როგორც გენიალური ქართველი მსახიობი ვასილ ჩხაიძე გენიალურ ქართულ ფილმ "შერეკილებში" ამბობს, "დადგა ჟამი ჩვენი განშორებისა!" მალე ცათმფრენი ჰაერში უნდა აიჭრას და მფრინავები ოცნებების ასრულების გზას დაადგნენ. იქამდე კი რთული სამუშაო პროცესის დასასრული ბათუმის წვიმიან საღამოს გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელია დინამოს გამოემშვიდობება. ახლა, როდესაც საქართველოს რეგიონების მოედნები "კვარას" ვეღარ ნახავენ, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ხვიჩას საქართველოში ჩამოსვლას და ზოგადად, იმ გზაზე, რომელიც კვარაცხელიამ "ნაპოლიმდე" მამუკა ჯუღელთან ერთად გაიარა.

ხვიჩა კვარაცხელია სანამ მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდოდა, შეთავაზება ლისაბონის "სპორტინგიდან" ჰქონდა. რეალისტურად შევხედოთ მოცემულობას: ხვიჩას უდიდესი პლუსი ტექნიკა და დრიბლინგია. მაშინ კვარა ფიზიკურად ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც ახლა. ტექნიკითა და დრიბლინგით ხვიჩას კონკურენციაში შესვლა პორტუგალიელ და ბრაზილიელ ფეხბურთელებთან მოუწევდა. საკმარისი იქნებოდა კი მისი პლუსები განვითარებისთვის საჭირო სათამაშო დროის მისაღებად? ალბათ, არა. პოლიტიკური და სოციალური საკითხი გვერდით რომ გადავდოთ და წმინდა სპორტული თვალსაზრისით ვიმსჯელოთ, საერთო დონის მხრივ, უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთის პრემიერლიგა პორტუგალიის სუპერლიგაზე მაღლა იდგა (უეფას საკლუბო კოეფიციენტები და ტრანსფერმარკტის მიხედვით გუნდების საშუალო სატრანსფერო ღირებულება რომ ავიღოთ). ხვიჩას "სპორტინგში" პროგრესის მისაღწევად უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, რადგან ძირითადად, თამაში "სპორტინგის" ახალგაზრდულ გუნდში მოუწევდა.

ხვიჩა "რუბინში" გაიხსნა, საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ სწორედ იქ ჩამოყალიბდა. ამიტომ კვარაცხელიას რუსეთში წასვლას ნეგატიურად ვერ შევაფასებთ, მიუხედავად იმისა, რომ "სპორტინგი"-"პორტუს" თამაშის ხილვა უფრო გვესიამოვნებოდა, ვიდრე "ლოკომოტივი"-"სპარტაკის" ან "რუბინი"-"ურალის". პორტუგალიაში ხვიჩას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ჯდომა, 18 წლის ფეხბურთელი კი მხოლოდ ვარჯიშებსა და მეორე გუნდში თამაშით ვერ ვითარდება. ხვიჩა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ რუსეთში მოემზადა, მას განვითარებაში ხელი "რუბინში" შეუწყვეს და ეს რეალობაა.

მაგრამ ფეხბურთელისთვის მხოლოდ ევროპული ფეხბურთის ნაწილად გახდომა მიზანი შეუძლებელია იყოს. ასეა ხვიჩაც. ის პირველ რიგში ადამიანია, მერე - კაცი, მერე ქართველი და შემდეგ ფეხბურთელი. როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, კვარას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. გახსოვთ, "რუბინში" რთული პერიოდი რომ ჰქონდა, საქართველოს ნაკრებში როგორ თამაშობდა? ამ ადამიანს საკუთარი ქვეყანა ფეხბურთზე მეტად უყვარს, საქმიანობის იმ სფეროზე მეტად, რისი წყალობითაც ცნობილი, დაფასებული და წარმატებული გახდა. ეროვნულ გუნდში ხვიჩას 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მასთან ერთად ნაკრები მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა. ხვიჩამ კი საპასუხოდ გინება, ლანძღვა და შეურაცხყოფა იმიტომ მიიღო, რომ რუსეთის ჩემპიონატი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე არ დატოვა. ხვიჩას წამოსვლას ომის გაჩერება არ შეეძლო, ფეხბურთელი არც "რუბინში" აპირებდა დარჩენას, ომის საწინააღმდეგო პოსტი "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა. მეტი რა უნდა ექნა? იარაღი აეღო ხელში და საბრძოლველად წასულიყო?

გასათვალისწინებელი ერთი ფაქტორია - მისი კრიტიკის დროს ხშირად გამოიყენებოდა აზრი, რომლის მიხედვითაც, უკრაინელები ჩვენი ისტორიული მეგობრები არიან, ჩვენი კარგად ესმით და ქართველ ფეხბურთელს რუსეთი მანამ უნდა დაეტოვებინა, სანამ ამას სხვა ქვეყნის წარმომადგენლები გააკეთებდნენ. უკრაინელებისა და ჩვენი მეგობრობის საკითხი ნათელია; ჩვენც და ისინიც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლაში რომ ვართ ჩართულები, ესეც, თუმცა ერთი არაპოპულარული შეკითხვის დასმაც შეიძლება: თუ უკრაინელებს ჩვენი ყველაზე კარგად ესმით და ჩვენი ერები ერთმანეთთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე რომელიმე სხვა დასავლურევროპულ ხალხთან, 2008 წელს, საქართველოში მიმდინარე ომის დროს, რუსეთის ჩემპიონატიდან რატომ არცერთი უკრაინელი არ წამოსულა? რაც უკრაინელებს არ გაუკეთებიათ, ზუსტად იმის გამო რატომ ვლანძღავთ და ვაგინებთ იმ ადამიანს, რომელიც ფეხბურთით მთელი ჩვენი საზოგადოების გახარებას ახერხებს?!

და ვისი დამსახურება იყო მისი კარიერის მსგავსი განვითარება? მხოლოდ კვარაცხელიასი? იქნებ აგენტისაც? ამ საკითხზე თითქმის არავინ საუბრობს, რადგან მამუკა ჯუღელზე კარგის თქმისგან ჩვენი კოლეგები თავს იკავებენ. რატომ? იმიტომ, რომ რუსული ტერმინებით საუბრობს და ფეხბურთელები რუსეთში მიჰყავს. ბრიტანეთმა არგენტინას ფოლკლენდის კუნძულები წაართვა, მათთან ბრძოლაში ათასობით არგენტინელი დაიღუპა და ის არგენტინელი აგენტები, რომლებსაც ფეხბურთელები ინგლისში მიჰყავთ ან თავად ნისლიან ალბიონზე გადასული მოთამაშეები ქვეყნის მოღალატეები არიან? ეს ფეხბურთის სფეროა, სპორტის და არა ომის. აქ საუბარი ომზე გვაქვს და არა პოლიტიკაზე. ცხადია, სპორტსა და პოლიტიკას შორის დიდი კავშირი არსებობს, მაგრამ ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, რადგან პოზიტიურ პოლიტიკურ კავშირებს ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებიც ინარჩუნებენ. რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი 8 წელია ოკუპირებული აქვს, ჩვენმა მოძმე ქვეყანამ კი მოსკოვიდან ელჩი მხოლოდ მას შემდეგ გამოიწვია, რაც რუსებმა კიევის აღება დააანონსეს.

მამუკა ჯუღელს კი ფეხბურთელები რუსულ კლუბებში მიჰყავდა, გაცილებით მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას აძლევდა, ვიდრე ბევრს შეეძლო. მოთამაშეები იმაზე გაცილებით მეტ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე სხვა ქვეყანაში გადაუხდიდნენ. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ძალიან დიდი ნაწილის აგენტი მამუკა ჯუღელი იყო. რეალურად რომ შევხედოთ, ამ ადამიანს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. თემურ ქეცბაიას ყველა ჩვენგანი ტაშს უკრავდა, როცა ანორთოსისში ქართველი მოთამაშეები წაიყვანა და სანაკრებო მატჩების წინ სათამაშო პრაქტიკა მისცა. მაგრამ რატომ უნდა დავუკარგოთ მსგავსი საქმეები ჯუღელს? თან, თითქმის 20 წლის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატიდან მოთამაშეები ევროპის სიძლიერით მეექვსე ლიგაში მიჰყავდა და არა მხოლოდ მიჰყავდა, იმასაც ახერხებდა, რომ მის ფეხბურთელებს ეთამაშათ.

კიდევ ერთი საკითხია, რა კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ აგენტის მუშაობა? მას ვალდებულება ფეხბურთელსა და მის ოჯახთან აქვს. თუ მოთამაშე კმაყოფილია, ნიშნავს, რომ აგენტი კარგად მუშაობს.

ყვავს თავისი ბახალა ულამაზესი ეგონაო, ეგრე ვართ ჩვენც. გვგონია, რომ საქართველოში ისეთ ფეხბურთელებს ვზრდით, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონაში" თუ არა, "დორტმუნდსა" და "აიაქსში" მაინც უნდა თამაშობდნენ. არადა, რეალობა სულ სხვანაირია. 21-ე საუკუნეში საქართველოდან წასულმა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა აიწყო ხანგრძლივი, წარმატებული კარიერა ევროპის ტოპ 5 ლიგაში და ეს ზურაბ ხიზანიშვილი იყო. გიორგი მამარდაშვილი ყველაფერს ახლა იწყებს...

კიდევ ვიღაცებს მამუკა ჯუღელის რუსული ტერმინებით საუბარი არ მოსწონს. არადა, თითოეული ჩვენგანი რამდენ რუსულ სიტყვას ვამბობთ დღეში? მაინცდამაინც ინგლისურ-ფრანგული სლენგებით უნდა ისაუბროს ადამიანმა? პაღდოონ! ამიტომ, რუსული სიტყვების გამოყენებისათვის ადამიანის გაკრიტიკება სრულიად უადგილოა, რამდენადაც უნდა გვეზიზღებოდეს რუსეთის სახელმწიფო და მისი დიქტატორი. რუსი არაა სლუცკი, რომელმაც კვარაცხელიას განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა?!

მამუკა ჯუღელმა კიდევ ერთი კარგი გადაწყვეტილება ნუკრი რევიშვილსა და ლადო დვალიშვილთან ერთად მიიღო. ცხადია, ეს ხვიჩას სურვილიც იყო. ბუნებრივია, კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადმოსვლას ვგულისხმობთ. ხვიჩა ჩამოვიდა თუ არა საქართველოში, სტადიონები გაივსო, თბილისის "დინამოს" თამაშზე ათობით ათასი ადამიანი მოვიდა, როცა ჩემპიონატის შეხვედრებს რამდენიმე ასეული გულშემატკივარი ესწრება. ეს იყო ის საჩუქარი, რაც მამუკა ჯუღელისა და ხვიჩა კვარაცხელიასგან ქართველმა გულშემატკივარმა მიიღო. როდის ითამაშებს 18 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ლიგაში? როდის ნახავს მაყურებელი წყალტუბოს სტადიონზე "ნაპოლის" დონის მოთამაშეს? მას შემდეგ, რაც ჯუღელმა კვარაცხელიასა და დავითაშვილისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსის მოპოვება მოახერხა, ხვიჩას თურქული გრანდები იწვევდნენ. 3 თვეს "გალათასარაის", "ფენერბაჰჩეს" ან "ტრაბზონსპორის" მაისურით გაატარებდა, სატრანსფერო ღირებულებაც მოიმატებდა, მეტ გასამრჯელოს გამოიმუშავებდა, მაგრამ საქართველოში წამოვიდა. ეს არ უნდა აღვნიშნოთ, არაფერი უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებმა დიდი ფეხბურთი ქართულ სტადიონებს დაუბრუნეს?

ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გვინახავს ბოლო პერიოდში, რომლებმაც კარიერაში ბევრ ვერაფერს მიაღწიეს. შესაძლოა, ხვიჩას დარი ტალანტი არ ჰქონდათ, თუმცა იმდენი მაინც შეეძლოთ, იტალიის სერია A-ს საშუალო დონის გუნდში მაინც მოხვედრილიყვნენ, თუმცა ვერ შეძლეს. მამუკა ჯუღელმა კი პასუხისმგებლობა აიღო და კვარაცხელია "ნაპოლიში" იდეალურ დროს მიიყვანა. ტექსტი შერეკილების ციტირებით დავიწყეთ და ეგრე დავასრულებთ კიდეც. ხვიჩას მომავალზე საუბრისას, მისი ტრანსფერის განხილვისას ძალიან ბევრს თავი პროფესორად მოჰქონდა და ამბობდნენ, მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას კარგ გუნდში ვერ წაიყვანსო, მაგრამ "ვინ ყოფილა გამოტვინებული?"

LLL
""როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს"' ანუ? ომი რომ არა რა სტატის დაწერდით ნეტა.. შარშან არ ნიშნავდა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს?
zura222
ნიგზარ აი ხედავ და სხვებსაც ვეუბნები--აქსიომას წერს ნუგზარი და ფაქტები სახეზეა მაგრამ 2 პრაძვინუწი პააწრიოწი მაინც არ ეთანხმება !@ მაგათ რომ კითხო ხვიჩა და ზურიკო რუსებმა დაღუპეს და ჩაკვეტაძეს და ყენიას კი ევროპელებმა დიდი ფეხბურთისკენ გაუხსნეს გზა @@
ნუგზარი
შეადარეთ როგორ ზრუნავდნენ კვარაზე რუბინში და ჩაკვეზე გენტში. ჯუღელი კვარას ოჯახის ახლობელია, მოგწონთ თუ არ მოგწონთ ფაქტია რომ რუბინში შვილივით უვლიდნენ. იგევე ყენია შალკეში, მაგათის დანგრეულია მისი კარიერა. იქ შენი პრობლემები და პიროვნული ფაქტორი სულ ჰკიდიათ, მწვრთნელს შედეგის გარდა არაფერი აინტერესებს. ფაქტია რომ სიომინიც შვილივით ექცეოდა კვირკველიასაც და ასათიანსაც. ორივემ თავისი კარიერით შეძლეს დარჩენილი ცხოვრება არ იმათხოვრონ და ღირსეულად გაატარონ. შეეძლოთ უფრო მეტი? ალბათ კი, მაგრამ არავინ იცის რა მოხდებოდა.
ნუგზარი
საქართველოდან პირდაპირ ტოპ 5 ლიგაშიო! საქართველოდანო! კალაძე კიევის დინამოდან წავიდა.
gigi
კარგი სტატიაა და ვეთანხმები. 2008-ში რუსები მშვენივრად გულაობდნენ უკრაინაში და პირიქით
ზურა
ჩემი კომენტარი არ მოგეწონათ თქვე მიკერძოებულებო?
T.b
წინა ზაფხულს რატომ ვერ წამოიყვანა ჯუღელმა კვარაცხელია რუბინიდან? ომი რომ არ ყოფილიყო ხვიჩა რუსეთს იყო ნაჩუქარი ჯუღელისგან სამუდამოდ. წინა ზაფხულს გამოჩნდა ვინ ვის რას უპირებდა.
patriots
სამკურნალო ხარ ნაცობაზეც უნდა აგცრან და ქოცობაზეც და საერთოდ არ არის პოლიტიკა შენი საქმე და არაყს მიაწექი
Gabo
Abuashvili wavida portoshi da mesame gunds ver gacda.
გოჩა
უცნაური სტატიაა, ღმერთმანი. ბოლომდე მაინც ვერ გავიგე რას ემსახურება... გამოდის, რომ ბატონი მამუკა იმთავითვე ცდილობდა ხვიჩას ნაპოლიში წაყვანას და ამისთვის მიზანმიმართულად გამოიყენა რუბინი. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა და ხვიჩა ნაპოლიში აღმოჩნდა. არადა, საინტერესოა, რომ არა ეს დაწყევლილი ომი, ფიფას საგანგებო წესები და რომ არა ბრწყინვალედ ჩატარებული სანაკრებო თამაშები, ეს მაინც მოხდებოდა? რა ვუყოთ, რომ მახსოვს ბოლო სეზონი პრემიერლიგაში, სტატისტიკა და გამოხმაურებები, მახსოვს ბოლო სატრანსფერო ფანჯარაც ომამდე, მახსოვს ინტერესებიც და რუბინის მიერ მოთხოვნილი ფასიც და ის ცუდი გრძნობაც მახსოვს, რომ ასე რუბინი ხვიჩას არასდროს გაუშვებდა?!
Sommer
რაგავაკეთო, ვერანაირი ლამაზად დაწერილი სტატია ვერ მაფიქრებინებს იმას, რომ რუსეთში უფრო განვითარდება ჩვენი ფეხბურთელი ვიდრე ევროპაში. პოლიტიკა რომ გვერდზე გადავდოთ ერთ წამს, ჯერ რომელი საფეხბურთო ქვეყანა რუსეთი არის, რომელმა ითამაშა დიდი ფეხბურთი რუსული კლუბიდან წასულმა (არშავინი ერთი, სხვა?) ჯერ რა კლიმატია, მინუს 40 გრადუსში რომ ფეხბურთს ითამაშებ... კარგით რა ხალხო, ისე გამოგყავთ, ვითომ რუსეთის იქეთ გზა მოჭრილი გვაქვს ყველგან, იმდენად უნიჭო და უპრსპექტივო ფეხბურთელები გვეზრდება, რუსეთმა თუ არ გვიშველა ისე ვის რად ვუნდივართ. წლებია ამას გვინერგავდნენ რუსები ტვინებში, რომ მათ გარეშე არ ვარგივართ და რატომ უნდა მიაღწევინოთ თავიანთი მიზნებისთვის? მეგობრებო! კოლუმბიაში, ურუგვაიში, ბრაზილიაში ფეხშიშველი და მშიერი ბავშვები თამაშობენ მეტწილად ფეხბურთს და მერე ვარსკვლავები ხდებიან, ვერაფრით ვერ დავიჯერებ რომ ისე ჯანსაღად იზრდებიან ის ბავშვები , რომ მაინცდამაინც ჩვენებს აქვთ მიდრეკილება ტრავმისკენ, მანდამაინც ჩვენიანის კუნთი და ძვალი იზრდება არასწორად და იმათი სწორად?? ჩვენი სისუსტე არის შრომისმიყვარეობა და მოტივაცია, რაც არ აქვს ქართველს და ძირითადი მიზეზი ეგ მგონია, რის გამოც ვერ ვართ მაღალ დონეზე. ხვიჩასნაირი ბავშვი რომ გეყოლება ქვეყანას, რომელსაც თანდაყოლილი აქვს ნიჭიც, შრომისმოყვარეობაც და მოტივაციაც, იმაზე როგორ უნდა თქვა ყვავს თავის ბახალა ლამაზი ეგონაო... რატომ არ უნდა მეგონოს "ლამაზი", თუ ვინმეს მაგხელა ნიჭს და მონაცემებს შევამჩნევ? რომელი მაღალი დონის გუნდთან თუ მცველებთან ვერ აჩვენა თავისი თავი? რომელ ასპექტში დაიჩაგრა მათთან? ესპანეთს როგორც თანასწორი ისე ეთამაშა და უკეთესადაც კიდე. რატომ არ უნდა მეგონოს მაღალი დონის მოთამაშე ამიხსენით? და მისი ეს უნიკალური თვისებები რუსეთს გინდათ მიაწეროთ?? ფიზიკურად სუსტი იყო და ევროპაში ვერ გაქაჩავდაო, რუსეთი რომ არა ახლა ამ დონეზე არ იქნებოდაო... შეიძლება სხვაზე თქვა ეგ მაგრამ ხვიჩა როგორ უნდა გარიო ამ ამბავში? სულ პირიქით მგონია ყველაფერი, რუსეთი რომ არა ევროპული საფეხბურთო ქვეყნებისთვის ასეთი უცხოები არ ვიქნებოდით, ჩვენს ბავშვებს თავიდანვე დააკვირდებონენ და წაიყვანდნენ, რუსეთი რომ არა 19 წლის საუკეთესო ფორმაში მყოფი ხვიჩა უკვე იქნებოდა რომელიმე ევროპულ გუნდში. რუსეთი რომ არა არ დამალავდნენ შემოთავაზებებს და მერე ირონიულად არ გვეტყოდნენ თქვენ გააპიარეთ თორე ისე ვის რად უნდაო.. რამხელა სტრესი იქნებოდა ეგ 20 წლის ბიჭისთვის გიფიქრიათ მაგაზე? ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებს ყოველთვის ეჭვით ვუყურებთ, ზემოდან ჩაგვძახეს ასე, ან მეორე უკიდურესობაში ვვარდებით და ჩვენზე კარგი არავინ გვგონია. მე არ მიყვარს საკუთარი წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალება მაგრამ ომი რომ არ დაწყებულიყო ხვიჩას კარიერა განწირული იყო რუბინში. როგორც შარშან გაუკეთეს და დაუგდეს მოტივაცია ბოლომდე ისე უზამდნენ ყოველ წელს, სანამ სადმე განათხოვრებული არ აღმოჩნდებოდა ურალებში და როტორებში. ევროპის დონის ტალანტი რომ გადმოგიგდო ღმერთმა, იმაზე მაინც ნუღა ამბობთ რუსეთი რომ არა ვერაფერს მიაღწევდაო. იმედია არ შეუწყობთ ჩვენი ბავშვების რუსეთში გასვლას ხელს, ევროპაში არ ვუნდევართ და აგერაა რუსეთიო, ნუ ნერგავთ ამ მოსაზრებებს გთხოვთ! იმედია გამოაქვეყნებთ ჩემს სიმართლეს და დისლაიქებს აღარ დავეძებ :))
გიორგი
კალაძეს არ ქონდა კარიერა ევროპაში?
კახა
2008 წლის ომის შემდეგ , რადაში რუსეთის საწინააღმდეგოდ სანქცების კენჭიყრაც კი ყოფელთვის ჩააგდეს ! აღარაფერს ვამბობ მაგათი ქართველთმოძულე მთავრობის გამოხტომებზე !
Givi
Rusetshi satamashot wasvla saqartvelodan win gadadgmul nabijad chaitvleboda,magram charchena icodnen sul iqedan wamosvla agaravis undoda,gaugebaria Ratom unda itamasho uralshi,ufashi,tulashi....5,6,7 weli
მიჩინიო
შენ, კომენტარებს ვინც ამოდეტირებ - რა დაინახე კომენტარში “სტატიის ავტორი ვინ არის", ისეთი, რომ არ გამოაქვეყნე? :)
დოპინგი?
განსაკუთრებით დოპინგის შეშხაპუნებით.არარსებობს არცერთი სპორტის სახეობა დისკვალიფიკაცია არქონდეთ დოპინგის გამოყენებისთვის და მოსყიდვებით.
მიჩინიო
კი, აბა რა! უბრალოდ მერე დოპინგ ტესტებს არ აგზავნიან და დამპალი მსოფლიო უპრობლემებს ამ ელემენტარულ რაღაცას პატიოსან რუსებს.
სანი
პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარ მამას არ გაუკეთებია ხვიჩასთვის, რაც მამუკამ გაუკეთა, აი რასაც ქვია მისი სურათი უნდა დაიკიდოს თავთან და დილა-საღამოს მადლობა შესწირის,

zura222 დიდი .!. ვინმე ხარ.
რეზო
ხო და წადი, გადადი, ჯობს გემით იმგზავრო.
გიორგი
ხშირად იძახიან რომ რუსეთი სპორტში ჩამპალი ქვეყანაა და მხოლოდ ევროპაა განვითარება, ოლიმპიადაზე კარგად ჩანს ხოლმე რომ რუსეთი ყოველთვის სამეულშია თითქმის და სად არიან ხომლე ევროპული ქვეყნები? ამერიკა,ჩინეთი, რუსეთი, თითქმის ყოველთვის ეს შედეგი იდება ხოლმე.
Skeleton
ასე მჭიდროდ რომ არ იყოს ყველა სფერო დაკავშირებული რუსულ პოლიტიკასთან და თან კაცის მკვლელ პოლიტიკასთან სულ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი, მართლა გამიჯნული რომ იყოს სპორტი, კულტურა და პოლიტიკა... მაგრამ არაა ასე! ყველას გვაქვს უფლება არ გვინდოდეს ჩვენი ნიჭიერი ბავშვების მაგ ქვეყანაში გასვლა. ევროპაში გაცილებით მეტს მიაღწევდა ჩვენი ხალხი, რუსეთი და რუსეთის მომხრეები რომ არ გვექაჩებოდეს უკან. ლიტერატურის მეტი რა შექმნეს კარგი? მთელი რესურსი დამყრობლურ პოლიტიკას გადააყოლეს. 150 მილიონი არიან კარგი ადამიანები როგორ არ ჰყავთ და კარგი პიროვნები, ბოლოს და ბოლოს ჩემი ყველაზე საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი (თავადი მიშკინი) რუსია. არანაირი პიროვნული მიუღებლობა არ მაქვს მათი, უბრალოდ შეუძლებელია რუსეთის როგორც სახელმწიფოს მიმართ დადებითად განეწყო და იქ დროის გატარება მოგინდეს. ყველაფერი მოწამლულია იმპერიალისტური განწყობებით.
გიორგი
ეგ რუსები არ იყვნენ ხვიჩას გოლ ნახევარას რომ ეძახდნენ და დასცინოდნენ გოლებს ვერ იტანსო?ჩემთვის კი მთავარი იყო ნაკრებში გაეტანა და გაჰქონდა კიდეც,არ მახსენდება მისი ცუდათ ჩატარებული თამაში ნაკრებში და ამისთვის მადლობაა კვარაა!!
მმმმმ
მთავარია სულით და ხორცით გიყვარდეს შენი სამშობლო და ქართველები თორემ სად ითამაშებს ამით ნუ განსაზღვრავთ ნურავის.სიომინიც რუსია მაგრამ რამდენი ფეხბურთელი წაიყვანა ქართველი?ბოსკამპმა ზაზა მოკვეთა იმის გამო რომ მანქანით ჩამოვიდა მოსკოვიდან სიომინი კი მამასავით ექცეოდა ბოსკამპი წავიდა წაგებული დარჩა საქართველო.
gıorgı
ოსვალდო არდილესი
ძმას
ზუსტად მაგიტომ ბლოკავენ ჩემს კომენტარებს
Skeleton
მიყვარს ეს ბიჭი ძალიან და არანორმალურად ვგულშემატკივრობ, რაც გამოჩნდა იქედან ვგულშემატკივრობდი და ნერვები დამაწყდა მარტში მის მიმართ საშინელი კომენტარები რომ იწერებოდა. კბილებით ვიცავდი ყველგან იმიტომ რომ დამოუკიდებელ საქართველოში საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია, ვფიქრობ, რომ მთელს სულს და გულს დებს თამაშებში, ნაკრების გაცოხლებას, ეროვნული ლიგის გაცოცხლებას და ყველაფერ კარგს მას ვაბრალებ რაც ქართულ ფეხბურთში მოხდა... ყოველთვის დავიცავ უცოდინარი, უმაქნისი ადამიანებიაგან კიდევ. უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება, ნუ ცდილობთ დადებით კონტექსტში დაგვანახოთ რუსეთი, და ჩვეულებრივ მოვლენად აქციოთ ნიჭიერი ბავშვების რუსეთში გადინება, ნუ ცდილობთ ყველას ნაცები გვეძახოთ და სიძულვილი ანთხიოთ ჩვენს მიმართ, ვისაც არაფერ რუსულთან არ გვინდა საერთო გვქონდეს და ნიჭიერი ბავშვების ყაზანში და ურალში თამაშის მომხრეები არ ვართ. ისეთ სიძულვილით აღსავსე კომენტარებს ვკითხულობ რავიცი, მე ხვიჩას დაცვის მეტი აქ არაფერი მიკეთებია და რას გვაბრალებს ეგ ხალხი ვერ ვხვდები. თვითონ ხვიჩა ამბობდა,რომ წასვლა უნდოდა რუსეთიდან და აქ უკეთ იციან მისი მომავალი თურმე.. ღმერთს მადლობა, რომ ეგ მოხდა და ის არასპორტული, ბნელი, არაპროფესიონალი და ოკუპანტი ქვეყანა დატოვა. როგორ ლამაზადაც არ უნდა შევფუთოთ რუსეთი არ გამოდის მაინც და ჯობია რაც არ მოგვწონს ვთქვათ და ევროპული დონის ფეხბურთელი რომ გეყოლება მათ რუსეთში ჩალპობაზე პროტესტის გამოთქმის უფლება დაგვიტოვოთ!!! აქ ზოგიერთი იმდენად ვერ იტანს ევროპას, მგონი როტორში ურჩევნია ან გროზნოს ახმატში ხვიჩა იყოს ვიდრე იმ "გარყვნილ" ევროპაში. :)))) სასაცილოც აღარ არის.
სანდრო
ავტორმა "ათიანში" გაარტყა. ფეხბურთელი თუ კმაყოფილია და იძახის, აგენტი ჩემი ოჯახის წევრივითააო, ჩვენ რას ვერჩით? ჩვენ ვინ გვეკითხება? კაცმა საქმე გააკეთა და მადლობის მაგივრად რატომ ვაგინებთ? რა დაგვიშავა? ამაზე კახელებმა იციან კარგად თქმა - ვირო, მადლიო...
irakli81
ქოცების სიძულვილით სავსე კომენტარებდ რომ დებთ, მაშინ მათი პასუXიც დათეთ ან კიდე საერთოდ ნუ დადებთ ისეთ კომენტარს, სპორტს, რომ არ ეხება. არა სწორად იქცევით საიტის ადმინისტრაციავ.
ირაკლი
ხვიჩამ ყურადღება ლოკომოტივში და რუბინში თამაშით კი არა, ნაკრებში თამაშით მიიქცია და ესპანეთთან და შვედეთთან გატანილი გოლებით.მანამდე რუბინში გოლები ვეღარ გაჰქონდა და რუსული პრესა და რუსები საცინათ იგდებდნენ და ნაკრებში რო მაგარი გოლები გაიტანა მერე დაიწყეს რო ნაკრებში ყველაფერს დებს და რუბინში თავს ინახავსო
კათოლ
"თუ მოთამაშე კმაყოფილია, ნიშნავს, რომ აგენტი კარგად მუშაობს." >>> დამთავრდა ბაზარი, ზუსტად ასეა. ფეხბურთელს აქვს თავისი ცხოვრება, 10 წელი თამაშობს ისედაც პროფესიონალურ კარიერაში, სადაც უნდა, იქ ითამაშებს. აგენტმა ჩვენი სურვილები უნდა დააკმაყოფილოს თუ ფეხბურთელის? რუსეთის დროშის დანახვაც მზარავს, მაგრამ ეს სიმართლეა. ისიც სიმართლეა, რომ დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს, პოლონეთის ჩემპიონატში არ ათამაშებენ და რაის პორტუგალია და სპორტინგი. თან ეს სპორტინგი ახალგაზრდა პორტუგალიელებს და ბრაზილიელებს ზრდის, ახალგაზრდა ქართველები, უკრაინელები, რუმინელები და სომხები ფეხებზე ჰკიდია. ექიმია, იურისტია, მსახიობია თუ ჟეშტიანჩიკი, რავა ყველამ სხვაზე უკეთესად იცის ფეხბურთი არ ქვეყანაში. ასეთი ყოვლისმცოდნეები თუ ვართ, ასეთი წაქცეული ქვეყანა რატომ გვაქვს? აცადე ბიძია პურის გამოცხობა იმას, ვინც იცის. რუსეთში ითამაშებს თუ ინგლისში, ჩემს შვილებს არავინ არაფერს მისცემს, თუ მე დილიდან საღამომდე არ ვიმუშავე. ჯუღელი რომ მოვიდეს და მითხრას, პარკეტს ასე ნუ აგებ, ისე დააგეო, წადი ბიძია, შენს საქმეს მიხედე მეთქი ვეტყვი და იმანაც მასე უნდა მითხრას, ტრანსფერებზე ჭკუის სწავლებას თუ დავუწყებ.
ატლანტამ მხრები გაშალა
ვერ ვიზიარებ ამ წერილის აზრს რამოდენიმე ფაქტორის გამო, პირველი იმიტომ რომ სჯობს ჩვენ გვყავდეს აგენტები თუნდაც საშუალო ევროპული დონის ჩემპინატებში და იქ გავუშვათ ფეხბურთელები ვიდრე რუსეთში, რატომ? რუსეთს აქვს შემუშავებული თავის სტილი, ეს არის მკაცრად დისციპლინირებული ფეხბურთი, ძლიერი დაცვით და ნაკლებია აქცენტი შემოქმედებით ფეხბურთზე რის გამოც გვიყვარს ფეხბურთი, ქართული ფეხბურთი არის შემოქმედებითი ფეხბურთი და ქართველი ფეხბურთელის განვითარებისთვის ბევრად უკეთესია ევროპაში წასვლა ვიდრე რუსეთში. ვერ ვიზიარებ ამ წერილის აზრს იმის გამოც რომ არ ვფიქრონ ასე ქონოდა დაგეგმილი ჯუღელს ხვიჩას კარიერა, ხვიჩას მაქედან წამოსვლის დრო უკვე მოწეული იყო პირველი სეზონის შემდეგ როდესაც ქონდა ძალიან კარგი სეზონი კლუბში, ქონდა ძალიან კარგი სანაკრებო თამაშები და ქონდა საერთაშორისო სპორტული ვებ გვერდების მხრიდან მხარდაჭერა, არ გაუშვეს და დატოვეს იმის გამო რომ არ იხდიდნენ იმ თანხას რასაც ითხოვდა კლუბი, ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითად აისახა ხვიჩაზე და ვნახე მისი ჩავარდნი თუ მიზანმიმართულად ჩავარდნილი სეზონი, უფრო მეორეა რადგან რუსულ პრესაში დაიწერა მშვენივრად ათამაშდა ბათუმში და აქ რუბინში იძახდა კუნთები მაწუხებსო, ჩემი პირადი აზრით ხვიჩა მის ფასს აგდებდა. მესამე რატომაც არ ვეთანხმები ეს უკვე არის ჰიპოტეზა რომ აბა იქ ითამაშებდა, აბა იქ განვითარდებოდა, ხვიჩა ყველგან განვითარდებოდა და ყველგან ითამაშებდა, ლოკომოტივში პირველი ვარჯიში რომ ჩაატარა ჩორლუკამ კაცი რომელიც თამაშობდა სიტიში და ხორვატიის ნაკრებში ეგრევე თქვა ამას პასპორტი უშლის ხელს, ამას რომ პასპორტში ეხლა ხორვატია ეწეროს ეგრევე 25 მილიონი ეღირებოდაოო. ხვიჩა არის სრული პაკეტი, არის ნიჭიერი, არის მშრომელი და აქვს საჭირო ხასიათი, ეს არის ის სამი აუცილებელი რამ რაც საჭიროა დიდი ფეხბურთელობისთვის პ.ს არ იქნება სასურველი თუ რეკლამა გაუკეთდება რუსეთში ჩვენი ფეხბურთელების გადინებას, არ ვფიქრობ რომ ეს წაადგება ქართულ ფეხბურთს და ხვიჩადან გამომდინარე ნუ გააკეთებთ დასკვანას.
Modric
"ყვავს თავისი ბახალა ულამაზესი ეგონაო, ეგრე ვართ ჩვენც. გვგონია, რომ საქართველოში ისეთ ფეხბურთელებს ვზრდით, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონაში" თუ არა, "დორტმუნდსა" და "აიაქსში" მაინც უნდა თამაშობდნენო" გვეუბნება ავტორი, რომელიც სტატიას თავად შემდეგი სიტყვებით იწყებს: "როგორც გენიალური(?) ქართველი მსახიობი ვასილ ჩხაიძე გენიალურ(?) ქართულ ფილმ "შერეკილებში" ამბობს..." სადაც შერეკილებია გენიალური ფილმი, იქ არც ქართველი ფეხბურთელები არ არიან ბარსა-რეალის ფეხბურთელებზე ნაკლებნი. სანამ სხვას გააკრიტიკებთ, ჯერ საკუთარ თავს შეხედეთ კრიტიკულად.
ზურა-ს
აი, შენ ვინც ეს კომენტარი დაგიდო! ადმინისტრაციავ, პირდაპირ გიწერიათ, რომ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები წაიშლებაო! რატომ არ შლით ამ სამარცხვინო კომენტარს!
თეიმურაზ კვიტაიშვილ-ს
აბსოლუტურად სწორად მსჯელობთ! ის მაინტერესებს მხოლოდ, ამდენი დისლაიქი რანაირად დაგიწერათ ვინმემ! სულ გარუსეთუმდა ამ გვერდის მკითხველი!
ირაკლი-ს
მართლა? 19-წლამდელებშიც კი სათადარიგოა? იქნებ, ნიჭი არ უწყობს ხელს? ან იქნებ ზარმაცობს? ან იქნებ უბრალოდ ძალიან პატარაა და იმიტომ უჭირს თავის დამკვიდრება? არ გიფიქრია ამაზე? ვფიქრობ, მესამეა და მალე გამოსწორდება ეგ ამბავი. აი, შენი კომენტარი კი რუსეთის არც ისე შეფარულ შექებას შეიცავს!
zura222
29 დიზლაიკი გაქვს ანუ ნაც მანქანა ჩაირთო DDD
ბაბაია - გა
მექოთნეზეა ნათქვამი მაგრამ ავტორმა ყურის მიბმაში ანუ მექოთნეობაში მექოთნესაც აჯობა , საიდან სადაო ძმაო, რა ნაცები და რა ქოცმაცები, ერთი კი გავიგეთ თქვენგან რომ ღრუსეთი თუ კარგი არ არის, არც ისე ცუდია,( ევროპაში მაგაზე გლახებიც ყოფილან) და რას წვალობ ძმაო, თქვი შენი სათქმელი პირდაპირ გაჭერი ეს გორდიასის კვანძი! და რა შუაშია ამაში ხვიჩა ან გოჩა ?
xmali
სტატიამ კი აქო ეს კაცი ნებსით თუ უნებლიედ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის ამის საუბრის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაში
zura222
სტატიაა რა თქმა უნდა ძალიან კარგია ყოჩაღ ავტორს ! მაგრამ მაინც არაა იდეალური--ავტორს იმ ნაც გველის წიწილებზეც უნდა ეთქვა აქ რომ ანთხევდნენ შხამს და ბოღმას და ეხლაც აგრძელებენ პატრიოტის ნიღაბს ამოფარებულები @ ადრე ხვიჩას ლანძღავდნენ შენგელიას და სხვებს მოღალატეებს ეძახდნენ და ეხლა ჯერჯერობით ლანძღვას შეეშვნენ და დიზლაიქებზე გადაერთვნენ და ბრძანებას ელოდებიან ზემოდან ახალი ლანძღვის ობიექტს როდის დაუსახელებენ @ მე კი მგონია სულ 2-3 "კაცია" რამოდენიმე ნიკით აქ ! ეს ნაცების ცნობილი ხერხია--მაგალითად ყველამ იცის რომ ფეისბუკში ნაცებს 130 "კაცი" უზის დამლაიქებლები და "კომენტატორები"ზოგს 10 აქაუნთი აქვს ზოგს 20-50-100(გააჩნია ვინ რამდენს იღებს ხელფასს კეზერასვილისგან) და მთელი დღე და ღამე წერენ მიჰას და ნაც ბანდის სადიდებელ კომენტარებს @ ალაიქებენ ნაცებს და ადისლაიქებენ წესიერ ხალხს @ აქაც ასე იქნება 2-3 "კაცი" ამღვრევს წყალს@@
ნიკა
აქ ეგეთი კომენტარი არუნდა დაწერო მეგობარო რარუსეთი ჭაობია სასტავს რომჰკითხო რუსეთიდან იწყება წინსვლა
ტარიელ მაღალდაძე
ვინც დისლაიქებს წერთ, ეტყობა ურაპატრიოტიზმის მნიშვნელობა არ გესმით! აბა ნაცებს იცავთ ?აბელღაძლებოშ
irakli81
საცოდავი ქოც-ტროლი. ეგრე გაგიჭირდათ?
Klimenti
პოლიტიკურათ რატომ აფასებ? მამუკას შეიძლება საერთოთ მიშისტია რა იცი?
roma bejanidze
კალაძე კიევიდან წავიდა იტალიაში. პირდაპირ საქართველოს ჩემპიონატიდან იგულისხმა ავტორმა.
რა მაფიაა?
გაფიცებ სინდისს ნამუსს და ყველაფერს, ნაცნაგლეჯები საიდან გამოგეცხადა? ან არ დაიღალეთ ამ ნაცგალეჯებით და ნაცვანდით და მსგავსი სისულელეების შიშით და ზიზღით? ამ წუთას ვინც გახრჩობს და თავზე ფეკალიებს გვაყრის იმას რო გავცეთ პასუხი არ გიფიქრიათ?

ნეტა ყველაფრის უკან ნაცები არ გელანდებოდეთ რა. :)) არ დაიხოცნენ ამ ნაცების შიშით, ღირდნენ მაინც მაგ შიშად :))
ერთი შეწორება
სტატია ნამდვილად კარგია, აი შენ კი ნაცი ხარ თუ ქოცი ხარ მნიშვნელობა არა აქვს , მთავარია რომ ,... ხარ :)
დავითი
აბუაშვილისა და ხვუჩას შორის განსხვავება ცა და დედამიწაა
ტარიელ მაღალდაძე
კარგი სტატიაა! ურა პატრიოტებს და მოღალატე ნაც ნაგლეჯებს რომ უნდათ ისე აღარ იქნება!
ირაკლი
ხვიჩას წარმატებები! აბუაშვილი წაიყვანეს პორტუში, მარა რად გინდა, მეორე გუნდშიც არავინ ათამაშებს, 19-წლამდელების გუნდშიც კი სათადარიგოა.
Guja Kakhadze
ხვიჩასთვის სასიკეთოდ აეწყო ყველაფერი და მომავალშიც სპორთულ იღბალს ვუსურვებ!
გიორგი
იმიტომ რომ საბჭოთა დროიდან რუსეთი გვიცნობს და იცის რა შეუძლიათ ქართველებს, ჩვენც ამაზე ვართ აწყობილები და მიჩვეულები, მაგრამ ნელნელა დავაღწევთ თავს იმედია, მამარდა ახლა ხვიჩა, ღმერთმა ქნას გაამართლოს და მაგას სხვა ბევრიც მიყვება ამ დინებას უნდა აუწყონ ფეხი აგენტებმაც და ეცადნონ გადაერთონ სხვა უკეთეს ბაზარზე დაახლოებით იმას გავს ღვინოს რომ მარტო რუსეთში ვყიდდით, მერე დაგვიკეტეს ბაზარი და სხვაგან გაყიდვა რომ მოგვიწია ხარისხიც გავზარდეთ. ახლაც დაიკეტა რუსეთი და იქ რომ ვეღარ წავლენ, იძულებულიო გახდებიან მეტი იმუშაონ ნდა ხარისხიც გაზარდონ.
თეიმურაზ კვიტაიშვილი
ვერ დავეთანხმები სტატიის ავტორს...ხვიჩა ტალანტია, უნიკუმი.რას გვეუბნებით, რომ კორუმპირებულ, ჩამპალ რუსულ ჩემპიონატში გაიხსნა კვარა? პორტუგალიაში რომ წასულიყო, კიდევ უკეთესად ითამაშებდა!!! ასეთი ტალანტები ასიათასებში ერთი იბადება! და დარწმუნებული ვარ, ნაპოლი მხოლოდ ტრამპლინი იქნება მისთვის!!!
Muller
2008 წლის ომის მერე უკრაინელების პრემიერლიგიდან არ წამოსვლა რა გასაკვირია, როცა 2009 წლის 9 მაისს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე უკრაინული შენაერთიც ღებულობდა მონაწილეობას…
მინდია
სტატიაშიც არასწორი შედარებაა ომის მიმართებაში საქართველოს და უკრაინას შორის. ჩვენთან ომი იყო ორი დღე და უკრაინაში უკვე 4 თვეა მიმდინარეობს.
მინდია
ხალხის 80 პროცენტი უმადურია.ძალიან დიდი წვლილი მიუძღვნის სლუცკის, სიომინს,მამუკა ჯუღელს და რუსეთს, ხვიჩას განვითარებაში.ხვიჩა რომ გაიძახის სულ მადლიერებას რუსეთის მიმართ როგორ გგონიათ აფირისტობს? გულს უხარებს რუსებს?არა ხვიჩა წესიერი ბიჭია და უბრალოდ თავმოყვარეობა არ მისცემს იმის უფლებას რომ იაფირისტოს.ისეთ ბოღმიან და შურიან კომენტარებს ვკითხულობდ აქ ამ საიტზე ხშირად გული მწყდრბა უბრალოდ.. ყველას გისურვებთ ჯამრთელობა.❤
რაბუ
ბათუმში, თუნდაც ცოტახნით თამაშმა მაგარი საქმე გააკეთა. ბევრმა დაიწყო ყურება ჩემს ირგვლივ ჩვენი ჩემპიონატის.
geoachi
აბა როგორ უნდა აზროვნებდეს ნაცივით?
ჯიგარო
ჯიგარო, კალაძე საქართველოდან 1998 წელს წავიდა, 21-ე საუკუნე 2001 წლიდან დაიწყო.
გიორგი
ქართველებს ადრე საბჭოთა ბრაზილიელებს გვეძახდნენ, ყოველტვის გვყავდა გამორჩეული ფეხბურთელები, ბოლო პერიოდის ჩავარდნა ზოგადად მოხდა იმიტომ რომ სისტემა დაინგრა, ეხლა ნელნელა შენდება ახალი სისტემა და უკვე რაღაც სინატლწც გამოჩნდა. ასე რომ არავინ თქვას რომ ჩვენ პორტუგალიელს ან ბრაზილიელს ტექნიკაში ვერ დავუდგებით.არ შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, ხვიჩა რომ სპორტინგში წასულიყო ვერ განვითარდებოდაო, შეიძლება უკეთესადაც კი განვითარებულიყო.
სპაიკი
"21-ე საუკუნეში საქართველოდან წასულმა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა აიწყო ხანგრძლივი, წარმატებული კარიერა ევროპის ტოპ 5 ლიგაში და ეს ზურაბ ხიზანიშვილი იყო. " კალაძეს არ ქონდა წარმატებული კარიერა მილანში?
მინდია
რაც შეეხება უკრაინელ ფეხბურთელებს. უკრაინელი ფეხბურთელები ვერ წავიდოდნენ 2008ში იმიტომ რომ ფიფას და უეფას ნებართვა არ ქონდათ. ამიტომ ითხოვდა ხალხი ხვიჩას წამოსვლას რომ შეეძლო, თუმცა გასაგებია რატომ დაგვიანდა. სხვა მოლაპარაკება მიდიოდა რასაც დრო სჭირდებოდა.
ვენეციის კომისია
განათლებული ადამიანი ასე არ უნდა აზროვნებდეს...
ჟორა გაბრიჭიძე
დიდი წარმატებები ჩვენს არწივს, პირველ რიგჩი, როგორც ადამიანს და მერე, როგორც ფეხბურთელს. ხალხო, რას გააჭირეთ საქმე ამ უკრაინით? გახსოვთ რა უგნურება თქვა პრემიერმა კვირიკაშვილმა თურქეთში ვიზიტის დროს? "ისტორიული მეგობრები ვართო", არადა ისტორიული მტრები ვიყავით ყოველთვის. რა ისტორიული მეგობარია ჩვენი უკრაინა? ქვეყანა, რომელიც 1920 წლის ფარგლებში შეიქმნა? ქვეყანა რომელიც ქვეყანა არასდროს ყოფილა, გარდა ბოლო ორი ათეული წლისა. უკრაინას კი არა ისტორია რუსეთს არ აქვს. ამით ამტკიცებთ, რომ ისტორია არ იცით.
Lebron
ძალიან კარგი სტატიაა!!!!!!!!!! 2008 წელს რატომ არც ერთი უკრაინელი ფეხბურთელი არ წამოვიდა რუსეთიდან? 2008 წელს რატომ იყო უკრაინა რუსეთის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი? 2008 წელს რატომ არ ჩამოვიდა ტონობით თუ არა კილოგრამობით მაინც ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინიდან? ბევრი კითხვაა რომელსაც პასუხი არა აქვს თუმცა ჩვენ მაინც ვიღაცის შეკვეთილ და დაწერილ ნარატივს მივყვებით!!!! რუსეთი ოკუპანტი და ველური ქვეყანაა!!!! სტატიის ავტორს დიდი მადლობა!!!!!!!!
ქართველი
რა გინდათ ამ კაცთან, ნაპოლიში გაიყიდა კაცი და რას ერჩით! წარმატებები ხვიჩას!
ზურაბი
ერთი ლევან ბერძენიშვილს ჰკითხეთ, აეღო უნდა იარაღი თუ არა.
ლადო
ბრიტანეთმა არგენტინას რომ 40 წლის წინ კუნძული წაართვა, იმას ადარებთ რუსეთ საქართველოს ურთიერთობებს?
Soso
რუსეთში რატომაც წავიდა ერთადერთი მიზეზი იყო ფული პორტუგალიაში ვერ იხსნება და რუსეთი ჯობია გახსნაში ჯუღელის ლოგიკაა, კიდევ კარგი არაფელი დამართეს იმ ველურების ჩემპიონატში
LLL
რუსეთ-უკრაინის ომი რომ არა და ქართველი გულშემატკივრების ზეწოლა, ჯუღელი რუსეთის იქეთ არც გაახედებდა კვარას ისეთი კონტრაქტები გაუფორმა. ვანგა თუ დაგეგმავდა ერთი მოვლენების ასეთ განვითარებას. რეებს წერთ?
₾ადო
შეხედე შენ!
გიორგი-ს
ევროპაში ბევრი ქვეყანა იცით, რომელსაც რუსეთზე უკეთესი ჩემპიონატი ჰქონდა და ქართველებს იღებენ ასეთი რაოდენობით და ათამაშებდნენ? რეალურად, რუსეთის ჩემპიონატის დონის ფეხბურთელებიც არ გვყავს, ხვიჩას არ ეხება, რა თქმა უნდა. იგივე არგენტინელებს, ესპანეთში ან იტალიაში შეუძლიათ წასვლა, მაგრამ ინგლისში მიდიან, რადგან უკეთესი ჩემპიონატია და მეტს უხდიან. საფეხბურთო დონეში არგენტინას ცოტა ჩამოვუვარდებით. რუსეთის დდშ, აქვე!
გიორგი
მამუკა ჯუღელზეა სტატია? რომ წერ არგენტინელ აგენტებს ინგლისში მიყავთ ფეხბურთელებიო, ბევრი ქვეყანა გინახავს ინგლისს ჯობდეს საფეხბურთო კუთხით?
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
ოფიციალურად: ლადო დვალიშვილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
"დანაშაული" და სასჯელი - "ნაპოლი" ხვიჩას მიმართ ზომების გატარებას გეგმავს
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან