UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ ორგანიზაციაში მეორე ჩხუბი ყაზახი დამირ ისმაგულოვის წინააღმდეგ ჩაატარა და მსაჯების საოცარი გადაწყვეტილებების შედეგად დამარცხდა.

თავად ბრძოლა, ცხადია, ძალიან თანაბარი გახლდათ და ნებისმიერი შედეგი მოსალოდნელი იყო, თუმცა ჯერ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა "აურია", შემდეგ სამმა რეფერიმ და დიქტორმა.

მატჩის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე გურამმა მეტოქე პარტერში გადაიყვანა და მომგებიან პოზიციაში იყო, ამ დროში მეტოქეზე დომინაცია მესამე რაუნდის მოსაგებად სრულად საკმარისი იქნებოდა. თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ჰერბ დინმა ბრძოლა შეაჩერა (დროც უნდა გაეჩერებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა), ჩათვალა, რომ ქუთათელაძემ ძირს მყოფ ისმაგულოვს მუხლი თავში განზრახ ჩაარტყა, არა და გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ყაზახს ქართველის ფეხი მკერდსა და ყბის ნაწილში ერთდროულად მოხვდა, თავი რომ არ ჩამოეწია, დამირს მუხლი მკერდში მოხვდებოდა და გურამს წაქცეული მეტოქისთვის ფეხი თავში განზრახ არ დაურტამს.

ისმაგულოვმაც სამსახიობო ელემენტებიც გამოიყენა, ცოტა ხანი ვერ ადგა, მერე ძალიან ტანჯული სახით გაიარა და თითქოს, შემიძლია ჩხუბი აღარ გავაგრძელო, მაგრამ ძალიან ღირსეული ვარ და ასე მოგება არ მინდაო, ბრძოლის გაგრძელებას დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ გურამმა მოწინააღმდეგეს ჩხუბის განახლებამდე მოუბოდიშა, მსაჯმა კი ქართველს გაფრთხილება მისცა, მოგებული პოზიცია კი წაგებულად ჩაუთვალა, რითიც მესამე რაუნდი უფრო სადავო გახადა, თუმცა, რეალურად, რაუნდი მაინც გურამმა მოიგო.

დინის ეს დაუსაბუთებელი და არასწორი გადაწყვეტილება რომ არა, გურამი ჩხუბს რეალურად მოიგებდა, თუმცა სავარაუდოდ, შეხვედრაში მინიმუმ ფრე დაფიქსირდებოდა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რაც მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. დიქტორმა მსაჯების გადაწყვეტილებები ამგვარად გამოაცხადა: 1-ლი რეფერი: 29-28 ისმაგულოვის სასარგებლოდ, მე-2 რეფერი: 28-28 და მე-3 რეფერი: 30-27 ისმაგულოვის სასარგებლოდ და ყაზახი მსაჯთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოაცხადა. ვინც ამ სპორტში ერკვევა, დაგვეთანხმება, შეუძლებელია პრობლემა არ იყოს მსაჯობაში, როცა ერთი რეფერი შეხვედრის შედეგად ფრეს აფიქსირებს, მეორე კი სამივე რაუნდის გამარჯვებულად ერთ მებრძოლს ასახელებს.

საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ გურამმა არა მსაჯებით უმრავლესობის გადაწყვეტილებით, არამედ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო და მეორე რეფერიმ 29-28 ქართველის სასარგებლოდ დაწერა. მაგრამ, მესამე მსაჯის გადაწყვეტილება რომ დედამიწის მიღმა სამყაროშია, ამაზე ყველა თანხმდება. სპორტის ამ სახეობაში ვერ ნახავთ შემთხვევას, როცა შეხვედრის გამარჯვებული გაწყოფილი გადაწყვეტილებით გამოვლინდება, ხოლო ერთი მსაჯი ყველა რაუნდს ერთ-ერთ სპორტსმენს მიაკუთვნებს.

შედეგების შესაფასებლად, ცხადია, უმნიშვნელოვანესი სტატისტიკაა. პირველ რაუნდში გურამმა მეტოქეს 26 ძლიერი დარტყმა მიაყენა, თავად 21 მიიღო. ქართველი მეტოქეზე 17 წამის განმავლობაში დომინირებდა, ისმაგულოვი 15 წამი. ამას გარდა, ქუთათელაძემ ყაზახი ერთხელ ნოკდაუნში გაუშვა (დამირს გურამი ნოკდაუნში მთელი მატჩის მანძილზე არ გაუშვია), ერთი თეიქდაუნი გაუკეთა (საპასუხოდ 0!!!) და ამის შემდეგ, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს რაუნდი გურამმა დათმო?! მსგავსი გადაწყვეტილების დაწერა, უბრალოდ, სამარცხვინოა. ამ რაუნდში ორმა მსაჯმა გურამის გამარჯვება (10-9) დაწერა, ერთმა მოგებულად ყაზახი გამოაცხადა (10-9).

მეორე რაუნდი სადავო არ ყოფილა - ის ისმაგულოვს დარჩა, მცირე უპირატესობით (10-9) და ბოლო 5 წუთის წინ რაუდნებში ანგარიში გათანაბრდა. შემდეგ კი ძალიან სადავო მესამე რაუნდი გაიმართა. ყაზახმა პრესკონფერენციაზე თქვა, დარწმუნებული ვარ, მესამე რაუნდში მე უფრო მეტი დარტყმა მივაყენე, დომინაციაც მეტხანს მქონდა და გამარჯვება დავიმსახურეო. რეალურად რა მოხდა? რეალურად გურამმა ისმაგულოვს 1-ით მეტი ძლიერი დარტყმა მიაყენა, ვიდრე თავად მიიღო. დომინაციაში სრული თანაფარდობა იყო: 20-20 წამი. უსამართლოდ წართმეულ თეიქდაუნსა და დომინაციის წამებს რომ თავი დავანებოთ, დაფიქსირებული შედეგითაც რაუნდი ქართველს უნდა მოეგო.

როგორც ნამდვილ მეომარს შეეფერება, გურამ ქუთათელაძეს მსაჯების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ რეფერების შესახებ არაფერი უთქვამს, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში საკუთარი თავი გააკრიტიკა: "რა უნდა ვთქვა?... უნდა ვისწავლო. მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე აღარ მივიყვანო. ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახსა და გუნდს, რომლებიც ძალიან ვანერვიულე და ბოლოს იმედგაცრუებული დავტოვე. მხარდაჭერისთვის კი ყველას მადლობას გიხდით, თქვენი გურამი!"

ისმაგულოვმა კი UFC-ში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ჩაიწერა და ალბათ, მსუბუქი წონის საუკეთესო 15-ეულშიც შევა. ბრძოლის შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, საოცრად ტექნიკური ჩხუბი იყოო, თუმცა მსაჯებზე დასმულ შეკითხვას არ უპასუხა... რეალურად, ორივე სპორტსმენი მსუბუქი წონის, მინიმუმ, საუკეთესო 10-ეულში ყოფნას იმსახურებს. სავარაუდოდ, ქართველი შანსს წელს ისევ მიიღებს და იმედია, წლის ბოლომდე ყველაზე ვარსკვლავური წონის ტოპ 15-შიც შევა...

რონი
რა სისულელე დაახეთქე? ჩხუბია ერთი შეიძლება ისეთი გაგეპაროს გაგიხიოს თავპირი და ამიტომ უეჭველი წაგებულიხარ აღარ უნდა იჩხუბო? ვინ უფრო გალამაზებულია მაგით რო ფასდებოდეს ქულებს კიარ დაითვლიდნენ! გურამი დაიჩაგრა ფეხზე წამოდგომის მერე ერთი დარტყმა გურამმა გაუშვა და ჩხუბივ დაამთავრეს და იქნებ ეგ ერთმა დარტყმამაც იქონია წაგებაზე გავლენა..
fraternity
ზედმეტ სუბიექტივიზმში ვართ გადავრდნილი. მესამე მსაჯი რომ ასტრალში გავიდა ეგ ყველასთვის გასაგებია, მაგრამ შედეგი როგორც ასეთი ჩემთვის სავსებით გასაგებია, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს. მეტოქეს ერთი დარტყმით მეტი მიაყენე თუ ნაკლები ეგ საერთოდ არაფერს ნიშნავს, მაგრამ სამაგიეროდ ზიანი ნიშნავს ძალიან ბევრს. შეხედეთ გურამს და შემდეგ ისმაგულოვს. გურამი გავს ნაცემს და ისმაგულოვს სისხლი არ გამოსვლია. ეგ იყო გადამწყვეტი ფაქტორი, მსაჯები უყურებენ ასე და სწორიც არის, იგებს ის ვინც მეტი ზიანი მიაყენა მეტოქეს და არა ის ვინც ერთით მეტი ჯები გადააგდო ან ერთით მეტი ლოუ ქიქი გააკეთა.
რატი
ნაგვები! გურამს კი წარმატებას ვუსურვებ.
odala
არ მეკუთვნოდაო იმდენი ილაპარაკა იმ პოლონელთან ჩხუბის მერე, რომ 'გამოასწორეს' მსაჯებმა
"ეს ფრაზა ილიას აბაზანაში ჩამოკიდეთ, რადგან შეახსენოთ, რომ შარდვის დროს..." - ცარუკიანი თოფურიას გამოწვევას აგრძელებს
ასე აპირებს ილიას დამარცხებას? - ნახეთ, როგორ ემზადება ცარუკიანი, რომელსაც წელიწადზე მეტია არ უბრძოლია [VIDEO]
"დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება" - დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
"გუშინ ვისპარინგეთ მე და ილიამ, ეს ვიდეო თუ დამიდეს..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი? [VIDEO]
"საქართველოსთან ომზე საუბარს თავი დაანებე" - ქართველი მებრძოლების პასუხი მაგომედოვს
გურამ ქუთათელაძე კაუე ფერნანდესთან დამარცხდა
UFC-ში ქუთათელაძის მორიგი მეტოქე გაირკვა
ქუთათელაძე ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა
გურამ ქუთათელაძე UFC-დან გაუშვეს