საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა რაგბი ევროპის პირველ, ლისაბონის ეტაპზე მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და მე-9 ადგილი დაიკავა.

წელს ჩემპიონატი განსხვავებული სისტემით ჩატარდა. 10 გუნდი ორ ჯგუფად გაიყო და თითოეულ მონაწილეს ჯგუფურ ეტაპზე ოთხი თამაშის გამართვა უწევდა, დაკავებული ადგილის მიხედვით კი, ერთის პლეი-ოფში.

პირველ ორ შეხვედრაში ჩვენი 7-კაცა პორტუგალიას და ბელგიას თანაბრად შეებრძოლა, მაგრამ მეტოქეებმა შეცდომები უკეთ გამოიყენეს და თითო გარდასახული ლელოს სხვაობით მოიგეს – პორტუგალიამ 19:12 და ბელგიამ 14:7. დღის ბოლო მატჩში ესპანეთი დომინირებდა და 38:7 გაიმარჯვა.

მეორე დღე ჩეხებთან მატჩით დაიწყო და 12:0 დავწინაურდით, მაგრამ მერე ელემენტარული შეცდომები დავუშვით და 4 ლელო მივიღეთ – 12:24. მე-9 ადგილისთვის საქართველოს 7-კაცა პოლონეთს შეხვდა, ხუთი ლელო გაუტანა და 27:12 მოგებით მე-9 ადგილი დაიკავა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს პოლონეთი, კრაკოვი 1-3 ივლისს მასპინძლობს, 16-17 ივლისს კი მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი რუმინეთში, ბუქარესტში გაიმართება.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ლისაბონის ეტაპზე

თემურ კოხოძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (არესი), ლადო მიმინოშვილი (არმია), გიორგი გელაშვილი (არმია), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ლევან ქუშაშვილი (ყაზბეგი), ხვიჩა ჯგერენაია (ტიმიშუარა), ლევან ნარიმანიძე (ხარები).

მწვრთნელები: გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე

rugby.ge

სიმართლე
რა უნდა ვთქვათ და არაპროფესიონალების ხელშია ფედერაცია, ტყემალზე ზის პრეზიდენტი და ხალხს ხურმას აჭმევს, ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო. ხურციძე კიდევ არც მოთამაშედ ვარგოდა და არც ადამიანად ვარგა. ჯუსრნალისტებს უთხრა 7 კაცის ყოლა ფუფუნებააო. მთელი მსოფლიო შვიდკაციდან იწყებს რაგბის თამაშს და საქართველოში თურმე ფუფუნებაა. სანამ ლელოს მაფია ფედერაციას მართავს არაფერი შეიცვლება. 20 წლიანები შეკრებაზე 5 კვირა ჰყავდათ და ხმები გავარდა მთელი გუნდი რამოდენიმეს გამოკლებით დოპინგზე ჰყავდათ შესმული. 14 ლელოს მოთამაშიდან შეიძლება ეღთი ყოფილიყო ნაკრების ღირსი. წაიყვანეს ბიჭები პაეზდკაში. ჩაისვარეს იტალიასთან აბა ვნახოთ პირველი ნაკრები რას იზამს იტალიასთან და თუ გინდ არგენტინი 15-თან. არა მგონია ეს ორი თამაში მოიგონ. დაპორტუგალიასთანაც გაუჭირდებათ. ამბიციური უცოდინრების ხელშია რაგბი დღეს!
ჟორა
სულ რამდენი გუნდი იყო?
სოსო
დიდი ნაკრების და 20 წლამდელების ბიჭებს არ სცალიათ,ტურნირებში მონაწილეობენ და ვინც დარჩნენ,უფრო სუსტებიც არიან და შეუთამაშებლებიც.ასე რომ, მოულოდნელი არაფერი იყო.
გიორგი-50
რა უნდა ვთქვათ? სირრცხვილია....
თორნიკე
ესპანეთთან და პორტუგალიასთან დიდი ხანია მიგვაჩვიეთ 7-კაცაში მარცხს, მაგრამ ბელგია და ჩეხეთი უკვე მართლა ფსკერია. მწვრთნელებს გადადგომაზე არაფერი უთქვამთ? საქართველო ერთადერთი შვიდკაცაა, რომელიც 15-კაცას ტაქტიკით თამაშობს. არ იციან ამ მწვრთნელებმა შვიდკაცა და იქნებ ერთი საშუალო დონის აფრიკელი ან კუნძულელი მწვრთნელი მაინც ჩამოიყვანოთ, რომელიც ნაკრებს ტაქტიკასაც ასწავლის და არც "ქართულ ჯიგრულ" პონტში დააკომპლექტებს!
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა