საქართველოს 7-კაცა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ნოზაძე გასულ კვირაში მოთამაშეთა იმ ჯგუფს შეხვდა (ჯერ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში. მსგავსი შეხვედრა და ვარჯიშები დასავლეთ საქართველოშიც გაიმართება), რომლებზეც მომავალი წლის განმავლობაში აქცენტი გაკეთდება და პირველი ვარჯიშებიც გამართა.

ივლისსა და აგვისტოში გამართული 7-კაცას შიდა ტურნირებზე დაკვირვებით, ასევე მოთამაშეთა გამოცდილებისა და კლუბებში მათი ჩართულობის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ საქართველოში 50 მორაგბე შეირჩა. ისინი დიდი 10-ის 7, პირველი ლიგის 6 და რეგიონული ლიგის 3 გუნდს მოიცავენ. შერჩეულ მოთამაშეთაგან თვრამეტი 20-წლამდე ასაკისაა.

„გასულ კვირაში დავიწყეთ გუნდის შენების აქტიური ფაზა და უკვე გვქონდა როგორც გაცნობითი შეხვედრა, ასევე ვარჯიში. მინდა მადლობა გადავუხადო მოთამაშეებს რადგან მათ გამოხატეს სრული მზაობა ჩაერთონ ყველაზე დინამიურ და ყველაზე ინტენსიურ სპორტის სახეობაში რასაც შვიდკაცა რაგბი ქვია. მადლობა კლუბებს, რადგან მათი ჩართულობისა და მხარში დგომის გარეშე ჩვენს შრომას შედეგი არ ექნება. ასევე აუცილებლად აღსანიშნავია სამწვრთნელო ჯგუფის მონდომება, რადგან წარმატების საწინდარი სწორი მენეჯმენტია. ჩემთან ერთად იმუშავებენ: გიორგი ჭუაძე, რომელიც ფიზ. მომზადების გარდა საწვრთნელ პროცესშიც აქტიურად იქნება ჩართული; ექიმი ოთარ თაბაგარი; ფიზიო დავით კობახიძე; მასაჟისტი გიორგი მურადაშვილი; ვიდეო-ანალიტიკოსი ლევან დოლაბერიძე; და მენეჯერი 20-წლიანი გამოცდილებით სანდრო ნიჟარაძე“ - ამბობს გიორგი ნოზაძე და განაგრძობს:

„გაფართოებულ ჯგუფს სოსო მათიაშვილი უკაპიტნებს, რომელსაც ზურგს უზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს და მისი აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება როგორც მოთამაშეებისთვის ასევე საწვრთნელი პროცესის ოპტიმიზაციისთვის. ჩვენმა პროგრამამ მოთამაშეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, იგრძნობოდა ჟინი და მოტივაცია, რაც მნიშვნელოვანი ასპექტია. ყველა მათგანს გათვითცნობიერებული აქვს, რომ წარმოადგენენ საკუთარ ქვეყანას და საქმის მიმართ დიდი ერთსულოვნება გამოავლინეს. ვიმედოვნებ, მათი შემართება ასე გაგრძელდება და სამწვრთნელო შტაბი მაქსიმუმს გავიღებთ, რათა მთელი წლის მანძილზე ხარისხიანი წვრთნის პროცესი შევინარჩუნოთ“.

„რაც შეეხება სელექციის პროცესს, მოვიცავით ყველა ლიგა და ამ ეტაპისთვის აღმოსავლეთ საქართველოს კლუბებიდან შეირჩა 50 მოთამაშე, რომელთაგან თვრამეტი 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატია. ჩვენი მიზანია, რომ მათ მივცეთ 7-კაცისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა და უნარები, რათა 20-წლამდელთა ნაკრების გავლის (ან ამა თუ იმ მიზეზით იქ ვერმოხვედრის შემთხვევაში) შემდეგ გვქონდეს მათთან მუშაობის გამოცდილება და შედარებით მარტივად ადაპტირდნენ 7-კაცა რაგბის მოთხოვნებთან მიმართებაში“.

„მსგავსი გაფართოებული ჯგუფი გაკეთდება დასავლეთ საქართველოშიც, სადაც ფოთსა და ქუთაისში, თითო ლოკაციაზე ორ კვირაში ერთხელ, ვარჯიშებს მე ჩავატარებ. პროცესში ჩართული იქნებიან ადგილობრივი მწვრთნელებიც და მოხარული ვიქნები თუ მათივე ინიციატივით ჩატარდება დამატებითი ვარჯიშები. ვფიქრობ, ასეთი მიდგომით არცერთი საინტერესო მოთამაშე არ დარჩება ყურადღების მიღმა და ყველას ექნება თავის გამოჩენის შესაძლებლობა“.

„გამოცდილი მოთამაშეები, რომლებიც წლების განმავლობაში თამაშობდნენ 7-კაცას, თუმცა ამჟამად გაფართოებულ შემადგენლობაში არ არიან, ჩვენი თვალთახედვის არეალში რჩებიან. ისინი კლუბებში თამაშობენ 15-კაცა რაგბს და თუ გაზაფხულის 7-კაცა შიდა ტურნირებში თავს გამოიჩენენ, კვლავ დაბრუნდებიან ჩვენს სივრცეში“.

„7-კაცას ვარჯიშებისთვის შეირჩა ოთხშაბათი და ხუთშაბათი. ეს იმიტომ, რომ კაცთა ლიგებისგან განსხვავებით, დუბლშემადგენლობის ჩემპიონატის თამაშები ორშაბათ-სამშაბათსაც იმართება და არ გვსურს პრობლემები შევუქმნათ კლუბებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეკემბრის ბოლომდე ჩვენი ვარჯიშები არ ითვალისწინებს 7-კაცასთვის საჭირო ფიზ-მომზადებას. 2026 წლამდე აქცენტი მხოლოდ ტექნიკური და ტაქტიკური უნარების დახვეწაზე გაკეთდება“.

„დეკემბრის ბოლოს გვექნება შიდა სელექცია და გაფართოებული შემადგენლობა 25 მოთამაშემდე შემცირდება, თუმცა მათზე (ვინც მცირე ჯგუფში ვერ მოხვდება) დაკვირვება გაგრძელდება, როგორც კლუბებში, ასევე გაზაფხულზე დაგეგმილ 7-კაცას ტურნირებში და თავის გამოჩენის შემთხვევაში ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან ძირითად ჯგუფში. შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულზე გასამართ 7-კაცას ტურნირებზე გვექნება დამატებითი სელექცია, რათა, ვიმეორებ - არცერთი საინტერესო მოთამაშე არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა“.

„გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. 7-კაცას განვითარების გეგმა მოიცავს ბევრ თამაშს როგორც კაცთა, ასევე ჭაბუკთა და საფესტივალო ასაკის გუნდებს შორის. წელს 14 (საფესტივალო), 16 (ჭაბუკთა ბ ლიგა) და 18-წლამდე (ჭაბუკთა ა ლიგა) გუნდებს შორისაც გვექნება 7-კაცას ტურნირები, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ შევკრათ 18-წლამდე 7-კაცა ნაკრები და 2026 წლის ზაფხულიდან ჩავერთოთ რაგბი ევროპის ჩემპიონატში. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ სამომავლოდ, როგორც 7-კაცა, ასევე 15-კაცა ნაკრებებში, გვყავდეს საერთაშორისო გამოცდილების მქონე, შესაბამისი უნარების მოთამაშეები“.

Rugby.ge

მწვრთნელების სტაჟირებაზე,ახალგაზრდა მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე არ ფიქრობთ?მასიურობის გაზრდა თუ გვინდა და გვინდა,ბევრი მწვრთნელიც დაგვჭირდება,სწორედ 7 კაცა რაგბის მწვრთნელები,რადგან 15 კაცას მაინც განსხვავებული სპეციფიკა აქვს.მე ვინ მკითხავს,მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს,15 კაცას გუნდებში,კვირაში ერთ სავარჯიშო დღეს,7 კაცაში ვავარჯიშებდი ბიჭებს,ბურჯების გარდა.სისწრაფის და ხელის ტექნიკის გაუმჯობესება ყველას სჭირდება.
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა ინგლისურ კლუბს 107:5 მოუგეს
ზაალ რუხაძე - სამხრეთაფრიკული რაგბის ახალგაზრდა ქართველი ტალანტი
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში
7-კაცა | ჰამბურგში იტალიით, ბელგიითა და ლიეტუვათი ვიწყებთ
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის