stadionebi, da tu daakvirdebit sul tbilisur gundebtan xdeba regionebshi aseti rame,shurt tbilisur gundebs ro regionebshi stadionebi ivseba da tbilisshi 5 kaci dadis tamashebze. imito arian tbilisis gundebi magrad, ager ckaltubom gadaascro plagman dinamos, saburtalo vegar tamashobs, loko bolozea.
!!!
გულისამრვია ეს ყველაფერი!!!! სამაგალითოდ არიან დასასჯელები ფეხბურთელებიც, გულშრმატკივრებიც და სტადიონიც ისე რომ სხვას აზრად აღარ მოუვიდეს ჭ ლიგაში ამგვარი საქციელი!!!
!!!
გულისამრვია ეს ყველაფერი!!!! სამაგალითოდ არიან დასასჯელები ფეხბურთელებიც, გულშრმატკივრებიც და სტადიონიც ისე რომ სხვას აზრად აღარ მოუვიდეს ჭ ლიგაში ამგვარი საქციელი!!!
Levani
5ე ლიგაში ამდენი მაყურებელი გერმანიაში თუ დადის მარტო ალბათ,მეორე ვართ ჩვენ. ნუ ატეხეთ წიოკი-ჩხუბი და აყალმაყალი ფეხბურთს თან ახლავს.ცუდია,მაგრამ უარესებიც ხდება ჩვენზე უფრო უკეთეს ქვეყნებში.
მამუკა
ამ ამბავში ყველაზე საოცარი ისაა, რომ მე-5 ლოგის მატჩს ამდენი გულშემატკივარი ესწრება.
ხაშური
ჯერ ერთი, ჯობია ბოღმა მოიშორო. მერე, ეს სტადიონი არც ერთ თვეში აშენებულა და მის ადგილზე უფრო ბევრი მაყურებლით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აშენდა და ჩვენ ქალაქს საკმაოდ დიდი სპორტული, მათ შორის საფეხბურთო ტრადიცია აქვს. ფანების მოსვლამაც აჩვენა. ფანებიც და მასპინძელი მოთამაშეებიც უფრო ზრდილობიანები იყვნენ, ვიდრე სტუმრები. ამ ვიდეოს კომენტარიც არასწორი ადევს. მართალია, გადავიდა ხალხი მოედანზე, რაც არ უნდა ექნათ, მაგრამ არ უჩხუბიათ. მალევე უკან დაბრუნდნენ. ტყუილებს ნუ ავრცელებთ. მაშინ დადეთ სრული ვიდეო.
zura222
გლდანი და ფეხბურთიი ????? მარტო გლდანის მეკარე კი არა დამნაშავე ნახეთ როგორ აბუნტებენ სხვა მოთამაშეებიც მაყურებლებს ხელების ქნევით @@ ეს ლაწირაკი ბავშვები კი საერთოდ არ უნდა დაუშვან სტადიონებზე @ მოდანზე პირველები ისევ ბავშვები შევარდნენ @
ივერიის გულშემატკივარს
არ ვყოფილვარ სტადიონზე, მაგრამ რაც ვნახე დასკვნა გმოვიტანე. შენი აზრით ნორმალურია სტადიონზე შევარდნა და საქმის გარჩევა?? ჯერ ერთი არა მგონია მეკარეს უნდოდა ხაშურის ფეხბურთელისთის ბოთლის სროლა, მეორე შუშის ბოთლი რომ ისროლეს და მერე შევარდა ხალხი სტადიონზე ეს ნორმალური თუ არის?? როგორც იქნა სტადიონი აგიშენეს და შეირგეთ, შედეგი ჩხუბი და აყალმაყალია! უზრდელობას რაც შეეხება მაგას არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი სად დაიბადება, ერთი ის ვიცი რომ თბილისში ისედაც არ დადის გულშემატკივარი და ფეხბურთელებს ნაკლებად აგინებენ განსხავებით იქ სადაც ბლომად დადის. ამ საქციელით პირველ რიგში დაზიანდა კლუბი, მერე გულშემატკივარი რომელსაც ალბათ რამდენიმე თამაშით აუკრძალავენ სტადიონზე ყოფნას და ღირდა ამათ ეს ამბავი?? კიდევ კარგად გადავრჩით რომ ვინმე ამ აღელვების ნიადაგზე ფეხბურთელები არ ცემა. არანაირი გამართლება არ აქვს იმათ ვინც მოედანზე შევარდა და თამაში ჩაშალა!
საქართველო
წლებია ვიხვეწები მოედნის გაკეთებას,კაცი პატრონი არაა,თუ ძალიან ახლოებილი არ გყავს არავინ არაფერს არ გაგიკეთებს, საკმაოდ დიდი რაოდენობის ბავშვები გვყავს, ამათი კიდევ ესეთი ლამაზი მოედნები გაუკეთეს და 1 თვეში ფეხბურთი გაა...პატიურეს,ამას მოხერხება უნდა.ვინც საქმეს აკეთებს იმათ მიაქციეთ ყურადღება,ვინც სამაგალითოა
ივერიის გულშემატკივარი
რომელი ფეხბურთელი ნახე ხაშურელებისგან გალახული? თამაშზე იყავი? ბიჭს შუშის ბოთლი დააფშვნა თავზე გლდანის მეკარემ და იმასაც არავინ შეხებია. თბილისში ორი დღის წინ ჩასვლა ზრდილობის ავტომატურ შეძენას არ ნიშნავს. სადაც არ უნდა იყო, ყველგან უნდა გქონდეს!
ლუკა
ადამიანი კაცად რომ არ ვარგა სტადიონის ბრალია,სტადიონი ყრვნის?
Lasha
Mshvenieria
ივერიის გულშემატკივარი
გუნდიც გაზრდილია და გულშემატკივარიც. ველურები გვესტუმრენ. ჯერ სიმულიანტობით დაგვღალეს და მერე მათმა მეკარემ დააგვირგვინა. ამის მერე გავუშვით ცივილურად მაინც და მეტი რაღა გინდათ?
Thomas
და ეს ბანანის რესპუბლიკის საზოგადება და ჩაცმული ველურები არიან ღირსი, რომ კვარაცხელიას მაგავსი ტალანტები გაუჩნდეთ და აქ, ამ ჭაობში გაზარდონ? ან ბოთლით თავში დაასრულებს და ან ქუჩაში ცემით ყველა გამორჩეული ადამიანი აქ. ადეკვატურმა საზოგადოებამ, რომელიც ამას ვუყურებთ რა დავაშავეთ საინტერესოა? არ დამიწყოს ახლა ვინმემ გამართლება, სხვაგანაც ხდებაო. სიველურეს უნდა დაერქვას თავის სახელი.
ივერიის გულშემატკივარი
პირველ რიგში, მკაცრად უუნდა გაკონტროლდეს სტადიონზე შესვლა და აიკრძალოს ალკოჰოლით, მითუმეტეს მინის ბოთლების. რაც შეეხება ჩხუბს: შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ჩვენ შორის, გაცილებით ცივილური ქცევები გვქონდა, ვიდრე სტუმრებს. სპორტული სიმულიანტობა და ოდნავ შეხებაზე, სეცხადება-კოტრიალი არაფერია. აღიზიანებდათ გულშემატკივრების მხარდამჭერი შეძახილები, რაც საკმაოდ მოზომილი იყო და ზრდილობიანი. რაც შეეხება გლდანელების მეკარეს, მესმის რომ გააღიზიანა ბოთლის გადაგდებამ(ჯერ კიდევ საკითხავია ვისმა გულშემატკივარმა ისროლა, რადგან იმ მხარეს მათი ფანებიც ისხდნენ), მაგრამ ხელში რომ აიღო მინის ბოთლი და უკან სროლა მოინდომა, ამით ხომ გაწირა ის ვისაც არ უნდა მოხვედროდა? ჩემი აზრით იქ ძალიან კარგი გულშემატკივრები იყვნენ და ამ მძიმე კადრების მიუხედავად, ისე გაუშვეს სტუმრები, მეკარესთან ერთად, თმის ღერიც არ ჩამოვრდნიათ. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ღირსეული დახვედრა. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რა დაგვემართა ამის დანახვაზე, სანდროს რომ ბოთლი გადაეფშვნა და ამ ყველაფერს უყურებდა დედა, ოჯახი და მათი მეგობრები.
BARSA
ox es torpedos baleshikebi,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
დათო
ავადმყოფებიი
ლუკა
რა ფეხბურთელი, რა გულშემატკივარი, რა კომენტატორი. სალვადორში მსაჯი მოუკლავთ ცემით და ჩვენ სიკვდილიანობით თუ ჩამოვრჩებით იმათ,თორემ შეუგნებელი ბრბო ვართ, ჭამა, სმა, მოწევა, ტრაბახი, ლანძღვა, ჩემი და შენი დედის გინება.
შოთა
არ ყოფილა ამათთვის საჭირო სტადიონი))
G.LA
მე რომ დაცვწერე ამ სტადიონზე ჯერ უმაღლეს ლიგაში მიაქციეთ ყურადღება, რა საჭირო იყო მეთქი ბევრი არ დამეთანხმეთ. ეს მე-5 რეგიონალ ლიგაა და ამდენი მაყურებელი არ იქნებოდა ეს სტადიონი რომ არ აგეშენებინათ. უნდა გაიზარდოს გუნდიც და მაყურებელიც ერთად. ეხლა ეგენი სანამ პირველი ლიგამდე ამოვლენ, მანდ ხშირი იქნება ეგეთი შემთხვევები. მე-5 რეგიონ. ლიგისათვის ზედმეტი სტადიონია და ეს ქარაფშუტობაა, როცა უმაღლეს ლიგებში გუნდებს სტადიონი არა აქვთ. სამაგიეროთ ვიღაცეებმა გაისწორეს, ვიღაცეებმა ფული მოტეხეს.
!!
რა სამარცხვინოა ეს ყველაფერი. არადა გული გვწყდება თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა ეგრევე სხვაგან რატომ მიდისთქო და ქართულ ფეხბურთს არ ადგებათქო. აჰა ბატონო ქართული ფეხბურთი. თუ ვინმე ათასში ერთხელ გამოგვერია ნიჭიერი ასეთ ჭაობში უნდა ითამაშოს და თავში ბოთლი უნდა მოხვდეს? კი ვხედავთ სადაც ვართ და ერთი და ორი კაცით რომ გვინდა ჩემპიონატის დონის აწევა ეგ უფრო მეტად სასაცილოა. მართალია მეხუთე ლიგაა მაგრამ რეალურად ესაა დონე ჩვენი. მუდმივი ყოყლოჩინობა, აგრესია. მშობლები შვილებს ასწავლიან, არ დათმოს არაფერი, თავი არავის დააჩაგვრინოს და კი ვიღებთ იმ ამაზრზენ საზოგადოებას რაც ახლა გვაქვს. ხოდა თუ ვინმეს ნიჭი გაქვთ, ან ხედავთ რომ თქვენს შვილს ნიჭი აქვს, ყველაფერი იღონეთ და წადით, წადით ამ ქვეყნიდან!!
ვაჟა
ეს კომენტარს რო უკეთებს დაბმულია, თუ ჰოროსკოპითაა უმწეო? :) გაჩუმდი და შვი₾იო ვინ გექაჩება ენაზე, ბაგაჟი შენ არ გაქვს, მეტყველება შენ არ გივარგა! ხალხის შევარდნა გაუმართლებელია, გლდანის ფეხბურთელებს ძველბიჭობა თუ უნდათ რას დაძუნძულებენ შორტებში?!
მწვრთვნელი
ორთავე გუნდია დასაქვეითებელი მე-6 ლიგაში, თუ არის საერთოდ ასეთი ლიგა და თუ არ არის ითამაშონ მაშინ აგერ ქუჩის გუნდებთან "ხრეშიან" მოედანზე! აქაც არ მოგაკლდებათ მაყურებელი! "მაზიანზე", თუ ითამაშებთ მითუმეტეს!
მინდია
მე-5 ლიგის მატჩზე ამდენი მაყურებელი როა, მე ის მიკვირს, ზოგჯერ დინამოზე ჭაჭანება არაა ხალხის.
შულაია
ეს მე- 5და ამდენი ლიგები რაღა უბედურებააა ამ პატარა ქვეყანაში, რადგანაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა ფულები ფეხბურთის განვითარების ფონდში სოკოებივით იქმნება ახალ- ახალი ვითომ პროფესიონალური კერძო კლუბები და ეგრევე წურბელებივით აჯდებიან ჩვენი მწირი ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულებს. ვერ გამიგია ზრდასრული, 25-30-32 წლის ფეხბურთელი რომ მე-4 მე-5 მე- 6 ლიგის პროფესიონალურ კერძო კლუბში თამაშობს, ხელფასი სახემწიფო ბიუჯეტიდან რატომ უნდა უხადონ, თუნდაც ჩემს ხარჯზე.
beqa
ძალან ცუდი ფაქტია,რა თქმა უნდა.აქ მთავარი დამნაშავე იყო გლდანი რომლის გულშემატკივარმა ისროლა მოედანზე ბოთლი.შემდეგ მათმა მეკარემ ისროლა ეს ბოთლი და არ დაიწყოთ ეხლა შემთხვევით მოუვიდა ,რამოდენიმე კომენტარს წავაწყდი სადაც მეკარეს ამართლებდენ შემთხვევით ისროლაო. კარების უკან გაეგორებინა ის ბოთლი და არც არაფერი მოხდებოდა. სადაც არავინ იყო, მაგრამ მას გამიზნული ქონდა გულშემატკივარისთვის. ასევე არავის ეგონოს, რომ მე ვამართლებ ხალხის სტადიონზე შეჭრას ეს არის ამაზრზენი.მაგრამ ყველაფერს უნდა სწორი დასკვნის გამოტანა.
დული
ჯოგი....
დათო
რაგბი ჩვენი თამაშია!
R.M.
ზიმბაბვე...
nene
სამარცხვინო ხალხი
ოთო
სიხამე :(
გიორგი
ვიდეოში რომ სულ სხვა რამე ჩანს?
აზრი
როგორც იქნა ახალი სტადიონი ააშენეს ხაშურში და ეს რა იყო?? ეს გულშემატკივრების გადავარდნა მოედანზე რა არის? ამის გამო დაისჯება სტადიონი, დაისჯება კლუბი და ღირდა ამისთვის?? თუ რაიმე დააშავა ფეხბურთელმა მსაჯი იმისთვის არის რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავე. ემოციები და ნერვიულობა კარგია ტრიბუნაზე და ეს ბუნებრივი რეაქცია არის და არა ეს რომ შევარდები და ფეხბურთელებს დაერევი!
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ქალთა ლიგის მე-4 ტური - პოკერი და დაძაბული ბრძოლა ჩემპიონატის სტარტზე
როდის გაბრწყინდება "ივერია"? ხაშურის მთავარი არენა რეაბილიტაციის მოლოდინშია
ხელჩართული ჩხუბისათვის "ივერიასა" და "გლდანს" წაგება ჩაეთვალათ [VIDEO]
პრობლემებში ჩაძირული "ივერია" - ხაშურელი ქომაგი ყურადღებას ითხოვს
ხაშურის "ივერიის" სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება