გერმანული ZDF-ის ჟურნალისტების, მარკუს ჰარმისა და იანიკ შნაიდერის გამოძიების შედეგად, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი და რუსი ასლან კარაცევი გარიგებულ მატჩებში არიან ეჭვმიტანილნი.

გამოძიების მიხედვით, მათ დაადგინეს, რომ სავარაუდოდ, ბელარუსი მწვრთნელი იაჰორ იაციკი, რომელიც წარსულში ორივე მოთამაშის დამრიგებელი გახლდათ, მათ გარიგებული მატჩების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

ZDF-მ ეს ინფორმაცია ITF-ის (საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაცია) საგამოძიო მასალებიდან მოიპოვა, რომელიც ხელში ზემოთ ნახსენებ ორ ჟურნალისტს ჩაუვარდათ.

კარაცევს ბრალად მინიმუმ 5 გარიგებულ მატჩში მონაწილეობა ედება, რომელზეც არანორმალურად დიდი ფსონები შევიდა.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მისი სავარაუდო გარიგებული მატჩების რაოდენობა არ სახელდება, თუმცა ისიც ეჭვმიტანილთა შორისაა.

"იაციკი წლებია ჩართულია გარიგებული მატჩების სქემაში, მუშაობს ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ საქმე რუსეთში/აღმოსავლეთ ევროპაში. მას ყოველთვის აქვს თან ბევრი ფული და ეძებს ახალგაზრდა ჩოგბურთელებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემები აქვთ და ფულით შეუძლია გადმოიბიროს.

"იაციკი მჭიდროდ თანამშრომლობდა კარაცევთან/ბასილაშვილთან, უყურებდა მათ წლების განმავლობაში. ორივე წარმოუდგენლად ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ მათ ჰქონდათ ფინანსური პრობლემები დასაწყისში და ის თითოეულ მათგანს კრიტიკულ მომენტში მიუახლოვდა", - უყვება ZDF-ს მწვრთნელი აღმოსავლეთ ევროპიდან, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.

იაციკი ბასილაშვილს 2013 წელს 18 თვის განმავლობაში წვრთნიდა, კარაცევს კი 2018/21 წლებში მოძღვრავდა.

ორმაგი სტანდარტი
ჯერ ერთი,არანაირი მტკიცებულება არ არის იმის,რომ ნიკოლოზი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობდა და მეორეც,რა თქვენი საქმეა წაგებაში აიღო ფული თუ მოგებაში. ჩოგბურთი არის ინდივიდუალური სპორტის სახეობა,სადაც მოთამაშე მარტო გადის სათამაშოდ,ხოდა უნდა მოიგებს და უნდა წააგებს. დიდი ფსონები მიიღესო,ხოდა ადამიანმა ისწავლოს ფიქრი,სანამ ითამაშებს და ჟურნალისტმა ისიც თქვას,რამდენი არის მოგების ალბათობა ამ დროს. ჟურნალისტი შეკვეთილ სტატიაში იღებს ფულს,მით უფრო საქართველო ყარს ამ მხრივ და მერე ეს ჟურნალისტი მორალს უკითხავს სხვას. საინტერესოა,ჯიკოვიჩის ჩახსნისთვის რამდენი აიღეს ამ ფედერაციაში? ჯერ დაპატიჟეს და მწვანე აუნთეს,ხოლო მერე დეპორტაცია გაუკეთეს.ვერ წარმოედგინათ რუსეთის მეხოტბე სერბს მოეგო სარეკორდო სლემები და ყველაფერს აკეთებენ მის შესაზღუდად. შეკვეთილი სტატია და კარგადაც იცით,რას ემსახურება ეს ყველაფერი
ნიკა
შენ ხომ ხარ ადექვატური (კ)ოდალა? ჰოდა ჩაუნისკარტე ამას
მიშა
ნუ დებთ ესეთ სტატიებს,რომელიც მოქმედებს გულშემატკივარზე, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება და მითუმეტეს დღეს შეხვედრას მართავს
ურაპატრიოტებს:
რომელი სამპრასი, აგასი, ბეკერი, ფედერერი ან ჯოკოვიჩია, მანდამაინც მას რომ ერჩოდნენ?! ადგნენ ერთ მშვენიერ დღეს გერმანელები და ბასილას გაშავება დაიწყეს?! თან, რომელიმე ტაბლოიდი კი არა, ZDF

მარტო ჩოგბურთში კი არ მოსულა ჩაწყობილი თამაშები, თითქმის სპორტის ყველა სახეობაში არის, ზოგი გამოაშკარავებულია და ზოგიც არა.
odala
ამ კომენტარის ლაიქებიდან ჩანს თუ რა არაადეკვატურია პუბლიკა ამ საიტზე. ყველაფერი კონსპირაცია ჰგონიათ. ებრძვიან ივერიას, ხალხო, თორემ აქამდე გაბრწყინდებოდა. ნიკას რას შეეხება, ძალიან ვგულშემატკივრობ, მაგრამ უკვე იმდენ რამეში ადანაშაულებენ, სულ რომ მეათედი იყოს სიმართლე, უკვე პრობლემაა.
ანესთეზეოლოგი
დანამდვილებით თქმა მტკიცებულწბების გარეშე შეუძლებელია, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ მისი ზოგიერთი მარცხი ძალიან უცნაურად ჩანს, ისეთები აქვს წაგებული
დავით 67
ზოგადად ეს პრობლემა ყველა სპორტში არსებობს და ამას უცბად გამდიდრების მსურველი ბნელი ხალხი უწყობს ხელს. საქართველოში ყველანაირი აზარტული თამაშები უნდა აიკრძალოს ნარდი და დომინოს ჩათვლით, რადგან ემოციებს აყოლილი ხალხი ვართ ქართველები.რაც შეეხება ბასილაშვილს არც გამიკვირდება ასე რომ იყოს

ბარემ დაესახელებინათ ვისთან და რომელი შეხვედრა ჰქონდათ გარიგებული.
ვაახ!
ნუ შეუკიკინეთ ნიკა ბასილაშვილს!
მირო
აქ მოყვანილი მასალებით რომ ვიმსჯელოთ,სრული ბოდვააა იმ რუსს მიწებებული ბასილა და აწყობილი სტატიაა,უნდა ვისწავლოთ გარჩევა,და რას ემსახურება ორშაბათს ამის დადება და მთელი კვირა თვალში გაჩხერა ეგ კიდე ცალკე თემაა..
alexandre
უბრალოდ დააკვირდით რა წერია. გერმანელი იდიოტი ჟურნალისტები ეყრდნობიან ITF-ის (საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაცია) ინფორმაციას! უბრალოდ დაფიქრდით! ეს ასოციაცია არაფრად აგდებს ამ მასალებს, ხოლო ჟურნალისტები კი! უბრალოდ სენსაციის მოყვარული ჟურნალისტები არიან და მეტი არაფერი! ახალი ინფორმაცია არ აქვთ! მასალაც არ აქვთ და უბრალოდ რაღაცას ბოდიალობენ. ნიკა! ამ კრეტინებს ყურადღება არ მიაქციო! ჩვენ გვიყვარხარ, გვჯერა შენი და წარმატებერბს გისურვებთ!
gia
სპორტი დეგრადირებული, ხალხი დაბოლებული, კრება მხიარული....
სოსო
უჩივლოს ეხლა გერმანელებს
ლელო
შეეშვით რა ამ ბიჭს.მართლა და მართლა. თან ზუსტად ყოველი ტურნირის დაწყების წინ რომ ამოალაგებთ ხოლმე ამ დაუსაბუთებელ ისტორიბს.
ქომაგი
Spotall.ge! საზოგადოებასაც გვგონია, რომ ნელი დოროყაშვილის და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდული ხართ და შეგიძლიათ დაამტკიცოს, რომ მოსყიდული არ ხართ!?
ფეოლა
ანუ დაიჯერე ეგრევე?
ტოტტი
ყველა სპორტში ხდება მსგავსი რამ და ყველა ვეყანაში სამწუხაროდ.
1 ნაბიჯში როლან გაროსთან - ბასილაშვილი კვალიფიკაციიც ფინალში ითამაშებს
ბასილაშვილმა როლან გაროსზე პირველი მატჩი მოიგო
რამდენს გამოიმუშავებს ბასილაშვილი თუ დღეს მოიგო და რომელ ადგილზე გადავა რეიტინგში - ყველაფერი დღევანდელ ფინალზე
გადაწყდა - მოდრიჩი "რეალს" დატოვებს
ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
იოლანდამ "ნაპოლის" "ჩუმი ლიდერი" დაასახელა
2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა
"დინამო ბათუმმა" თელავში ნავსი გატეხა, "გაგრა"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
"ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
დემბელე: ახლა "ოქროს ბურთზე" მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაა
კვარაცხელია: საქართველო მარად ჩემთანაა - "ინტერთან" ფინალი სიზმარივითაა
სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა. "ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფინალი გველოდება" - ლუის ენრიკე
ცნობილი გახდა "შახტარში" არდა ტურანის ხელფასის ოდენობა
"შავი ლომი" | გადაადგილებებით "გლაზგო ვორიორსთან"
ბელინგემი საოპერაციოა - ინგლისელი შემდეგი სეზონის სტარტს გამოტოვებს
"ილიას ნოკაუტით დავამარცხებ!" - თოფურიას მომავალმა მეტოქემ თამამი განცხადება გააკეთა
პსჟ-ის გზა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - მეტოქეები, თარიღი და ტურნირის ახალი ფორმატი
მინიმუმ 40 მილიონი ევრო - შერკის ტრანსფერიდან "ლიონი" მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ელის
პსჟ შეტევაში კიდევ უფრო ძლიერდება? - კვარაცხელიას კლუბში შესაძლოა, ყოფილი ფორვარდი დაბრუნდეს
აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
გუნდი მხოლოდ ოთხ შეხვედრაში გაწვრთნა - ვალდესმა ესპანური კლუბი დატოვა
რამდენს გამოიმუშავებს ბასილაშვილი თუ დღეს მოიგო და რომელ ადგილზე გადავა რეიტინგში - ყველაფერი დღევანდელ ფინალზე
ნიკა ჰამბურგში ასპარეზობას იწყებს - ტურნირის 2-გზის ჩემპიონი პირველ წრეში რუს მეტოქეს დაუპირისპირდება
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
1 ნაბიჯში როლან გაროსთან - ბასილაშვილი კვალიფიკაციიც ფინალში ითამაშებს
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში დამარცხდა
მედვედევმა ციციპასი დაამარცხა... რუსი ფინალშია
არის! - ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა