კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალში "პაიდესთან" საშინაო მარცხის შემდეგ (2:3) კომენტარი თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

"მგონია, რომ ერთი მარტივი რაღაც არის გულშემატკივრის წინაშე და მინდა, რომ ბოდიში მოვიხადო. ვფიქრობ, რომ განმეორებითი თამაში ღირსების მატჩია და როგორც დავთმეთ აქ ყველაფერი, ისე შეგვიძლია ყველაფერი უკან დავაბრუნოთ.

თუ სხვა რაღაცაზე შეიძლება ლაპარაკი, ვფიქრობ, რომ სასაუბრო არ არის, რადგან ასე არ შეიძლება... ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, ვხედავ ამას და განვიცდი. ასე არ უნდა გამოვიყურებოდეთ, ასე არ უნდა ვთმობდეთ თამაშს...

მეტოქემ გვაჯობა ხასიათით. ჩვენ დავთმეთ და არა მეტოქემ მოგვიგო... ეს ჩვენი პრობლემაა და არა სხვისი... ხან ვიღაცასთან დავთმობთ ასე და ხან ახლა ვისთანაც დავთმეთ...

თამაშით, სიძლიერით, გუნდით ვჯობდით, მაგრამ 90 წუთის შემდეგ რაც ხდება, მთავარი ეს არის და ესაა ხასიათი.

შემდეგ თამაშამდე ახლა ძალიან რთულია, რაიმე პროგნოზი გავაკეთო. უნდა მივიდეთ იქამდე და შევხედავ... დაცვის ხაზში აქამდეც რომ იყო პრობლემები, თქვენც შორიდან ამჩნევდით და გუნდი ამის გამოსწორებაზე მუშაობს. ამას, სანამ აქ მოვიდოდი, მაშინაც ვხედავდი და ვფიქრობ, რომ გამოვასწორებთ.

მაგრამ არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ჩავდგე... ახლა არც დაცვას ეხება, არც მწვრთნელსა და თავდამსხმელს, ახლა იყო არაფერი ჩვენი მხრიდან, რაზეც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი და იქ უნდა გამოვავლინოთ ჩვენი ხასიათი. ამ დაცვითაც, ამ ნახევარდაცვითაც ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ მომდევნო ეტაპზე.

ეს უნდა იყოს სხვანაირი ხასიათით ნათამაშები მატჩი. როგორც ბოლო თამაშს ატარებდნენ და უკანასკნელ რაღაცას აკეთებდნენ. ყველაზე მეტად გამოსასწორებელი ფსიქოლოგიაა", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

მიხო
რას დაამსგავსეს ყველასათვის საყვარელი და საამაყო დინამო, გახედვაც აღარ მინდა მაქეთკენ
ტყეშელაანთ ს.რს
კლავიატურის ვირტუოზო გაზრდილხარ…ცენზურას რა უთხრა თორემ ხომ მიგიკითხავდი….
ილია
დინამო აუქციონზე სასწრაფოდ!!!
ტყეშელაანთ გიჟი
შე ქლიავო, თუ "დინამო"-სთვის კარგი გინდა, მაშინ ჭიაბრიშვილის გარეშე კი არა, ფიფიას გარეშე უნდა გინდოდეს ეს გუნდი
simartle
ხომ ვიძახდი ჭიაბრიშვილი დაასამარებს დინამოს მეთქი,ფეხბურთელებთან კონფლიქტი და ქედმაღლური დამოკიდებულება ბიჭების მიმართ აი ეს არის ჭიაბრიშვილის სახე.ჯერ სად არის ფიფია ნახავს დინამოს შერცხვენას ჭიაბრიშვილის მწვრთნელობით,გვახსოვს არარატ არმენიასთან შერცხვენილი,დინამო ჭიაბრიშვილის გარეშე…
G.A.L.
"ჭია"-ს ბრალი ამ ფიასკოში ყველაზე ნაკლებია! პრობლემა კიმპლექსურია და მისი ფესვები ძალიან ღრმაა. ყველაფრის თავი და თავი არის ფიფია. ამ კაცს "დინამო", როგორც კულაკს, ისე უნდა ჩამოართვან! ძველმა, სახელოვანმა გვერდიამ მანუჩარამ, ტუხამ, ჩელემ, ამბრისიჩნა, ჩივაძემ, ხინჩაგამ, სვანაძემ, ჭომამ, კალისტრატოვიჩმა და კიდევ სხვებმა ვისაც "დინამო"-ს დიდება გაქვთ შექმნილი ხმა ამოიღეთ. ნუთუ თქვენთვის სულერთია ასეთი სირცხვილის ჭამა. მსგავს "გუნდებთან" სპარინგს "პადგატავიტელნზე" არ კადრულობდა თქვენი დროის " დინამო". სირცხვილია!!! მეორე მიზეზი - ბავშვთა ფეხბურთშია (ამაზე კარგად წერენ კომენტარში ზემით). შემდეგი მიზეზი ფეხბურთელების არაპროფესიონალუზმი და უპასუხისმგებლო მიდგომაშია გულშემატკივარი არ დადის სტადიონზეო?! ფიზმომზადება არ გივარგათ, ბურთის დამყშავებას რამოდენიმე შეხებაში ახერხებთ ( ამასაც არა ყოველთვის), მოედანზე ქაოტურად გადაადგილდებით (ერთი გამართული, მრავალსვლიანი კომბინაცია არ გაკეთებულა! კომბინაცია კი არა, "ზაბეგანია" არ გაკეთებულა წესიერად! ტაქტიკურად არანაირი მონახაზი არ იკითხებოდა თამაშის მანძილზე. შემადგენლობაც მოითხოვდა უკეთესს (ელემწნტარული შცდომის შედეგად გავიდა მეორე გოლი!). ასეთი უკლასო, არაფრისმომცემი ლეგიონერების ყოლას ისევ "დინამო"-ს სკოლაში გაზრდილ ყმაწვილებს მუეცით შანსი! და საერთოდ ყვეკაფერი ნოლუდანაა დასაწყები.P.S."ჭია" ცოდოა ამ უაზრო ორომტრიალში. "დინამო"-ში მისვლამდეც ვწერდი მას ამუს შესახებ. "გეგუჩა" მშვენიერი მაგალითია შენთვის. ფუფიასთან ვერავინ ვერ იმუშავებს!!!
ვალერი
აღარ უნდა დამთავრდეს "დინამოს" ბოდიშები?!!! უსინდისო ხალხი ხართ ყველა ფეხბურთელებიან, მფლობელიან სტაფიანად!!!!
ოთარი
ფეხბურთელების ბრალია ეს მარცხი. ბევრი უხეში შეცდომა დაცვაში და განიავებული მომენტები.
კაპიტან გარდენბურგი
ჭიაბრიშვილზე დავწერე წინასწარ, იმედია გახსოვთ, რომ თავზე დაახევენ დინამოს ბურთს, რადგან საფეხბურთო ლოგიკაა ასეთი და ეს კაცი არაფერ შუაში არ იქნება თქო! უბრალოდ კლუბია ასეთი, უსამართლობა იქნბებოდა პირიქით დინამო რომ იგებდეს რამეს. ეს კლუბი, ადრე ჩემი საყვარელი, აკეთებს სრულიაფ საპირისპირო რამეს - ბათუმის, ნაკრების წარმატებებს და აღმავლობას ძირს უთხრის. წლებია თან. ქვეტბის თვითრწმენას და ჩემპიონაყის საერთო დონეს ანადგურებს. თქვენ კიდევ აქ გააკრიტიკებთ წელიწადში ერთხელ. აგერ მომბაძეთ მე - ნუ#ა უყურებთ ტელევიზიით, ნუღა ივლით სტადიონზე და წავა ის კაცი. მოუწევს. აი მერე არის შანსი მხოლოდ
kaka
ბოდისი მოიგონა ტუ გახსოვტ ვინ დევდარიანმა და ხალხმა ვაა მერე გაქრა ეხლა ჯიაბრისვილი ცუდიააააააააააააა
merabi-1960
ამ ბენიომ რამდენჯერ უნდა "ივაჟკაცოს" და აჩუქოს გოლი მეტოქეს და საერთოდ ვიღაც "პაიდეს" ლეგიონერებმა ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენი ფეხბურთელები ტექნიკური მომზადებით შეიძლება ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ ტაქტიკურად...არ ვიცი, სად სწავლობენ ან ვინ ასწავლის ასეთ თამაშს, გაუთავებელი გადაცემები გვერდზე, უკან, მეკარეს, მუდმივი ჟესტიკულაციები, ვინ სად დადგეს, გაიხსნას და ა. შ. აბა, თუ გაქვთ ნერვები, გადაახვიეთ და ნახეთ ჩვენი ფეხბურთელი რამდენ გადაცემას აკეთებს წინ, ზოგიერთი არცერთს! თვეები ველოდები ამათ თამაშს, და ვნახულობ ბოლოს საცოდაობას...
რობი
ყველა გუნდი დასაშლელი და ახლიდან ასაწყობია...ვერ ვხვდები კაცს რომ ფეხბურთელი გგონია თავი და ასე თამაშობდე...ბოდიში მაგრამ არც ერთ აზრზე არ არის...რას გავხართ თუ არ გრცხვენიათ...
jordan beli
კაცმა ბოდიში მოიხადა და მეტი რა ქნას? მინიმუმ ათი წელი არაფერი გვეშველება ფეხბურთში. ათი წელი იმ შემთხვევაში თუ ხვალიდანვე ფეხბურთზე ვარჯიში ხელმისაწვდომი გახდება ბავშვებისთვის ღარიბი ოჯახებიდან!!!! თუ ხვალიდანვე მოისპობა კორუფცია,ნაცნობ მეგობრობა და ზემოდან დარეკვები!!! თუ ხვალიდანვე მოისპობა თანხის გადახდა15,30 წუთი და მეორე ტაიმში თამაშისათვის და ასევე ძირითადში დაყენებისთვის!!! თუ არა და კიდევ უფრო მეტი წლები გვექნება მხოლოდ ძიუდოში,ჭიდაობაში,რაგბსა და მკლავჭიდზე წარმატებები!!! არა გჯერათ??? ალილო და ხვალეო...
ლევანი კახეთი
არაფერი საბოდიშო არ გჭირს შენ... ის გველეშაპია მოსაშორებელი, მანდ რომ წლებია აუპატიურებს დინამოს და ქართულ ფეხბურთს.
1.2.3.4.5.
ვერცერთმა ვერ გოუძელით გუშინ ბოლომდე, დეიღალეთ და შეცდომებიც იმიტო დოუშვით. მარტო ბათუმმა იცის როგორ გოუძლოს.
მიშა
ვერაფრით გავერკვიე, რას ნიშნავს ქართულად ნათქვამი- ,,ვიღებ პასუხისმგებლობას". შევარდნაძემ იცოდა ეგრე. ყოველ მორიგ ჩავარდნაზე ამბობდა, ამის გამო პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებო.
გულშემატკივარი
გუშინდელ მატჩს ფეხბურთთან საერთო არაფერი ქონდა, ეს მითომ ლეგიონერები საიდან მოგყავთ სად პოულობთ, ყველამ ვიცით რომ დინამოს ფინანსურად ძალიან უჭირს, მათ შორის ხელფასების გაცემაც კი პერსონალზე, მაგრამ ეს იმას არ ამაღთლებს რაც მოედანზე გუშინ მოხდა, შთაბეჭდილება დამრჩა რომ შედეგი წინასწარ იყო უკვე დაგეგმილი, ამ ყველაფერს ისიც მიმყარებს რამხელა კუშიც ქონდა გუშინ მოწინააღმდეგის გამარჯვებას.
kaka
იზახოს ყველა ტამასის მერე ბოდისი იქნება და იქნება მანდ ხალხს გონია ტუ ბოდისი მოიხადა მაგარია აუ რა ტქვაო ბედნიერია ხალხი
12345
რატომაა სტერეოტიპი ჩამოყალიბებული, რომ ეს ჩინური გვარდიოლა, საფეხბურთო სპეციალისტია?! ეს და ცეცაძე კიდევ?!
მე-14 სკოლა
ბოდიში რომ წამალი იყოს აფთიაქში გაიყიდებოდა, 90-წუთი მიდის თამაში და გუნდი 60-წუთს თავის ნახევარზე აგორავებს ბურთს, აბა ესე გინდათ მოიგოთ, დაანებეთ ბიძია თავი თამაშს და ნერვებს ნუგარ გვაწყვეტავთ, ბათუმის დინამოს თამაშს არუკურეთ? ნახეთ ბიჭებმა მტელი სული და გულით გაიხარჯნენ, რა ტემპი რა ტექნიკა რა ჯიგარი, თქვენ კიდე ბალეტი ითამაშეთ ტან საკუთარ ნახევარზე.
status quo
წესიერი კაცი ფიფიას დინამოში არ მივიდოდა.
ვენეციის კომისია
რა შეცდომაც დაუშვა ფიფიამ ჩხეტიანის დანიშვნით იგივე გაიმეორა ჭიაბრიშვილის დანიშვნით, მეტი კვალიფიკაციაა საჭირო...
ნოდო
ბოდიშის მოხდა პასუხისმგებლობის აღება არაა პასუხისმგებლობის აღება განცხადების დაწერაა 21საუკუნეში მეტოქის დაუფასებლობა რიტ ვერ ისწავლა მსოფლიომ 1 კვირაში რისი იმედი გაქვთ ნეტა ან საიდან ამხელა ამბიციები
ქართველი
მერამდენედ უნდა შეარცხვინოთ ქვეყანა სირცხვილია გულის ამრევია რაც ხდება
Oto
Ra bodishi vis rashi chirdeba sheni bodishi Am prezidentebs anu vachrebs pulis daxarjvaa ar ubdat virtxevs,ro normaluri pexburtelebi moiyvanon
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
ჭიაბრიშვილმა საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე გააკეთა კომენტარი
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდებიდან მხოლოდ "დინამოს" მატჩის ტრანსლაცია იგეგმება - სად შეგიძლიათ უყუროთ დღეს "პაიდესა" და "დინამოს" შეხვედრას
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
მექვაბიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი; 1 კვირის თავზე ვალდებულნი ვართ, სახლში შემდეგი ეტაპის საგზურით დავბრუნდეთ
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"პაიდესთან" მატჩში თბილისის "დინამოს" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ისევ დრამა - თბილისის "დინამო" პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]
"პაიდეს" "დინამოსთან" მატჩისთვის დიდი მზადება აქვს - ბილეთები სწრაფად იყიდება, ფანებისთვის გამოიყო ავტობუსიც
სხირტლაძე: ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არ განიხილება
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ